საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოჯოხეთური 2 წელი რუსეთის ტყვეობაში: "ის სამოქალაქო პირია და არასდროს უბრძოლია" - ვრცელდება რომან გორილიკის შოკისმომგვრელი ფოტოები
ჯოჯოხეთური 2 წელი რუსეთის ტყვეობაში: "ის სამოქალაქო პირია და არასდროს უბრძოლია" - ვრცელდება რომან გორილიკის შოკისმომგვრელი ფოტოები

პრო­ექ­ტმა “მინ­და სი­ცო­ცხლე“, გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მცვე­ლის რო­მან გო­რი­ლი­კის ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც აგ­რე­სორ­მა რუ­სეთ­მა 2-წლი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გო­რი­ლი­კი 2022 წელს, კი­ევ­ზე თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბი­სას გა­ი­ტა­ცეს. ის და კი­დევ 74 პა­ტი­მა­რი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მა­ისს სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის გაც­ვლის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად დაბ­რუნ­და.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მან გო­რი­ლიკს სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

ის 2022 წლის მარ­ტამ­დე, ვიდ­რე ტყვედ აიყ­ვან­დნენ, ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის დაც­ვის უფ­რო­სის პოსტს იკა­ვებ­და. რო­მან­თან ერ­თად, 2 წლის წინ რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მძევ­ლად კი­დევ 168 ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ე­ლი აიყ­ვა­ნეს და ქვეყ­ნი­დან ბე­ლო­რუ­სის გავ­ლით გა­იყ­ვა­ნეს. მათ­გან 89 დღემ­დე ტყვე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

“უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე ბნელ ფურ­ცლებ­თან - ნა­ცის­ტე­ბის სიკ­ვდი­ლის ბა­ნა­კებ­თან ასო­ცირ­დე­ბა", - წერს პრო­ექ­ტი “სი­ცო­ცხლე მინ­და“.

2024 წლის 31 მა­ისს უკ­რა­ი­ნამ რუ­სეთ­თან ტყვე­ე­ბი გაც­ვა­ლა. შე­დე­გად, სამ­შობ­ლო­ში 71 სამ­ხედ­რო და 4 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის არი­ან უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რი­გი­თე­ბი, სერ­ჟან­ტე­ბი და ოფიც­რე­ბი. მათ შო­რის კუნ­ძულ ზმე­ი­ნის, მა­რი­უ­პო­ლის, "აზოვსტა­ლის" დამ­ცვე­ლე­ბი.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ჯოჯოხეთური 2 წელი რუსეთის ტყვეობაში: "ის სამოქალაქო პირია და არასდროს უბრძოლია" - ვრცელდება რომან გორილიკის შოკისმომგვრელი ფოტოები

ჯოჯოხეთური 2 წელი რუსეთის ტყვეობაში: "ის სამოქალაქო პირია და არასდროს უბრძოლია" - ვრცელდება რომან გორილიკის შოკისმომგვრელი ფოტოები

პროექტმა “მინდა სიცოცხლე“, გამოაქვეყნა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მცველის რომან გორილიკის ფოტოები, რომელიც აგრესორმა რუსეთმა 2-წლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა.

რუსმა სამხედროებმა გორილიკი 2022 წელს, კიევზე თავდასხმის მცდელობისას გაიტაცეს. ის და კიდევ 74 პატიმარი უკრაინაში მიმდინარე წლის 31 მაისს სამხედრო ტყვეების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებების შედეგად დაბრუნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომან გორილიკს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

ის 2022 წლის მარტამდე, ვიდრე ტყვედ აიყვანდნენ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვის უფროსის პოსტს იკავებდა. რომანთან ერთად, 2 წლის წინ რუსმა სამხედროებმა მძევლად კიდევ 168 ეროვნული გვარდიელი აიყვანეს და ქვეყნიდან ბელორუსის გავლით გაიყვანეს. მათგან 89 დღემდე ტყვეობაში რჩება.

“უკრაინელი სამხედრო ტყვეების მდგომარეობა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებთან - ნაცისტების სიკვდილის ბანაკებთან ასოცირდება", - წერს პროექტი “სიცოცხლე მინდა“.

2024 წლის 31 მაისს უკრაინამ რუსეთთან ტყვეები გაცვალა. შედეგად, სამშობლოში 71 სამხედრო და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.

გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. მათ შორის კუნძულ ზმეინის, მარიუპოლის, "აზოვსტალის" დამცველები.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა