სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის" - ოლაფ შოლცი
"გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის" - ოლაფ შოლცი

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ოლაფ შოლ­ცი არ თვლის, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­უჩ­ნდა უკ­რა­ი­ნას, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს გერ­მა­ნი­ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღით და­არ­ტყას, ეს­კა­ლა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.

”გერ­მა­ნუ­ლი ია­რა­ღის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბა ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხეს არ ქმნის. რო­გორც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, სა­უ­ბა­რია დიდ ქა­ლა­ქებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ხარ­კო­ვის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე”, - აღ­ნიშ­ნა შოლცმა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­ე­ვის­თვის გერ­მა­ნუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ სა­გულ­და­გუ­ლოდ იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ის მე­გობ­რებ­თან და მო­კავ­ში­რე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ ნება დარ­თო უკ­რა­ი­ნას, გერ­მა­ნი­ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღი რუ­სეთ­ში სა­მიზ­ნე­ებ­ზე და­სარ­ტყმე­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ სა­კი­თხზე მათი პო­ზი­ცი­ის ცვლი­ლე­ბა ხარ­კო­ვის ოლ­ქში რუ­სუ­ლი არ­მი­ის თავ­დას­ხმე­ბის მზარ­დი სიხ­ში­რი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. „უკ­რა­ი­ნას უფ­ლე­ბა აქვს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სად, და­იც­ვას თავი ამ თავ­დას­ხმე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა, შტე­ფენ ჰე­ბესტრე­იტ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის" - ოლაფ შოლცი

"გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ თვლის, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დაარტყას, ესკალაციას გამოიწვევს.

”გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდ ქალაქებზე, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, - აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მათი პოზიციის ცვლილება ხარკოვის ოლქში რუსული არმიის თავდასხმების მზარდი სიხშირითაა გამოწვეული. „უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა.