საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა რუსული ხომალდების განადგურებას განაგრძობს - "რუსეთი შავი ზღვის ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს"
უკრაინა რუსული ხომალდების განადგურებას განაგრძობს - "რუსეთი შავი ზღვის ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს"

უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი თით­ქმის ყო­ველ­თვე კარ­გავს საბ­რძო­ლო ხო­მალ­დებ­სა და კა­ტარ­ღებს. ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და ან და­ზი­ან­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შავი ზღვის ფლო­ტის ათზე მეტი გემი, მათ შო­რის შავი ზღვის ფლო­ტის რამ­დე­ნი­მე დიდი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი ჩა­ძი­რეს, ზო­გიც მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი და რე­მონტს სა­ჭი­რო­ებს. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა 12 დიდი ხო­მალ­დი­დან ჩა­ძი­რეს სამი, ორი ით­ვლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლად და სა­კი­თხა­ვია, რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ მათ აღ­დგე­ნას. რო­გორც სამ­ხედ­რო საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, დღეს­დღე­ო­ბით, შავი ზღვის ფლო­ტი, რო­გორც ასე­თი, რუ­სე­თის­თვის აქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტი აღარ არის.

  • რუ­სე­თის ჩა­ძი­რუ­ლი ხო­მალ­დე­ბი არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი:

2022 წლის 24 მარტს ბერ­დი­ანსკის პორ­ტში, დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალდ"სა­რა­ტო­ვი­დან“ საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის გად­მოტვირ­თვი­სას მოხ­და აფეთ­ქე­ბა. ერთი ვერ­სი­ით, მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტა იყო.

2022 წლის 13 აპ­რილს სა­ღა­მოს შავი ზღვის ფლო­ტის ფლაგ­მანს კრე­ი­სერ "მოსკვას“ უკ­რა­ი­ნელ­თა "ნეპ­ტუ­ნის“ ტი­პის ორმა ფრთო­სან­მა რა­კე­ტამ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ხო­მალ­დზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რა­საც საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის დე­ტო­ნა­ცია მოჰ­ყვა და სე­ვას­ტო­პო­ლის­კენ ბუქ­სი­რე­ბის დროს ხო­მალ­დი 14 აპ­რილს ჩა­ი­ძი­რა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 მე­ზღვა­უ­რი და­ი­ღუ­პა, 27 უკ­ვა­ლოდ და­კარ­გუ­ლია და 396 გა­დარ­ჩა.

2023 წლის 26 დე­კემ­ბერს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა ფე­ო­დო­სი­ა­ში "ჰა­ე­რი - ხმე­ლე­თის“ კლა­სის Storm Shadow ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით მძი­მედ და­ა­ზი­ა­ნეს დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი "ნო­ვო­ჩერ­კას­კი“.

ამ ტი­პის ხო­მალ­დებს ერთ რე­ის­ზე 460 ტო­ნამ­დე სამ­ხედ­რო ტვირ­თი­სა და 300 ადა­მი­ა­ნის გა­დაყ­ვა­ნა შე­უძ­ლი­ათ. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მა­შინ შე­საძ­ლოა 30-ზე მეტი მე­ზღვა­უ­რი და­ღუ­პუ­ლი­ყო. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აღი­ა­რეს გემ­ზე დარ­ტყმა. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­თა შო­რის და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ან და­ღუ­პუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი და თვითმხილ­ველ­თა მო­ნა­თხრო­ბი მოწ­მობს, რომ გემი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ნად­გურ­და.

2023 წლის 4 აგ­ვის­ტოს ნო­ვო­რო­სი­ის­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზა­ში უკ­რა­ი­ნულ­მა სა­ზღვაო დრონ­მა დიდ სა­დე­სან­ტო ხო­მალდ "ოლე­ნო­გორსკი გორ­ნი­აკს“ მარ­ცხე­ნა ბორ­ტი შე­უნ­გრია. მარ­ცხე­ნა ბორ­ტით და­ფერ­დე­ბუ­ლი ხო­მალ­დი ბუქ­სირ­მა სა­რე­მონ­ტოდ ნო­ვო­რო­სი­ის­კის სა­ზღვაო ქარ­ხა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

2023 წლის 13 სექ­ტემ­ბერს, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა "ჰა­ე­რი-ზე­და­პი­რის“ კლა­სის Storm Shadow-ს ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით სე­ვას­ტო­პო­ლის სა­ზღვაო ქარ­ხნის მშრალ დოკ­ში მძი­მედ და­ა­ზი­ა­ნეს დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი "მინ­სკი“ და წყალ­ქვე­შა ნავი "როს­ტოვ-ნა-დონუ“ (Б-237). "მინ­სკის“ აღ­დგე­ნას შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წელი დას­ჭირ­დეს ან სა­ერ­თოდ ჩა­მო­ი­წე­როს.

2024 წლის 1-ელ თე­ბერ­ვლის ღა­მეს უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას კორ­ვე­ტის კლა­სის პა­ტა­რა სა­რა­კე­ტო ხო­მალ­დი "ივა­ნო­ვე­ცი“ შე­ე­წი­რა.

2024 წლის 14 თე­ბერ­ვალს დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­თან უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სა­ზღვაო დრო­ნე­ბით მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს რი­გით მე­ხუ­თე დიდ სა­დე­სან­ტო ხო­მალდ "ცე­ზარ კუ­ნი­კოვს“, რო­მე­ლიც შემ­დგომ ჩა­ი­ძი­რა.

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, დრო­ნე­ბით დარ­ტყმის შე­დე­გად გა­იხვრი­ტა გე­მის მარ­ცხე­ნა ბორ­ტი და "ცე­ზარ კუ­ნი­კოვ­მა“ ჩა­ძირ­ვა და­ი­წყო. დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნახ­მად, "ოკუ­პან­ტე­ბის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი" აღ­მოჩ­ნდა.

2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის ე.წ. დამ­რტყმე­ლი სა­ზღვაო დრო­ნე­ბით(Magura V5) გა­ა­ნად­გუ­რეს რუ­სე­თის დიდი სა­დე­სან­ტო გემი "ცე­ზარ კუ­ნი­კო­ვი“.

2024 წლის 5 მარტს, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ 5 მარტს გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ზღვაო დრო­ნე­ბით(Magura V5) ქერ­ჩის სრუ­ტეს­თან და­არ­ტყეს რუ­სულ სა­პატ­რუ­ლო გემს, "სერ­გეი კო­ტოვს", რო­მე­ლიც გა­ნად­გურ­და. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა "სერ­გეი კო­ტოვ­ზე“ იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­შიც. სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვამ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ გემი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

ომის წინ რუ­სებს შავ ზღვა­ში სულ 12 დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი ჰყავ­დათ - 6 შავი ზღვის, 3 ბალ­ტი­ი­სა და ამ­დე­ნი­ვე ჩრდი­ლო­ე­თის ფლო­ტე­ბი­დან. დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი­დან დარ­ჩე­ნი­ლი "ნი­კო­ლაი ფილ­ჩენ­კო­ვი“ (და­ცუ­რავს 1975 წლის დე­კემ­ბრი­დან) და "ორსკი“ (და­ცუ­რავს 1968 წლის დე­კემ­ბრი­დან) იმ­დე­ნად ასა­კო­ვა­ნი ხო­მალ­დე­ბია, რომ მათი გა­მარ­თუ­ლო­ბა ეჭვს ბა­დებს.

  • ცნო­ბი­სათ­ვის: 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში დიდ­მა სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დებ­მა "სა­რა­ტოვ­მა“ და "ცე­ზარ კუ­ნი­კოვ­მა“ ოჩამ­ჩი­რეს­თან 108-ე სა­დე­სან­ტო-სა­პა­რა­შუ­ტო პოლ­კის 500-ზე მეტი მე­დე­სან­ტე და ტექ­ნი­კის ასამ­დე ერ­თე­უ­ლი გად­მოს­ხეს.

თე­მურ ჩა­ჩა­ნი­ძე, სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი და სამ­ხედ­რო ფლო­ტე­ბის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი:

"რუ­სეთს ორი კა­ტე­გო­რი­ის სა­დე­სან­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჰყავს: დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი, სა­დღაც 4-5-6 ათა­სი ტო­ნის შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვი­ნა­ი­დან მან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მე­დე­სან­ტე უნდა გა­და­იყ­ვა­ნოს, ამას­თა­ნა­ვე, ტექ­ნი­კის ან არ­ტი­ლე­რი­ის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა გა­და­ზი­დოს. გარ­და ამი­სა, არის კი­დევ პა­ტა­რა სა­დე­სან­ტო კა­ტარ­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მე­დე­სან­ტე­ებს იტევს და შე­იძ­ლე­ბა მას­ზე ტექ­ნი­კის 1 ან 2 ერ­თე­უ­ლი და­ე­ტი­ოს (ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე). დიდი რუ­სუ­ლი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი შავ ზღვა­ში სა­დღაც 6-7 ერ­თე­უ­ლი იყო, გარ­და ამი­სა, ომის წინ რუ­სებ­მა ბალ­ტი­ის ფლო­ტი­დან და ჩრდი­ლო­ე­თის ფლო­ტი­დან კი­დევ 6 დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი შე­მო­იყ­ვა­ნეს, ანუ ჯამ­ში მათ სა­დღაც 12-მდე დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი ჰყავ­დათ, რო­მელ­თაც შე­ეძ­ლოთ სა­დღაც 4500-მდე მე­დე­სან­ტის გა­დაყ­ვა­ნა, პლუს ჯავ­შან­ტექ­ნი­კის 250-მდე ერ­თე­უ­ლის ან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტექ­ნი­კის ერ­თე­უ­ლის გა­და­ტა­ნა. ჯავ­შან­ტექ­ნი­კაა ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი, მსუ­ბუ­ქად და­ჯავ­შნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (შე­საძ­ლოა ბორ­ბლე­ბი­ა­ნის გარ­და, მუხ­ლუ­ხე­ბი­ა­ნიც, რომ­ლე­ბიც წყალ­ზე და­ცუ­რავს). ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ამ 12 ხო­მალ­დი­დან ჩა­ძი­რეს სამი, ორი ით­ვლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლად, რე­მონტს გა­დი­ან და სა­კი­თხა­ვია, რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ მათ აღ­დგე­ნას. რუ­სუ­ლი ხო­მალ­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი აშე­ნე­ბუ­ლია საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, სა­დღაც, 70-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, პო­ლო­ნეთ­ში. ამ ხო­მალ­დებს აქვთ თა­ვი­ან­თი რე­სურ­სი და ასა­კის გამო, მათი ნა­წი­ლე­ბი, აგ­რე­გა­ტე­ბი მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი, სჭირ­დე­ბათ რე­მონ­ტი, ამის გა­რე­შე ხო­მალ­დი ზღვა­ში ვერ გავა, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­ძი­როს, ამი­ტომ შავი ზღვის ფლო­ტის სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დებს შე­სა­ბა­მი­სად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ. რუ­სებს რე­მონ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა ძი­რი­თა­დად სე­ვას­ტო­პოლ­ში აქვთ, სე­ვას­ტო­პოლს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ბომ­ბა­ვენ პე­რი­ო­დუ­ლად, ამ­დე­ნად, ხო­მალ­დე­ბის რე­მონ­ტიც გარ­თუ­ლე­ბუ­ლია - უნდა წა­მო­იყ­ვა­ნონ ნო­ვო­რო­სი­ის­კში, მანდ გად­მოყ­ვა­ნაც ცალ­კე პრობ­ლე­მაა, ვი­ნა­ი­დან იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ხო­მალ­დე­ბი ჰყავთ, თით­ქმის ყვე­ლას რე­მონ­ტი ესა­ჭი­რო­ე­ბა და რიგი დგას. ასე რომ, დარ­ჩე­ნი­ლი 7 ხო­მალდს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს. ყვე­ლა­ზე დიდი, რაც უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­უ­ნად­გუ­რეს რუ­სებს, ხო­მალ­დე­ბი -"სა­რა­ტო­ვი“, "ნო­ვო­ჩერ­კასს­კი“ და "ცე­ზარ კუ­ნი­კო­ვია“. არის კი­დევ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა სა­რა­კე­ტო ხო­მალ­დე­ბი, სა­დე­სან­ტო კა­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კას­პი­ის ზღვი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს.

რუ­სეთს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს გემთმშე­ნებ­ლო­ბის რე­სურ­სე­ბიც, ისი­ნი დიდ სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დებს 10-12 წელი აშე­ნებ­დნენ (ამე­რი­კე­ლე­ბი ბევ­რად უფრო დი­დებს 2-3 წელ­ში აშე­ნე­ბენ) იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი ამ მხრივ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ძალ­ზე ჩა­მორ­ჩე­ნი­ლია. თუმ­ცა ისი­ნი კა­ტარ­ღებს სწრა­ფად აგე­ბენ, მაგ­რამ დიდ ხო­მალ­დებს დიდ­ხანს უნ­დე­ბი­ან, ტექ­ნო­ლო­გია არ აქვთ გა­მარ­თუ­ლი, აქვთ ძრა­ვე­ბის პრობ­ლე­მაც... 12 რუ­სუ­ლი ხო­მალ­დი­დან 5, ანუ თით­ქმის 40% მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი, დარ­ჩე­ნი­ლი 60% ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი არაა, სა­რე­მონ­ტოა. ერთი სი­ტყვით, შე­სამ­ჩნე­ვად არის დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და რაც რუ­სებს ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი - ოდე­სას­თან დე­სან­ტის გა­დას­ხმა, ეს უკვე გა­მო­ი­რი­ცხა, ვი­ნა­ი­დან მას არც ამის რე­სურ­სი აქვს, არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რუ­სუ­ლი გე­მე­ბი აღარ არის, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა 2-3 გემი ისევ ჩა­უ­ძი­რონ, მით უმე­ტეს მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბას მი­ი­ღებს და­სავ­ლე­თი­დან. ასე რომ, რუ­სე­თი ფლოტს, რო­გორც აქ­ტი­ურ ელე­მენტს, ვე­ღარ იყე­ნებს. თა­ვი­დან და­ი­წყეს ტრა­ბა­ხი, უკ­რა­ი­ნულ ხორ­ბალს გზას გა­და­ვუ­კე­ტავთ, არა­ფერს გა­ვა­ტა­რებ­თო, დიდი მუ­ქა­რე­ბი იყო, მაგ­რამ ახლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­მი­ნეთ-ბულ­გა­რე­თის სა­ნა­პი­რო წყლებ­ში ატა­რე­ბენ ხორ­ბალს და რუ­სე­ბი ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ, ვე­ღარ რის­კა­ვენ, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბია და თუ ნე­იტ­რა­ლურ წყლებ­ში თავ­დას­ხმა მოხ­დე­ბა, ეს ნა­ტო­ზე თავ­დას­ხმას ნიშ­ნავს. რუ­სებს ერ­თა­დერ­თი, შე­უძ­ლი­ათ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და­არ­ტყან, მაგ. ოდე­სას და დუ­ნა­ის­პი­რა პორ­ტე­ბი და­ბომ­ბონ, მათ ერ­თა­დერ­თი, ეს ბარ­ბა­რო­სუ­ლი მე­თო­დი აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი. და­სავ­ლე­თი ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას, რომ პორ­ტე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს.. დღეს­დღე­ო­ბით შავი ზღვის ფლო­ტი, რო­გორც ასე­თი, რუ­სე­თის­თვის აქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტი აღარ არის, ის ძი­რი­თა­დად შე­ბო­ჭი­ლია ნო­ვო­რო­სი­ის­კში, რა­ღაც წვრილ­მა­ნე­ბი - ოჩამ­ჩი­რე­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და, რაც დარ­ჩე­ნი­ლია, სე­ვას­ტო­პოლ­შია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უკრაინა რუსული ხომალდების განადგურებას განაგრძობს - "რუსეთი შავი ზღვის ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს"

უკრაინა რუსული ხომალდების განადგურებას განაგრძობს - "რუსეთი შავი ზღვის ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს"

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თითქმის ყოველთვე კარგავს საბრძოლო ხომალდებსა და კატარღებს. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ათზე მეტი გემი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე დიდი სამხედრო ხომალდი ჩაძირეს, ზოგიც მწყობრიდანაა გამოსული და რემონტს საჭიროებს. ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა 12 დიდი ხომალდიდან ჩაძირეს სამი, ორი ითვლება დაზიანებულად და საკითხავია, რამდენად შეძლებენ მათ აღდგენას. როგორც სამხედრო საქმის სპეციალისტები ამბობენ, დღესდღეობით, შავი ზღვის ფლოტი, როგორც ასეთი, რუსეთისთვის აქტიური ელემენტი აღარ არის.

  • რუსეთის ჩაძირული ხომალდები არასრული ჩამონათვალი:

2022 წლის 24 მარტს ბერდიანსკის პორტში, დიდი სადესანტო ხომალდ"სარატოვიდან“ საბრძოლო მასალების გადმოტვირთვისას მოხდა აფეთქება. ერთი ვერსიით, მიზეზი უკრაინული რაკეტა იყო.

2022 წლის 13 აპრილს საღამოს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს კრეისერ "მოსკვას“ უკრაინელთა "ნეპტუნის“ ტიპის ორმა ფრთოსანმა რაკეტამ მძიმე დაზიანებები მიაყენა. რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რასაც საბრძოლო მასალების დეტონაცია მოჰყვა და სევასტოპოლისკენ ბუქსირების დროს ხომალდი 14 აპრილს ჩაიძირა. ოფიციალური ინფორმაციით, 1 მეზღვაური დაიღუპა, 27 უკვალოდ დაკარგულია და 396 გადარჩა.

2023 წლის 26 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფეოდოსიაში "ჰაერი - ხმელეთის“ კლასის Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტებით მძიმედ დააზიანეს დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი“.

ამ ტიპის ხომალდებს ერთ რეისზე 460 ტონამდე სამხედრო ტვირთისა და 300 ადამიანის გადაყვანა შეუძლიათ. არაოფიციალური მონაცემებით, მაშინ შესაძლოა 30-ზე მეტი მეზღვაური დაღუპულიყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღიარეს გემზე დარტყმა. რუსეთის სამხედროთა შორის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სატელიტური ფოტოები და თვითმხილველთა მონათხრობი მოწმობს, რომ გემი ფაქტობრივად განადგურდა.

2023 წლის 4 აგვისტოს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში უკრაინულმა საზღვაო დრონმა დიდ სადესანტო ხომალდ "ოლენოგორსკი გორნიაკს“ მარცხენა ბორტი შეუნგრია. მარცხენა ბორტით დაფერდებული ხომალდი ბუქსირმა სარემონტოდ ნოვოროსიისკის საზღვაო ქარხანაში გადაიყვანა.

2023 წლის 13 სექტემბერს, სამხედრო-საჰაერო ძალებმა "ჰაერი-ზედაპირის“ კლასის Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში მძიმედ დააზიანეს დიდი სადესანტო ხომალდი "მინსკი“ და წყალქვეშა ნავი "როსტოვ-ნა-დონუ“ (Б-237). "მინსკის“ აღდგენას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს ან საერთოდ ჩამოიწეროს.

2024 წლის 1-ელ თებერვლის ღამეს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჩატარებულ სპეცოპერაციას კორვეტის კლასის პატარა სარაკეტო ხომალდი "ივანოვეცი“ შეეწირა.

2024 წლის 14 თებერვალს დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან უკრაინელებმა საზღვაო დრონებით მძიმე დაზიანებები მიაყენეს რიგით მეხუთე დიდ სადესანტო ხომალდ "ცეზარ კუნიკოვს“, რომელიც შემდგომ ჩაიძირა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გაიხვრიტა გემის მარცხენა ბორტი და "ცეზარ კუნიკოვმა“ ჩაძირვა დაიწყო. დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, "ოკუპანტების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი" აღმოჩნდა.

2024 წლის თებერვალში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით(Magura V5) გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი“.

2024 წლის 5 მარტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 5 მარტს გამოაცხადა, რომ საზღვაო დრონებით(Magura V5) ქერჩის სრუტესთან დაარტყეს რუსულ საპატრულო გემს, "სერგეი კოტოვს", რომელიც განადგურდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა "სერგეი კოტოვზე“ იერიში მიიტანეს 2023 წლის სექტემბერშიც. სამხედრო დაზვერვამ მაშინ განაცხადა, რომ გემი დაზიანებული იყო.

ომის წინ რუსებს შავ ზღვაში სულ 12 დიდი სადესანტო ხომალდი ჰყავდათ - 6 შავი ზღვის, 3 ბალტიისა და ამდენივე ჩრდილოეთის ფლოტებიდან. დიდი სადესანტო ხომალდებიდან დარჩენილი "ნიკოლაი ფილჩენკოვი“ (დაცურავს 1975 წლის დეკემბრიდან) და "ორსკი“ (დაცურავს 1968 წლის დეკემბრიდან) იმდენად ასაკოვანი ხომალდებია, რომ მათი გამართულობა ეჭვს ბადებს.

  • ცნობისათვის: 2008 წლის აგვისტოში დიდმა სადესანტო ხომალდებმა "სარატოვმა“ და "ცეზარ კუნიკოვმა“ ოჩამჩირესთან 108-ე სადესანტო-საპარაშუტო პოლკის 500-ზე მეტი მედესანტე და ტექნიკის ასამდე ერთეული გადმოსხეს.

თემურ ჩაჩანიძე, სამხედრო მიმომხილველი და სამხედრო ფლოტების ისტორიის მკვლევარი:

"რუსეთს ორი კატეგორიის სადესანტო საშუალებები ჰყავს: დიდი სადესანტო ხომალდი, სადღაც 4-5-6 ათასი ტონის შეიძლება იყოს, ვინაიდან მან რამდენიმე ასეული მედესანტე უნდა გადაიყვანოს, ამასთანავე, ტექნიკის ან არტილერიის რაღაც რაოდენობა გადაზიდოს. გარდა ამისა, არის კიდევ პატარა სადესანტო კატარღები, რომლებიც უფრო მცირე რაოდენობის მედესანტეებს იტევს და შეიძლება მასზე ტექნიკის 1 ან 2 ერთეული დაეტიოს (ზომებიდან გამომდინარე). დიდი რუსული სადესანტო ხომალდები შავ ზღვაში სადღაც 6-7 ერთეული იყო, გარდა ამისა, ომის წინ რუსებმა ბალტიის ფლოტიდან და ჩრდილოეთის ფლოტიდან კიდევ 6 დიდი სადესანტო ხომალდი შემოიყვანეს, ანუ ჯამში მათ სადღაც 12-მდე დიდი სადესანტო ხომალდი ჰყავდათ, რომელთაც შეეძლოთ სადღაც 4500-მდე მედესანტის გადაყვანა, პლუს ჯავშანტექნიკის 250-მდე ერთეულის ან რამდენიმე ასეული საავტომობილო ტექნიკის ერთეულის გადატანა. ჯავშანტექნიკაა ჯავშანტრანსპორტიორები, მსუბუქად დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალებები (შესაძლოა ბორბლებიანის გარდა, მუხლუხებიანიც, რომლებიც წყალზე დაცურავს). ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა ამ 12 ხომალდიდან ჩაძირეს სამი, ორი ითვლება დაზიანებულად, რემონტს გადიან და საკითხავია, რამდენად შეძლებენ მათ აღდგენას. რუსული ხომალდების დიდი ნაწილი აშენებულია საბჭოთა პერიოდში, სადღაც, 70-იანი წლების მეორე ნახევარში, პოლონეთში. ამ ხომალდებს აქვთ თავიანთი რესურსი და ასაკის გამო, მათი ნაწილები, აგრეგატები მწყობრიდანაა გამოსული, სჭირდებათ რემონტი, ამის გარეშე ხომალდი ზღვაში ვერ გავა, შეიძლება ჩაიძიროს, ამიტომ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდებს შესაბამისად ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებული აქვთ. რუსებს რემონტის საშუალება ძირითადად სევასტოპოლში აქვთ, სევასტოპოლს უკრაინელები ბომბავენ პერიოდულად, ამდენად, ხომალდების რემონტიც გართულებულია - უნდა წამოიყვანონ ნოვოროსიისკში, მანდ გადმოყვანაც ცალკე პრობლემაა, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი ხომალდები ჰყავთ, თითქმის ყველას რემონტი ესაჭიროება და რიგი დგას. ასე რომ, დარჩენილი 7 ხომალდს ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებული აქვს. ყველაზე დიდი, რაც უკრაინელებმა გაუნადგურეს რუსებს, ხომალდები -"სარატოვი“, "ნოვოჩერკასსკი“ და "ცეზარ კუნიკოვია“. არის კიდევ განადგურებული პატარა სარაკეტო ხომალდები, სადესანტო კატერები, რომლებიც კასპიის ზღვიდან გადმოიყვანეს.

რუსეთს შეზღუდული აქვს გემთმშენებლობის რესურსებიც, ისინი დიდ სადესანტო ხომალდებს 10-12 წელი აშენებდნენ (ამერიკელები ბევრად უფრო დიდებს 2-3 წელში აშენებენ) იმიტომ, რომ რუსეთი ამ მხრივ ტექნოლოგიურად ძალზე ჩამორჩენილია. თუმცა ისინი კატარღებს სწრაფად აგებენ, მაგრამ დიდ ხომალდებს დიდხანს უნდებიან, ტექნოლოგია არ აქვთ გამართული, აქვთ ძრავების პრობლემაც... 12 რუსული ხომალდიდან 5, ანუ თითქმის 40% მწყობრიდანაა გამოსული, დარჩენილი 60% ხანდაზმულობის გამო ბრძოლისუნარიანი არაა, სარემონტოა. ერთი სიტყვით, შესამჩნევად არის დაქვეითებული და რაც რუსებს ჰქონდათ ჩაფიქრებული - ოდესასთან დესანტის გადასხმა, ეს უკვე გამოირიცხა, ვინაიდან მას არც ამის რესურსი აქვს, არც შესაძლებლობა. რუსული გემები აღარ არის, უკრაინელებმა შეიძლება 2-3 გემი ისევ ჩაუძირონ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უკრაინა შეიარაღებას მიიღებს დასავლეთიდან. ასე რომ, რუსეთი ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს. თავიდან დაიწყეს ტრაბახი, უკრაინულ ხორბალს გზას გადავუკეტავთ, არაფერს გავატარებთო, დიდი მუქარები იყო, მაგრამ ახლა უკრაინელები რუმინეთ-ბულგარეთის სანაპირო წყლებში ატარებენ ხორბალს და რუსები ვერაფერს აკეთებენ, ვეღარ რისკავენ, ვინაიდან ისინი ნატოს წევრი ქვეყნებია და თუ ნეიტრალურ წყლებში თავდასხმა მოხდება, ეს ნატოზე თავდასხმას ნიშნავს. რუსებს ერთადერთი, შეუძლიათ ინფრასტრუქტურას დაარტყან, მაგ. ოდესას და დუნაისპირა პორტები დაბომბონ, მათ ერთადერთი, ეს ბარბაროსული მეთოდი აქვთ დარჩენილი. დასავლეთი ეხმარება უკრაინას, რომ პორტები ფუნქციონირებდეს.. დღესდღეობით შავი ზღვის ფლოტი, როგორც ასეთი, რუსეთისთვის აქტიური ელემენტი აღარ არის, ის ძირითადად შებოჭილია ნოვოროსიისკში, რაღაც წვრილმანები - ოჩამჩირეში გადმოიყვანეს და, რაც დარჩენილია, სევასტოპოლშია".