მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენ აფლეკმა ქორწინების ბეჭედი მოიხსნა - რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის
ბენ აფლეკმა ქორწინების ბეჭედი მოიხსნა - რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის

ბენ აფ­ლე­კი­სა და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და. წყვი­ლის შო­რის უთან­ხმო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვე­ბი კი იმან გა­ამ­ყა­რა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფ­ლე­კი სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა.

შვი­ლის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად მი­სუ­ლი 51 წლის ვარ­სკვლა­ვი პა­პა­რა­ცებ­მა კა­მე­რის ობი­ექ­ტივ­ში მო­აქ­ცი­ეს.

ჯე­ი­ლო­სა და ბე­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ მით­ქმა-მოთ­ქმა და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რის წინ და­ი­წყო.

პა­რას­კევს Page Six-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით გა­ირ­კვა, რომ აფ­ლე­კი ახა­ლი სახ­ლის შე­ძე­ნას გეგ­მავ­და. ეს კი 1 კვი­რის წინ TMZ-ის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბენი ბოლო პე­რი­ო­დია ლო­პე­სის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით, თა­ვის კა­ლი­ფორ­ნი­ის სახ­ლში რჩე­ბა, და არა ჯე­ი­ლოს­თან ერ­თად შე­ძე­ნილ 60 მი­ლი­ო­ნი­ან სა­სახ­ლე­ში.

ამ სპე­კუ­ლა­ცი­ებს წყა­როც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, ახალ სახლზე ჯე­ი­ლოც "ნა­დი­რობს", თუმ­ცა მისი მტკი­ცე­ბით, ვარ­სკვლა­ვი ქო­ნე­ბას მხო­ლოდ ინ­ვეს­ტი­ცი­ის მიზ­ნით ეძებს.

თუმ­ცა ხუთ­შა­ბათს პა­პა­რა­ცე­ბის გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში, ლო­პე­სიც და აფ­ლე­კიც სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბით ჩა­ნან. ეს ფაქ­ტი კი­დევ უფრო აბ­ნევს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ბუნ­დო­ვანს ხდის, რა მოხ­და წყვილს შო­რის ამ 1 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და რამ აი­ძუ­ლა აფ­ლე­კი, რომ ბე­ჭე­დი მო­ეხ­სნა.

ბენ აფ­ლე­კი და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი 2022 წელს და­ქორ­წინ­დნენ

ჯერ­ჯე­რო­ბით არც ბენი, და არც ჯე­ნი­ფე­რი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რებს არ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბენ აფლეკმა ქორწინების ბეჭედი მოიხსნა - რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის

ბენ აფლეკმა ქორწინების ბეჭედი მოიხსნა - რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავურ წყვილს შორის

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის განქორწინების შესახებ ჭორები კიდევ უფრო გააქტიურდა. წყვილის შორის უთანხმოების არსებობაზე ეჭვები კი იმან გაამყარა, რომ რამდენიმე დღის წინ აფლეკი საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა.

შვილის რეპეტიციაზე დასასწრებად მისული 51 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა კამერის ობიექტივში მოაქციეს.

ჯეილოსა და ბენის ურთიერთობის გაუარესების შესახებ მითქმა-მოთქმა დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწყო.

პარასკევს Page Six-ის ექსკლუზიური სტატიის მიხედვით გაირკვა, რომ აფლეკი ახალი სახლის შეძენას გეგმავდა. ეს კი 1 კვირის წინ TMZ-ის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ბენი ბოლო პერიოდია ლოპესისგან განცალკევებით, თავის კალიფორნიის სახლში რჩება, და არა ჯეილოსთან ერთად შეძენილ 60 მილიონიან სასახლეში.

ამ სპეკულაციებს წყაროც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ახალ სახლზე ჯეილოც "ნადირობს", თუმცა მისი მტკიცებით, ვარსკვლავი ქონებას მხოლოდ ინვესტიციის მიზნით ეძებს.

თუმცა ხუთშაბათს პაპარაცების გადაღებულ ფოტოებში, ლოპესიც და აფლეკიც საქორწინო ბეჭდებით ჩანან. ეს ფაქტი კიდევ უფრო აბნევს მედიის წარმომადგენლებს და ბუნდოვანს ხდის, რა მოხდა წყვილს შორის ამ 1 დღის განმავლობაში და რამ აიძულა აფლეკი, რომ ბეჭედი მოეხსნა.

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი 2022 წელს დაქორწინდნენ

ჯერჯერობით არც ბენი, და არც ჯენიფერი განქორწინების შესახებ ჭორებს არ ეხმაურებიან.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა