კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატბორილი სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები მცხეთა-მთიანეთში - დაიტბორა წეროვანის დევნილთა დასახლებაც
დატბორილი სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები მცხეთა-მთიანეთში - დაიტბორა წეროვანის დევნილთა დასახლებაც

უხვმა ნა­ლექ­მა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხა­რის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ურ­მა პრო­ცე­სებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა, თი­ა­ნე­თი­სა და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი და მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა სოფ­ლე­ბი.

მცხე­თის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, წყალ­დი­დო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ცხვა­რი­ჭა­მი­ის, ლი­სის, ძეგ­ვის, ნიჩ­ბი­სის, ძა­ლი­სის წე­როვ­ნის და ნავ­და­რა­ანთკა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის სოფ­ლებ­ში.

"სტი­ქი­ის ზო­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ შო­რის წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხა­რის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი და­ვით ნო­ზა­ძე, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი, ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ად­გილ­ზე ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა. მათ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შექ­მნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხა­რის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის შე­დე­გად, რე­გი­ო­ნის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე და­იტ­ბო­რა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, შიდა სა­უბ­ნო გზე­ბი, და­ზი­ან­და ხიდ-ბო­გი­რე­ბი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი, ასე­ვე, და­იტ­ბო­რა სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე სო­ფელს შე­უ­წყდა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბაც.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხა­რის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, უა­მინ­დო­ბის გამო შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, ამ ეტაპ­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მას­შტა­ბით შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, შექ­მნი­ლია სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის დამ­თვლე­ლი კო­მი­სი­აც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

დატბორილი სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები მცხეთა-მთიანეთში - დაიტბორა წეროვანის დევნილთა დასახლებაც

დატბორილი სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები მცხეთა-მთიანეთში - დაიტბორა წეროვანის დევნილთა დასახლებაც

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.

მცხეთის მერიის ინფორმაციით კი, წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ცხვარიჭამიის, ლისის, ძეგვის, ნიჩბისის, ძალისის წეროვნის და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.

"სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ", - აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.