სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევაკუატორის მომსახურება - გზამკვლევი გამოუვალი სიტუაციებისათვის
ევაკუატორის მომსახურება - გზამკვლევი გამოუვალი სიტუაციებისათვის

პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ქონა კომ­ფორ­ტსა და უამ­რავ სარ­გე­ბელ­თან ერ­თად, ბევრ სირ­თუ­ლეს­თა­ნაც ასო­ცი­რებ­და. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად გვი­ნა­ხავს ან გა­მოგ­ვიც­დია გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი გზებ­ზე. ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­დის მწყობ­რი­დან და სა­ჭი­რო ხდე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბა. ასეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ ვის მივ­მარ­თოთ და რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ას უმოკ­ლეს დრო­ში.

ევა­კუ­ა­ტო­რი არის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას გა­გი­წევთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­მარ­თად. ბუქ­სი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მა შექ­მნი­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, სპეც ტექ­ნი­კის თუ მოტო ტექ­ნი­კის იმ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად, სა­ი­და­ნაც მოძ­რა­ო­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ ან საფრ­თხეს უქ­მნი­ან სხვა მან­ქა­ნებს.

ევა­კუ­ა­ტო­რი გვჭირ­დე­ბა, რო­დე­საც

- ავ­ტო­მო­ბი­ლი აღარ იქო­ქე­ბა;

- ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბუ­რა­ვი და­ეშ­ვა;

- ავ­ტო­მო­ბი­ლი თოვლში ჩარ­ჩა;

- ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­დნი­ლია თხრილ­ში ან ტა­ლახ­ში;

- ავტო საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას;

- ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან და აფერ­ხებს მოძ­რა­ობს;

- ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლია პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლას;

- ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მორ­თუ­ლია და მისი მარ­თვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ევა­კუ­ა­ტო­რი და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა

ტრან­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ევა­კუ­ა­ტო­რის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და დროს. ევა­კუ­ა­ტო­რე­ბის მძღო­ლებს აქვთ ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, თქვე­ნი მან­ქა­ნის უსაფრ­თხოდ და ეფექ­ტუ­რად ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის. მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა, რათა საფრ­თხე არ შე­ექ­მნათ სხვა მან­ქა­ნებს და მგზავ­რებს. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია ევა­კუ­ა­ტო­რის მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სე­ბის და ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ შევ­ძლოთ მათი გა­მო­ძა­ხე­ბა სწო­რად და დრო­უ­ლად.

რა ტი­პის ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი არ­სე­ბობს?

დატ­ვირ­თვის მე­თო­დის მი­ხედ­ვით ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი 4 ძი­რი­თად ტი­პად იყო­ფა:

  • ბუქ­სი­რე­ბა­დი სატ­ვირ­თო;
  • მან­ქა­ნა ჯა­ლამ­ბა­რით;
  • ევა­კუ­ა­ტო­რი პან­დუ­სე­ბით;
  • ამწე ევა­კუ­ა­ტო­რი და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა.

ბუქ­სი­რე­ბა­დი სატ­ვირ­თო ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა დატ­ვირ­თვის მიხ­დე­ვით, არ­სე­ბობს სრუ­ლი და ნა­წი­ლობ­რი­ვი დატ­ვირ­თვის ევა­კუ­ა­ტო­რი. ნა­წი­ლობ­რი­ვი დატ­ვირ­თვის მე­თო­დი ნაკ­ლე­ბად უსაფრ­თხოა, ამი­ტომ მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ობო­ბა ევა­კუ­ა­ტო­რი ჯა­ლამ­ბა­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ბუქ­სი­რე მან­ქა­ნაა. მისი გა­მო­ძა­ხე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის ბორ­ბლე­ბი ბლო­კი­რე­ბუ­ლია, ან ავა­რი­ის შე­დე­გად ტრან­სპორ­ტი თხრილ­შია ჩა­ვარ­დნი­ლი.

ჯა­ლამ­ბა­რი შე­საძ­ლოა იყოს ელექტრო, მე­ქა­ნი­კუ­რი ან ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი. ელექტრო ჯა­ლამ­ბა­რი მა­ში­ნაც მუ­შა­ობს, თუ ბუქ­სი­რე­ბი­სას ძრა­ვა არ იქო­ქე­ბა. ამას­თან, მე­ქა­ნი­კურ ჯა­ლამ­ბარს უფრო მეტი წე­ვის ძალა აქვს. ხოლო დიდი მან­ქა­ნე­ბის ჩატ­ვირ­თვის­თვის კი ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი ჯა­ლამ­ბა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ევა­კუ­ა­ტო­რი პან­დუ­სე­ბით ამარ­ტი­ვებს ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩატ­ვირ­თვას გა­და­საყ­ვა­ნად. რაც უფრო მეტი პან­დუ­სი აქვს ევა­კუ­ა­ტორს, მით უფრო მარ­ტი­ვია მას­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩატ­ვირ­თვა ჯა­ლამ­ბა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ევა­კუ­ა­ტორ­ზე გა­და­სა­ზი­დი ტრან­სპორ­ტი შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს მთლი­ა­ნად, ან ნა­წი­ლობ­რივ. ნა­წი­ლობ­რი­ვი დატ­ვირ­თვის მე­თო­დი გუ­ლის­ხმობს მან­ქა­ნის წინა ან უკა­ნა ღერ­ძის აწე­ვას პლატ­ფორ­მა­ზე.

ამწე ევა­კუ­ა­ტო­რი აერ­თი­ა­ნებს ამ­წეს და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას. მას იყე­ნე­ბენ რო­გორც გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი მან­ქა­ნის გა­და­საყ­ვა­ნად, ასე­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნეს­ში ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის.

იმი­სათ­ვის რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ი­ღოთ, სა­სურ­ვე­ლია წი­ნას­წარ გქონ­დეთ ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია ევა­კუ­ა­ტო­რის ტი­პე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რათა და­უ­კავ­შირ­დეთ ისეთ სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მელ­საც თქვე­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ტრან­სპორ­ტი ჰყავს. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია და­გი­ზო­გავთ ბევ­რად მეტ დროს კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. რა თქმა უნდა შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დეთ სპე­ცი­ა­ლისტსაც, რო­მე­ლიც თა­ვად შე­გირ­ჩევთ ევა­კუ­ა­ტორს, თუმ­ცა არას­წო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ა­ში შე­საძ­ლოა და­კარ­გოთ ძვირ­ფა­სი დრო.

უსაფრ­თხო­ე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი­სათ­ვის

რო­გორც მან­ქა­ნის, ასე­ვე აღ­დგე­ნის ჯგუ­ფის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მან­ქა­ნის ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის მთე­ლი რიგი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, ესე­ნია:

ბორ­ბლე­ბის ჩამ­კე­ტე­ბი - ხელს უშ­ლი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლის გორ­ვას გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში.

ჯაჭ­ვე­ბი და თას­მე­ბი - ამაგ­რე­ბენ მან­ქა­ნას ევა­კუ­ა­ტორ­თან.

ამომფრქვე­ვე­ბი - ას­ტა­ბი­ლუ­რე­ბენ მან­ქა­ნას აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში.

დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვა­დი ჯაჭ­ვე­ბი და ბუ­მე­ბი -აღ­დგე­ნის ჯგუფს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ მარ­თონ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უსაფრ­თხო მან­ძი­ლი­დან.

ევა­კუ­ა­ტო­რის სერ­ვი­სე­ბი ტრან­სპორ­ტის სტან­დარ­ტულ მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან ერ­თად გვთა­ვა­ზო­ბენ სხვა და­მა­ტე­ბით სერ­ვი­სებს სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სათ­ვის, მათ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ძი­რი­თა­დად შე­დის:

  • ტრან­სპორ­ტის ბუქ­სი­რე­ბა;
  • ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ქოქ­ვა;
  • საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბა;
  • სა­ბუ­რა­ვის შეც­ვლა;
  • ჩა­კე­ტი­ლი კა­რის გა­ღე­ბა;
  • ფხი­ზე­ლი მძღო­ლით მომ­სა­ხუ­რე­ბა;
  • ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვა.

დღეს­დღე­ო­ბით, მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, სპე­ცტექ­ნი­კის და მო­ტო­ციკ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნას ტრან­სპორ­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბის ან სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის დროს, სწო­რედ ევა­კუ­ა­ტო­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ევა­კუ­ა­ტო­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია, რად­გან გეგ­მი­უ­რი, თუ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს, მათ გა­რე­შე დაბ­რკო­ლე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვიდ­რე სა­ჭი­რო ტი­პის ევა­კუ­ა­ტორს აირ­ჩევ­დეთ, სა­სურ­ვე­ლია გა­ეც­ნოთ მათ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სწო­რად შე­არ­ჩი­ოთ ისი­ნი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო წლებ­ში, საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ასე­ვე ავტო საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბის პრობ­ლე­მაც კი­დევ უფრო მწვა­ვედ დად­გა. მმ­წყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი პრობ­ლე­მას უქ­მნის არა მხო­ლოდ მის მძღოლს, არა­მედ აფერ­ხებს ან საფრ­თხეს უქ­მნის სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­დაყ­ვა­ნა ევა­კუ­ა­ტო­რით ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სია.

რო­მე­ლი ევა­კუ­ა­ტო­რი დაგ­ვჭირ­დე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს?

ავა­რი­ის დროს თხრილ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნის ამო­საყ­ვა­ნად ამწე ევა­კუ­ა­ტო­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­ი­ცავს ორ­მო­ში/თხრილ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ტრან­სპორ­ტის აწე­ვას, გა­დამ­ზი­დის კორ­პუს­ზე მო­თავ­სე­ბას და სა­რე­მონ­ტოდ გა­დაყ­ვა­ნას. ამ ტი­პის სა­ბუქ­სი­რე მან­ქა­ნას შე­უძ­ლია გა­და­ი­ტა­ნოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან ან ამო­იყ­ვა­ნოს ის ვიწ­რო სივ­რცი­დან.

ამ­წე­თი აღ­ჭურ­ვი­ლი ევა­კუ­ა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უც­ვლე­ლია ავა­რი­ის შემ­დგომ მან­ქა­ნე­ბის ჩა­სატ­ვირ­თად, მისი მეშ­ვე­ო­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ტრან­სპორ­ტის დრო­უ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა მარ­ტივ­დე­ბა.

თუ ამწე და სატ­ვირ­თო პლატ­ფორ­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სის­ტე­მას აირ­ჩევთ, ამწე-მა­ნი­პუ­ლა­ტო­რით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩატ­ვირ­თვას საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მოკ­ლე დრო­ში შეძ­ლებთ. და­მა­ტე­ბი­თი უკა­ნა სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბის არ­სე­ბო­ბა ამ­წის სიმ­ძლავ­რის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი არ იქო­ქე­ბა?

ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ქოქ­ვის პრობ­ლე­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბაა. ასეთ დროს, ძი­რი­თა­დად, აკუმ­ლა­ტო­რის პრობ­ლე­მას­თან გვაქვს ხოლ­მე საქ­მე. აკუ­მუ­ლა­ტო­რის და­ტენ­ვა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი „მან­ქა­ნის პე­რე­მი­ჩ­კე­ბით და­ქოქ­ვა“ ბევრ მძღოლს დას­ჭირ­ვე­ბია. თუ დამ­ტე­ნი თან გაქვთ, შე­იძ­ლე­ბა ძრა­ვის ამუ­შა­ვე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც სცა­დოთ. თუმ­ცა ამ დროს არას­წორ­მა მიდ­გო­მამ შე­საძ­ლოა ძრა­ვა და­ა­ზი­ა­ნოს, ამი­ტომ გა­რის­კვად არ ღირს. ევა­კუ­ა­ტო­რის სერ­ვი­სებ­ში დღეს ავ­ტო­მო­ბი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან ერ­თად, ხში­რად სწო­რედ აკუმ­ლა­ტო­რის და­ტენ­ვის სერ­ვი­სიც შე­დის. სჯობს, თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­ან­დოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეთ უმოკ­ლეს დრო­ში გა­გი­წი­ონ ის სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­მარ­თად.

ევა­კუ­ა­ტო­რი ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის­თვის

თუ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა მო­გი­წი­ათ, ან თავს შე­უძ­ლოდ გრძნობთ, შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ ევა­კუ­ა­ტო­რით და მძღო­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სით. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­დამ­ზი­დე­ბი რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბენ. ამ სერ­ვი­სით შე­გიძ­ლი­ათ გა­და­იყ­ვა­ნოთ თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი ევა­კუ­ა­ტო­რით ან უბ­რა­ლოდ გა­მო­ი­ძა­ხოთ ფხი­ზე­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მძღო­ლი თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პუნ­ქტამ­დე მი­საყ­ვა­ნად. არ ჩა­აგ­დოთ არც თქვე­ნი და არც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვეშ, იმ­გზავ­რეთ მშვი­დად და უსაფრ­თხოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მძღო­ლის თან­ხლე­ბით.

ყვე­ლა სხვა სა­ჭი­რო სერ­ვის­თან ერ­თად, ევა­კუ­ა­ტო­რე­ბის სერ­ვი­სე­ბი მორ­გე­ბუ­ლია სპეც ტექ­ნი­კი­სა და მო­ტო­ციკ­ლის გა­დაყ­ვა­ნის სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეც, იქ­ნე­ბა ეს გეგ­მი­უ­რი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, თუ ტექ­ნი­კის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა.

სპე­ცტექ­ნი­კის ევა­კუ­ა­ტო­რი გან­კუთ­ვნი­ლია:

  • ტრაქ­ტო­რე­ბის­თვის
  • მინი ექ­სკა­ვა­ტო­რე­ბის­თვის;
  • მინი მტვირ­თა­ვე­ბის­თვის;
  • კომ­პრე­სო­რე­ბის­თვის;
  • ბე­ტო­ნის ტუმ­ბო­ე­ბის­თვის;
  • ლილ­ვა­კე­ბის­თვის და სხვა ტექ­ნი­კი­სათ­ვის.

ევა­კუ­ა­ტო­რით მძი­მე ტექ­ნი­კის გა­დაყ­ვა­ნა მო­თხოვ­ნა­დი სერ­ვი­სია, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­შე­ნებ­ლო სა­მე­ურ­ნეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის. ევა­კუ­ა­ტო­რი მძი­მე ტექ­ნი­კის სწო­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა შე­არ­ჩი­ოთ, რათა გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტვირ­თი არ და­ზი­ან­დეს.

ევა­კუ­ა­ტო­რი მო­ტო­ციკ­ლი­სა და სკუ­ტე­რის­თვის

გა­უ­მარ­თა­ვი მო­ტო­ციკ­ლის ან სკუ­ტე­რის გა­და­საყ­ვა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მოტო ევა­კუ­ა­ტო­რი, რო­მე­ლიც ამ ტი­პის სა­მუ­შა­ოს მარ­ტი­ვად უმკლავ­დე­ბა. მოტო ევა­კუ­ა­ტო­რი და­მა­ტე­ბი­თი საყ­რდე­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სპე­ცტექ­ნი­კაა. შე­საკ­რა­ვე­ბი, ვერ­ტი­კა­ლუ­რი სა­მაგ­რე­ბი და ბორ­ბლის სა­კე­ტე­ბი მო­ტო­ციკ­ლის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. თუ სკუ­ტე­რის საჭე გა­მარ­თუ­ლია, მისი გა­დაყ­ვა­ნა მარ­ტი­ვია, ჩა­კე­ტი­ლი ბორ­ბლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

და მა­ინც, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევა­კუ­ა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა?

ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მძღო­ლე­ბიც კი ხვდე­ბი­ან ისეთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თვას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ძა­ლე­ბით ვერ ახერ­ხე­ბენ, უშ­ლი­ან მოძ­რა­ო­ბას სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლებს ან საფრ­თხეს ქმნი­ან სხვა მგზავ­რე­ბი­სა და ქვე­ი­თე­ბის­თვის. მთა­ვა­რია, ასეთ მო­მენ­ტში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, სწო­რად შე­ვა­ფა­სოთ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ფე­რი­სი გა­დამ­ზი­დი გა­მო­ვი­ძა­ხოთ. ნუ ჩა­აგ­დებთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ჩვენს მიერ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც და ევა­კუ­ა­ტო­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ძა­ხოთ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ევაკუატორის მომსახურება - გზამკვლევი გამოუვალი სიტუაციებისათვის

ევაკუატორის მომსახურება - გზამკვლევი გამოუვალი სიტუაციებისათვის

პირადი სატრანსპორტო საშუალების ქონა კომფორტსა და უამრავ სარგებელთან ერთად, ბევრ სირთულესთანაც ასოცირებდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვინახავს ან გამოგვიცდია გაუთვალისწინებელი სირთულეები გზებზე. ავტომობილი მოულოდნელად გამოდის მწყობრიდან და საჭირო ხდება პროფესიონალის დროული დახმარება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვის მივმართოთ და როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას უმოკლეს დროში.

ევაკუატორი არის სპეციალიზებული სატვირთო მანქანა, რომელიც საჭირო დროს საჭირო დახმარებას გაგიწევთ სატრანსპორტო საშუალების გასამართად. ბუქსირების სპეციალიზებული ფორმა შექმნილია ავტომობილების, სპეც ტექნიკის თუ მოტო ტექნიკის იმ რთული სიტუაციებიდან გამოსაყვანად, საიდანაც მოძრაობას ვერ ახერხებენ ან საფრთხეს უქმნიან სხვა მანქანებს.

ევაკუატორი გვჭირდება, როდესაც

- ავტომობილი აღარ იქოქება;

- ავტომობილის საბურავი დაეშვა;

- ავტომობილი თოვლში ჩარჩა;

- ავტომობილი ჩავარდნილია თხრილში ან ტალახში;

- ავტო საგზაო შემთხვევისას;

- ავტომობილი მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან და აფერხებს მოძრაობს;

- ავტომობილი გაჩერებულია პოტენციურად სახიფათო ადგილას;

- ავტომობილი გამორთულია და მისი მართვა შეუძლებელია.

ევაკუატორი და დროული რეაგირება

ტრანსპორტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევაკუატორის მომსახურეობას, პროფესიონალიზმს და დროს. ევაკუატორების მძღოლებს აქვთ ცოდნა, გამოცდილება და აღჭურვილობა, თქვენი მანქანის უსაფრთხოდ და ეფექტურად ტრანსპორტირებისათვის. მომსახურების ხარისხზე არანაკლებ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, რათა საფრთხე არ შეექმნათ სხვა მანქანებს და მგზავრებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია ევაკუატორის მომსახურების სერვისების და ფუნქციების შესახებ, რომ შევძლოთ მათი გამოძახება სწორად და დროულად.

რა ტიპის ევაკუატორები არსებობს?

დატვირთვის მეთოდის მიხედვით ევაკუატორები 4 ძირითად ტიპად იყოფა:

  • ბუქსირებადი სატვირთო;
  • მანქანა ჯალამბარით;
  • ევაკუატორი პანდუსებით;
  • ამწე ევაკუატორი და სატვირთო მანქანა.

ბუქსირებადი სატვირთო ევაკუატორები ერთმანეთისგან განსხვავდება დატვირთვის მიხდევით, არსებობს სრული და ნაწილობრივი დატვირთვის ევაკუატორი. ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდი ნაკლებად უსაფრთხოა, ამიტომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება.

ობობა ევაკუატორი ჯალამბარით აღჭურვილი საბუქსირე მანქანაა. მისი გამოძახება დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, როცა თქვენი ავტომობილის ბორბლები ბლოკირებულია, ან ავარიის შედეგად ტრანსპორტი თხრილშია ჩავარდნილი.

ჯალამბარი შესაძლოა იყოს ელექტრო, მექანიკური ან ჰიდრავლიკური. ელექტრო ჯალამბარი მაშინაც მუშაობს, თუ ბუქსირებისას ძრავა არ იქოქება. ამასთან, მექანიკურ ჯალამბარს უფრო მეტი წევის ძალა აქვს. ხოლო დიდი მანქანების ჩატვირთვისთვის კი ჰიდრავლიკური ჯალამბარები გამოიყენება.

ევაკუატორი პანდუსებით ამარტივებს ავტომობილის ჩატვირთვას გადასაყვანად. რაც უფრო მეტი პანდუსი აქვს ევაკუატორს, მით უფრო მარტივია მასზე ავტომობილების ჩატვირთვა ჯალამბარის გამოყენებით.

ევაკუატორზე გადასაზიდი ტრანსპორტი შეიძლება განთავსდეს მთლიანად, ან ნაწილობრივ. ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდი გულისხმობს მანქანის წინა ან უკანა ღერძის აწევას პლატფორმაზე.

ამწე ევაკუატორი აერთიანებს ამწეს და სატვირთო მანქანას. მას იყენებენ როგორც გაფუჭებული მანქანის გადასაყვანად, ასევე საავტომობილო ბიზნესში ახალი ავტომობილების ტრანსპორტირებისთვის.

იმისათვის რომ საჭირო დროს საჭირო მომსახურება მიიიღოთ, სასურველია წინასწარ გქონდეთ ზოგადი ინფორმაცია ევაკუატორის ტიპებისა და შესაძლებლობების შესახებ, რათა დაუკავშირდეთ ისეთ სპეციალისტს, რომელსაც თქვენი სიტუაციის შესაბამისი ტრანსპორტი ჰყავს. მსგავსი ინფორმაცია დაგიზოგავთ ბევრად მეტ დროს კრიტიკულ სიტუაციებში. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სპეციალისტსაც, რომელიც თავად შეგირჩევთ ევაკუატორს, თუმცა არასწორი კომუნიკაციის შემთხვეაში შესაძლოა დაკარგოთ ძვირფასი დრო.

უსაფრთხოების აღჭურვილობა ევაკუატორებისათვის

როგორც მანქანის, ასევე აღდგენის ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მანქანის ევაკუატორები აღჭურვილია უსაფრთხოების მთელი რიგი მახასიათებლებით, ესენია:

ბორბლების ჩამკეტები - ხელს უშლიან ავტომობილის გორვას გადაყვანის პროცესში.

ჯაჭვები და თასმები - ამაგრებენ მანქანას ევაკუატორთან.

ამომფრქვევები - ასტაბილურებენ მანქანას აღდგენის პროცესში.

დისტანციური მართვადი ჯაჭვები და ბუმები -აღდგენის ჯგუფს საშუალებას აძლევენ მართონ აღჭურვილობა უსაფრთხო მანძილიდან.

ევაკუატორის სერვისები ტრანსპორტის სტანდარტულ მომსახურებასთან ერთად გვთავაზობენ სხვა დამატებით სერვისებს სხვადასხვა საჭიროებებისათვის, მათ მომსახურებაში ძირითადად შედის:

  • ტრანსპორტის ბუქსირება;
  • ავტომობილის დაქოქვა;
  • საწვავის მიწოდება;
  • საბურავის შეცვლა;
  • ჩაკეტილი კარის გაღება;
  • ფხიზელი მძღოლით მომსახურება;
  • ტვირთის გადაზიდვა.

დღესდღეობით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სპეცტექნიკის და მოტოციკლების გადაყვანას ტრანსპორტის გაუმართაობის ან სხვადასხვა საჭიროების დროს, სწორედ ევაკუატორებით ახორციელებენ. ევაკუატორის მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია, რადგან გეგმიური, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, მათ გარეშე დაბრკოლებებთან გამკლავება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ვიდრე საჭირო ტიპის ევაკუატორს აირჩევდეთ, სასურველია გაეცნოთ მათ მახასიათებლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში სწორად შეარჩიოთ ისინი.

საქართველოში, ბოლო წლებში, საგრძნობლად გაზრდილია როგორც ავტომობილების, ასევე ავტო საგზაო შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად ავტომობილის გაუმართაობის პრობლემაც კიდევ უფრო მწვავედ დადგა. მმწყობრიდან გამოსული ავტომობილი პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მის მძღოლს, არამედ აფერხებს ან საფრთხეს უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც. შესაბამისად, ავტომობილის გადაყვანა ევაკუატორით ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი სერვისია.

რომელი ევაკუატორი დაგვჭირდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს?

ავარიის დროს თხრილში გადავარდნილი მანქანის ამოსაყვანად ამწე ევაკუატორი გამოიყენება. მომსახურება მოიცავს ორმოში/თხრილში ჩავარდნილი ტრანსპორტის აწევას, გადამზიდის კორპუსზე მოთავსებას და სარემონტოდ გადაყვანას. ამ ტიპის საბუქსირე მანქანას შეუძლია გადაიტანოს დაზიანებული ავტომობილი დამაბრკოლებელი ადგილიდან ან ამოიყვანოს ის ვიწრო სივრციდან.

ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორების გამოყენება შეუცვლელია ავარიის შემდგომ მანქანების ჩასატვირთად, მისი მეშვეობით ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის დროულად გადაადგილება მარტივდება.

თუ ამწე და სატვირთო პლატფორმის გაერთიანებულ სისტემას აირჩევთ, ამწე-მანიპულატორით დაზიანებული ავტომობილის ჩატვირთვას საგზაო შემთხვევის ადგილიდან მოკლე დროში შეძლებთ. დამატებითი უკანა სტაბილიზატორების არსებობა ამწის სიმძლავრის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.

როგორ მოვიქცეთ როდესაც ავტომობილი არ იქოქება?

ავტომობილის დაქოქვის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გაუმართაობაა. ასეთ დროს, ძირითადად, აკუმლატორის პრობლემასთან გვაქვს ხოლმე საქმე. აკუმულატორის დატენვა, ეგრეთ წოდებული „მანქანის პერემიჩკებით დაქოქვა“ ბევრ მძღოლს დასჭირვებია. თუ დამტენი თან გაქვთ, შეიძლება ძრავის ამუშავება დამოუკიდებლადაც სცადოთ. თუმცა ამ დროს არასწორმა მიდგომამ შესაძლოა ძრავა დააზიანოს, ამიტომ გარისკვად არ ღირს. ევაკუატორის სერვისებში დღეს ავტომობილის ტრანსპორტირებასთან ერთად, ხშირად სწორედ აკუმლატორის დატენვის სერვისიც შედის. სჯობს, თქვენი ავტომობილი მიანდოთ პროფესიონალებს და საშუალება მისცეთ უმოკლეს დროში გაგიწიონ ის სერვისები, რომლებიც საჭიროა ავტომობილის გასამართად.

ევაკუატორი ნასვამი მძღოლებისთვის

თუ გაუთვალისწინებლად ალკოჰოლის მიღება მოგიწიათ, ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ევაკუატორით და მძღოლის მომსახურების სერვისით. პროფესიონალი გადამზიდები როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობენ. ამ სერვისით შეგიძლიათ გადაიყვანოთ თქვენი ავტომობილი ევაკუატორით ან უბრალოდ გამოიძახოთ ფხიზელი, პროფესიონალი მძღოლი თქვენი ავტომობილის დანიშნულების პუნქტამდე მისაყვანად. არ ჩააგდოთ არც თქვენი და არც სხვა ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, იმგზავრეთ მშვიდად და უსაფრთხოდ პროფესიონალი მძღოლის თანხლებით.

ყველა სხვა საჭირო სერვისთან ერთად, ევაკუატორების სერვისები მორგებულია სპეც ტექნიკისა და მოტოციკლის გადაყვანის სხვადასხვა საჭიროებებზეც, იქნება ეს გეგმიური ტრანსპორტირება, თუ ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა.

სპეცტექნიკის ევაკუატორი განკუთვნილია:

  • ტრაქტორებისთვის
  • მინი ექსკავატორებისთვის;
  • მინი მტვირთავებისთვის;
  • კომპრესორებისთვის;
  • ბეტონის ტუმბოებისთვის;
  • ლილვაკებისთვის და სხვა ტექნიკისათვის.

ევაკუატორით მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოთხოვნადი სერვისია, განსაკუთრებით სამშენებლო სამეურნეო ორგანიზაციებისთვის. ევაკუატორი მძიმე ტექნიკის სწორი მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ, რათა გადაადგილებისას ძვირადღირებული ტვირთი არ დაზიანდეს.

ევაკუატორი მოტოციკლისა და სკუტერისთვის

გაუმართავი მოტოციკლის ან სკუტერის გადასაყვანად გამოიყენება მოტო ევაკუატორი, რომელიც ამ ტიპის სამუშაოს მარტივად უმკლავდება. მოტო ევაკუატორი დამატებითი საყრდენებით აღჭურვილი სპეცტექნიკაა. შესაკრავები, ვერტიკალური სამაგრები და ბორბლის საკეტები მოტოციკლის უსაფრთხო გადაადგილებას განაპირობებს. თუ სკუტერის საჭე გამართულია, მისი გადაყვანა მარტივია, ჩაკეტილი ბორბლების შემთხვევაში კი სპეციალური მანიპულატორი გამოიყენება.

და მაინც, რამდენად მნიშვნელოვანია ევაკუატორის გამოყენება?

ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც კი ხვდებიან ისეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როდესაც ტრანსპორტის გამართვას დამოუკიდებელი ძალებით ვერ ახერხებენ, უშლიან მოძრაობას სხვა ავტომობილებს ან საფრთხეს ქმნიან სხვა მგზავრებისა და ქვეითებისთვის. მთავარია, ასეთ მომენტში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სწორად შევაფასოთ არსებული ვითარება და შესაფერისი გადამზიდი გამოვიძახოთ. ნუ ჩააგდებთ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ, გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული ინფორმაციაც და ევაკუატორი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახოთ.

NS