სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თსუ-სთან სტუდენტებს ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ - მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება" - საია-ს განცხადება
"თსუ-სთან სტუდენტებს ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ - მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება" - საია-ს განცხადება

საია 18 მა­ისს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-2 კორ­პუს­თან სტუ­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ პო­ლი­ცი­ას მომ­ხდარ­ზე არა­ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ თა­ვად და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს სტუ­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ნიშ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნა/ძა­ლა­დო­ბა­ზე.

„2024 წლის 18 მა­ისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ლექ­ცი­ამ­დე სტუ­დენ­ტე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ, რათა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი. რო­გორც სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი მოწ­მობს, სტუ­დენ­ტებს წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რომ­ლებ­მაც მათ­ზე სი­ტყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. ად­გილ­ზე მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ზე მა­ნამ­დე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა უმოქ­მე­დო­ბა­ში, ან, არა­ჯე­რო­ვან მოქ­მე­დე­ბა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვად გაშ­ვე­ლე­ბა­ში შე­მო­ი­ფარ­გლა, ხოლო, მო­ძა­ლა­დე პირ­თა მი­მართ არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა არ გა­ტა­რე­ბუ­ლა.

სტუ­დენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ ბოლო დღე­ებ­ში მათ­ზე და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო მუ­ქა­რა, და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, მათ მიერ შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის გამო, რაც ასე­ვე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას:

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ არა­ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბის გამო, თა­ვად და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს სტუ­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ნიშ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნა / ძა­ლა­დო­ბა­ზე.

მო­ვუ­წო­დებთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას:

და­იც­ვას სტუ­დენ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა, მი­ი­ღოს ზო­მე­ბი მათი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე”, - ნათ­ქვა­მია საია-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თსუ-სთან სტუდენტებს ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ - მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება" - საია-ს განცხადება

"თსუ-სთან სტუდენტებს ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ - მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება" - საია-ს განცხადება

საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მომხდარზე არაჯეროვანი რეაგირება ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე.

„2024 წლის 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს. ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა.

სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე შემაშფოთებელია.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე.

მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას:

დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე”, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: