პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, სპორტის რეგიონულ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტი გახდა
რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, სპორტის რეგიონულ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტი გახდა

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ერთ-ერ­თმა უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ან­მა და თა­ნა­მო­აზ­რემ, მა­გო­მედ და­უ­დოვ­მა, გროზ­ნოს სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ახ­მა­ტის“ (გროზ­ნო) პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი და­ტო­ვა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ამ დრო­ის­თვის, იგი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს რე­გი­ო­ნუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

  • და­უ­დოვ­მა კლუ­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე და­წე­რა - მან ხაზი გა­უს­ვა, რომ გა­დად­გო­მის მი­უ­ხე­და­ვად ის "გან­ზე არ დგას“ და კლუბ­ში დაგ­რო­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებს გა­უ­ზი­ა­რებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ახ­მა­ტის“ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი რამ­ზან კა­დი­რო­ვის 18 წლის ვაჟი, ახ­მატ კა­დი­რო­ვი გახ­და, რო­მე­ლიც გუ­შინ სპორ­ტის რე­გი­ო­ნულ მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. ამ პოსტზე მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე უმარ და­უ­დო­ვი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში. გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად დარ­ჩა რამ­ზან კა­დი­რო­ვის მე­უღ­ლის ძმა ახ­მედ აი­და­მი­რო­ვი.

მა­გო­მედ და­უ­დოვ­მა გა­სულ კვი­რას რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ტო­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­ზან კა­დი­როვ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ მი­ი­ღო. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის თქმით, მისი უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რე "აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებს გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლი­დე­რო­ბის ნიჭი სხვა სფე­რო­ში“.

ჩეჩ­ნეთ­ში სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ კა­დი­რო­ვის შვი­ლე­ბი, მისი დები, სი­ძე­ე­ბი, ძმის­შვი­ლე­ბი და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი.

ავტორი:

რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, სპორტის რეგიონულ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტი გახდა

რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, სპორტის რეგიონულ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ახმატის" პრეზიდენტი გახდა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთ-ერთმა უახლოესმა ადამიანმა და თანამოაზრემ, მაგომედ დაუდოვმა, გროზნოს საფეხბურთო კლუბ "ახმატის“ (გროზნო) პრეზიდენტის პოსტი დატოვა. გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, იგი ოფიციალურად ინარჩუნებს რეგიონული შტაბის უფროსის თანამდებობას.

  • დაუდოვმა კლუბიდან წასვლის შესახებ "ტელეგრამის" არხზე დაწერა - მან ხაზი გაუსვა, რომ გადადგომის მიუხედავად ის "განზე არ დგას“ და კლუბში დაგროვებულ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს.

როგორც ცნობილია, საფეხბურთო კლუბ "ახმატის“ ახალი პრეზიდენტი რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი, ახმატ კადიროვი გახდა, რომელიც გუშინ სპორტის რეგიონულ მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტზე მისი პირველი მოადგილე უმარ დაუდოვი იქნება, რომელიც ამავე თანამდებობას იკავებს კულტურისა და სპორტის სამინისტროში. გენერალურ დირექტორად დარჩა რამზან კადიროვის მეუღლის ძმა ახმედ აიდამიროვი.

მაგომედ დაუდოვმა გასულ კვირას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რამზან კადიროვთან საუბრის შემდეგ მიიღო. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მისი უახლოესი მოკავშირე "აუცილებლად შეძლებს გამოიყენოს თავისი არაჩვეულებრივი ლიდერობის ნიჭი სხვა სფეროში“.

ჩეჩნეთში საჯარო სამსახურის თანამდებობებს იკავებენ კადიროვის შვილები, მისი დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები.