მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს" - რა ტიპის დასავლური იარაღის გამოყენებას შეძლებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?
"ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს" - რა ტიპის დასავლური იარაღის გამოყენებას შეძლებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

31 მა­ისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უკ­რა­ი­ნას ნება დარ­თო, ამე­რი­კის მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღი რუ­სეთ­ზე თავ­დას­ხმის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, თუმ­ცა მხო­ლოდ ხარ­კო­ვის სი­ახ­ლო­ვეს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ცნო­ბი­ლია, რომ ამ დრომ­დე პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი უარს ამ­ბობ­და ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­და­სას­ხმე­ლად უკ­რა­ი­ნის­თვის ნე­ბის დარ­თვა­ზე. არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით, ამე­რი­კის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი შორი რა­დი­უ­სის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კი­ევ­მა არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და ეს პო­ლი­ტი­კა უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, უწო­და "წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი უკ­რა­ი­ნის­თვის, რო­მე­ლიც მას სა­სა­ზღვრო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს".

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნას გერ­მა­ნი­ა­მაც მის­ცა ნე­ბარ­თვა, მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმე­ბის­თვის. "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შტე­ფენ ჰე­ბეშ­ტრა­იტ­მა გა­ნა­ცხა­და და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბოლო დროს ხარ­კო­ვის ოლ­ქზე რუ­სე­თის სა­ზღვრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბით ახ­სნა.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში გერ­მა­ნი­ის პო­ზი­ცი­აა, რომ უკ­რა­ი­ნას აქვს უფ­ლე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­იც­ვას თავი მსგავ­სი თავ­დას­ხმე­ბის­გან.

გერ­მა­ნია, აშშ-ის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზეა უკ­რა­ი­ნის­თვის გა­წე­უ­ლი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბით, მათ შო­რის სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბით. თუმ­ცა დღემ­დე იგი უარს ამ­ბობ­და, კი­ე­ვის­თვის მი­ე­ცა ამ ია­რა­ღით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე შე­ტე­ვის უფ­ლე­ბა.

მა­ნამ­დე, მა­ი­სის და­სა­წყის­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დე­ვიდ კე­მე­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დარ­ტყმე­ბი ბრი­ტა­ნუ­ლი ია­რა­ღით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 23 აპ­რილს ლონ­დონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის გა­მო­ყო ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი 617 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის (500 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქის) ოდე­ნო­ბით. სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის პა­კეტ­ში, პრე­სის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შევა 1600-ზე მეტი შე­ტე­ვი­თი და სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა, მათ შო­რის ახა­ლი პარ­ტია Storm Shadow-ს ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი­სა, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბის მან­ძი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 250 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი, სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

"მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და­ი­წყო, და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას სე­რი­ო­ზუ­ლად ეხ­მა­რე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბით და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბით. თუმ­ცა და­სავ­ლე­თის რიგ ქვეყ­ნებს, პირ­ველ რიგ­ში აშშ-ს და ასე­ვე გერ­მა­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ პი­რო­ბა, რომ გა­და­ცე­მუ­ლი ია­რა­ღი (ამე­რი­კუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი და ნა­ტოს სხვა წევ­რი ქვეყ­ნე­ბის) არ უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ანუ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო მხო­ლოდ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, დონ­ბას­სა და ა.შ. მას შემ­დეგ, რაც გა­იხ­სნა ჩრდი­ლო­ეთ ფრონ­ტი, ანუ რო­დე­საც რუ­სეთ­მა პირ­და­პირ ბელ­გო­რო­დის ოლ­ქი­დან ხელ­მე­ო­რედ შე­უ­ტია ხარ­კოვს, აღ­მოჩ­ნდა, რომ რუ­სე­თი სა­ზღვრის მე­ო­რე მხრი­დან უშენ­და არ­ტი­ლე­რი­ას, რა­კე­ტებს ხარ­კოვს (ხარ­კო­ვი­დან 30 კმ-ში), ვოლ­ჩანსკს და სა­ჭი­რო იყო სა­პა­სუ­ხოდ კონ­ტრსა­ბა­ტა­რეო ცე­ცხლის წარ­მო­ე­ბა. სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი უკვე გა­მო­დი­ო­და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უკ­რა­ი­ნა კი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა ამა­ზე და ამი­ტო­მაც რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა შეძ­ლეს შეჭ­რა ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით 10კმ. სიღ­რმე­ში. ახლა უკვე ამე­რი­კამ, გერ­მა­ნი­ამ და ჯამ­ში 14-მა ქვე­ყა­ნამ ნება დარ­თო უკ­რა­ი­ნას, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბა რუ­სე­თის სა­ზღვრის ახ­ლოს სიღ­რმე­ში გა­მო­ი­ყე­ნოს, თუმ­ცა დარ­ჩა შე­ზღუდ­ვა 300კმ.-იანი აერო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე რუ­სე­თის სიღ­რმე­ში. გერ­მა­ნი­აც აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს მხო­ლოდ 40კმ. სიღ­რმე­ში შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ გერ­მა­ნი­ის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი და სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბი. ეს არის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ახლო მოქ­მე­დე­ბის ია­რა­ღი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა ისე­დაც იყე­ნებ­და, პრობ­ლე­მა იყო 155-მმ-იანი სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბის, ასე­ვე, რა­კე­ტე­ბის, ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი ("ჰა­ი­მარ­სე­ბის“) გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ამე­რი­კამ 84კმ-ზე მფრე­ნი "ჰა­ი­მარ­სის" რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნას ნება დარ­თო, თუმ­ცა ისევ დარ­ჩა შე­ზღუდ­ვა 300კმ-ზე მოქ­მე­დი აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის. აქ რუ­სე­თის ზა­რალ­ზე არაა სა­უ­ბა­რი, მთა­ვა­რია, რომ უკ­რა­ი­ნამ შეძ­ლოს იმ სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო შე­ი­ა­რა­ღე­ბის "ჩა­ჩუ­მე­ბა“, რომ­ლე­ბი­თაც იბომ­ბე­ბა უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ვთქვათ, ხარ­კო­ვი, ანუ კონ­ტრსა­ბა­ტა­რეო ცე­ცხლით უნდა მოხ­დეს მათი სა­ცე­ცხლე პო­ზი­ცი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, რომ მათ შემ­დეგ ისევ ვე­ღარ შეძ­ლონ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ბომბვა.

ომში ნა­ტოს ჩარ­თვა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომს ნიშ­ნავს, ამი­ტომ ნატო, რა თქმა უნდა, ეც­დე­ბა არა­ნა­ი­რად არ ჩა­ე­რი­ოს, არც რუ­სეთს მის­ცეს რა­ღა­ცის სა­ბა­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იმუქ­რე­ბა.

ნატო რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში იმი­თაა ჩა­რე­უ­ლი, რომ აია­რა­ღებს უკ­რა­ი­ნას, რომ არა მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ლო­გი­კუ­რია, უკ­რა­ი­ნა ვერ გა­უძ­ლებ­და.

ნატო, რა თქმა უნდა, ეც­დე­ბა, მისი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი პირ­და­პირ საბ­რძო­ლო სა­ცე­ცხლე შე­ტა­კე­ბა­ში არ მოხ­ვდნენ“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს" - რა ტიპის დასავლური იარაღის გამოყენებას შეძლებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

"ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს" - რა ტიპის დასავლური იარაღის გამოყენებას შეძლებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

31 მაისს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ნება დართო, ამერიკის მიწოდებული იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის სიახლოვეს. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. ცნობილია, რომ ამ დრომდე პრეზიდენტი ბაიდენი უარს ამბობდა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად უკრაინისთვის ნების დართვაზე. არსებული პოლიტიკით, ამერიკის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ კიევმა არ უნდა გამოიყენოს და ეს პოლიტიკა უცვლელი რჩება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე, უწოდა "წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის, რომელიც მას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა და გადაწყვეტილება ბოლო დროს ხარკოვის ოლქზე რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით ახსნა.

ამ ვითარებაში გერმანიის პოზიციაა, რომ უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად დაიცვას თავი მსგავსი თავდასხმებისგან.

გერმანია, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით, მათ შორის საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით. თუმცა დღემდე იგი უარს ამბობდა, კიევისთვის მიეცა ამ იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე შეტევის უფლება.

მანამდე, მაისის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე. 23 აპრილს ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი 617 მილიონი დოლარის (500 მილიონი გირვანქის) ოდენობით. სამხედრო დახმარების პაკეტში, პრესისთვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, შევა 1600-ზე მეტი შეტევითი და საზენიტო რაკეტა, მათ შორის ახალი პარტია Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 250 კილომეტრს შეადგენს.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი:

"მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, დასავლეთი უკრაინის არმიას სერიოზულად ეხმარება შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით. თუმცა დასავლეთის რიგ ქვეყნებს, პირველ რიგში აშშ-ს და ასევე გერმანიას ოფიციალური კიევისგან მიღებული ჰქონდათ პირობა, რომ გადაცემული იარაღი (ამერიკული, გერმანული და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების) არ უნდა გამოყენებულიყო უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ მათი გამოყენება ნებადართული იყო მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ანექსირებულ ყირიმში, დონბასსა და ა.შ. მას შემდეგ, რაც გაიხსნა ჩრდილოეთ ფრონტი, ანუ როდესაც რუსეთმა პირდაპირ ბელგოროდის ოლქიდან ხელმეორედ შეუტია ხარკოვს, აღმოჩნდა, რომ რუსეთი საზღვრის მეორე მხრიდან უშენდა არტილერიას, რაკეტებს ხარკოვს (ხარკოვიდან 30 კმ-ში), ვოლჩანსკს და საჭირო იყო საპასუხოდ კონტრსაბატარეო ცეცხლის წარმოება. საპასუხო ცეცხლი უკვე გამოდიოდა რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინა კი იძულებული იყო თავი შეეკავებინა ამაზე და ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეძლეს შეჭრა ხარკოვის მიმართულებით 10კმ. სიღრმეში. ახლა უკვე ამერიკამ, გერმანიამ და ჯამში 14-მა ქვეყანამ ნება დართო უკრაინას, რომ შეიარაღება რუსეთის საზღვრის ახლოს სიღრმეში გამოიყენოს, თუმცა დარჩა შეზღუდვა 300კმ.-იანი აერო ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში. გერმანიაც აცხადებს, რომ უკრაინელებს მხოლოდ 40კმ. სიღრმეში შეუძლიათ გამოიყენონ გერმანიის მიერ გადაცემული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და საარტილერიო ჭურვები. ეს არის ტანკსაწინააღმდეგო ახლო მოქმედების იარაღი, რომელსაც უკრაინა ისედაც იყენებდა, პრობლემა იყო 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვების, ასევე, რაკეტების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული ("ჰაიმარსების“) გამოყენებაზე. ამერიკამ 84კმ-ზე მფრენი "ჰაიმარსის" რაკეტების გამოყენებაზე უკრაინას ნება დართო, თუმცა ისევ დარჩა შეზღუდვა 300კმ-ზე მოქმედი აერობალისტიკური რაკეტების გამოყენების. აქ რუსეთის ზარალზე არაა საუბარი, მთავარია, რომ უკრაინამ შეძლოს იმ სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღების "ჩაჩუმება“, რომლებითაც იბომბება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან, ვთქვათ, ხარკოვი, ანუ კონტრსაბატარეო ცეცხლით უნდა მოხდეს მათი საცეცხლე პოზიციების დაზიანება, რომ მათ შემდეგ ისევ ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა.

ომში ნატოს ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს, ამიტომ ნატო, რა თქმა უნდა, ეცდება არანაირად არ ჩაერიოს, არც რუსეთს მისცეს რაღაცის საბაბი, რომელიც მუდმივად იმუქრება.

ნატო რუსეთ-უკრაინის ომში იმითაა ჩარეული, რომ აიარაღებს უკრაინას, რომ არა მისი შეიარაღება, ლოგიკურია, უკრაინა ვერ გაუძლებდა.

ნატო, რა თქმა უნდა, ეცდება, მისი წევრი ქვეყნების ოფიციალური შეიარაღებული ძალები პირდაპირ საბრძოლო საცეცხლე შეტაკებაში არ მოხვდნენ“.

იხილეთ ასევე: