სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუჯერებელი ამბავი: 39 წლის ქალმა იპოვა ბიოლოგიურ მშობლები, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ეძებდა - "ჩემი ნახევარძმა მამის მხრიდან ჩემი კლასელი აღმოჩნდა"
დაუჯერებელი ამბავი: 39 წლის ქალმა იპოვა ბიოლოგიურ მშობლები, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ეძებდა - "ჩემი ნახევარძმა მამის მხრიდან ჩემი კლასელი აღმოჩნდა"

9-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­მა ნინო მძლე­ურ­მა 39 წლის ასაკ­ში ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს მი­აკ­ვლია და რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ძმა ის ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ერთ მერ­ხთან იჯდა.

"მე მო­გიყ­ვე­ბით რო­გორ ვი­პო­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი. მა­შინ 8 წლის ვი­ყა­ვი, ზა­ფხუ­ლი იყო, ბე­ბია სახ­ლს ალა­გებ­და, რო­დე­საც ტყა­ვის ჩე­მო­დან­ში სა­ქა­ღალ­დე ვი­პო­ვე. ბავ­შვუ­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და­ვი­წყე კი­თხვა. მას­ში სა­უ­ბა­რი იყო სახ­ლის კარ­თან და­ტო­ვე­ბულ ნაც­რის­ფერ "პი­ლი­ონ­კა­ში" გახ­ვე­ულ ბავ­შვზე, რო­მე­ლიც ოჯახ­მა იპო­ვა და შვი­ლად აიყ­ვა­ნა. ბავ­შვს და­ბა­დე­ბი­სას ია ერ­ქვა. სა­უ­ბა­რი იყო აყ­ვა­ნილ გო­გო­ნა­ზე.

ბე­ბი­ამ რომ და­ი­ნა­ხა, სა­ქა­ღალ­დეს ვკი­თხუ­ლობ­დი, ხე­ლი­დან გა­მომ­გლი­ჯა, რას კი­თხუ­ლო­ბო. იმ დღის შემ­დეგ, ოჯახ­ში ეს სა­ქა­ღალ­დე აღარ მი­ნა­ხავს. წლე­ბი რომ გა­ვი­და, მივ­ხვდი, რომ სა­უ­ბა­რი იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რზე და ნაშ­ვი­ლე­ბი მე ვი­ყა­ვი. გა­ვი­კე­თე გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით და­მე­კონ­ტაქ­ტა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და მი­თხრა, რომ ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი იპო­ვეს.

ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ წლე­ბის ნაშ­რომ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. რო­დე­საც დავ­მშვიდ­დი, მივ­წე­რე, დე­დის მხრი­დან ბი­ო­ლო­გი­ურ დას, ვთხო­ვე დამ­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, რაც თა­ვი­დან გა­უკ­ვირ­და. მი­თხრა, იქ­ნებ გეშ­ლე­ბათ, დე­დას მხო­ლოდ ორი შვი­ლი ჰყავ­სო. რო­დე­საც ნა­თე­სა­ვებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე, მე­ო­რე დღეს უკვე იცოდ­ნენ ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის ნა­თე­სა­ვებ­მა, რომ მე ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი, გა­მოვ­ჩნდი და ვე­ძებ­დი. ასე­ვე გა­ი­გო ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ, მაგ­რამ ჯერ არ დამ­კონ­ტაქ­ტე­ბია. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ორ დღე­ში მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მა­ზე და მისი ფოტო ჩა­მიგ­დეს. ყვე­ლა­ზე დიდი შოკი მა­შინ მი­ვი­ღე, რო­დე­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის გვერ­დით და­ვი­ნა­ხე ბავ­შვი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც შვი­დი წელი ვი­ჯე­ქი მერ­ხზე.

ჩემი ნა­ხე­ვარძმა მა­მის მხრი­დან აღ­მოჩ­ნდა ჩემი კლა­სე­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა და მა­მის მე­უღ­ლე ერთ დროს იყ­ვნენ ორ­სუ­ლად. ჩემი ძმა ათი დღით ჩემ­ზე პა­ტა­რაა, მყავს ასე­ვე სამი წლით უფ­რო­სი და. ისი­ნი არ ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა და მისი მე­უღ­ლე. ამ ფაქ­ტის მოწ­მე და-ძმის­თვის არა­ვინ არის. მი­თხრეს, რომ სჭირ­დე­ბათ დრო, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ი­ღონ და და­ი­ჯე­რონ. იმე­დია, ეს დღეც დად­გე­ბა".

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დაუჯერებელი ამბავი: 39 წლის ქალმა იპოვა ბიოლოგიურ მშობლები, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ეძებდა - "ჩემი ნახევარძმა მამის მხრიდან ჩემი კლასელი აღმოჩნდა"

დაუჯერებელი ამბავი: 39 წლის ქალმა იპოვა ბიოლოგიურ მშობლები, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ეძებდა - "ჩემი ნახევარძმა მამის მხრიდან ჩემი კლასელი აღმოჩნდა"

9-წლიანი ძებნის შემდეგ, ქალბატონმა ნინო მძლეურმა 39 წლის ასაკში ბიოლოგიურ მშობლებს მიაკვლია და როგორც აღნიშნავს, ბიოლოგიური ძმა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც ერთ მერხთან იჯდა.

"მე მოგიყვებით როგორ ვიპოვე ბიოლოგიური ოჯახი და დედმამიშვილები. მაშინ 8 წლის ვიყავი, ზაფხული იყო, ბებია სახლს ალაგებდა, როდესაც ტყავის ჩემოდანში საქაღალდე ვიპოვე. ბავშვური ცნობისმოყვარეობით დავიწყე კითხვა. მასში საუბარი იყო სახლის კართან დატოვებულ ნაცრისფერ "პილიონკაში" გახვეულ ბავშვზე, რომელიც ოჯახმა იპოვა და შვილად აიყვანა. ბავშვს დაბადებისას ია ერქვა. საუბარი იყო აყვანილ გოგონაზე.

ბებიამ რომ დაინახა, საქაღალდეს ვკითხულობდი, ხელიდან გამომგლიჯა, რას კითხულობო. იმ დღის შემდეგ, ოჯახში ეს საქაღალდე აღარ მინახავს. წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ საუბარი იყო ჩვენი ოჯახის წევრზე და ნაშვილები მე ვიყავი. გავიკეთე გენეტიკური ტესტი. დაახლოებით ერთი თვის წინ "ფეისბუქის" საშუალებით დამეკონტაქტა თამუნა მუსერიძე და მითხრა, რომ ჩემი ბიოლოგიური ოჯახი იპოვეს.

ვერ წარმომედგინა, რომ წლების ნაშრომმა შედეგი გამოიღო. როდესაც დავმშვიდდი, მივწერე, დედის მხრიდან ბიოლოგიურ დას, ვთხოვე დამკონტაქტებოდა. ავუხსენი სიტუაცია, რაც თავიდან გაუკვირდა. მითხრა, იქნებ გეშლებათ, დედას მხოლოდ ორი შვილი ჰყავსო. როდესაც ნათესავებზე ინფორმაცია მივაწოდე, მეორე დღეს უკვე იცოდნენ ბიოლოგიური დედის ნათესავებმა, რომ მე ცოცხალი ვიყავი, გამოვჩნდი და ვეძებდი. ასევე გაიგო ბიოლოგიურმა დედამ, მაგრამ ჯერ არ დამკონტაქტებია. მისგან განსხვავებით ორ დღეში მომაწოდეს ინფორმაცია ბიოლოგიურ მამაზე და მისი ფოტო ჩამიგდეს. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც ბიოლოგიური მამის გვერდით დავინახე ბავშვი, რომელთან ერთადაც შვიდი წელი ვიჯექი მერხზე.

ჩემი ნახევარძმა მამის მხრიდან აღმოჩნდა ჩემი კლასელი. როგორც გაირკვა, ჩემი ბიოლოგიური დედა და მამის მეუღლე ერთ დროს იყვნენ ორსულად. ჩემი ძმა ათი დღით ჩემზე პატარაა, მყავს ასევე სამი წლით უფროსი და. ისინი არ ცხოვრობენ საქართველოში და გარდაცვლილები არიან ჩემი ბიოლოგიური მამა და მისი მეუღლე. ამ ფაქტის მოწმე და-ძმისთვის არავინ არის. მითხრეს, რომ სჭირდებათ დრო, ეს ყველაფერი მიიღონ და დაიჯერონ. იმედია, ეს დღეც დადგება".