სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა... გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი" - მკვლელობა ჩვილის თვალწინ: რუსთავის ტრაგედიის დეტალები
"დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა... გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი" - მკვლელობა ჩვილის თვალწინ: რუსთავის ტრაგედიის დეტალები

დღეს რუს­თავ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 27 წლის მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ცოლი და სი­დედ­რი - მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და ინგა ბე­გაშ­ვი­ლი მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე, სკვერ­ში მოხ­და, სა­დაც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი და სი­დედ­რი 9 თვის ჩვილს ეტ­ლით ასე­ირ­ნებ­და.

  • გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ად­გი­ლი­დან არ მი­მა­ლუ­ლა, ის და­კა­ვე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი

რო­გორც წყა­რო რუს­თა­ვი­დან გვიყ­ვე­ბა, "მა­რი­ა­მი და გი­ორ­გი 1 წლის წინ და­ქორ­წინ­დნენ, ქმა­რი გო­გო­ნა­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე თვეა მა­რი­ა­მი დე­დის სახ­ლში დაბ­რუნ­და".

"ზუს­ტად არა­ვინ იცის, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქმა­რი გო­გო­ნა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. გი­ორ­გის დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­უ­ძე­ნია სა­ნა­დი­რო თოფი და გა­მიზ­ნუ­ლად მო­უკ­ლავს ცოლი და სი­დედ­რი, სულ 5-ჯერ გა­ის­რო­ლა.

მკვლე­ლო­ბა 1 წლამ­დე ჩვი­ლის თვალ­წინ მოხ­და. მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, რო­გორც ვიცი, თა­ვად და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, ად­გი­ლი­დან არ დაძ­რუ­ლა. ამ მკვლე­ლო­ბას ბევ­რი მოწ­მე ჰყავს, სკვერ­ში ხალ­ხი ირე­ო­და. ინგა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა, მა­რი­ა­მის გარ­და 5 შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­თაც მარ­ტო ზრდი­და (ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლია).“

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს?

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ფ. ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლაქ რუს­თავ­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე, მე­უღ­ლე - 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ს. და მე­უღ­ლის დედა - 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ. თო­ფი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ფ. ცხელ კვალ­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ნა­ხეთ კად­რე­ბი, რო­მელ­საც შსს ავ­რცე­ლებს:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა... გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი" - მკვლელობა ჩვილის თვალწინ: რუსთავის ტრაგედიის დეტალები

"დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა... გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი" - მკვლელობა ჩვილის თვალწინ: რუსთავის ტრაგედიის დეტალები

დღეს რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი - მარიამ სოფრომაძე და ინგა ბეგაშვილი მოკლა. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი და სიდედრი 9 თვის ჩვილს ეტლით ასეირნებდა.

  • გიორგი ფირაშვილი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ადგილიდან არ მიმალულა, ის დაკავებულია და გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მარიამ სოფრომაძე და გიორგი ფირაშვილი

როგორც წყარო რუსთავიდან გვიყვება, "მარიამი და გიორგი 1 წლის წინ დაქორწინდნენ, ქმარი გოგონაზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც რამდენიმე თვეა მარიამი დედის სახლში დაბრუნდა".

"ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა. გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი და გამიზნულად მოუკლავს ცოლი და სიდედრი, სულ 5-ჯერ გაისროლა.

მკვლელობა 1 წლამდე ჩვილის თვალწინ მოხდა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ, როგორც ვიცი, თავად დარეკა პოლიციაში, ადგილიდან არ დაძრულა. ამ მკვლელობას ბევრი მოწმე ჰყავს, სკვერში ხალხი ირეოდა. ინგა მრავალშვილიანი დედაა, მარიამის გარდა 5 შვილი ჰყავს, რომელთაც მარტო ზრდიდა (ქმარს გაშორებულია).“

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე - 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა - 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო".

წაიკითხეთ ასევე:

ნახეთ კადრები, რომელსაც შსს ავრცელებს: