საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე
"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე

მარ­ტის თვე­ში იტა­ლი­ა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 21 წლის გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე. მას სა­ბერ­ძნეთ­ში იც­ნობ­დნენ, რო­გორც ტი­კტო­კერს, სა­ხე­ლად Tzane. გი­ორ­გი 2011 წლი­დან ცხოვ­რობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნე­ლი­ძე იტა­ლი­ა­ში 5-კა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ე.წ. მოჩ­ვე­ნე­ბა­თა სო­ფელს - Reggio di Calabria - ს (ასე ჰქვია იტა­ლი­ის მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელს) ეს­ტუმ­რა, სა­დაც ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

ახ­ლა­ხან, ქა­ლაქ კა­ლა­მა­ტა­ში მისი სა­ხე­ლი ეწო­და სკვერს, ასე­ვე, ქუ­ჩას, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი ცხოვ­რობ­და.

უფრო მეტს გი­ორ­გის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ტრა­გი­კულ ბედ­ზე მისი ბა­ბუა, თა­მაზ ბარ­ბა­ქა­ძე გი­ამ­ბობთ:

"მე და ჩემი მე­უღ­ლე 90-იან წლე­ბის ბო­ლოს წა­ვე­დით ემიგ­რა­ცი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში 15 წელი დავ­ყა­ვით. იქი­დან 2012 წელს, მას შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით, რაც იმე­დი მო­მე­ცა, რომ ახა­ლი და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყე­ბო­და (მე­უღ­ლე ახ­ლაც იქაა). ჩემი იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შვი­ლიც წა­ვიყ­ვა­ნე თან, უფ­რო­სი გო­გო­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად (გი­ორ­გის დედა), რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც სა­ბერ­ძნეთ­შია. იმ­ხა­ნად გი­ორ­გი სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და, 9 წლამ­დე იქ სწავ­ლობ­და და მშობ­ლებ­მა მერე ისიც წა­იყ­ვა­ნეს, იქ და­ამ­თავ­რა სკო­ლა. გი­ორ­გი სა­ბერ­ძნეთ­ში ცნო­ბი­ლი ტი­კტო­კე­რი და ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი, ძა­ლი­ან სა­ხე­ლო­ვა­ნი ბიჭი იყო, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. თა­ვი­დან ძი­უ­დო­ში ვარ­ჯი­შობ­და, სა­ბერ­ძნე­თის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, მერე კულ­ტუ­რიზ­მმა გა­ი­ტა­ცა. უამ­რა­ვი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და და ალ­ბათ ამ მხრივ პირ­ვე­ლი იყო ევ­რო­პა­ში. ჩვენ არ ვი­ცო­დით, რო­გორ ჰყვა­რე­ბი­ათ ბერ­ძნებს, ეს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გეთ...

იმ სა­ბე­დის­წე­რო დღე­ზე გი­ამ­ბობთ...

გი­ორ­გის ბერ­ძნე­ბის­გან შემ­დგა­რი ხუთ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჰყავ­და იტა­ლი­ა­ში წაყ­ვა­ნი­ლი, მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელ­ში იყ­ვნენ, რო­მელ­საც სუ­ლე­ბის სო­ფელს უძა­ხი­ან (ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სო­ფე­ლია). გი­ორ­გი ტიკ-ტო­კის­თვის სი­უ­ჟეტს იღებ­და, ძა­ლი­ან დიდ სი­მაღ­ლე­ზე ავი­და, და­ახ­ლო­ე­ბით რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, მე­ტეხ­თან და­კი­დე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი რო­მაა კლდე­ზე, ოღონდ, გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლე­ბი, 100 მეტ­რამ­დე. გი­ორ­გი კა­მე­რებს ამონ­ტა­ჟებ­და, სახ­ლის კარი გა­მო­უ­ღია, აი­ვა­ნი ჰგო­ნე­ბია და ფეხი პირ­და­პირ ჰა­ერ­ში გა­და­უდ­გამს, ვერც ვე­რა­ვის მო­უს­წრია, რომ ეშ­ვე­ლათ. გი­ორ­გი კლდე­ზე გა­და­ეშ­ვა, 40 მეტ­რი აქვს ბავ­შვს ნაფ­რე­ნი, ჯერ ლო­დებ­ზეა და­ცე­მუ­ლი, მერე ხევ­ში გა­და­ეშ­ვა კი­დევ სა­დღაც 80 მეტ­რის სიღ­რმე­ზე. იტა­ლი­ელ მაშ­ვე­ლებს 11 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოჰ­ყავ­დათ, ისე­თი რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის ხევი იყო, ვერ­ტმფრე­ნე­ბი და­იხ­მა­რეს. იტა­ლი­ი­სა და სა­ბერ­ძნე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გი­ორ­გის გა­და­ცე­მე­ბი მი­უ­ძღვნეს. ბერ­ძნე­ბი გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, იქ დაგ­ვე­მარ­ხა, უარი ვუ­თხა­რით და მერე გვთხოვ­დნენ, იტა­ლი­ი­დან ერთი დღით მა­ინც ჩა­მო­ას­ვე­ნეთ და აქე­დან წა­იყ­ვა­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიო. ვერ მო­ხერ­ხდა... გი­ორ­გი იმ დღეს და­ვა­საფ­ლა­ვეთ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთს ეთა­მა­შე­ბო­და, ასე და­ემ­თხვა. სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და, მისი სა­სახ­ლე მათ მიჰ­ქონ­დათ სახ­ლი­დან სა­საფ­ლა­ომ­დე, სხვას ხელი არ მო­ა­კი­დე­ბი­ნეს.

გი­ორ­გის სა­ბერ­ძნე­თი Tzane-თი იც­ნობ­და (გვა­რის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია). ახლა ახალ­გაზ­რდე­ბი მისი სა­ხე­ლის ტა­ტუს იკე­თე­ბენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე დღეს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­და სიმ­ძი­მის (შტან­გის) აწე­ვა­ში, ბერ­ძე­ნი გახ­და ჩემ­პი­ო­ნი და მან ეს გა­მარ­ჯვე­ბა გი­ორ­გის მი­უ­ძღვნა. გი­ორ­გის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს სა­ბერ­ძნეთ­ში პა­ტა­რა სკვერს, რო­მე­ლიც მისი მო­წყო­ბი­ლი იყო, ახ­ლა­ხან კი პა­ტა­რა ქუჩა, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და (ქა­ლაქ კა­ლა­მა­ტა­ში) მისი სა­ხე­ლო­ბის გახ­და.

გი­ორ­გიმ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ბერ­ძე­ნი გო­გო­ნა მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად და ის გო­გო­ნაც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ფიქ­რობ­დნენ, ცხოვ­რე­ბას აი­წყობ­დნენ, მაგ­რამ...

სი­ა­მა­ყით ვივ­სე­ბი, როცა ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის მი­მართ ამ­დენ სიყ­ვა­რულს ვხე­დავ. ბერ­ძე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ჩემს ქა­ლიშ­ვი­ლის - გი­ორ­გი დე­დას ისე უვ­ლი­ან და ისეთ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. შვი­ლი კი და­კარ­გე, მაგ­რამ მი­ლი­ო­ნო­ბით ახალ­გაზ­რდა იპო­ვეო, - ეუბ­ნე­ბი­ან. დღე არ გავა, მისი სა­მე­გობ­რო წრე არ მი­ვი­დეს და მო­ი­ნა­ხუ­ლოს.

სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი რა არის ემიგ­რა­ცია, გინ­და თუ არ გინ­და, ძი­რი­თა­დად ჩვენ იმ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბით, სა­დაც ვართ. გა­სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ეს პა­ტა­რა ბიჭი 21 წლის ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის მსა­ხუ­რი არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და­თე­სა, იქეთ იმ­სა­ხუ­რა ხალ­ხი. ჩვენ გი­ორ­გი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კარ­გი ახალ­გაზ­რდა გვე­გო­ნა მარ­ტო, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ამით ვა­ფა­სებ­დით. თურ­მე იმ­ხე­ლა სი­კე­თეს ატა­რებ­და და სიყ­ვა­რუ­ლი და­თე­სა... ეს ბერ­ძნებ­მა და­ი­ნა­ხეს ჩვენ­ზე ადრე. გი­ორ­გი 5 სექ­ტემ­ბერს გახ­და 21 წლის. რა­საც შო­უ­ლობ­და (და ეტყო­ბა არც ისე ცო­ტას), სახ­ლში არც შე­უ­ტა­ნია, სხვებს ეხ­მა­რე­ბო­და, იმათ, ვი­საც მაგ. სპორ­ტში გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და არ შე­ეძ­ლო, ან ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წას­ვლა. სულ სი­კე­თე­ში ხარ­ჯავ­და ფულს, რომ გა­ი­გებ­და ვი­ღა­ცა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მი­დი­ო­და და არა­ვინ აფი­ნან­სებ­და, ეს ეხ­მა­რე­ბო­და და უშ­ვებ­და. ამი­ტო­მაც უყ­ვარ­დათ. ვი­დეო მაქვს, სტა­დი­ონ­ზე გა­მო­დის, ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბა და მთე­ლი სტა­დი­ო­ნი სკან­დი­რებს - ძანე, ძანე...

ეს რამ­ხე­ლა და­ფა­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ჰქო­ნია ჩემს გი­ორ­გის... დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, დედა, ცოტა მა­ცა­ლე, მოვძლი­ერ­დე­ბი და დე­დო­ფა­ლი­ვით გა­ცხოვ­რე­ბო.

თვი­თონ ფი­ლო­ლო­გი ვარ და სკო­ლა­ში ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი­დი (114-ე სკო­ლა­ში, ნა­ძა­ლა­დევ­ში) 90-იან წლე­ბამ­დე. რა მექ­ნა, 4 შვილს პე­და­გო­გის ხელ­ფა­სით ვერ ვარ­ჩენ­დი და გავზრდი­დი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თან ოთხი­ვე­ნი ისეთ ასაკ­ში იყ­ვნენ, ბევ­რი სჭირ­დე­ბო­დათ და ავადსახ­სე­ნე­ბელ 90-ია­ნებ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს, 12-დან 11 შვი­ლიშ­ვი­ლი დამ­რჩა. მძი­მე ემიგ­რა­ცია გა­ვი­ა­რეთ, როცა ჩა­მო­ვე­დი, ვფიქ­რობ­დი, დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი ცუდი-მეთ­ქი და დამ­თავ­რდა კი არა, თურ­მე ახლა იწყე­ბა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე

"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე

მარტის თვეში იტალიაში ტრაგიკულად დაიღუპა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, 21 წლის გიორგი ჯანელიძე. მას საბერძნეთში იცნობდნენ, როგორც ტიკტოკერს, სახელად Tzane. გიორგი 2011 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, მშობლებთან ერთად.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანელიძე იტალიაში 5-კაციან ჯგუფთან ერთად, ფილმის გადასაღებად ე.წ. მოჩვენებათა სოფელს - Reggio di Calabria - ს (ასე ჰქვია იტალიის მიტოვებულ სოფელს) ესტუმრა, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

ახლახან, ქალაქ კალამატაში მისი სახელი ეწოდა სკვერს, ასევე, ქუჩას, რომელზეც გიორგი ცხოვრობდა.

უფრო მეტს გიორგის საქმიანობასა და ტრაგიკულ ბედზე მისი ბაბუა, თამაზ ბარბაქაძე გიამბობთ:

"მე და ჩემი მეუღლე 90-იან წლების ბოლოს წავედით ემიგრაციაში, საბერძნეთში 15 წელი დავყავით. იქიდან 2012 წელს, მას შემდეგ დავბრუნდით, რაც იმედი მომეცა, რომ ახალი და უკეთესი ცხოვრება დაიწყებოდა (მეუღლე ახლაც იქაა). ჩემი იქ ყოფნის პერიოდში შვილიც წავიყვანე თან, უფროსი გოგონა მეუღლესთან ერთად (გიორგის დედა), რომელიც ამჟამადაც საბერძნეთშია. იმხანად გიორგი სამტრედიაში ცხოვრობდა, 9 წლამდე იქ სწავლობდა და მშობლებმა მერე ისიც წაიყვანეს, იქ დაამთავრა სკოლა. გიორგი საბერძნეთში ცნობილი ტიკტოკერი და ფიტნესინსტრუქტორი, ძალიან სახელოვანი ბიჭი იყო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. თავიდან ძიუდოში ვარჯიშობდა, საბერძნეთის ჩემპიონიც გახდა, მერე კულტურიზმმა გაიტაცა. უამრავი გამომწერი ჰყავდა და ალბათ ამ მხრივ პირველი იყო ევროპაში. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ ჰყვარებიათ ბერძნებს, ეს მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ...

იმ საბედისწერო დღეზე გიამბობთ...

გიორგის ბერძნებისგან შემდგარი ხუთკაციანი ჯგუფი ჰყავდა იტალიაში წაყვანილი, მიტოვებულ სოფელში იყვნენ, რომელსაც სულების სოფელს უძახიან (ცნობილი ტურისტული სოფელია). გიორგი ტიკ-ტოკისთვის სიუჟეტს იღებდა, ძალიან დიდ სიმაღლეზე ავიდა, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, მეტეხთან დაკიდებული სახლები რომაა კლდეზე, ოღონდ, გაცილებით მაღლები, 100 მეტრამდე. გიორგი კამერებს ამონტაჟებდა, სახლის კარი გამოუღია, აივანი ჰგონებია და ფეხი პირდაპირ ჰაერში გადაუდგამს, ვერც ვერავის მოუსწრია, რომ ეშველათ. გიორგი კლდეზე გადაეშვა, 40 მეტრი აქვს ბავშვს ნაფრენი, ჯერ ლოდებზეა დაცემული, მერე ხევში გადაეშვა კიდევ სადღაც 80 მეტრის სიღრმეზე. იტალიელ მაშველებს 11 საათის განმავლობაში ამოჰყავდათ, ისეთი რთული რელიეფის ხევი იყო, ვერტმფრენები დაიხმარეს. იტალიისა და საბერძნეთის ტელევიზიებმა გიორგის გადაცემები მიუძღვნეს. ბერძნები გვეხვეწებოდნენ, იქ დაგვემარხა, უარი ვუთხარით და მერე გვთხოვდნენ, იტალიიდან ერთი დღით მაინც ჩამოასვენეთ და აქედან წაიყვანეთ საქართველოშიო. ვერ მოხერხდა... გიორგი იმ დღეს დავასაფლავეთ, როცა საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ეთამაშებოდა, ასე დაემთხვა. საბერძნეთიდან საქართველოში 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, მისი სასახლე მათ მიჰქონდათ სახლიდან სასაფლაომდე, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს.

გიორგის საბერძნეთი Tzane-თი იცნობდა (გვარის შემოკლებული ვერსია). ახლა ახალგაზრდები მისი სახელის ტატუს იკეთებენ. გარდაცვალების მეორე დღეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა სიმძიმის (შტანგის) აწევაში, ბერძენი გახდა ჩემპიონი და მან ეს გამარჯვება გიორგის მიუძღვნა. გიორგის სახელი დაარქვეს საბერძნეთში პატარა სკვერს, რომელიც მისი მოწყობილი იყო, ახლახან კი პატარა ქუჩა, სადაც ის ცხოვრობდა (ქალაქ კალამატაში) მისი სახელობის გახდა.

გიორგიმ დაახლოებით ერთი წლის წინ, ბერძენი გოგონა მოიყვანა ცოლად და ის გოგონაც იყო ჩამოსული, ფიქრობდნენ, ცხოვრებას აიწყობდნენ, მაგრამ...

სიამაყით ვივსები, როცა ჩემი შვილიშვილის მიმართ ამდენ სიყვარულს ვხედავ. ბერძენი ახალგაზრდები ჩემს ქალიშვილის - გიორგი დედას ისე უვლიან და ისეთ ყურადღებას აქცევენ. შვილი კი დაკარგე, მაგრამ მილიონობით ახალგაზრდა იპოვეო, - ეუბნებიან. დღე არ გავა, მისი სამეგობრო წრე არ მივიდეს და მოინახულოს.

საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი რა არის ემიგრაცია, გინდა თუ არ გინდა, ძირითადად ჩვენ იმ ქვეყანას ვემსახურებით, სადაც ვართ. გასაოცარი ისაა, რომ ეს პატარა ბიჭი 21 წლის ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში არავის მსახური არ ყოფილა, პირიქით, იმხელა სიყვარული დათესა, იქეთ იმსახურა ხალხი. ჩვენ გიორგი ჩვეულებრივი კარგი ახალგაზრდა გვეგონა მარტო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, ამით ვაფასებდით. თურმე იმხელა სიკეთეს ატარებდა და სიყვარული დათესა... ეს ბერძნებმა დაინახეს ჩვენზე ადრე. გიორგი 5 სექტემბერს გახდა 21 წლის. რასაც შოულობდა (და ეტყობა არც ისე ცოტას), სახლში არც შეუტანია, სხვებს ეხმარებოდა, იმათ, ვისაც მაგ. სპორტში გადასახადის გადახდა არ შეეძლო, ან ჩემპიონატზე წასვლა. სულ სიკეთეში ხარჯავდა ფულს, რომ გაიგებდა ვიღაცა შეჯიბრებაზე მიდიოდა და არავინ აფინანსებდა, ეს ეხმარებოდა და უშვებდა. ამიტომაც უყვარდათ. ვიდეო მაქვს, სტადიონზე გამოდის, ჩემპიონი ხდება და მთელი სტადიონი სკანდირებს - ძანე, ძანე...

ეს რამხელა დაფასება და სიყვარული ჰქონია ჩემს გიორგის... დედას ეუბნებოდა, დედა, ცოტა მაცალე, მოვძლიერდები და დედოფალივით გაცხოვრებო.

თვითონ ფილოლოგი ვარ და სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი (114-ე სკოლაში, ნაძალადევში) 90-იან წლებამდე. რა მექნა, 4 შვილს პედაგოგის ხელფასით ვერ ვარჩენდი და გავზრდიდი, ძალიან გამიჭირდა, თან ოთხივენი ისეთ ასაკში იყვნენ, ბევრი სჭირდებოდათ და ავადსახსენებელ 90-იანებში იძულებული გავხდი, წავსულიყავით. ძალიან კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს, 12-დან 11 შვილიშვილი დამრჩა. მძიმე ემიგრაცია გავიარეთ, როცა ჩამოვედი, ვფიქრობდი, დამთავრდა ყველაფერი ცუდი-მეთქი და დამთავრდა კი არა, თურმე ახლა იწყება...