სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი­სა და მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე კა­ნონ­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი.

"წარ­მო­გიდ­გენთ მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებს. მინ­და ვთქვა, რომ ეს არის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე კა­ნონ­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა მსხი­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენტს უკან იგი­ვე სა­ხით და­უბ­რუ­ნა და მხო­ლოდ ერთი პუნ­ქტი და­ა­მა­ტა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებს და მე­ო­რე დღეს­ვე ძა­ლას კარ­გავს.

მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში პრე­ზი­დენ­ტი გან­მარ­ტავს, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ზედ­მი­წევ­ნით იმე­ო­რებს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის სუ­ლის­კვე­თე­ბას და იგი­ვეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწ­ვე­უ­ლი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი იყო.

პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს იმა­საც, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 (თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბა), 22-ე (გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა), მე-15 (პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის, პი­რა­დი სივ­რცი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბე­ბი), 78-ე (ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია) მუხ­ლებს.

"ამ კა­ნო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. კა­ნო­ნი მთე­ლი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით არის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი - მა­შა­სა­და­მე, არა­ქარ­თუ­ლი, არა­ევ­რო­პუ­ლი და არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ამ­დე­ნად, ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის გზით არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მისი არსი, ში­ნა­არ­სი და პრინ­ცი­პე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბა არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო და ქარ­თვე­ლის ხალ­ხის ნე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გთა­ვა­ზობთ კა­ნო­ნი გა­უქ­მდეს უმოკ­ლეს ვა­და­ში - ამოქ­მე­დე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღეს­ვე", - წერს პრე­ზი­დენ­ტი.

"თქვენ გა­მო­ი­ყე­ნეთ ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც არ არის სა­პა­ტი­ე­ბე­ლი - ვერ გახ­ვალთ დარ­ბა­ზი­დან ისე, რომ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ მო­ის­მი­ნოს",- ასე მი­მარ­თა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძეს მას შემ­დეგ, რაც მსხი­ლა­ძემ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი და მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა.

ოხა­ნაშ­ვილ­მა მსხი­ლა­ძის გა­მოს­ვლის ტექსტს "არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი“ უწო­და.

"გა­სა­გე­ბია თქვე­ნი პო­ზი­ცია. მო­გი­წევთ, თქვენს თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ზე პა­სუ­ხი გას­ცეთ თქვე­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - თავს შე­ვი­კა­ვებ სხვა შე­ფა­სე­ბის­გან. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნა­ხავს თქვენ­თვის და­წე­რი­ლი ტექ­სტი თქვე­ნი და­წე­რი­ლია თუ სხვი­სი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, იცო­დეს, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით ვინ ლა­პა­რა­კობს და რამ­დე­ნად კო­რექ­ტუ­ლად. ვფრ­თხი­ლობ შე­ფა­სე­ბებ­ში, მაგ­რამ თქვენ გა­მო­ი­ყე­ნეთ ისე­თი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც არ არის სა­პა­ტი­ე­ბე­ლი და ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­სუ­ხი უნდა გას­ცეთ. ვერ გახ­ვალთ დარ­ბა­ზი­დან ისე, რომ ამ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ მო­ის­მი­ნოს“,- გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მის ამ გან­ცხა­დე­ბას დარ­ბა­ზი­დან ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, რა­ზეც ოხა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მხო­ლოდ "ვე­ტოს ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვად სა­უბ­რობს და სხვა სა­კი­თხი არც და­უშ­ვია“.

"დამ­შვიდ­დით. რო­დე­საც არა­ა­დეკ­ვა­ტურ, არა­კო­რექ­ტულ შე­ფა­სე­ბებს აკე­თე­ბენ, მო­უ­წევს ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ესაა დე­მოკ­რა­ტი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ამი­ტომ, ნუ შეშ­ფოთ­დე­ბით“, - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა დამ­სწრე­ებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ეს არის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები.

"წარმოგიდგენთ მოტივირებულ შენიშვნებს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები“,- აღნიშნა მსხილაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

"ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - წერს პრეზიდენტი.

"თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი - ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს",- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მას შემდეგ, რაც მსხილაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი წარადგინა.

ოხანაშვილმა მსხილაძის გამოსვლის ტექსტს "არაადეკვატური“ უწოდა.

"გასაგებია თქვენი პოზიცია. მოგიწევთ, თქვენს თითოეულ სიტყვაზე პასუხი გასცეთ თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე - თავს შევიკავებ სხვა შეფასებისგან. ჩვენი საზოგადოება ნახავს თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია თუ სხვისი. ჩვენი საზოგადოება უფლებამოსილია, იცოდეს, ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად. ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი და ამაზე საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეთ. ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები ჩვენმა საზოგადოებამ არ მოისმინოს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მის ამ განცხადებას დარბაზიდან ხმაური მოჰყვა, რაზეც ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ "ვეტოს ფარგლებში, სამართლებრივად საუბრობს და სხვა საკითხი არც დაუშვია“.

"დამშვიდდით. როდესაც არაადეკვატურ, არაკორექტულ შეფასებებს აკეთებენ, მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. ესაა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, ნუ შეშფოთდებით“, - მიმართა ოხანაშვილმა დამსწრეებს.

იხილეთ ასევე: