სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ ვაპირებთ" - ვიქტორ ორბანი
"ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ ვაპირებთ" - ვიქტორ ორბანი

უნ­გრეთ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ნატო-ს ფარ­გლებ­ში რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვას არ აპი­რებს, - ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ვიქ­ტორ ორ­ბან­მა ბუ­და­პეშ­ტში ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან, იენს სტოლ­ტენ­ბერგთან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„ყვე­ლამ იცის, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნ­გრე­თის პო­ზი­ცია ნატო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის პო­ზი­ცი­ის­გან გან­სხვავ­დე­ბა. უნ­გრეთ­მა ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ნატო-ს ფარ­გლებ­ში რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვას არ აპი­რებს, რაც შე­იძ­ლე­ბა იმის­გან გან­სხვავ­დე­ბო­დეს, რაც ჩვენ გვჯე­რა. რის შე­სა­ხე­ბაც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა, არის ის, რომ (ნა­ტოს) გა­რეთ ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი უნდა იყოს და უნ­გრეთს ის გა­რან­ტი­ე­ბი მი­ე­ცა, რა­საც ითხოვს“, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ორ­ბან­მა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ უნ­გრე­თი ალი­ან­სის მიერ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას არ დაბ­ლო­კავს, მაგ­რამ უნ­გრე­თის მთავ­რო­ბა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად პერ­სო­ნალს ან ფი­ნან­სებს არ გა­მო­ყოფს.

„ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უნ­გრე­ლი პერ­სო­ნა­ლი არ ჩა­ერ­თვე­ბა და მის მხარ­და­სა­ჭე­რად არც უნ­გრე­თის ფი­ნან­სე­ბი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­მარ­წმუ­ნა, რომ უნ­გრე­თი ამ ძა­ლის­ხმე­ვას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ გა­უ­წევს და სხვა მო­კავ­ში­რე­ებს წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ასე­ვე, მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ უნ­გრე­თი ნატო-ს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლად შეს­რუ­ლე­ბას გა­აგ­რძე­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ ვაპირებთ" - ვიქტორ ორბანი

"ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ ვაპირებთ" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობის პოზიციისგან განსხვავდება. უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, რაც შეიძლება იმისგან განსხვავდებოდეს, რაც ჩვენ გვჯერა. რის შესახებაც დღევანდელ შეხვედრაზე გავამახვილეთ ყურადღება, არის ის, რომ (ნატოს) გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ალიანსის მიერ უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.

„ამ საქმიანობაში უნგრელი პერსონალი არ ჩაერთვება და მის მხარდასაჭერად არც უნგრეთის ფინანსები იქნება გამოყენებული. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი ამ ძალისხმევას წინააღმდეგობას არ გაუწევს და სხვა მოკავშირეებს წინსვლის საშუალებას მისცემს. ასევე, მან დაადასტურა, რომ უნგრეთი ნატო-ს ვალდებულებების სრულად შესრულებას გააგრძელებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.