საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის პრეზიდენტ ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ? - როგორ უპასუხეს თეთრ სახლში ჟურნალისტის შეკითხვას
რა არის პრეზიდენტ ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ? - როგორ უპასუხეს თეთრ სახლში ჟურნალისტის შეკითხვას

ვი­ტყვი, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვართ იმის ხილ­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა დაძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვეტო ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კენ­ჭისყრა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო, - ამის შე­სა­ხებ თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა, კა­რინ ჟან-პი­ერ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რა არის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის მე­სი­ჯი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ.

"ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი აპ­რო­ტეს­ტებ­და ამ კა­ნონპ­რო­ექტს გა­სულ კვი­რას, ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და ვი­ცით, რომ ბევ­რმა ქარ­თველ­მა ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მო­ი­თხოვს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­რე­გის­ტრირ­დნენ უცხო­უ­რი მთავ­რო­ბის აგენ­ტე­ბად, უბ­რა­ლოდ, და­ფი­ნან­სე­ბის 20%-ის უცხო­ე­თი­დან მი­ღე­ბის გამო.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და ამ ტვირ­თის შექ­მნა ძირს უთხრის მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩახ­შო­ბა არის ის, რა­საც აკე­თე­ბენ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მთავ­რო­ბე­ბი და ეს არის ია­რა­ღი და ტაქ­ტი­კა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ჩა­სახ­შო­ბად. ეს არ არის ის, რა­საც დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი აკე­თე­ბენ, ასე რომ, ჩვენ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვართ იმის ხილ­ვით, რაც მოხ­და“, - აღ­ნიშ­ნა თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა.

პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს 84 ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა არის პრეზიდენტ ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ? - როგორ უპასუხეს თეთრ სახლში ჟურნალისტის შეკითხვას

რა არის პრეზიდენტ ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ? - როგორ უპასუხეს თეთრ სახლში ჟურნალისტის შეკითხვას

ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა მოულოდნელი არ იყო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში და ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, უბრალოდ, დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

წაიკითხეთ ასევე: