სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა" - რას წერს POSTV-დან გათავისუფლებული მსახიობი?
"ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა" - რას წერს POSTV-დან გათავისუფლებული მსახიობი?

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ანა ამი­ლახ­ვა­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია POSTV-დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. და­ი­ბა­რეს და უთხრეს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ვერ იმუ­შა­ვებ­და. ანი ამი­ლახ­ვა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო.

- გა­დავ­წყვი­ტე აქ მოვ­ყვე, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბა და თან მხო­ლოდ მე არ მე­ხე­ბა. ჩემო მე­გობ­რე­ბო, აღარ ვარ ტე­ლე­ვი­ზია post tv-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი. მიმ­ყავ­და დი­ლის გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მა "პოსტ ალი­ო­ნი". ორი კვი­რის წინ, აქ­ცი­ებ­ზე პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის შემ­დეგ დავ­წე­რე კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც იყო მი­მარ­თუ­ლი არა ძა­ლა­დო­ბის­კენ და გა­ო­ცე­ბა იმა­ზე, რომ ეს კა­ნო­ნი კი­დევ გა­ნი­ხი­ლე­ბა, ერთი წლის შემ­დეგ.

ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ მა­ლე­ვე და­მი­ბა­რებ­დნენ, ერთხელ მქონ­და პრე­ცე­დენ­ტი (მე­რია და კა­ლა­ძე მოვ­ნიშ­ნე და ამა­ღე­ბი­ნეს) მოკ­ლედ, და­ვე­ლო­დე და ისე მალე მო­მიხ­მეს, გა­მე­ცი­ნა. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნად, მე­გობ­რუ­ლად ამიხ­სნეს, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მათ­გან გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ვერ იმუ­შა­ვებ­და. უბ­რა­ლოდ, ჰუ­მა­ნუ­რი პო­ზი­ცი­აც კი მი­უ­ღე­ბე­ლია.

და­ვი­შა­ლეთ, მე ჩემს გზა­ზე, ისი­ნი თა­ვი­სა­ზე. გუ­შინ ვი­გებ, რომ სხვებ­საც გა­უ­წყვი­ტეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ დე­მოკ­რა­ტი­ულ, სი­ნათ­ლით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში რა­ნა­ი­რად მოხ­და ასე, მაგ­რამ რას ვი­ზამთ?! ახლა გა­მოხ­ტე­ბი­ან ზოგ­ზო­გი­ერ­თე­ბი ჩემს წარ­სულ­ზე, აწ­მყო­ზე და მო­მა­ვალ­ზე დი­დად გული რომ შეს­ტკი­ვათ და მკი­თხა­ვენ, მანდ სა­ერ­თოდ რა­ტომ მუ­შა­ობ­დიო?!

არ მინ­და, ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნო, ამი­ტომ თავი შე­ი­კა­ვეთ გთხოვთ. Post tv ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის და იმ ერთი წლის­თვის, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მა­პოვ­ნი­ნა. და­უ­ნა­ხა­ვი არ ვარ, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ. მე­დალს კი ერთი მხა­რე არა­სო­დეს აქვს. ხომ, კი­დევ გა­დავ­წყვი­ტე, რაც აქამ­დე გა­მი­ტა­რე­ბია და თვა­ლი და­მი­ხუ­ჭავს ჩემი უაზ­როდ ფეთ­ქე­ბა­დი, მაგ­რამ მა­ინც რბი­ლი ხა­სი­ა­თის გამო, აღარ გა­ვა­ტა­რო.

ასე რომ, თავი შორს და­ი­ჭი­რეთ ვინც ფიქ­რობს, რომ პე­დე­რას­ტი ვარ. ნა­ბი­ჯი ვერ გა­და­მიდ­გამს თა­ვი­სუფ­ლად, ვი­ღა­ცას რომ არ მი­მა­კე­რონ. #არა­ნა­ცებს #არა­ოც­ნე­ბას #არა­ძა­ლა­დო­ბას #არა­უ­სა­მარ­თლო­ბას #არა­პარ­ტი­უ­ლად ან­გა­ჟი­რე­ბულ ხალ­ხს #არა­კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს #ძა­ლით­რა­ღა­ცე­ე­ბის­შე­მო­ტენ­ვას #არა­ბინ­ძურ­პო­ლი­ტი­კას. დი­დე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას და მის გმი­რებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა" - რას წერს POSTV-დან გათავისუფლებული მსახიობი?

"ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა" - რას წერს POSTV-დან გათავისუფლებული მსახიობი?

მსახიობი და ტელეწამყვანი ანა ამილახვარი ტელეკომპანია POSTV-დან გაათავისუფლეს. როგორც სოციალურ ქსელში წერს. დაიბარეს და უთხრეს, რომ ტელევიზიაში მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანი ვერ იმუშავებდა. ანი ამილახვარი ტელევიზიაში დილის გადაცემის წამყვანი იყო.

- გადავწყვიტე აქ მოვყვე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება და თან მხოლოდ მე არ მეხება. ჩემო მეგობრებო, აღარ ვარ ტელევიზია post tv-ს თანამშრომელი. მიმყავდა დილის გასართობი გადაცემა "პოსტ ალიონი". ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება, ერთი წლის შემდეგ.

ზუსტად ვიცოდი, რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდა პრეცედენტი (მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს) მოკლედ, დაველოდე და ისე მალე მომიხმეს, გამეცინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ, ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია.

დავიშალეთ, მე ჩემს გზაზე, ისინი თავისაზე. გუშინ ვიგებ, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?! ახლა გამოხტებიან ზოგზოგიერთები ჩემს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე დიდად გული რომ შესტკივათ და მკითხავენ, მანდ საერთოდ რატომ მუშაობდიო?!

არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ამიტომ თავი შეიკავეთ გთხოვთ. Post tv ძალიან დიდი მადლობა გამოცდილებისთვის და იმ ერთი წლისთვის, რომელმაც საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები მაპოვნინა. დაუნახავი არ ვარ, უბრალოდ, ყველაფერს ვხედავ. მედალს კი ერთი მხარე არასოდეს აქვს. ხომ, კიდევ გადავწყვიტე, რაც აქამდე გამიტარებია და თვალი დამიხუჭავს ჩემი უაზროდ ფეთქებადი, მაგრამ მაინც რბილი ხასიათის გამო, აღარ გავატარო.

ასე რომ, თავი შორს დაიჭირეთ ვინც ფიქრობს, რომ პედერასტი ვარ. ნაბიჯი ვერ გადამიდგამს თავისუფლად, ვიღაცას რომ არ მიმაკერონ. #არანაცებს #არაოცნებას #არაძალადობას #არაუსამართლობას #არაპარტიულად ანგაჟირებულ ხალხს #არაკერპთაყვანისმცემლებს #ძალითრაღაცეებისშემოტენვას #არაბინძურპოლიტიკას. დიდება ჩემს ქვეყანას და მის გმირებს.

წაიკითხეთ ასევე: