სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერი ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს" - რა ვითარებაა თსუ-სთან: ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია
"პრემიერი ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს" - რა ვითარებაა თსუ-სთან: ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია

სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თსუ -ში ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჩუ­მად შე­ა­პა­რეს

  • თსუ-ს სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­ვი­და, თუმ­ცა ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლით არ უსარ­გებ­ლია.

რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შეკ­რე­ბი­ლი გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ლექ­ცი­ა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი შე­უშ­ვეს და იმი­ჯი შექ­მნეს, რომ პრე­მი­ე­რის ლექ­ცი­ას სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

"რა­ღაც გვი­რა­ბე­ბით შე­ვი­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რაც კო­მი­კუ­რია. რა­ღაც სია ჰქონ­დათ, რომ­ლი­თაც ისე­თი ხალ­ხი შე­უშ­ვეს ლექ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად, რომ­ლე­ბიც ვე­რა­ვინ ვერ ამო­იც­ნო, რომ მისი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ ,"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წევ­რე­ბი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე ნიკო მა­ნა­გა­ძემ.

ად­გილ­ზე კვლავ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი. ასე­ვე, ტე­რი­ტო­რი­ი­დან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით ისევ დგა­ნან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბიც.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სას­ვლე­ლებს კი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა იცავს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერე?
3

საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, პრემიერ კაცს რაღა ჯანდაბად უნდა ლექტორობა და ეს აურზაური.

დოი
0

ვინაა ეს ყმაწვილი,გაგვაცანით რა ცხოვრება აქვს,რა უნდა,რატომ უშლის ხელს სხვა სტუდენტებს?! ესეც თუ არასამთავრობის წევრია,მააშინ ნათელია ყველაფერი! ამოხვედით ყელში,ქვეყანა რომ დააპირისპირეთ არ გაპატიებთ არავინ,მომავალი პასუხს მოგთცოვთ აუცილებლად..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"პრემიერი ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს" - რა ვითარებაა თსუ-სთან: ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია

"პრემიერი ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს" - რა ვითარებაა თსუ-სთან: ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია

სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს

  • თსუ-ს სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია.

როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძესთან ლექციაზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან.

"რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ ,"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ", - განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით ისევ დგანან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

უნივერსიტეტის შესასვლელებს კი საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის განსაკუთრებული რაოდენობა იცავს.