საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიდერლანდებიც თანახმაა უკრაინამ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას - ის უკრაინელებს მის მიერ მიწოდებული F-16-ებით დარტყმის უფლება მისცემს
ნიდერლანდებიც თანახმაა უკრაინამ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას - ის უკრაინელებს მის მიერ მიწოდებული F-16-ებით დარტყმის უფლება მისცემს

ნი­დერ­ლან­დე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, კა­ი­სა ოლონ­გრე­ნის გან­ცხა­დე­ბით, F-16 ტი­პის 24 მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­თა გა­და­ცე­მა­საც ნი­დერ­ლან­დე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის აპი­რებს, შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­ში სა­მიზ­ნე­ებ­ზე და­სარ­ტყმე­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ.

POLITICO-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ოლონ­გრენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­დერ­ლან­დე­ბი არ და­ა­წე­სებს შე­ზღუდ­ვებს, რო­გორც ეს იყო ბელ­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ალექ­სან­დრ დე კრო­ომ კი­ე­ვი გა­აფრ­თხი­ლა, რომ F-16-ებით არ შე­უ­ტი­ოს სა­მიზ­ნე­ებს რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში.

ოლონ­გრე­ნის გან­მარ­ტე­ბით "ბელ­გი­ურ სტილ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი არ არ­სე­ბობს".

"ჩვენ ვი­ყე­ნებთ იგი­ვე პრინ­ციპს, რაც გა­მო­ვი­ყე­ნეთ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე: რო­გორც კი მათ გა­დავ­ცემთ უკ­რა­ი­ნას, მათ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ ისი­ნი. ჩვენ მათ მხო­ლოდ იმას ვთხოვთ, რომ პა­ტი­ვი სცენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონს და თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბას, რო­გორც ეს ნათ­ქვა­მია გა­ე­როს წეს­დე­ბა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი იყე­ნე­ბენ მას სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, რაც თავ­დაც­ვის მიზ­ნით სჭირ­დე­ბათ“, - დას­ძი­ნა მან.

31 მა­ისს უკ­რა­ი­ნამ აშშ-ის­გან მი­ი­ღო სიგ­ნა­ლი, რომ რუ­სე­თის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, რუ­სე­თის­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღით იე­რი­შის უფ­ლე­ბას მის­ცემ­და, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ შვე­დეთ­ში, უკ­რა­ი­ნა-ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის მე­სა­მე სა­მი­ტის დროს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ამე­რი­კუ­ლი მხრის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ეს მე­სი­ჯი ამ დი­ლით ჩემი სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან მი­ვი­ღე. ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს ვერ გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა. მან აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, უწო­და "წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი უკ­რა­ი­ნის­თვის, რო­მე­ლიც მას სა­სა­ზღვრო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს".

30 მა­ისს გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნას უფ­ლე­ბა მის­ცა, ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს დარ­ტყმე­ბის­თვის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქა­ლაქ ხარ­კო­ვის და­სა­ცა­ვად.

მა­ნამ­დე საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა უნდა მი­ე­ცათ. იგუ­ლის­ხმე­ბო­და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი, სა­ი­და­ნაც უკ­რა­ი­ნა­ზე შე­ტე­ვე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

NATO-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა კი Economist-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ალი­ან­სის წევ­რებ­მა უნდა მის­ცენ უკ­რა­ი­ნას და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღით რუ­სეთ­ში ღრმად შე­ტე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ნიდერლანდებიც თანახმაა უკრაინამ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას - ის უკრაინელებს მის მიერ მიწოდებული F-16-ებით დარტყმის უფლება მისცემს

ნიდერლანდებიც თანახმაა უკრაინამ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას - ის უკრაინელებს მის მიერ მიწოდებული F-16-ებით დარტყმის უფლება მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ.

POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში.

ოლონგრენის განმარტებით "ბელგიურ სტილში შეზღუდვები არ არსებობს".

"ჩვენ ვიყენებთ იგივე პრინციპს, რაც გამოვიყენეთ ნებისმიერი სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი. ჩვენ მათ მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და თავდაცვის უფლებას, როგორც ეს ნათქვამია გაეროს წესდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ მას სამხედრო მიზნების მისაღწევად, რაც თავდაცვის მიზნით სჭირდებათ“, - დასძინა მან.

31 მაისს უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, რუსეთისვე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას მისცემდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. მან აშშ-ის გადაწყვეტილებას მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე, უწოდა "წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისთვის, რომელიც მას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს".

30 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.

მანამდე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება უნდა მიეცათ. იგულისხმებოდა სამხედრო ობიექტები, საიდანაც უკრაინაზე შეტევები ხორციელდება.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი Economist-ს განუცხადა, რომ ალიანსის წევრებმა უნდა მისცენ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთში ღრმად შეტევის საშუალება.