კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურიას 3 მილიონიანი ბინა დუბაიში, სპარსეთის ყურისა და მეტროპოლიის პანორამული ხედებით - რას წერს რუსული მედია ქართველი მომღერლის მდიდრულ ცხოვრებაზე
ქეთა თოფურიას 3 მილიონიანი ბინა დუბაიში, სპარსეთის ყურისა და მეტროპოლიის პანორამული ხედებით - რას წერს რუსული მედია ქართველი მომღერლის მდიდრულ ცხოვრებაზე

ქეთი თო­ფუ­რია ორ­სუ­ლო­ბის ბოლო თვე­ებს არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში ატა­რებს. მომ­ღერ­ლის "ინ­სტაგ­რამ­ზე" ბოლო დროს "სთო­რე­ბი" და ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, დუ­ბა­ი­ში ყოფ­ნის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ მომ­ღე­რა­ლი ქმარ­თან ლევ ძენ­გოვ­თან და შვი­ლებ­თან, ოლი­ვი­ას­თან და ადამ­თან ერ­თად, მზის ჩას­ვლი­სას ნა­ვით სე­ირ­ნობს სპარ­სე­თის ყუ­რე­ში. ასე­ვე კად­რებ­ში ჩანს დუ­ბა­ი­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ქეთა შვი­ლებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნობს.

"მალე ჯგუფ A'Studio-ს სო­ლის­ტი მე­სა­მედ გახ­დე­ბა დედა. მაგ­რამ ეს ხელს არ უშ­ლის 5 სა­ა­თი იფ­რი­ნოს, რათა ცხელ ქვეყ­ნებ­ში და­ის­ვე­ნოს", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. სხვა­დას­ხვა ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში ქეთა მა­ი­სუ­რი­თა და მოკ­ლე შორ­ტით პო­ზი­რებს. სტუმ­რობს მა­ღა­ზი­ებს და ათ­ვა­ლი­ე­რებს ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ჩან­თე­ბის უახ­ლეს მო­დე­ლებს.

ქეთა თო­ფუ­რია ორ შვილს ზრდის. ქა­ლიშ­ვილს, ოლი­ვი­ას, რო­მე­ლიც ლევ გე­იხ­მან­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქმრის­გან ვაჟს, ადამს, რომ­ლის სა­ხე­საც წყვი­ლი დღემ­დე მა­ლავს.

დუ­ბა­ი­ში მომ­ღერ­ლის გახ­ში­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი შემ­თხვე­ვი­თი არ არის. ერთი წლის წინ მარ­ტში წყვილ­მა ემი­რა­ტებ­ში ბინა შე­ი­ძი­ნა.

ემი­რა­ტებ­ში წყვი­ლის გახ­ში­რე­ბულ ფრე­ნა­ზე რუ­სუ­ლი მე­დია აქამ­დეც წერ­და. მას ხში­რად თან ახ­ლდა ქმა­რი, რუსი პო­ლი­ტი­კო­სი და ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ ძენ­გო­ვი.

რო­გორც გა­ირ­კვა, წყვილ­მა ბინა ექ­სკლუ­ზი­ურ ზღვის­პი­რა კომ­პლექსში Bulgari Residences-ში შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ჯუ­მე­ი­რას ყუ­რე­ში, კერ­ძო კუნ­ძულ­ზე.

Bulgari Residences

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბი ამ მდიდ­რულ ლო­კა­ცი­ა­ზე 7 მი­ლი­ონ დო­ლარ­საც აჭარ­ბებს. ქეთა თო­ფუ­რი­ამ და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რი, 300 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი გა­და­ი­ხა­და. 150 კვ.მ. ლოფ­ტის სტი­ლის ბი­ნი­დან, სპარ­სე­თის ყუ­რი­სა და მეტ­რო­პო­ლი­ის პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი ჩანს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ქეთა თოფურიას 3 მილიონიანი ბინა დუბაიში, სპარსეთის ყურისა და მეტროპოლიის პანორამული ხედებით - რას წერს რუსული მედია ქართველი მომღერლის მდიდრულ ცხოვრებაზე

ქეთა თოფურიას 3 მილიონიანი ბინა დუბაიში, სპარსეთის ყურისა და მეტროპოლიის პანორამული ხედებით - რას წერს რუსული მედია ქართველი მომღერლის მდიდრულ ცხოვრებაზე

ქეთი თოფურია ორსულობის ბოლო თვეებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ატარებს. მომღერლის "ინსტაგრამზე" ბოლო დროს "სთორები" და ახალი ფოტოები, ძირითადად, დუბაიში ყოფნის დროს არის გადაღებული.

რუსული მედია წერს, რომ მომღერალი ქმართან ლევ ძენგოვთან და შვილებთან, ოლივიასთან და ადამთან ერთად, მზის ჩასვლისას ნავით სეირნობს სპარსეთის ყურეში. ასევე კადრებში ჩანს დუბაიში გადაღებული ფოტოები, სადაც ქეთა შვილებთან ერთად ქუჩაში სეირნობს.

"მალე ჯგუფ A'Studio-ს სოლისტი მესამედ გახდება დედა. მაგრამ ეს ხელს არ უშლის 5 საათი იფრინოს, რათა ცხელ ქვეყნებში დაისვენოს", - წერს რუსული მედია. სხვადასხვა ფოტოებსა და ვიდეოებში ქეთა მაისურითა და მოკლე შორტით პოზირებს. სტუმრობს მაღაზიებს და ათვალიერებს ბრენდირებული ჩანთების უახლეს მოდელებს.

ქეთა თოფურია ორ შვილს ზრდის. ქალიშვილს, ოლივიას, რომელიც ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებაში შეეძინა და ამჟამინდელი ქმრისგან ვაჟს, ადამს, რომლის სახესაც წყვილი დღემდე მალავს.

დუბაიში მომღერლის გახშირებული ვიზიტები შემთხვევითი არ არის. ერთი წლის წინ მარტში წყვილმა ემირატებში ბინა შეიძინა.

ემირატებში წყვილის გახშირებულ ფრენაზე რუსული მედია აქამდეც წერდა. მას ხშირად თან ახლდა ქმარი, რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვი.

როგორც გაირკვა, წყვილმა ბინა ექსკლუზიურ ზღვისპირა კომპლექსში Bulgari Residences-ში შეიძინა, რომელიც მდებარეობს ჯუმეირას ყურეში, კერძო კუნძულზე.

Bulgari Residences

უძრავი ქონების ფასები ამ მდიდრულ ლოკაციაზე 7 მილიონ დოლარსაც აჭარბებს. ქეთა თოფურიამ დაახლოებით 3 მილიონ ნახევარი დოლარი, 300 მილიონი რუბლი გადაიხადა. 150 კვ.მ. ლოფტის სტილის ბინიდან, სპარსეთის ყურისა და მეტროპოლიის პანორამული ხედები ჩანს.

წაიკითხეთ ასევე: