სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა" - ბეჟან წაქაძე
"ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა" - ბეჟან წაქაძე

სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ერ­თა­დერ­თი სან­ქცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­მი­წე­სონ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ეს არის ჩემს ზეს­ტა­ფონ­ში და რე­გი­ონ­ში ჩას­ვლა - ბეჟან წა­ქა­ძის ოჯა­ხი თუ არ წავა ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში თუ არ იმოგ­ზა­უ­რებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, როცა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი დგას წინ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ბეჟან წა­ქა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი უკან და­ხე­ვას არ აპი­რე­ბენ იმ პრინ­ცი­პებ­ზე, რა­საც ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ჰქვია.

„სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ერ­თა­დერ­თი სან­ქცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­მი­წე­სონ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ეს არის ჩემს ზეს­ტა­ფონ­ში და რე­გი­ონ­ში ჩას­ვლა. და­ნარ­ჩენს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. არ მგო­ნია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ [სან­ქცი­რე­ბის]. მოხ­დე­ბა გან­ხილ­ვა, თუ რამე ისეთ ღი­რე­ბულს წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი და მი­სა­ღე­ბია, შე­ვი­ტანთ ცვლი­ლე­ბას [„უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში] იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც ჰქვია პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს ფორ­მატ­ში. უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ იმ პრინ­ცი­პებ­ზე, რა­საც ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ჰქვია. ამა­ზე არ ვა­პი­რებთ, თო­რემ სა­უ­ბარს ვა­პი­რებთ.

სან­ქცი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა. [თუ და­ი­წყე­ბენ და­სან­ქცი­რე­ბის გან­ხილ­ვას] რა ვქნათ მერე? რა გა­ვა­კე­თოთ? ქვე­ყა­ნა დავ­ღუ­პოთ? ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის მზად ვართ. ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კა რა­ტომ გვინ­და? იმი­ტომ, რომ დე­მოკ­რა­ტია იყოს ხომ? არც ერთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი არაა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არაა, რო­დე­საც ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ კა­ნო­ნი არ მი­ი­ღო­თო. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩემი უფ­რო­სი ვი­ნაა იცით? ჩემი ამომ­რჩე­ვე­ლი.

ბეჟან წა­ქა­ძის ოჯა­ხი თუ არ წავა ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში თუ არ იმოგ­ზა­უ­რებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, როცა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი დგას წინ“,- გა­ნა­ცხა­და ბეჟან წა­ქა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა" - ბეჟან წაქაძე

"ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა" - ბეჟან წაქაძე

სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა - ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, უმრავლესობის წევრები უკან დახევას არ აპირებენ იმ პრინციპებზე, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია.

„სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა. დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ [სანქცირების]. მოხდება განხილვა, თუ რამე ისეთ ღირებულს წარმოადგენენ, რომელიც შესაძლებელი და მისაღებია, შევიტანთ ცვლილებას [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში] იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ვეტოს ფორმატში. უკან დახევას არ ვაპირებთ იმ პრინციპებზე, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია. ამაზე არ ვაპირებთ, თორემ საუბარს ვაპირებთ.

სანქცირებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. [თუ დაიწყებენ დასანქცირების განხილვას] რა ვქნათ მერე? რა გავაკეთოთ? ქვეყანა დავღუპოთ? ქვეყნისთვის ყველაფრისათვის მზად ვართ. ევროკავშირი და ამერიკა რატომ გვინდა? იმიტომ, რომ დემოკრატია იყოს ხომ? არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული არაა და დემოკრატიული არაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ეუბნებიან, რომ კანონი არ მიიღოთო. ეს გამორიცხულია. ჩემი უფროსი ვინაა იცით? ჩემი ამომრჩეველი.

ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ“,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.