ადამიანის ცხოვრების წესის აჩქარების პარალელურად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენთვის დროის დაზოგვასა კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც სახლში ფაქტობრივად, ერთი ადამიანის საქმეს ანაცვლებს.
თავისი ფუნქციონალებითა და გამძლეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოთხოვნა „რობოროკის“ მაღალტექნოლოგიურ მტვერსასრუტებზეა, რომელიც სახლში მაქსიმალური ჰიგიენის მიღწევასა და მის დაცვაში გვეხმარება.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემების თანახმად, ფინანსური მაჩვენებლით „რობოროკი“ მსოფლიო მტვერსასრუტების ბაზარზე 1-ელ ადგილს იკავებს.
ბრენდი, რომელმაც „ჭკვიანი წმენდის“ ინოვაციური ტექნოლოგიები შექმნა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: გერმანია, დანია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, კორეა, თურქეთი და აშშ.
View this post on Instagram
რატომ არის „რობოროკი“ ნომერ პირველი ტექნოლოგია რობოტ მტვერსასრუტებში?
ჭკვიანი წმენდის ტექნოლოგია, რომელიც „რობოროკმა“ შემოგვთავაზა, საშუალებას გვაძლევს, უბრალოდ ჩავრთოთ მტვერსასრუტი და დავივიწყოთ მისი არსებობა, რადგან წმენდს მიუდგომელ ადგილებსაც, არ სჭირდება იატაკიდან სათამაშოების მორიდება, რადგან წინაღობებს თავად უმკლავდება, იდეალურად ხედავს და იღებს ზედაპირებიდან ცხოველის ბეწვს და მტვრის უხილავ ნაწილაკებსაც, რაც განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვის პატრონებისთვის არის გამოწვევა.
„რობოროკის“ ყველა მოდელი აღჭურვილია როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდის ფუნქციებით, თუმცა განსხვავდება გარკვეული მახასიათებლებით. შესაბამისად, შეგვიძლია, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული მოდელი შევარჩიოთ:
„რობოროკის“ რობოტი მტვერსასრუტის დისტანციურად მართვა სმარტფონის მეშვეობით შეგვიძლია.
„რობოროკის“ მტვერსასრუტები ხელმისაწვდომია როგორც „შაომისა“ და „მისთორის“ მაღაზიებში, ისე ონლაინ ვებგვერდებზე:
R
პრობლემური ელექტრონული საბაზისო დეტალების გამო საქართველოში შეკეთება ძვირია,არათუ ამ ფირმის უფრო დაბალი კლასის ჩვეულებრივი რობოტი მტვერსასრუტის 90% შეკეთებას არ ექვემდებარება,(ზიანდება თუნდაც ცალ ბორბალზე თმის ჩახვევის გამო)დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია
გირჩევნია ფასი არ იკითხო, თორემ, ინფარქტს მიიღებ.