სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატი ცვლილების გავლენა გარემოზე: რას უკავშირებენ მკვლევრები წყლის ფერის ცვლილებას?
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატი ცვლილების გავლენა გარემოზე: რას უკავშირებენ მკვლევრები წყლის ფერის ცვლილებას?

მე­დი­ის ცნო­ბით, ალას­კა­ში ათო­ბით მდი­ნა­რე და ნა­კა­დუ­ლი ნა­რინ­ჯის­ფე­რი გახ­და, რაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით, გა­ყი­ნუ­ლი ნი­ა­და­გის ზე­და­პი­რის დნო­ბა მას­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში "გა­მომ­წყვდე­ულ" სხვა­დას­ხვა მი­ნე­რა­ლებს ათა­ვი­სუფ­ლებს, შემ­დეგ ისი­ნი წყლის ნა­კა­დებს უერ­თდე­ბი­ან, რაც მდი­ნა­რე­ე­ბის ფე­რის შეც­ვლას იწ­ვევს.

"ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გავ­ლე­ნაა, რომ­ლის გა­მოც ჩვენს ყვე­ლა­ზე ხე­ლუხ­ლე­ბელ მდი­ნა­რე­ებ­ზეც კი ვხე­დავთ ცვლი­ლე­ბებს", - თქვა კვლე­ვის ავ­ტორ­მა და კა­ლი­ფორ­ნი­ის დე­ვი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­მო ტოქ­სი­კო­ლო­გი­ის მკვლე­ვარ­მა, პრო­ფე­სორ­მა ბრეტ პუ­ლინ­მა.

  • ყი­ნუ­ლის დნო­ბა მი­ნე­რა­ლებს ჟანგბად­თან კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რაც წყლის მჟა­ვი­ა­ნო­ბას ზრდის და მას­ში ისეთ ლი­თო­ნებს ხსნის, რო­გო­რე­ბი­ცაა თუ­თია, სპი­ლენ­ძი, კად­მი­უ­მი და რკი­ნა. სწო­რედ რკი­ნა აძ­ლევს მდი­ნა­რე­ებს ასეთ ელ­ფერს, რო­მე­ლიც სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი­და­ნაც კი ჩანს.

ამ ფე­ნო­მე­ნის შეს­წავ­ლა პირ­ვე­ლად 2018 წელს და­ი­წყეს, როცა მკვლევ­რებ­მა ჩრდი­ლო­ეთ ალას­კა­ში რძის­ფერ-ნა­რინ­ჯის­ფე­რი მდი­ნა­რე­ე­ბი შე­ნიშ­ნეს. სა­ხე­შეც­ვლი­ლი მდი­ნა­რე­ბი მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და წინა წლის კამ­კა­მა წყლე­ბის­გან.

ალას­კის ერთ-ერთი მდი­ნა­რე 2016 და 2018 წლებ­ში

მკვლევ­რე­ბის თქმით, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვა ხაზს უს­ვამს სას­მე­ლი წყლის პო­ტენ­ცი­ურ დეგ­რა­და­ცი­ას და მავ­ნე გავ­ლე­ნას წყლის ბი­ნად­რებ­ზე. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი ისაა, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მდი­ნა­რე აკი­ლი­კის შე­ნა­კად­ში ორი ად­გი­ლობ­რი­ვი თევ­ზის სა­ხე­ო­ბა სა­ერ­თოდ გაქ­რა.

არ­ქტი­კა­ში წყა­ლი ჟან­გის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის ზა­ფხუ­ლო­ბით, ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში ხდე­ბა.

"ეს ის ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც 2-3-ჯერ უფრო სწრა­ფად თბე­ბა, ვიდ­რე პლა­ნე­ტის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი, ამი­ტომ ჩვენ ამ­გვა­რი ეფექ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მო­მა­ვალ­შიც მო­ვე­ლით"- აცხა­დებს მკვლე­ვა­რი სკოტ ზოლ­კო­სი.

წყა­რო:theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატი ცვლილების გავლენა გარემოზე: რას უკავშირებენ მკვლევრები წყლის ფერის ცვლილებას?

ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატი ცვლილების გავლენა გარემოზე: რას უკავშირებენ მკვლევრები წყლის ფერის ცვლილებას?

მედიის ცნობით, ალასკაში ათობით მდინარე და ნაკადული ნარინჯისფერი გახდა, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

მეცნიერთა განმარტებით, გაყინული ნიადაგის ზედაპირის დნობა მასზე დიდი ხნის განმავლობაში "გამომწყვდეულ" სხვადასხვა მინერალებს ათავისუფლებს, შემდეგ ისინი წყლის ნაკადებს უერთდებიან, რაც მდინარეების ფერის შეცვლას იწვევს.

"ეს კლიმატური ცვლილების მოულოდნელი გავლენაა, რომლის გამოც ჩვენს ყველაზე ხელუხლებელ მდინარეებზეც კი ვხედავთ ცვლილებებს", - თქვა კვლევის ავტორმა და კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის გარემო ტოქსიკოლოგიის მკვლევარმა, პროფესორმა ბრეტ პულინმა.

  • ყინულის დნობა მინერალებს ჟანგბადთან კონტაქტის საშუალებას აძლევს, რაც წყლის მჟავიანობას ზრდის და მასში ისეთ ლითონებს ხსნის, როგორებიცაა თუთია, სპილენძი, კადმიუმი და რკინა. სწორედ რკინა აძლევს მდინარეებს ასეთ ელფერს, რომელიც სატელიტური სურათებიდანაც კი ჩანს.

ამ ფენომენის შესწავლა პირველად 2018 წელს დაიწყეს, როცა მკვლევრებმა ჩრდილოეთ ალასკაში რძისფერ-ნარინჯისფერი მდინარეები შენიშნეს. სახეშეცვლილი მდინარები მკვეთრად განსხვავდებოდა წინა წლის კამკამა წყლებისგან.

ალასკის ერთ-ერთი მდინარე 2016 და 2018 წლებში

მკვლევრების თქმით, ბოლოდროინდელი კვლევა ხაზს უსვამს სასმელი წყლის პოტენციურ დეგრადაციას და მავნე გავლენას წყლის ბინადრებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ ერთი წლის განმავლობაში მდინარე აკილიკის შენაკადში ორი ადგილობრივი თევზის სახეობა საერთოდ გაქრა.

არქტიკაში წყალი ჟანგისფერი შეფერილობის ზაფხულობით, ივლისსა და აგვისტოში ხდება.

"ეს ის ტერიტორიაა, რომელიც 2-3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ამგვარი ეფექტების გაგრძელებას მომავალშიც მოველით"- აცხადებს მკვლევარი სკოტ ზოლკოსი.

წყარო:theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა