პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას" - ფიშერი
"თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას" - ფიშერი

სტან­დარ­ტი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ, თუ არა­და ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბას ვერ შეძ­ლებთ , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩმა პე­ტერ ფი­შერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის თქმით, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი სტან­დარტზე დაბ­ლაა, რო­მე­ლიც კან­დი­დატ­მა ქვე­ყა­ნამ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, რაც იმას ნიშ­ნავს, თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, გერ­მა­ნია ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნას მხარს არ და­უ­ჭერს.

“ეს დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სია. შე­მიძ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზა­ზე ვი­სა­უბ­რო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ ნა­ხეთ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ამ კა­ნო­ნის მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პუ­ლი გზი­დან უკვე გა­და­უხ­ვია.

არის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც კან­დი­დატ­მა ქვეყ­ნებ­მა უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ და ეს კა­ნო­ნი ამ სტან­დარტზე დაბ­ლაა. ასე რომ, დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, ეს კა­ნო­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფორ­მით თუ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, გერ­მა­ნია მხარს არ და­უ­ჭერს [სა­ქარ­თვე­ლოს­თვის] გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნას და ეს სა­ქარ­თვე­ლოს მის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე უკან და­წევს.

სტან­დარ­ტი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ, თუ არა და ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბას ვერ შეძ­ლებთ”, - გა­ნა­ცხა­და ფი­შერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რით მი­ი­ღე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნის დღე­ვან­დე­ლი ფორ­მით მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გერ­მა­ნია თან­ხმო­ბას ვერ გა­ნა­ცხა­დებს.

"გერ­მა­ნი­ას წარ­მო­ვად­გენ. ერთი სა­ხელ­მწი­ფო ვართ ევ­რო­კავ­შირ­ში. ისე გა­მო­ვი­და, რომ ყვე­ლა­ზე დიდი მო­სახ­ლე­ო­ბა გვაქვს და ასე შემ­დეგ. ევ­რო­კავ­შირ­მა რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი გა­და­წყვი­ტოს - ანუ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა - ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა უნდა იყოს, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფომ თან­ხმო­ბა უნდა გა­ნა­ცხა­დოს. გერ­მა­ნი­ის სა­ხე­ლით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თან­ხმო­ბას არ ვი­ტყვით თუ ეს კა­ნო­ნი მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფორ­მით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი" - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას" - ფიშერი

"თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას" - ფიშერი

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ , - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

  • გერმანიის ელჩის თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს.

“ეს დინამიური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია.

არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს.

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ”, - განაცხადა ფიშერმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების სრული უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღება, შესაბამისად, კანონის დღევანდელი ფორმით მიღების შემთხვევაში გერმანია თანხმობას ვერ განაცხადებს.

"გერმანიას წარმოვადგენ. ერთი სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. ევროკავშირმა რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს - ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა - ერთსულოვნება უნდა იყოს, ყველა სახელმწიფომ თანხმობა უნდა განაცხადოს. გერმანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ თანხმობას არ ვიტყვით თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული" - დასძინა მან.