მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოუტანს უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - პუტინის მორიგი მუქარა და მოლოდინები: რა იქნება შემდეგ?
რას მოუტანს უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - პუტინის მორიგი მუქარა და მოლოდინები: რა იქნება შემდეგ?

ახლა უკ­რა­ი­ნას უფ­ლე­ბა აქვს გა­მო­ი­ყე­ნოს და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე იე­რი­შის­თვის. და­სავ­ლეთ­მა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და თუ აქამ­დე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ, რომ მათი ია­რა­ღი უკ­რა­ი­ნას უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ახლა პო­ლი­ტი­კა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

  • რას შეც­ვლის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­გორ იმოქ­მე­დებს ფრონ­ტის ხაზ­ზე?

აქამ­დე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ზღუ­დავ­დნენ თა­ვი­ან­თი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას და ში­შობ­დნენ, რომ ამ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის შიგ­ნით მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის ყი­რიმ­სა და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ისი­ნი ში­შობ­დნენ რომ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ას.

  • მაგ­რამ ხარ­კო­ვის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის წინსვლამ და­არ­წმუ­ნა კი­ე­ვის მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რომ თა­ვის და­სა­ცა­ვად უკ­რა­ი­ნას უნდა შე­ეძ­ლოს სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც.

გა­სულ თვე­ში რუ­სეთ­მა და­ი­წყო მა­სი­უ­რი სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვა რე­გი­ონ­ში. გახ­სნა ორი ახა­ლი ფრონ­ტი და და­ი­პყრო ორი სო­ფე­ლი. რუ­სე­თის ამ­გვა­რი წინსვლა კი საფრ­თხეს უქ­მნის ხარ­კოვს, უკ­რა­ი­ნის სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლაქს, რო­მე­ლიც სა­ზღვრი­დან სულ რა­ღაც 30 კი­ლო­მეტ­რით არის და­შო­რე­ბუ­ლი.

და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა რუ­სე­თის ჯარს, რომ მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ეს ოპე­რა­ცია უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში.

უკ­რა­ი­ნი­სა და სხვა ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან მზარ­დი ზე­წო­ლის შემ­დეგ, აშშ და­თან­ხმდა შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კა და მის­ცეს უფ­ლე­ბა კი­ევს, და­არ­ტყას რუ­სეთს, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღით.

  • სა­ნამ და­სავ­ლე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი, მა­ნამ­დე პუ­ტი­ნი და­ე­მუქ­რა უკ­რა­ი­ნის მო­კავ­ში­რე­ებს და თქვა, რომ თუ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ და­სავ­ლურ ია­რაღს, ნა­ტოს წევ­რებს უნდა ახ­სოვ­დეთ, რომ მათ აქვთ პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი.

"მათ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს ფაქ­ტო­რი, სა­ნამ გა­ნი­ხი­ლა­ვენ დარ­ტყმებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უფ­ლე­ბა მის­ცა უკ­რა­ი­ნას გა­მო­ი­ყე­ნოს და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე თავ­დას­ხმის­თვის. სა­უ­ბა­რია ATACMS-ის ტი­პის ტაქ­ტი­კურ სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა­ზე. ამ რა­კე­ტებს აქვთ 300კმ-ის დი­ა­პა­ზო­ნი და შე­იძ­ლე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო ბა­ზებ­სა და აე­როდ­რო­მებ­ზე და­სარ­ტყმე­ლად.

უფრო მოკ­ლე მან­ძი­ლის რა­კე­ტებ­მა, მა­გა­ლი­თად Himars-მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ფერ­ხოს რუ­სე­თის ლო­ჯის­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და ჯა­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი თა­ვის ჯარს აგ­რო­ვებს ხარ­კო­ვი­დან 90 კი­ლო­მეტრში და ამ­ზა­დებს მო­რი­გი შე­ტე­ვის­თვის. ომის შემ­სწავ­ლელ­მა ინ­სტი­ტუტ­მა თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი შე­ის­წავ­ლა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ შე­ი­ნიშ­ნე­ბა "გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ცა­ვებ­სა და სა­წყო­ბებ­ში“ იმ არე­ალ­ში, რო­მელ­საც ზე­ლენ­სკი მი­უ­თი­თებ­და. ამ­რი­გად ამ ობი­ექ­ტებ­ზე და­მიზ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­აძ­ლი­ე­რებს უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას რე­გი­ონ­ში ახა­ლი თავ­დას­ხმე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად.

თუმ­ცა და­სავ­ლურ ია­რა­ღის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბა, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ უკ­რა­ი­ნას სრუ­ლად და­ი­ცავს რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბის­გან, რომ­ლი­თაც სის­ტე­მა­ტუ­რად იბომ­ბე­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად შე­უქ­მნის ლო­ჯის­ტი­კურ პრობ­ლე­მებს რუ­სეთს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ფერ­ხებს მათ წინსვლას ბრძო­ლის ველ­ზე.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რას მოუტანს უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - პუტინის მორიგი მუქარა და მოლოდინები: რა იქნება შემდეგ?

რას მოუტანს უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - პუტინის მორიგი მუქარა და მოლოდინები: რა იქნება შემდეგ?

ახლა უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე იერიშისთვის. დასავლეთმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა აღნიშნულის შესახებ და თუ აქამდე კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ, რომ მათი იარაღი უკრაინას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გამოეყენებინა, ახლა პოლიტიკა ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა.

  • რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება და როგორ იმოქმედებს ფრონტის ხაზზე?

აქამდე დასავლეთის ქვეყნები ზღუდავდნენ თავიანთი იარაღის გამოყენებას და შიშობდნენ, რომ ამ იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე კონფლიქტის ესკალაციას უკრაინის შიგნით მდებარე სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისინი შიშობდნენ რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამ იარაღის გამოყენება გამოიწვევდა კონფლიქტის ესკალაციას.

  • მაგრამ ხარკოვის რეგიონში რუსეთის წინსვლამ დაარწმუნა კიევის მოკავშირეები, რომ თავის დასაცავად უკრაინას უნდა შეეძლოს სამხედრო მიზნების განადგურება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც.

გასულ თვეში რუსეთმა დაიწყო მასიური სახმელეთო შეტევა რეგიონში. გახსნა ორი ახალი ფრონტი და დაიპყრო ორი სოფელი. რუსეთის ამგვარი წინსვლა კი საფრთხეს უქმნის ხარკოვს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, რომელიც საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრით არის დაშორებული.

დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვამ საშუალება მისცა რუსეთის ჯარს, რომ მოემზადებინათ ეს ოპერაცია უსაფრთხო გარემოში.

უკრაინისა და სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან მზარდი ზეწოლის შემდეგ, აშშ დათანხმდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და მისცეს უფლება კიევს, დაარტყას რუსეთს, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით.

  • სანამ დასავლეთის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, მანამდე პუტინი დაემუქრა უკრაინის მოკავშირეებს და თქვა, რომ თუ გამოიყენებდნენ დასავლურ იარაღს, ნატოს წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ აქვთ პატარა ტერიტორიები, მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოები.

"მათ უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტორი, სანამ განიხილავენ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში“, - განაცხადა პუტინმა.

ესკალაციის თავიდან აცილება არის მიზეზი იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უფლება მისცა უკრაინას გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებზე თავდასხმისთვის. საუბარია ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემაზე. ამ რაკეტებს აქვთ 300კმ-ის დიაპაზონი და შეიძლება მათი გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე დასარტყმელად.

უფრო მოკლე მანძილის რაკეტებმა, მაგალითად Himars-მა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს რუსეთის ლოჯისტიკური მოქმედებები და ჯარების გადაადგილება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი თავის ჯარს აგროვებს ხარკოვიდან 90 კილომეტრში და ამზადებს მორიგი შეტევისთვის. ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები შეისწავლა და დაადასტურა, რომ შეინიშნება "გაფართოებული აქტივობები საცავებსა და საწყობებში“ იმ არეალში, რომელსაც ზელენსკი მიუთითებდა. ამრიგად ამ ობიექტებზე დამიზნების შესაძლებლობა სერიოზულად გააძლიერებს უკრაინული ძალების შესაძლებლობას რეგიონში ახალი თავდასხმების მოსაგერიებლად.

თუმცა დასავლურ იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვის გაუქმება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინას სრულად დაიცავს რუსული ბომბებისგან, რომლითაც სისტემატურად იბომბება სხვადასხვა ქალაქი, თუმცა აუცილებლად შეუქმნის ლოჯისტიკურ პრობლემებს რუსეთს და მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ წინსვლას ბრძოლის ველზე.

წყარო