მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შთამბეჭდავი უძრავი ქონება, ძვირადღირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ნახატები, რომელთა შორის სტალინის შვილიშვილის ნამუშევარიც არის - რა ქონებს ფლობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე?
შთამბეჭდავი უძრავი ქონება, ძვირადღირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ნახატები, რომელთა შორის სტალინის შვილიშვილის ნამუშევარიც არის - რა ქონებს ფლობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე?

"სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ერ­თა­დერ­თი სან­ქცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­მი­წე­სონ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ეს არის ჩემს ზეს­ტა­ფონ­ში და რე­გი­ონ­ში ჩას­ვლა“, - ეს სი­ტყვე­ბი დე­პუ­ტატ ბეჟან წა­ქა­ძეს ეკუთ­ვნის. ის ერთ-ერ­თია ოც­ნე­ბის 84 დე­პუ­ტატს შო­რის, რომ­ლებ­მაც "გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს“ მე­სა­მე მოს­მე­ნი­თაც და­უ­ჭი­რა მხა­რი.

"ბეჟან წა­ქა­ძის ოჯა­ხი თუ არ წავა ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში თუ არ იმოგ­ზა­უ­რებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, როცა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი დგას წინ“, - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დე­პუ­ტა­ტი.

მარ­თა­ლია, წა­ქა­ძის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მისი ოჯა­ხი წავა თუ არა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, მაგ­რამ მის შთამ­ბეჭ­დავ ქო­ნე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ის კი­დევ ერთი მი­ლი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სია ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში.

  • ბეჟან წა­ქა­ძის დეკ­ლა­რა­ცია

დე­პუ­ტატ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო. დო­კუ­მენ­ტში ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავს მხო­ლოდ მე­უღ­ლე ნონა ბურ­კა­ძე. თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ წა­ქა­ძეს ერთი ვაჟი ჰყავს, ბი­ძი­ნა წა­ქა­ძე, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

პო­ლი­ტი­კო­სის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მისი მე­უღ­ლის ნონა ბურ­კა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ჩუ­ქე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი ვა­ნის რა­ი­ონ ცი­ხე­სუ­ლორ­ში. ქალს ასე­ვე 2023 წელს აჩუ­ქეს თბი­ლის­ში მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 86 კვ.მ. დამ­ხმა­რე ფარ­თი, 142.8 კვ. მ. ტექ­ნი­კუ­რი მოხ­მა­რე­ბის ტე­რა­სა.

დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლემ 2015 წელს ვა­ნის რა­ი­ონ მუ­ქედ­ში 9910 კვ.მ. და 29 869 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი შე­ი­ძი­ნა. 2012 წელს კი თბი­ლის­ში, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ხე­ლოს­ნო, რო­მელ­შიც 194 040 ლარი გა­და­ი­ხა­და. 2013 წელს 33 ათას ლა­რად, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ავ­ტო­ფა­რე­ხი იყი­და. 2012 წელს კი ორი ავ­ტო­ფა­რე­ხი, ორი­ვე თბი­ლის­ში და ორი­ვე ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე.

2012-2013 წლებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას ქო­ნე­ბა გა­ი­ზარ­და. 132 ათას ლა­რად ქალ­მა სო­ფელ წავ­კის­ში 993 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. იმა­ვე წლებ­ში 264 ათას ლა­რად ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე 446.4. კვ ბინა და სამ­ტრე­დი­ა­ში 105 600 ლა­რად კი­დევ ერთი ბინა იყი­და.

2013 წელს ნონა ბურ­კა­ძემ 1 069 200 ლა­რად სო­ფე­ლი წავ­კის­ში 325,87 კვ.მ. აგა­რა­კი შე­ი­ძი­ნა.

შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბით მე­უღ­ლეს არც დე­პუ­ტა­ტი ჩა­მორ­ჩე­ბა. 2021 წელს ბეჟან წა­ქა­ძეს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ონ მე­ო­რე სვირ­ში 4301 კვ.მ. 1985 კვ.მ. 1210 კვ.მ. და 1215 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი აჩუ­ქეს, ხოლო იმა­ვე სო­ფელ­ში 2019 წელს წა­ქა­ძეს 1370 კვ.მ. მიწა აჩუ­ქეს.

2013 წელს პო­ლი­ტი­კოს­მა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე რო­გორც ამ­ხა­ნა­გო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა 1 ლა­რად 94,6 კვ.მ. ბინა მი­ი­ღო.

2019 წელს დე­პუ­ტატ­მა მე­ო­რე სვირ­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ მი­წა­ზე აგა­რა­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც 100 000 ლარი და­უჯ­და.

მე­ო­რე სვირ­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას 2013 წელს წა­ქა­ძემ 500 კვ.მ. მიწა შე­მა­ტა, რო­მე­ლიც 3 ათას ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

2005 წელს კი წა­ქა­ძეს მუ­ხი­ან­ში 132 ათას ლა­რად არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი აქვს შე­ძე­ნი­ლი.

ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რი­სას

2016 წელს ბეჟან წა­ქა­ძე 2 673 000 ლა­რად თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 576.13 კვ.მ. ბი­ნას ყი­დუ­ლობს. 2015 წელ­სა კი 85 კვ.მ ბი­ნას კი­ევ­ში (უკ­რა­ი­ნა). უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ში 825 000 ლარს იხ­დის.

2020 წელს წა­ქა­ძემ 1507 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ წო­დო­რეთ­შიც შე­ი­ძი­ნა. ქო­ნე­ბა­ში 497 310 ლარი გა­და­ი­ხა­და. ამა­ვე წელს ყი­დუ­ლობს სამ­ზა­რე­უ­ლოს და დამ­ხმა­რე ფართს, თბი­ლის­ში ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე დე­პუ­ტა­ტი 100 კვ.მ-ში 132 000 ლარს იხ­დის.

წა­ქა­ძის ქო­ნე­ბას 2016 წელს წო­დო­რე­თის აგა­რა­კიც შე­ე­მა­ტა. დე­პუ­ტატ­მა ის 1 756 128 ლა­რად იყი­და.

დე­პუ­ტა­ტის ქო­ნე­ბა მდი­და­რია ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბით. შერ­პა­ლო­ვის ნა­ტურ­მორ­ტი 2013 წელს 82 500 ლა­რად იყი­და, 2014 წელს კი "გემი“, რო­მელ­შიც 148 500 ლარი გა­და­ი­ხა­და. 2013 წელს კი ოლეგ ტიმ­ჩენ­კოს ტილო "პრინ­ცე­სა" 165 000 ლა­რად იყი­და. კი­დევ ერთ ტიმ­ჩენ­კოს ტი­ლო­ში იმა­ვე წელს 49 500 ლარი გა­და­ი­ხა­და.

ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის პე­ი­ზა­ჟი, "ზამ­თა­რი" 2014 წელს დე­პუ­ტატ­მა 66 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ამა­ვე მხატ­ვრის "ბე­ლინ­სკის ქუჩა" 66 000 ლა­რად. ბეჟან წა­ქა­ძის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის კო­ლექ­ცია მდი­და­რია გია ბუ­ღა­ძის "პე­ი­ზა­ჟით“, რო­მე­ლიც 2019 წელს 33 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა და სტა­ლი­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტით "თა­ი­გუ­ლი“, რო­მელ­შიც 2016 წელს 66 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

2010 წელს დე­პუ­ტატ­მა "შო­პარ­დის" სა­ა­თი 49 500 ლა­რად იყი­და, 2016 წელს კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მო­ოქ­რუ­ლი "პა­რა­ბე­ლუ­მი" 82 500 ლა­რად. პო­ლი­ტი­კო­სი კი­დევ ერთ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს "მა­უ­ზერს" ფლობს, ხის ჩა­სა­დე­ბით (კა­ბუ­რით), რო­მე­ლიც 2017 წელს 37 950 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ბეჟან წა­ქა­ძე MERSEDES-BENZ (SP509SP)-ის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით და­დის, რო­მე­ლიც 2020 წელს 660 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ნონა ბურ­კა­ძე კი 2004 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი LEXUS GX 470-ით, რო­მელ­შიც სულ რა­ღაც 15 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ბეჟან წა­ქა­ძეს ანა­ბარ­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თან­ხა 1927 ლარი ერი­ცხე­ბო­და, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 38,44 ლარი, და­ნა­ზო­გის სა­ხით კი სულ რა­ღაც 45 700 ლარი.

დე­პუ­ტა­ტი რამ­დე­ნი­მე შპს-ს მე­წი­ლეა, თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით მხო­ლოდ შპს ჯდჯ პლა­ზა სა­ქარ­თვე­ლო­დან აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, 147 840 ლა­რის სა­ხით.

მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის სარ­გო კი 2023 წელს 45 379,21 ლარი მი­ი­ღო.

2023 კა­ლენ­და­რულ წელს, წა­ქა­ძემ კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯი 18 745 ლარი გა­ი­ღო, პი­რა­დი ხარ­ჯი კი 74 565,65 ლარი. ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში დე­პუ­ტატ­მა 85 000 ლარი და­ხარ­ჯა. მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯი კი 1271,48 ლარი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი.

  • დე­პუ­ტა­ტი უმ­ცრო­სი სტა­ლი­ნის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­თი

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დე­პუ­ტა­ტი პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში უმ­ცრო­სი სტა­ლი­ნის ნა­ხატს ინა­ხავ­და, წა­ქა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და:

"იო­სებ სტა­ლი­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში მხატ­ვა­რია. ისიც ჯუ­ღაშ­ვი­ლია, ოღონდ რა­საც ხა­ტავს, ყვე­ლა­ფერს იო­სებ სტა­ლინს აწერს. იმის ნა­ხა­ტია და არა დიდი სტა­ლი­ნის - ის რო­დის იყო მხატ­ვა­რი?! ჩემს ნა­ხატ­ზეც ასე­თი­ვე ხელ­მო­წე­რაა. რო­დე­საც სახ­ლი ავა­შე­ნე - მე თვი­თონ მშე­ნე­ბე­ლი ვარ, ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ 20 წე­ლია - ბევ­რი ტილო ვი­ყი­დე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თა­ი­გუ­ლია. მო­უხ­და იმ ად­გილს და აქ მი­კი­დია, ინ­გო­როყ­ვა­ზე. გა­არ­კვი­ეთ ხალ­ხი. ჯერ ერთი, გინდ სტა­ლინს ვი­ყი­დი და გინდ ბრეჟნევს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! სტა­ლი­ნის სუ­რა­თი კი არ მი­კი­დია სახ­ლში, თა­ი­გუ­ლია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ფორ­მატ­ზეა და­ხა­ტუ­ლი...

უმ­ცრო­სი სტა­ლი­ნი სა­კუ­თარ ნა­ხა­ტებ­თან ერ­თად
  • ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლი

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეჟან წა­ქა­ძე, მისი შვი­ლი ბი­ძი­ნა წა­ქა­ძე და მათი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი მსხვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი არი­ან. მთლი­ა­ნო­ბა­ში მათ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 320,000 ₾ შეს­წი­რეს. წა­ქა­ძეს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან მხო­ლოდ სამი კო­ლე­გა უს­წრებ­და, გოჩა ენუ­ქი­ძე - 1,254,000 ლარი, ზაალ დუ­გ­ლა­ძე - 990,000 ლარი და ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია - 340 000 ლარი.

დე­პუ­ტა­ტის შვილ­მა ბი­ძი­ნა წა­ქა­ძემ 2018 წელს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას 30 ათა­სი ლარი, 2016 წელს კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 60 ათა­სი ლარი შეს­წი­რა.

დე­პუ­ტა­ტის ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი არ არის. ინ­ტერ­ნეტ­ში ვერ ნა­ხავთ წა­ქა­ძის მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის ფო­ტო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შთამბეჭდავი უძრავი ქონება, ძვირადღირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ნახატები, რომელთა შორის სტალინის შვილიშვილის ნამუშევარიც არის - რა ქონებს ფლობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე?

შთამბეჭდავი უძრავი ქონება, ძვირადღირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ნახატები, რომელთა შორის სტალინის შვილიშვილის ნამუშევარიც არის - რა ქონებს ფლობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე?

"სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა“, - ეს სიტყვები დეპუტატ ბეჟან წაქაძეს ეკუთვნის. ის ერთ-ერთია ოცნების 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც "გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ მესამე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.

"ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ“, - ამბობს ჟურნალისტებთან დეპუტატი.

მართალია, წაქაძისთვის მნიშვნელობა არ აქვს მისი ოჯახი წავა თუ არა ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ მის შთამბეჭდავ ქონებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის კიდევ ერთი მილიონერი პოლიტიკოსია ბოლო მოწვევის პარლამენტში.

  • ბეჟან წაქაძის დეკლარაცია

დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის თებერვალში შეავსო. დოკუმენტში ოჯახის წევრებიდან მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე ნონა ბურკაძე. თუმცა ცნობილია, რომ წაქაძეს ერთი ვაჟი ჰყავს, ბიძინა წაქაძე, რომელიც სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული.

პოლიტიკოსის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მისი მეუღლის ნონა ბურკაძის მფლობელობაშია ჩუქებით გადაცემული მიწის ნაკვეთი ვანის რაიონ ციხესულორში. ქალს ასევე 2023 წელს აჩუქეს თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე 86 კვ.მ. დამხმარე ფართი, 142.8 კვ. მ. ტექნიკური მოხმარების ტერასა.

დეპუტატის მეუღლემ 2015 წელს ვანის რაიონ მუქედში 9910 კვ.მ. და 29 869 კვ.მ. მიწის ნაკვეთები შეიძინა. 2012 წელს კი თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სახელოსნო, რომელშიც 194 040 ლარი გადაიხადა. 2013 წელს 33 ათას ლარად, ჭავჭავაძეზე ავტოფარეხი იყიდა. 2012 წელს კი ორი ავტოფარეხი, ორივე თბილისში და ორივე ბოჭორიშვილის ქუჩაზე.

2012-2013 წლებში ქალბატონი ნონას ქონება გაიზარდა. 132 ათას ლარად ქალმა სოფელ წავკისში 993 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. იმავე წლებში 264 ათას ლარად ინგოროყვას ქუჩაზე 446.4. კვ ბინა და სამტრედიაში 105 600 ლარად კიდევ ერთი ბინა იყიდა.

2013 წელს ნონა ბურკაძემ 1 069 200 ლარად სოფელი წავკისში 325,87 კვ.მ. აგარაკი შეიძინა.

შთამბეჭდავი ქონებით მეუღლეს არც დეპუტატი ჩამორჩება. 2021 წელს ბეჟან წაქაძეს ზესტაფონის რაიონ მეორე სვირში 4301 კვ.მ. 1985 კვ.მ. 1210 კვ.მ. და 1215 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აჩუქეს, ხოლო იმავე სოფელში 2019 წელს წაქაძეს 1370 კვ.მ. მიწა აჩუქეს.

2013 წელს პოლიტიკოსმა ჭავჭავაძის გამზირზე როგორც ამხანაგობის დამფუძნებელმა 1 ლარად 94,6 კვ.მ. ბინა მიიღო.

2019 წელს დეპუტატმა მეორე სვირში მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე აგარაკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 100 000 ლარი დაუჯდა.

მეორე სვირში არსებულ ქონებას 2013 წელს წაქაძემ 500 კვ.მ. მიწა შემატა, რომელიც 3 ათას ლარად შეიძინა.

2005 წელს კი წაქაძეს მუხიანში 132 ათას ლარად არასაცხოვრებელი ფართი აქვს შეძენილი.

ამომრჩეველთან შეხვედრისას

2016 წელს ბეჟან წაქაძე 2 673 000 ლარად თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 576.13 კვ.მ. ბინას ყიდულობს. 2015 წელსა კი 85 კვ.მ ბინას კიევში (უკრაინა). უცხოეთში არსებულ ქონებაში 825 000 ლარს იხდის.

2020 წელს წაქაძემ 1507 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ წოდორეთშიც შეიძინა. ქონებაში 497 310 ლარი გადაიხადა. ამავე წელს ყიდულობს სამზარეულოს და დამხმარე ფართს, თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე დეპუტატი 100 კვ.მ-ში 132 000 ლარს იხდის.

წაქაძის ქონებას 2016 წელს წოდორეთის აგარაკიც შეემატა. დეპუტატმა ის 1 756 128 ლარად იყიდა.

დეპუტატის ქონება მდიდარია ფერწერული ტილოებით. შერპალოვის ნატურმორტი 2013 წელს 82 500 ლარად იყიდა, 2014 წელს კი "გემი“, რომელშიც 148 500 ლარი გადაიხადა. 2013 წელს კი ოლეგ ტიმჩენკოს ტილო "პრინცესა" 165 000 ლარად იყიდა. კიდევ ერთ ტიმჩენკოს ტილოში იმავე წელს 49 500 ლარი გადაიხადა.

ელენე ახვლედიანის პეიზაჟი, "ზამთარი" 2014 წელს დეპუტატმა 66 000 ლარად შეიძინა. ამავე მხატვრის "ბელინსკის ქუჩა" 66 000 ლარად. ბეჟან წაქაძის ფერწერული ტილოების კოლექცია მდიდარია გია ბუღაძის "პეიზაჟით“, რომელიც 2019 წელს 33 000 ლარად შეიძინა და სტალინის შვილიშვილის იოსებ ჯუღაშვილის ნახატით "თაიგული“, რომელშიც 2016 წელს 66 000 ლარი გადაიხადა.

2010 წელს დეპუტატმა "შოპარდის" საათი 49 500 ლარად იყიდა, 2016 წელს კი ცეცხლსასროლი იარაღი მოოქრული "პარაბელუმი" 82 500 ლარად. პოლიტიკოსი კიდევ ერთ ცეცხლსასროლ იარაღს "მაუზერს" ფლობს, ხის ჩასადებით (კაბურით), რომელიც 2017 წელს 37 950 ლარად შეიძინა.

ბეჟან წაქაძე MERSEDES-BENZ (SP509SP)-ის მსუბუქი ავტომანქანით დადის, რომელიც 2020 წელს 660 000 ლარად შეიძინა. ნონა ბურკაძე კი 2004 წელს გამოშვებული LEXUS GX 470-ით, რომელშიც სულ რაღაც 15 ათასი ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს ბეჟან წაქაძეს ანაბარზე მოკრძალებული თანხა 1927 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე ანგარიშზე 38,44 ლარი, დანაზოგის სახით კი სულ რაღაც 45 700 ლარი.

დეპუტატი რამდენიმე შპს-ს მეწილეა, თუმცა დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ შპს ჯდჯ პლაზა საქართველოდან აქვს შემოსავალი, 147 840 ლარის სახით.

მაჟორიტარი დეპუტატის სარგო კი 2023 წელს 45 379,21 ლარი მიიღო.

2023 კალენდარულ წელს, წაქაძემ კომუნალური ხარჯი 18 745 ლარი გაიღო, პირადი ხარჯი კი 74 565,65 ლარი. ქველმოქმედებაში დეპუტატმა 85 000 ლარი დახარჯა. მივლინების ხარჯი კი 1271,48 ლარი აქვს დახარჯული.

  • დეპუტატი უმცროსი სტალინის ფერწერული ტილოთი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი პირად კოლექციაში უმცროსი სტალინის ნახატს ინახავდა, წაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

"იოსებ სტალინის შვილიშვილი ამერიკაში მხატვარია. ისიც ჯუღაშვილია, ოღონდ რასაც ხატავს, ყველაფერს იოსებ სტალინს აწერს. იმის ნახატია და არა დიდი სტალინის - ის როდის იყო მხატვარი?! ჩემს ნახატზეც ასეთივე ხელმოწერაა. როდესაც სახლი ავაშენე - მე თვითონ მშენებელი ვარ, ბიზნესმენი ვარ 20 წელია - ბევრი ტილო ვიყიდე. ძალიან ლამაზი თაიგულია. მოუხდა იმ ადგილს და აქ მიკიდია, ინგოროყვაზე. გაარკვიეთ ხალხი. ჯერ ერთი, გინდ სტალინს ვიყიდი და გინდ ბრეჟნევს, რა მნიშვნელობა აქვს?! სტალინის სურათი კი არ მიკიდია სახლში, თაიგულია, რომელიც ძალიან დიდ ფორმატზეა დახატული...

უმცროსი სტალინი საკუთარ ნახატებთან ერთად
  • ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ბეჟან წაქაძე, მისი შვილი ბიძინა წაქაძე და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მთლიანობაში მათ "ქართულ ოცნებას" 320,000 ₾ შესწირეს. წაქაძეს მაჟორიტარი დეპუტატებიდან მხოლოდ სამი კოლეგა უსწრებდა, გოჩა ენუქიძე - 1,254,000 ლარი, ზაალ დუგლაძე - 990,000 ლარი და ირაკლი ხახუბია - 340 000 ლარი.

დეპუტატის შვილმა ბიძინა წაქაძემ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 30 ათასი ლარი, 2016 წელს კი "ქართულ ოცნებას" 60 ათასი ლარი შესწირა.

დეპუტატის ოჯახი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის. ინტერნეტში ვერ ნახავთ წაქაძის მეუღლისა და შვილის ფოტოებს.