სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშუალოდ, 500 ლარით გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს და მუშაობა სკოლებში უფასო კვების მოდელზე - რა თქვა მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე?
საშუალოდ, 500 ლარით გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს და მუშაობა სკოლებში უფასო კვების მოდელზე -  რა თქვა მინისტრმა  განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე?

პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან სა­ჯა­რო სტა­ტუ­სის მქო­ნე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ, 500 ლა­რით გა­ეზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გა­ნა­ცხა­და ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

  • მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, 2024 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან სრუ­ლი დატ­ვირ­თვის პი­რო­ბებ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სი, სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, სა­შუ­ა­ლოდ 500 ლა­რით გა­იზ­რდე­ბა.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა ისა­უბ­რა უფა­სო კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სას­კო­ლო მო­დელ­ზე. მისი თქმით, სა­მი­ნის­ტრომ შე­ის­წავ­ლა თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლა და კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლე­ბი და­გეგ­მა.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვრის თქმით, ერ­თა­დერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და­ი­წყო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა".

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და სრულ­ყო­ფი­ლი ან­გა­რი­ში ჩა­ვა­ბა­რო. სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ნენ­ტე­ბის ნა­წი­ლი არ არის, ამი­ტომ ვიცი, რომ იქ­ნე­ბო­და ამ თე­მა­ზე კი­თხვე­ბი. ისე და­ხა­ტეს, თით­ქოს ჩვენ მიერ შექ­მნი­ლია ეს პრობ­ლე­მა და არ არ­სე­ბობს 30 წელ­ზე მე­ტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვ­კი­დეთ ხელი ამ რე­ფორ­მას და ვე­ჭი­დე­ბით. რე­ა­ლურ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ, რომ და­ვი­წყოთ ამ პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

  • პირ­ვე­ლი, ყვე­ლა არ­სე­ბულ ბუ­ფეტ­ში, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სკო­ლებ­ში, გან­ვსა­ზღვრეთ ის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი ჰი­გი­ე­ნის, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის პრო­დუქტთა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც და­საშ­ვე­ბია ან არ არის და­საშ­ვე­ბი იყოს სას­კო­ლო სივ­რცე­ში. რა თქმა უნდა, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­აა გავ­ლი­ლი და ამან მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ა­რე­გუ­ლი­რა ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და.

მე­ო­რე, სწო­რი ანა­ლი­ზის­თვის თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლა დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლეთ, რომ კონ­კრე­ტულ მო­დე­ლებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიგ­ვე­ღო. ამ მიზ­ნით სა­მი­ნის­ტრო­ში დამ­ტკიც­და სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა, სა­დაც ჩვენ­მა ექ­სპერ­ტებ­მა თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლა აღ­წე­რეს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ეტა­პე­ბი დაგ­ვე­ნერ­გა" ,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

  • მი­ნის­ტრის თქმით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­მი­ნის­ტრო სა­ზო­გა­დო­ე­ბას კონ­კრე­ტულ ვა­დებ­სა და მო­დე­ლებს გა­აც­ნობს, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრომ სას­კო­ლო კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მა.

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დე, 1-2 თვის ფარ­გლებ­ში, ჩვენ უკვე შევ­ძლებთ კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბით, რო­მელ სკო­ლა­ში და რო­მელ რე­გი­ონ­ში და­ვი­წყებთ ამ პროგ­რა­მას.

არის ასე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია - "კვე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა და გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა ბავ­შვის­თვის"- ამის წევ­რი გახ­და ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გან­ვსა­ზღვრეთ და გა­ვი­ზი­ა­რებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

საშუალოდ, 500 ლარით გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს და მუშაობა სკოლებში უფასო კვების მოდელზე - რა თქვა მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე?

საშუალოდ, 500 ლარით გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს და მუშაობა სკოლებში უფასო კვების მოდელზე -  რა თქვა მინისტრმა  განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე?

პირველი ივლისიდან საჯარო სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულ თემაზე განაცხადა ასევე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.

  • მინისტრის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა უფასო კვებასთან დაკავშირებულ სასკოლო მოდელზე. მისი თქმით, სამინისტრომ შეისწავლა თითოეული სკოლა და კონკრეტული მოდელები დაგეგმა.

გიორგი ამილახვრის თქმით, ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო, "ქართული ოცნებაა".

"საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები. ისე დახატეს, თითქოს ჩვენ მიერ შექმნილია ეს პრობლემა და არ არსებობს 30 წელზე მეტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ პროცესის განხორციელება.

  • პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვებია ან არ არის დასაშვები იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის გამოწვევები, რომელიც არსებობდა.

მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა" ,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

  • მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომელიც სამინისტრომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაგეგმა.

"მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას.

არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია - "კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის"- ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო, სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.