სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინას რუსეთში, რაც უფრო ღრმად ექნება შეტევის მიტანის უფლება, მით უკეთესი" - რა ხდება ფრონტზე: როგორ შეჩერდა რუსების შეტევა ხარკოვისკენ და როდის უნდა ველოდოთ ომში გარდატეხას?
"უკრაინას რუსეთში, რაც უფრო ღრმად ექნება შეტევის მიტანის უფლება, მით უკეთესი" - რა ხდება ფრონტზე: როგორ შეჩერდა რუსების შეტევა ხარკოვისკენ და როდის უნდა ველოდოთ ომში გარდატეხას?

ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია უკ­რა­ი­ნის სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლაქ ხარ­კო­ვი­სა და მისი ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ვოლ­ჩანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვოლ­ჩანსკი ბელ­გო­როდ­თან მო­სა­ზღვრე ქა­ლა­ქია, სა­დაც ოკუ­პან­ტებ­მა ინ­ტენ­სი­უ­რი სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვა 10 მა­ი­სი­დან და­ი­წყეს. ომის და­წყე­ბამ­დე ვოლ­ჩანსკში 20 000-მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა ქა­ლა­ქი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია უკ­რა­ი­ნის სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის არ­მია მრა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს სა­ა­ვი­ა­ციო შე­ტე­ვებს.

უკ­რა­ი­ნის ფრონტზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე GIPA-ს პრო­ფე­სო­რი, პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"პირ­ველ რიგ­ში უნდა ით­ქვას, რომ რუ­სე­თის მცდე­ლო­ბა სწრა­ფად გა­ერ­ღვია ხარ­კო­ვის ფრონ­ტი და ჩა­სუ­ლი­ყო ხარ­კო­ვამ­დე, ანუ აეღო ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლა­ქი, რო­გო­რი­ცაა ვოლ­ჩანსკი, წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და. მე­ტიც, რუ­სე­თის შე­ტე­ვა ახლა ჩა­ა­ნაც­ვლა უკ­რა­ი­ნელ­თა კონ­ტრშე­ტე­ვამ და ვხე­დავთ სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო სუ­რათს - რუ­სე­თის 50 000-იანი დაჯ­გუ­ფე­ბი­დან დიდი ნა­წი­ლი დაჭ­რი­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­წი­ლი გა­მო­ე­თი­შა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბას, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბიც და რუ­სე­თის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვა ჩა­ა­ნაც­ვლა იმან, რომ ახლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სებს ბომ­ბა­ვენ არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ ბომ­ბა­ვენ რუ­სებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს მას შემ­დეგ, რაც აშშ-მ და უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლელ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს მის­ცეს მწვა­ნე შუქი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი ხარ­კო­ვის მო­მიჯ­ნა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­გო­რიც გახ­ლავთ ბელ­გო­რო­დის ოლქი. რუ­სეთ­მა ამ შემ­თხვე­ვა­ში პან­დო­რას ყუთი გახ­სნა თა­ვი­სი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პუ­ტი­ნი და კრემ­ლი იმას ამ­ბობ­და, რომ თუ და­სავ­ლე­თი მწვა­ნე შუქს აუნ­თებ­და უკ­რა­ი­ნას, ისი­ნი შურს იძი­ებ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ეს­კა­ლა­ცი­ას მო­ახ­დენ­დნენ და ა.შ. ვხე­დავთ, არა­ფე­რი მოხ­და, უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ ძა­ლი­ან ამაღ­ლე­ბუ­ლი მო­ტი­ვა­ცია, ვი­ნა­ი­დან კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცეს, რომ ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს - ეს­კა­ლა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით რუ­სეთს რაც კი შე­ეძ­ლო გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ყვე­ლა­ფერს იყე­ნებს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გარ­და, მეტი რა ეს­კა­ლა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ანუ რუ­სეთ­მა რაღა უნდა გა­ა­კე­თოს ისე­თი, რა­საც ახლა არ აკე­თებს? ამი­ტომ ახლა არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კრი­ტი­კუ­ლი წერ­ტი­ლი, რო­დე­საც ვხე­დავთ, უკ­რა­ი­ნუ­ლი ნა­წი­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბას, წვრთნას, უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვას, მათ შო­რის ქერ­ჩის ტე­რი­ტო­რი­ის და­ბომბვას, კრას­ნო­და­რის ოლქი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­დღი­უ­რად იბომ­ბე­ბა, ბელ­გო­რო­დის ოლქი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად და­ბომ­ბი­ლი წერ­ტი­ლი მთე­ლი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იმა­ზე ბევ­რად მე­ტად, ვიდ­რე აქამ­დე იყო და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რუ­სე­თის მცდე­ლო­ბა არა მარ­ტო ხარ­კო­ვის ოლ­ქში გა­და­ე­ტა­ნა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, არა­მედ ეი­ძუ­ლე­ბი­ნა უკ­რა­ი­ნა მო­ეხ­სნა თა­ვი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი დონ­ბა­სი­დან და გა­და­ეს­რო­ლა სწო­რე­დაც ხარ­კო­ვი­სა­კენ, ესეც ჩა­ვარ­და. კი, რუ­სებს კვლა­ვაც აქვთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა დონ­ბას­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დო­ნეც­კის ოლ­ქში, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფლო­ბი­სა, გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა ვერც ამ 50-ათა­სი­ან­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ მო­ახ­დი­ნა, რო­მე­ლიც ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას უტევ­და.

ქა­ლა­ქი ხარ­კო­ვი სა­ზღვრი­დან სულ 30კმ-შია, შე­სა­ბა­მი­სად, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვაქვს ლა­პა­რა­კი. მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნას უფ­ლე­ბა აქვს მო­კავ­ში­რე­ე­ბის ია­რა­ღის მხო­ლოდ 40კმ. სიღ­რმე­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, ლო­ჯის­ტი­კუ­რი მო­მა­რა­გე­ბის ცენ­ტრე­ბი ისე­ვე, რო­გორც სა­მარ­თა­ვი ცენ­ტრე­ბი და პუნ­ქტე­ბი ამ 40კმ-ს მას­შტაბ­ზე მდე­ბა­რე­ობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნის ხელ­ში ამ­ჟა­მად არის ძა­ლი­ან დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა, რად­გა­ნაც ლო­ჯის­ტი­კა, ანუ რუ­სუ­ლი არ­მი­ის მო­მა­რა­გე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა. ის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა "ჰა­ი­მარ­სი­ზა­ცია" არ მო­ახ­დი­ნონ, ანუ აქ­ტი­უ­რად არ და­ბომ­ბონ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი (რა­საც ბომ­ბა­ვენ კი­დეც), ამას ემა­ტე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - სა­მარ­თა­ვი პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რე­დაც ამ დის­ტან­ცი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს (და­ახ­ლო­ე­ბით 20-დან 40კმ-ში ფრონ­ტის ხა­ზი­დან) და ისი­ნიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და­ბომბვის საფრ­თხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკ­რა­ი­ნას უზარ­მა­ზა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - უკ­რა­ი­ნას რაც უფრო ღრმად ექ­ნე­ბა დარ­ტყმის უფ­ლე­ბა, მით უკე­თე­სი, მაგ­რამ მა­ინც ეს და­შო­რე­ბაც გახ­და იმის პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ახლა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და­ა­ჩ­ლუნ­გეს რუ­სუ­ლი მო­მა­რა­გე­ბა, გა­მო­დის, რომ მტრის ზურ­გი მო­შიშ­ვლე­ბუ­ლია და ამი­ტომ რუ­სეთ­მა კი­დევ უფრო ღრმად და ღრმად უნდა გა­და­ი­ტა­ნოს მო­მა­რა­გე­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან ძვირ­დე­ბა რუ­სე­თის ლო­ჯის­ტი­კა - რაც უფრო შორს გაქვს გა­და­ტა­ნი­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, შემ­დეგ იქი­დან ფრონ­ტის ხა­ზამ­დე ტვირ­თის, ია­რა­ღის, საკ­ვე­ბის, ამუ­ნი­ცი­ის, წყლის მი­ტა­ნა კი­დევ უფრო მე­ტად ჭირს და კო­ლო­ნე­ბის და­ბომბვა კი­დევ უფრო ად­ვი­ლად ხდე­ბა. იგი­ვე საწ­ვა­ვი, რო­მე­ლიც უფრო და უფრო ძვირ­დე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ბომ­ბა­ვენ რუ­სე­თის ნავ­თობ­მო­მა­რა­გე­ბის ცენ­ტრებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს ემა­ტე­ბა და წვრილ-წვრი­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი რუ­სე­თის წარ­მა­ტე­ბის შან­სებს უფრო და უფრო ამ­ცი­რებს. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სრულ­დე­ბა რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რუ­სეთს ხომ თავ­დაც­ვით პო­ტენ­ცი­ალ­ზე აქ­ცენ­ტი არ აქვს, ის შე­ტე­ვით მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი შე­ტე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის სუს­ტდე­ბა და უკ­რა­ი­ნე­ლებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­სულ და­ნა­ყო­ფებს ძა­ლი­ან გა­ურ­თუ­ლონ საქ­მე. რაც მთა­ვა­რია, ვი­ცით, რომ ლო­ჯის­ტი­კუ­რად ცუ­დად მო­მა­რა­გე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი ხში­რად გა­და­დი­ან დე­მო­რა­ლი­ზე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის შე­დე­გე­ბის კონ­ტუ­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით მომ­დევ­ნო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, ეს პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა გარ­დამ­ტე­ხი იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს კონ­ტრშე­ტე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უწევთ, ამ 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოა ვი­ხი­ლოთ ლო­კა­ლუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვა შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, უფრო მა­სი­რე­ბუ­ლი კი მომ­დევ­ნო წლის გა­ზა­ფხულ­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში რუ­სე­ბი, რა თქმა უნდა, გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, შე­ეც­დე­ბი­ან შე­ტე­ვას. ამას­თა­ნა­ვე, ვი­ხი­ლავთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო კონ­ტუ­რე­ბი უკეთ გა­მოჩ­ნდე­ბა წლის ბო­ლო­სა და მომ­დევ­ნო წლის და­სა­წყის­ში. მომ­დევ­ნო 10 თვე­ში უკეთ გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გორ და რა ფორ­მით დას­რულ­დე­ბა ომი იმი­ტომ, რომ თუ ის შე­ვი­და ჩიხ­ში, შემ­დგომ ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე მხა­რემ და­იბ­რუ­ნოს სრუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ერთ-ერთ მხა­რეს მომ­დევ­ნო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა ისე­თი ხელ­შე­სა­ხე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც უკეთ წარ­მო­ა­ჩენს შემ­დგომ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ერთი ან მე­ო­რე მხა­რის­თვის“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"უკრაინას რუსეთში, რაც უფრო ღრმად ექნება შეტევის მიტანის უფლება, მით უკეთესი" - რა ხდება ფრონტზე: როგორ შეჩერდა რუსების შეტევა ხარკოვისკენ და როდის უნდა ველოდოთ ომში გარდატეხას?

"უკრაინას რუსეთში, რაც უფრო ღრმად ექნება შეტევის მიტანის უფლება, მით უკეთესი" - რა ხდება ფრონტზე: როგორ შეჩერდა რუსების შეტევა ხარკოვისკენ და როდის უნდა ველოდოთ ომში გარდატეხას?

ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვისა და მისი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვოლჩანსკის მიმართულებით. ვოლჩანსკი ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქია, სადაც ოკუპანტებმა ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს. ომის დაწყებამდე ვოლჩანსკში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა და ნახევარზე მეტმა ქალაქი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა. ჰუმანიტარული ვითარება საკმაოდ რთულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, რომელზეც რუსეთის არმია მრავალი თვის განმავლობაში ახორციელებს საავიაციო შეტევებს.

უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე GIPA-ს პროფესორი, პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსეთის მცდელობა სწრაფად გაერღვია ხარკოვის ფრონტი და ჩასულიყო ხარკოვამდე, ანუ აეღო ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორიცაა ვოლჩანსკი, წარუმატებლად დასრულდა. მეტიც, რუსეთის შეტევა ახლა ჩაანაცვლა უკრაინელთა კონტრშეტევამ და ვხედავთ სრულიად საპირისპირო სურათს - რუსეთის 50 000-იანი დაჯგუფებიდან დიდი ნაწილი დაჭრილები და დაშავებულები არიან, შესაბამისად, ნაწილი გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებას, დიდი რაოდენობით არიან დაღუპულებიც და რუსეთის წარმატებული შეტევა ჩაანაცვლა იმან, რომ ახლა უკრაინელები რუსებს ბომბავენ არა მარტო უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ ბომბავენ რუსებს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-მ და უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინელებს მისცეს მწვანე შუქი გამოეყენებინათ ევროპული და ამერიკული იარაღი ხარკოვის მომიჯნავე ტერიტორიაზე, როგორიც გახლავთ ბელგოროდის ოლქი. რუსეთმა ამ შემთხვევაში პანდორას ყუთი გახსნა თავისი თავის წინააღმდეგ. რაც ყველაზე მთავარია, პუტინი და კრემლი იმას ამბობდა, რომ თუ დასავლეთი მწვანე შუქს აუნთებდა უკრაინას, ისინი შურს იძიებდნენ, განსაკუთრებულ ესკალაციას მოახდენდნენ და ა.შ. ვხედავთ, არაფერი მოხდა, უკრაინელებს აქვთ ძალიან ამაღლებული მოტივაცია, ვინაიდან კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ესკალაციის საფრთხე არ არსებობს - ესკალაციის თვალსაზრისით რუსეთს რაც კი შეეძლო გამოეყენებინა, ყველაფერს იყენებს ბირთვული იარაღის გარდა, მეტი რა ესკალაციაზეა საუბარი, ანუ რუსეთმა რაღა უნდა გააკეთოს ისეთი, რასაც ახლა არ აკეთებს? ამიტომ ახლა არის ძალიან საინტერესო კრიტიკული წერტილი, როდესაც ვხედავთ, უკრაინული ნაწილების დიდი რაოდენობით მობილიზებას, წვრთნას, უკრაინული პოზიციებიდან რუსეთის პოზიციების დაბომბვას, მათ შორის ქერჩის ტერიტორიის დაბომბვას, კრასნოდარის ოლქი, პრაქტიკულად, ყოველდღიურად იბომბება, ბელგოროდის ოლქი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად დაბომბილი წერტილი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე აქამდე იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მცდელობა არა მარტო ხარკოვის ოლქში გადაეტანა საბრძოლო მოქმედებები, არამედ ეიძულებინა უკრაინა მოეხსნა თავისი დანაყოფები დონბასიდან და გადაესროლა სწორედაც ხარკოვისაკენ, ესეც ჩავარდა. კი, რუსებს კვლავაც აქვთ შენარჩუნებული ინიციატივა დონბასში, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მაგრამ მიუხედავად ამ ინიციატივის ფლობისა, გარდატეხის შეტანა ვერც ამ 50-ათასიანმა დაჯგუფებამ მოახდინა, რომელიც ხარკოვის მიმართულებას უტევდა.

ქალაქი ხარკოვი საზღვრიდან სულ 30კმ-შია, შესაბამისად, სინამდვილეში, ძალიან დიდ ტერიტორიაზე გვაქვს ლაპარაკი. მართალია, უკრაინას უფლება აქვს მოკავშირეების იარაღის მხოლოდ 40კმ. სიღრმეში გამოყენებისა, მაგრამ რაც მთავარია, ლოჯისტიკური მომარაგების ცენტრები ისევე, როგორც სამართავი ცენტრები და პუნქტები ამ 40კმ-ს მასშტაბზე მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ხელში ამჟამად არის ძალიან დიდი უპირატესობა, რადგანაც ლოჯისტიკა, ანუ რუსული არმიის მომარაგება, პრაქტიკულად, ვეღარ ხერხდება. ის, რომ უკრაინელებმა "ჰაიმარსიზაცია" არ მოახდინონ, ანუ აქტიურად არ დაბომბონ ეს ტერიტორიები (რასაც ბომბავენ კიდეც), ამას ემატება მნიშვნელოვანი რამ - სამართავი პუნქტები, რომლებიც სწორედაც ამ დისტანციაზე მდებარეობს (დაახლოებით 20-დან 40კმ-ში ფრონტის ხაზიდან) და ისინიც, პრაქტიკულად, პერმანენტული დაბომბვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უკრაინას უზარმაზარი უპირატესობა აქვს - უკრაინას რაც უფრო ღრმად ექნება დარტყმის უფლება, მით უკეთესი, მაგრამ მაინც ეს დაშორებაც გახდა იმის პრეცედენტული საფუძველი, რომ ახლა უკრაინელებმა დააჩლუნგეს რუსული მომარაგება, გამოდის, რომ მტრის ზურგი მოშიშვლებულია და ამიტომ რუსეთმა კიდევ უფრო ღრმად და ღრმად უნდა გადაიტანოს მომარაგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძვირდება რუსეთის ლოჯისტიკა - რაც უფრო შორს გაქვს გადატანილი ლოჯისტიკური ცენტრი, შემდეგ იქიდან ფრონტის ხაზამდე ტვირთის, იარაღის, საკვების, ამუნიციის, წყლის მიტანა კიდევ უფრო მეტად ჭირს და კოლონების დაბომბვა კიდევ უფრო ადვილად ხდება. იგივე საწვავი, რომელიც უფრო და უფრო ძვირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელები აქტიურად ბომბავენ რუსეთის ნავთობმომარაგების ცენტრებს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და წვრილ-წვრილი წარმატებები რუსეთის წარმატების შანსებს უფრო და უფრო ამცირებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულდება რუსული არმიის შეტევის პოტენციალი, რუსეთს ხომ თავდაცვით პოტენციალზე აქცენტი არ აქვს, ის შეტევით მიმართულებაზეა გადასული და აქედან გამომდინარე, მისი შეტევითი პოტენციალის სუსტდება და უკრაინელებს ეძლევათ საშუალება, რომ შესულ დანაყოფებს ძალიან გაურთულონ საქმე. რაც მთავარია, ვიცით, რომ ლოჯისტიკურად ცუდად მომარაგებული სამხედრო ნაწილები ხშირად გადადიან დემორალიზების მდგომარეობაში.

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების კონტურები დაახლოებით მომდევნო 10 თვის განმავლობაში გამოიკვეთება, ეს პერიოდი იქნება გარდამტეხი იმიტომ, რომ უკრაინელებს კონტრშეტევა აუცილებლად უწევთ, ამ 10 თვის განმავლობაში, სავარაუდოა ვიხილოთ ლოკალური კონტრშეტევა შემოდგომის პირველ ნახევარში, უფრო მასირებული კი მომდევნო წლის გაზაფხულზე. ამ პერიოდში რუსები, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილები არ იქნებიან, შეეცდებიან შეტევას. ამასთანავე, ვიხილავთ არჩევნების შედეგებს ამერიკაში, ევროპაში ჩატარებულ არჩევნებს და, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური და სამხედრო კონტურები უკეთ გამოჩნდება წლის ბოლოსა და მომდევნო წლის დასაწყისში. მომდევნო 10 თვეში უკეთ გამოჩნდება, როგორ და რა ფორმით დასრულდება ომი იმიტომ, რომ თუ ის შევიდა ჩიხში, შემდგომ ძალიან გაჭირდება რომელიმე მხარემ დაიბრუნოს სრული ინიციატივა. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთ მხარეს მომდევნო 10 თვის განმავლობაში ექნება ისეთი ხელშესახები უპირატესობა, რომელიც უკეთ წარმოაჩენს შემდგომ შესაძლებლობას ერთი ან მეორე მხარისთვის“.

იხილეთ ასევე: