პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ" - ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლა კონგრესში
"თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ" - ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლა კონგრესში

"პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სა­ეჭ­ვო ბიზ­ნეს საქ­მე­ე­ბის­თვის ჩვე­ნი რუ­სე­თის “ნაც­რის­ფერ სივ­რცედ” გა­დაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტეს, უნდა და­ი­სა­ჯონ!" - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მოს­მე­ნა­ზე ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა, ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

“სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ან­ტი­ლი­ბე­რა­ლურ, ან­ტი­და­სავ­ლურ აჯან­ყე­ბას შე­უ­ერ­თდა, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც რუ­სე­თია. უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვი­სი ომით რუ­სე­თი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლი ერის და­მორ­ჩი­ლე­ბას და თა­ვი­სი გავ­ლე­ნის სფე­როს აღ­დგე­ნას ცდი­ლობს, ის ასე­ვე მსოფ­ლიო წეს­რი­გის დე­ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ას ცდი­ლობს.

უკ­რა­ი­ნა მთა­ვა­რი ფრონ­ტია, უფრო პა­ტა­რა ფრონ­ტე­ბი გაჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა­გან მსოფ­ლი­ო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნონპ­რო­ექ­ტი, კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტე­ბის ჩი­ნე­თის­თვის გა­და­ცე­მა, “გახ­რწნი­ლი და­სავ­ლე­თის” შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვის გა­მე­ო­რე­ბა და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის დე­დო­ლა­რი­ზა­ცი­ის კურ­სი­სად­მი მიმხრო­ბა - ამ ტრანსფორ­მა­ცი­ის ნიშ­ნე­ბია. მაგ­რამ შეც­დო­მა არ და­უშ­ვათ, ამ ბრძო­ლა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და მისი მთავ­რო­ბა სხვა­დას­ხვა მხა­რეს დგა­ნან.

სწო­რედ ამი­ტომ არის MEGOBARI Act ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ქარ­თვე­ლებ­მა თა­ვად უნდა იბ­რძო­ლონ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, რო­გორც ვა­კე­თებ­დით ამას, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი გვჭირ­დე­ბა. მათ, ვინც უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ ჩვენს მშვი­დო­ბი­ან და დე­მოკ­რა­ტი­ულ ნე­ბას, ვინც გვარ­თმე­ვენ მო­მა­ვალს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის გვსურს - შე­დე­გე­ბი უნდა მი­ი­ღონ. სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ქვე­ყა­ნა, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სა­ეჭ­ვო ბიზ­ნეს საქ­მე­ე­ბის­თვის ჩვე­ნი რუ­სე­თის “ნაც­რის­ფერ სივ­რცედ” გა­დაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტეს, უნდა და­ი­სა­ჯონ! ეს გლო­ბა­ლუ­რი ბრძო­ლის ნა­წი­ლია. თუ მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ გა­ი­ყო­ფა რკი­ნის ფარ­დით, დაგ­ვეხ­მა­რეთ ჩვენს ბრძო­ლა­ში, რომ კი­დევ ერთხელ არ აღ­მოვ­ჩნდეთ არას­წორ მხა­რეს”, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

  • "არ­სე­ბობს დას­ჯის ზო­მე­ბი, მა­გა­ლი­თად სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, ვფიქ­რობ, მიზ­ნობ­რი­ვი უნდა იყოს, და პი­როვ­ნე­ბებს უნდა და­ე­კის­როთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს მო­ი­ცავს ვი­ზის აკ­რძალ­ვებს, ეს მო­ი­ცავს ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს, მათ შე­უძ­ლებ­ლო­ბას გაგ­ზავ­ნონ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში [აშშ-ში].

იხი­ლეთ ასე­ვე:

ამას გავ­ლე­ნა აქვს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზე და ისი­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ამან [სან­ქცი­ებ­მა] გავ­ლე­ნა არ უნდა იქო­ნი­ოს მხარ­და­ჭე­რა­ზე, ვი­ნა­ი­დან ქარ­თვე­ლებს, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მე­დი­ას მეტი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა დღეს.

და ასე­ვე მჯე­რა, რომ კი­დევ ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს არ­ჩევ­ნე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ძა­ლი­ან ახ­ლო­დან დაკ­ვირ­ვე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­ფიქ­რე­ბა. ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ვთქვი, მე­თო­დე­ბი იხ­ვე­წე­ბა. ასე აშ­კა­რა არ არის - შე­იძ­ლე­ბა იყოს - მაგ­რამ დიდი სის­ტე­მა არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის უწო­ნას­წო­რო­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად ისე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში არ­ჩევ­ნე­ბი აზრს კარ­გავს. იქ­ნე­ბა შე­ჯიბ­რი, ვი­ნა­ი­დან არი­ან პარ­ტი­ე­ბი და ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ, მაგ­რამ ეს შე­ჯიბ­რი მხო­ლოდ ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას იძ­ლე­ვა და ნამ­დვი­ლი ცვლი­ლე­ბის შანსს არა. ასე რომ, ეს უნდა გა­კეთ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ" - ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლა კონგრესში

"თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ" - ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლა კონგრესში

"პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ!" - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

“საქართველოს მთავრობა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. უკრაინაში თავისი ომით რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელი ერის დამორჩილებას და თავისი გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს, ის ასევე მსოფლიო წესრიგის დევესტერნიზაციას ცდილობს.

უკრაინა მთავარი ფრონტია, უფრო პატარა ფრონტები გაჩნდა საქართველოში და სხვაგან მსოფლიოში. საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები, ისეთები, როგორიცაა “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების ჩინეთისთვის გადაცემა, “გახრწნილი დასავლეთის” შესახებ რუსული ნარატივის გამეორება და მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაციის კურსისადმი მიმხრობა - ამ ტრანსფორმაციის ნიშნებია. მაგრამ შეცდომა არ დაუშვათ, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი და მისი მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან.

სწორედ ამიტომ არის MEGOBARI Act ასე მნიშვნელოვანი. ქართველებმა თავად უნდა იბრძოლონ საკუთარი თავისთვის, როგორც ვაკეთებდით ამას, მაგრამ მეგობრები გვჭირდება. მათ, ვინც უგულებელყოფენ ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას, ვინც გვართმევენ მომავალს, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გვსურს - შედეგები უნდა მიიღონ. საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებას იმსახურებს, მაგრამ პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, რომ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს”, - განაცხადა საბანაძემ.

  • "არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს, და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, მათ შეუძლებლობას გაგზავნონ საკუთარი შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში აქ, ამ ქვეყანაში [აშშ-ში].

იხილეთ ასევე:

ამას გავლენა აქვს კონკრეტულ ადამიანებზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებლები. ვფიქრობ, ამან [სანქციებმა] გავლენა არ უნდა იქონიოს მხარდაჭერაზე, ვინაიდან ქართველებს, ქართულ საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება დღეს.

და ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უნდა იყოს არჩევნების სიტუაციაზე ძალიან ახლოდან დაკვირვება და არჩევნების დაკვირვებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაფიქრება. ვინაიდან, როგორც ვთქვი, მეთოდები იხვეწება. ასე აშკარა არ არის - შეიძლება იყოს - მაგრამ დიდი სისტემა არსებობს პოლიტიკური ველის უწონასწორობაში მოსაყვანად ისე, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები აზრს კარგავს. იქნება შეჯიბრი, ვინაიდან არიან პარტიები და ისინი მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს შეჯიბრი მხოლოდ ლეგიტიმურობას იძლევა და ნამდვილი ცვლილების შანსს არა. ასე რომ, ეს უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა საბანაძემ.