საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნარკოდანაშაულისთვის 77 პირია დაკავებული, მათგან 23 ნარკორეალიზატორია" - შსს
"ნარკოდანაშაულისთვის 77 პირია დაკავებული, მათგან 23 ნარკორეალიზატორია" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 77 პირი და­ა­კა­ვა, მათ­გან 23 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, ირა­ნის, თურ­ქე­თის, რუ­სე­თის, ინ­დო­ე­თის და ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მის თქმით, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას და ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბის მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქნა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. კერ­ძოდ ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ბა­ნა­ნით დატ­ვირ­თულ სა­ზღვაო კონ­ტე­ი­ნერ­ში ფა­რუ­ლად მო­თავ­სე­ბუ­ლი 52 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "კო­კა­ი­ნი“, რო­მე­ლიც ეკ­ვა­დო­რი­დან ევ­რო­პა­ში ტრან­ზი­ტუ­ლი გზით, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით გა­დაჰ­ქონ­დათ.

ხსე­ნე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ნარ­კოტ­რან­ზი­ტში ჩარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მათი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

ასე­ვე ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იქნა ერთ-ერთი მსხვი­ლი ინ­ტერ­ნეტ ნარ­კო­სა­რე­ა­ლი­ზა­ციო მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც ე.წ. შავი ბაზ­რის 50 პრო­ცენტზე მეტს ამა­რა­გებ­და.

აღ­ნიშ­ნულ მა­ღა­ზი­ას მარ­თავ­და, ასე­ვე, და­დე­ბის მე­თო­დით გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და ჩვენ მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, მის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა 4 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "კო­კა­ი­ნი“, 27 ათა­სი ცალი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ექ­სტა­ზის“ აბე­ბი და 10 კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მდმა“.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 77 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი მათ შო­რის 23 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, ირა­ნის, თურ­ქე­თის, რუ­სე­თის, ინ­დო­ე­თის და ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან, ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და მათი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი:

"ჰე­რო­ი­ნი“, "კო­კა­ი­ნი“, "მდმა“, "ალფა პვპ“, "მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი“, "მე­ტა­დო­ნი“, "ჰა­ში­ში“ და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან პო­ლი­ცი­ამ, ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფული.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 262-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,-გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ნარკოდანაშაულისთვის 77 პირია დაკავებული, მათგან 23 ნარკორეალიზატორია" - შსს

"ნარკოდანაშაულისთვის 77 პირია დაკავებული, მათგან 23 ნარკორეალიზატორია" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.

მის თქმით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.

ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით.

ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.

აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:

"ჰეროინი“, "კოკაინი“, "მდმა“, "ალფა პვპ“, "მეტამფეტამინი“, "მეტადონი“, "ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.