კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით" - ვოლსკი
"ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით" - ვოლსკი

ძა­ლი­ან ვერ გა­გა­ხა­რებთ. არც ამე­რი­კის ვიზა მაქვს და არც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­სვლია მის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით - სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი სი­ხა­რუ­ლით და აჟი­ო­ტა­ჟით ელო­დე­ბით ამ თე­მას,- ასე უპა­სუ­ხა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, გი­ორ­გი ვოლ­სკიმ შე­კი­თხვას, მი­ი­ღო თუ არა აშშ-სგან შე­ტყო­ბი­ნე­ბა ვი­ზის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამას­თან, ვოლ­სკი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რის, მე­თიუ მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ "სან­ქცი­ე­ბი სამ­წუ­ხა­რო და უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბა”.

"მთა­ვა­რი ესაა, ვინ და­უს­ვა კი­თხვა მე­თიუ მი­ლერს. ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლია და ხელ­ფასს იღებს კონ­კრე­ტუ­ლად "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ფორ­მა­ტი­დან. საკ­მა­ოდ ყუ­ა­თი­ან ხელ­ფასს იღებს იმი­სათ­ვის, რომ ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი შე­კი­თხვე­ბი დას­ვას. ეს ადა­მი­ა­ნი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ისე­თი კა­ნო­ნი იყოს მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაძ­ლევს თუ ვინ დას­ვა კი­თხვა. იგი მო­წყვე­ტი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბას და გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს იმის­თვის, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს. პა­სუ­ხიც მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი, რომ ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ სა­ჭი­როა, ამე­რი­კა თავს არ შე­ი­კა­ვებს. მთა­ვა­რი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია ის უტიფ­რო­ბა, რო­მელ­საც ამ შე­საძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სად­მი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი იჩე­ნენ. სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა შე­უ­სა­ბა­მო, არას­წო­რი და უსა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით.

ძა­ლი­ან ვერ გა­გა­ხა­რებთ. არც ამე­რი­კის ვიზა მაქვს და არც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­სვლია მის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თქვე­ნი ეს მო­ლო­დი­ნი თუ გამ­ტყუნ­დე­ბა, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა. არც პი­როვ­ნუ­ლად და არც მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ირ სან­ქცი­ას არ იმ­სა­ხუ­რებს. მას 2012 წლი­დან არც ერთი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სებს უპი­რის­პირ­დე­ბა ან რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს სა­დღაც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მა­შინ, რო­დე­საც ის ადა­მი­ა­ნე­ბი ახლა ჟი­ვილ-ხი­ვილ­ში არი­ან და ყელ­გა­მო­ღად­რუ­ლე­ბი ითხო­ვენ და­სავ­ლე­თი­დან სან­ქცი­ებს, 2012 წლამ­დე იმას აკე­თებ­დნენ, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა რუ­სეთს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში [შე­მოს­ვლის].

კი­დევ ერთხელ, ვერ გა­გა­ხა­რებთ ამ თე­მით. არა­ვის მის­ვლია შე­ტყო­ბი­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი სი­ხა­რუ­ლით და აჟი­ო­ტა­ჟით ელო­დე­ბით ამ თე­მას. [სან­ქცი­ე­ბი] სამ­წუ­ხა­რო და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ცუდი იქ­ნე­ბა ზო­გა­დად ქვეყ­ნის­თვის”,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვოლ­სკიმ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი პო­ლი­ტი­კა გა­მო­ა­ცხა­დეს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი ჯერ არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, თუმ­ცა მათ და­წე­სე­ბა­ზე არ იყოყ­მა­ნე­ბენ.

ავტორი:

"ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით" - ვოლსკი

"ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით" - ვოლსკი

ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით - სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ შეკითხვას, მიიღო თუ არა აშშ-სგან შეტყობინება ვიზის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამასთან, ვოლსკი გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას და აღნიშნა, რომ "სანქციები სამწუხარო და უსამართლო იქნება”.

"მთავარი ესაა, ვინ დაუსვა კითხვა მეთიუ მილერს. ადამიანმა, რომელიც დაქირავებულია და ხელფასს იღებს კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" ფორმატიდან. საკმაოდ ყუათიან ხელფასს იღებს იმისათვის, რომ ასეთი პროვოკაციული შეკითხვები დასვას. ეს ადამიანი მაგალითია იმისა, რომ ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს თუ ვინ დასვა კითხვა. იგი მოწყვეტილია საქართველოს რეალობას და განცხადებებს აკეთებს იმისთვის, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. პასუხიც მიიღო შესაბამისი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით თუ საჭიროა, ამერიკა თავს არ შეიკავებს. მთავარი გამაღიზიანებელია ის უტიფრობა, რომელსაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებისადმი პოლიტიკური ჯგუფები იჩენენ. სანქციები იქნება შეუსაბამო, არასწორი და უსამართლო საქართველოსთან მიმართებით.

ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თქვენი ეს მოლოდინი თუ გამტყუნდება, სწორი გადაწყვეტილება იქნება. არც პიროვნულად და არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს. მას 2012 წლიდან არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც დასავლეთის ინტერესებს უპირისპირდება ან რუსულ ინტერესებს სადღაც ითვალისწინებს. მაშინ, როდესაც ის ადამიანები ახლა ჟივილ-ხივილში არიან და ყელგამოღადრულები ითხოვენ დასავლეთიდან სანქციებს, 2012 წლამდე იმას აკეთებდნენ, რამაც საშუალება მისცა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში [შემოსვლის].

კიდევ ერთხელ, ვერ გაგახარებთ ამ თემით. არავის მისვლია შეტყობინება. სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას. [სანქციები] სამწუხარო და არაობიექტური იქნება. ცუდი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოაცხადეს, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა მათ დაწესებაზე არ იყოყმანებენ.