პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი არ წყდება - მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ცხოველთა უფლებადამცველებმა შეურაცხყვეს (ვიდეო)
სკანდალი არ წყდება - მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ცხოველთა უფლებადამცველებმა შეურაცხყვეს (ვიდეო)

მეფე ჩარლზ III-ის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პორ­ტრე­ტი ისევ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა ლონ­დო­ნის გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ფე­ნილ პორ­ტრეტ­ში “ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს“.

აქ­ტი­ვის­ტებ­მა მე­ფეს სა­ხე­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის "უო­ლე­სი და გრო­მი­ტი" პერ­სო­ნა­ჟის - უო­ლე­სის სახე მი­აკ­რეს და წარ­წე­რაც და­უ­ტო­ვეს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცია Animal Rising - ი გან­მარ­ტავს, პრო­ტეს­ტი ფერ­მებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ე­ძღვნა, რო­მე­ლიც სა­გან­გა­შოა.

თა­ვად Animal Rising თა­ვის თავს არა­ძა­ლა­დობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უწო­დებს და თა­ვის­სა­ვე ვებ­სა­იტ­ზე წერს, რომ მათი მი­ზა­ნი მსოფ­ლი­ოს “მცე­ნა­რე­უ­ლი კვე­ბის სის­ტე­მა­ზე“ გა­დას­ვლაა.

პორ­ტრე­ტი ცენ­ტრა­ლურ ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე “ფი­ლიპ მოლ­დის“ გა­ლე­რე­ა­ში 15 ივ­ნი­სამ­დეა გა­მო­ფე­ნი­ლი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მეფე ჩარლზ III-ის პორ­ტრეტ­მა ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია. ფერმ­წერ იო­ნა­თან იეოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მეფე ჩარლზ III-ის პორ­ტრე­ტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცა.

იეომ ტი­ლო­ზე მეფე სა­შუ­ა­ლო ხე­დით და­ხა­ტა. მას ჟო­ლოს­ფე­რი უელ­სის გვარ­დი­ის ფორ­მა აც­ვია და ორი­ვე ხელი მახ­ვილ­ზე უწყვია. თით­ქმის მთე­ლი ტილო, ხე­ლე­ბი­სა და თა­ვის გარ­და, ცე­ცხლო­ვა­ნი წი­თე­ლია. ჩარლ­ზი პირ­და­პირ იყუ­რე­ბა, ტუ­ჩებ­ზე მრის­ხა­ნე ღი­მი­ლის ჩრდი­ლი გა­დაჰ­კრავს, მარ­ჯვე­ნა მხარ­თან კი პე­პე­ლა და­ფარ­ფა­ტებს.

მხატ­ვრის გან­მარ­ტე­ბით, პე­პე­ლა ასა­ხავს იმას, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა მე­ფის როლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში.

თუმ­ცა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, პორ­ტრეტ­მა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას დე­მო­ნურს უწო­დებ­დნენ და წერ­დნენ, რომ მეფე ჩარლ­ზი პირ­და­პირ “ჯო­ჯო­ხე­თი­დან იყუ­რე­ბა“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სკანდალი არ წყდება - მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ცხოველთა უფლებადამცველებმა შეურაცხყვეს (ვიდეო)

სკანდალი არ წყდება - მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ცხოველთა უფლებადამცველებმა შეურაცხყვეს (ვიდეო)

მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ცხოველთა უფლებადამცველებმა ლონდონის გალერეაში გამოფენილ პორტრეტში “ცვლილებები შეიტანეს“.

აქტივისტებმა მეფეს სახეზე ბრიტანული კომედიური სერიალის "უოლესი და გრომიტი" პერსონაჟის - უოლესის სახე მიაკრეს და წარწერაც დაუტოვეს.

როგორც ორგანიზაცია Animal Rising - ი განმარტავს, პროტესტი ფერმებში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა, რომელიც საგანგაშოა.

თავად Animal Rising თავის თავს არაძალადობრივ ორგანიზაციას უწოდებს და თავისსავე ვებსაიტზე წერს, რომ მათი მიზანი მსოფლიოს “მცენარეული კვების სისტემაზე“ გადასვლაა.

პორტრეტი ცენტრალურ ლონდონში მდებარე “ფილიპ მოლდის“ გალერეაში 15 ივნისამდეა გამოფენილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტმა ხმაური გამოიწვია. ფერმწერ იონათან იეოს მიერ შესრულებული მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტი გამოქვეყნებისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

იეომ ტილოზე მეფე საშუალო ხედით დახატა. მას ჟოლოსფერი უელსის გვარდიის ფორმა აცვია და ორივე ხელი მახვილზე უწყვია. თითქმის მთელი ტილო, ხელებისა და თავის გარდა, ცეცხლოვანი წითელია. ჩარლზი პირდაპირ იყურება, ტუჩებზე მრისხანე ღიმილის ჩრდილი გადაჰკრავს, მარჯვენა მხართან კი პეპელა დაფარფატებს.

მხატვრის განმარტებით, პეპელა ასახავს იმას, თუ როგორ შეიცვალა მეფის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თუმცა გამოქვეყნებისთანავე, პორტრეტმა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში მას დემონურს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ მეფე ჩარლზი პირდაპირ “ჯოჯოხეთიდან იყურება“.