პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
დღეს თამარობაა - ლეგენდა ქალი მეფის საფლავის შესახებ
დღეს თამარობაა - ლეგენდა ქალი მეფის საფლავის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 14 მა­ისს წმინ­და თა­მარ მე­ფის ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­და.

თა­მარ მეფე ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მარ­თავ­და. მისი მე­ფო­ბის წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო იმ­ჟა­მინ­დელ მსოფ­ლიო რუ­კა­ზე ერთ-ერთ ძლე­ვა­მო­სილ სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენ­და. თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია.

თა­მარ მე­ფის ბრწყინ­ვა­ლე ეპო­ქას უეჭ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი აღ­მწე­რე­ლი ეყო­ლე­ბო­და, მაგ­რამ ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბი­სა და თა­ო­ბა­თა უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ჩვე­ნამ­დე მხო­ლოდ ერ­თმა თხზუ­ლე­ბამ მო­აღ­წია. ამი­ტომ თა­მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი დღეს­დღე­ო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის; მრა­ვალ­ჯერ გა­და­წე­რი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბა ერთ რე­დაქ­ცი­ა­ში 1207 წელს ასა­ხე­ლებს, მე­ო­რე­ში - 1210-ს, სხვა­გან კი - 1213-ს.

მაგ­რამ მა­ტი­ა­ნე მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლია იმ მწუ­ხა­რე­ბის აღ­წე­რა­ში, რა­მაც მო­იც­ვა ქვე­ყა­ნა ღვთივ­გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი მე­ფის დას­ნე­უ­ლე­ბის გამო. ლოც­ვი­თა და ღა­მის­თე­ვით შეს­თხოვ­დნენ თურ­მე "მთა­ვარ­ნი" თუ "გლა­ხაკ­ნი" უფალს ხელ­მწი­ფის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. "ყო­ველ­ნი ნაც­ვლად მი­უ­პყრობ­დეს თავ­თა თვის­თა და შვილ­თა თვის­თა ღმერ­თსა და ითხოვ­დეს მის ზედა მო­მა­ვალ­სა სიკ­ვდილ­სა: რათა მარ­ტო ესე დარ­ჩეს და ჩვენ ყო­ველ­ნი მოგ­ვსრენ".

მაგ­რამ "მწო­დე­ბე­ლი კარ­თა ზედა დგა და მბრძა­ნებ­ლი­სა წი­ნა­აღ­დგო­მა შე­უძ­ლე­ბელ იყო". თოვ­ლი­ან იან­ვარ­ში უკა­ნას­კნე­ლად იხმო მე­ფემ სამ­ღვდე­ლო­ნი და დარ­ბა­ზის ერი, მძი­მედ სნე­ულ­მა "გა­ნიმ­ტკი­ცა თავი თვი­სი და მხნედ მჯდო­მა­რე" დახ­ვდა დი­დე­ბუ­ლებს: სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ე­თხო­ვა თურ­მე დამ­წუხ­რე­ბულ ქვე­შევ­რდო­მებს, შეს­თხო­ვა, კე­თი­ლად მო­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ ლოც­ვებ­ში მისი სული და მათ წი­ნა­შე და­ა­ვა­ლა შვი­ლებს, მის­გან დაკ­ლე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი "აღ­მო­ევ­სოთ" ქვეყ­ნი­სათ­ვის.

უკა­ნას­კნე­ლად ილო­ცა ღვთის­მო­სავ­მა გვირ­გვი­ნო­სან­მა ქრის­ტეს ხა­ტი­სა და ცხო­ველ­მყო­ფე­ლი ჯვრის წი­ნა­შე: "ქრის­ტე, ღმერ­თო ჩემო მხო­ლოო, და­უს­რუ­ლე­ბე­ლო მე­უ­ფეო ცათა და ქუ­ე­ყა­ნი­საო! შენ შეგ­ვედ­რებ სა­მე­ფო­სა ამას, სა­ქარ­თვე­ლოს, პა­ტი­ო­სა­ნი­თა სის­ხლი­თა შე­ნი­თა მოს­ყი­დულ­სა, და შვილ­თა ამათ ჩემ­თა, რო­მელ­ნი შენ მო­მეც, და მერ­მე სულ­სა ჩემ­სა".

ქვი­თი­ნით და­ტო­ვეს თურ­მე დარ­ბა­ზი ქარ­თველ­მა დი­დე­ბუ­ლებ­მა. "და თა­მარ და­ი­ძი­ნა ძილი იგი მარ­თალ­თა თვე­სა იან­ვარ­სა. და აღივ­სო მზე ქარ­თლი­სა და საფ­ლავ­მან სა­დი­დებ­ლად თვი­სად დაგ­ვა­ჭირ­ვა ცხოვ­რე­ბა მსოფ­ლიო ყო­ველ­თა ქრის­ტი­ა­ნე­თა".

"იც­ვა­ლა ფერი ქარ­თველ­თა მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა". უსა­ზღვრო გლო­ვამ მო­იც­ვა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. უამ­რა­ვი მო­ა­წყდა თბი­ლისს სა­თაყ­ვა­ნო გვირ­გვი­ნო­სან­თან გა­მო­სა­თხო­ვებ­ლად. სა­მე­ფო კა­რის დად­გი­ნე­ბით მცი­რე ხნით მცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხო­ველ­ში, და­ას­ვე­ნეს თა­მა­რის ცხე­და­რი. იან­ვრის მი­წუ­რულს კი, როცა თო­ვამ იკლო, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ას­ვე­ნეს და "გე­ლათს და­ამ­კვიდ­რეს თვის­სა შინა სა­მარ­ხო­სა, დი­დე­ბად მუნ შინა დამ­კვიდ­რე­ბულ­თა პა­პა­თა და მა­მა­თა მის­თა, სა­ხე­ლო­ვან­თა დიდ­თა მე­ფე­თა თანა".

ამას მოგ­ვი­თხრობს ბა­სი­ლი ეზოს­მო­ძღვა­რი, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი თა­მარ მე­ფის ერთ-ერთ ის­ტო­რი­კო­სად მი­იჩ­ნე­ვენ. არც იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და არც სხვა ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი არ იძ­ლე­ვა ამ ცნო­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში და­ეჭ­ვე­ბის სა­ფუძ­ველს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ გე­ლა­თი ხომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა საძ­ვა­ლე გახ­და. მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი იყო ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ღვთივ­გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი ხელ­მწი­ფი­სად­მი, ბევ­რმა ვერ და­ი­ჯე­რა, რომ მისი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი­ვით მი­წი­სათ­ვის მი­ბა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. მა­შინ და­ი­ბა­და პირ­ვე­ლი ლე­გენ­და თა­მა­რის დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვით სა­სახ­ლი­დან ოქრო-ვერ­ცხლით და თვალ-მარ­გა­ლი­ტით მო­ოჭ­ვი­ლი ცხრა კუბო გა­მო­ი­ტა­ნეს და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში წა­ას­ვე­ნეს. არა­ვინ იცო­და, რო­მელ მათ­გან­ში ეს­ვე­ნა თა­მა­რის ნეშ­ტი.

თა­მარ მე­ფის ბრწყინ­ვა­ლე ეპო­ქას სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე და სის­ხლი­ა­ნი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი მოჰ­ყვა. იყო ჯა­ლა­ლე­დი­ნი, მონ­ღოლ­თა ას­წლი­ა­ნი ბა­ტო­ნო­ბა, თე­მურ ლენ­გის და­მან­გრე­ვე­ლი შე­მო­სე­ვე­ბი, შაჰ-აბა­სე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა გან­საც­დე­ლი. თა­მა­რის დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ქვეყ­ნის ძლი­ე­რე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა. ამან კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა თა­მარ მე­ფის ღვთა­ებ­რი­ო­ბის რწმე­ნა მშვი­დო­ბას მო­ნატ­რე­ბუ­ლი ხალ­ხის გულ­ში და მრა­ვა­ლი ლე­გენ­და და­ბა­და "თა­მარ შვიდ­მნა­თო­ბი­ე­რის" ცხოვ­რე­ბა­სა თუ გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე. ზოგი მათ­გა­ნის მი­ხედ­ვით დე­დო­ფა­ლი ლაშა-გი­ორ­გის ბრძა­ნე­ბით იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში და­უკ­რძა­ლავთ, ზო­გი­სა კი - მი­რონ­ცხე­ბუ­ლი მე­ფის ცხე­და­რი მო­მა­ვალ სა­უ­კუ­ნე­თა ქარ­ტე­ხი­ლებს გა­ნა­რი­დეს და სვა­ნეთ­ში სა­ი­დუმ­ლოდ მი­ა­ბა­რეს მი­წას.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლე­გენ­დებს სა­ფუძ­ვე­ლი იმან გა­უმ­ყა­რა, რომ XVI სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში "გარ­ნა მოს­რულ­თა ოს­მალ­თა და­წუ­ეს ქუ­თა­თი­სი და გე­ლა­თი". სწო­რედ მა­შინ მოხ­და ქარ­თველ მე­ფე­თა უძ­ვე­ლე­სი აკ­ლდა­მე­ბის დარ­ბე­ვა და გა­ნად­გუ­რე­ბა. ამის შემ­დეგ და­ი­კარ­გა წმინ­და­ნად შე­რა­ცხუ­ლი თა­მარ მე­ფის ძვალთშე­სა­ლა­გიც.

დიდი ხა­ნია ქარ­თვე­ლე­ბი ამა­ოდ ეძებ­დნენ თა­მარ მე­ფის და­კარ­გულ საფ­ლავს. მრა­ვა­ლი ექ­სპე­დი­ცია ამოწ­მებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ამა თუ იმ ლე­გენ­დას. XX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს გა­თხრე­ბი იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­შიც მო­ე­წყო, მაგ­რამ ვე­რაფ­რით დას­ტურ­დე­ბა რო­მე­ლი­მე ვერ­სი­ის სის­წო­რე და აღ­მო­ჩე­ნი­ლი საფ­ლა­ვე­ბის თა­მა­რის ძვალთშე­სა­ლა­გად მიჩ­ნე­ვის მარ­თე­ბუ­ლო­ბა.

წყა­რო

ავტორი:

დღეს თამარობაა - ლეგენდა ქალი მეფის საფლავის შესახებ

დღეს თამარობაა - ლეგენდა ქალი მეფის საფლავის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

თამარ მეფე ქართულ სახელმწიფოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მართავდა. მისი მეფობის წლებში საქართველო იმჟამინდელ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

თამარ მეფის ბრწყინვალე ეპოქას უეჭველია საქართველოში ბევრი აღმწერელი ეყოლებოდა, მაგრამ ბედის უკუღმართობისა და თაობათა უყურადღებობის გამო ჩვენამდე მხოლოდ ერთმა თხზულებამ მოაღწია. ამიტომ თამარის გარდაცვალების ზუსტი თარიღი დღესდღეობით ცნობილი არ არის; მრავალჯერ გადაწერილი და დაზიანებული თხზულება ერთ რედაქციაში 1207 წელს ასახელებს, მეორეში - 1210-ს, სხვაგან კი - 1213-ს.

მაგრამ მატიანე მიუკერძოებელია იმ მწუხარების აღწერაში, რამაც მოიცვა ქვეყანა ღვთივგაბრწყინებული მეფის დასნეულების გამო. ლოცვითა და ღამისთევით შესთხოვდნენ თურმე "მთავარნი" თუ "გლახაკნი" უფალს ხელმწიფის გამოჯანმრთელებას. "ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთა თვისთა და შვილთა თვისთა ღმერთსა და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა სიკვდილსა: რათა მარტო ესე დარჩეს და ჩვენ ყოველნი მოგვსრენ".

მაგრამ "მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებლისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო". თოვლიან იანვარში უკანასკნელად იხმო მეფემ სამღვდელონი და დარბაზის ერი, მძიმედ სნეულმა "განიმტკიცა თავი თვისი და მხნედ მჯდომარე" დახვდა დიდებულებს: სიყვარულით გამოეთხოვა თურმე დამწუხრებულ ქვეშევრდომებს, შესთხოვა, კეთილად მოეხსენებინათ ლოცვებში მისი სული და მათ წინაშე დაავალა შვილებს, მისგან დაკლებული სიყვარული "აღმოევსოთ" ქვეყნისათვის.

უკანასკნელად ილოცა ღვთისმოსავმა გვირგვინოსანმა ქრისტეს ხატისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე: "ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, საქართველოს, პატიოსანითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომეც, და მერმე სულსა ჩემსა".

ქვითინით დატოვეს თურმე დარბაზი ქართველმა დიდებულებმა. "და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თვესა იანვარსა. და აღივსო მზე ქართლისა და საფლავმან სადიდებლად თვისად დაგვაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა".

"იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა". უსაზღვრო გლოვამ მოიცვა სრულიად საქართველო. უამრავი მოაწყდა თბილისს სათაყვანო გვირგვინოსანთან გამოსათხოვებლად. სამეფო კარის დადგინებით მცირე ხნით მცხეთაში, სვეტიცხოველში, დაასვენეს თამარის ცხედარი. იანვრის მიწურულს კი, როცა თოვამ იკლო, დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს და "გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა".

ამას მოგვითხრობს ბასილი ეზოსმოძღვარი, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც მეცნიერები თამარ მეფის ერთ-ერთ ისტორიკოსად მიიჩნევენ. არც იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და არც სხვა ისტორიული დოკუმენტები არ იძლევა ამ ცნობის ჭეშმარიტებაში დაეჭვების საფუძველს, დავით აღმაშენებლის დაკრძალვის შემდეგ გელათი ხომ გაერთიანებული საქართველოს მეფეთა საძვალე გახდა. მაგრამ იმდენად დიდი იყო ხალხის სიყვარული ღვთივგაბრწყინებული ხელმწიფისადმი, ბევრმა ვერ დაიჯერა, რომ მისი ჩვეულებრივი ადამიანივით მიწისათვის მიბარება შეიძლებოდა. მაშინ დაიბადა პირველი ლეგენდა თამარის დაკრძალვის შესახებ, რომლის მიხედვით სასახლიდან ოქრო-ვერცხლით და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი ცხრა კუბო გამოიტანეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წაასვენეს. არავინ იცოდა, რომელ მათგანში ესვენა თამარის ნეშტი.

თამარ მეფის ბრწყინვალე ეპოქას საქართველოში მძიმე და სისხლიანი საუკუნეები მოჰყვა. იყო ჯალალედინი, მონღოლთა ასწლიანი ბატონობა, თემურ ლენგის დამანგრეველი შემოსევები, შაჰ-აბასები და მრავალი სხვა განსაცდელი. თამარის დროინდელი საქართველო ქვეყნის ძლიერებისა და ბედნიერების სიმბოლოდ იქცა. ამან კიდევ უფრო გააღრმავა თამარ მეფის ღვთაებრიობის რწმენა მშვიდობას მონატრებული ხალხის გულში და მრავალი ლეგენდა დაბადა "თამარ შვიდმნათობიერის" ცხოვრებასა თუ გარდაცვალებაზე. ზოგი მათგანის მიხედვით დედოფალი ლაშა-გიორგის ბრძანებით იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაუკრძალავთ, ზოგისა კი - მირონცხებული მეფის ცხედარი მომავალ საუკუნეთა ქარტეხილებს განარიდეს და სვანეთში საიდუმლოდ მიაბარეს მიწას.

მოგვიანებით ლეგენდებს საფუძველი იმან გაუმყარა, რომ XVI საუკუნის დასაწყისში "გარნა მოსრულთა ოსმალთა დაწუეს ქუთათისი და გელათი". სწორედ მაშინ მოხდა ქართველ მეფეთა უძველესი აკლდამების დარბევა და განადგურება. ამის შემდეგ დაიკარგა წმინდანად შერაცხული თამარ მეფის ძვალთშესალაგიც.

დიდი ხანია ქართველები ამაოდ ეძებდნენ თამარ მეფის დაკარგულ საფლავს. მრავალი ექსპედიცია ამოწმებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამა თუ იმ ლეგენდას. XX საუკუნის მიწურულს გათხრები იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიც მოეწყო, მაგრამ ვერაფრით დასტურდება რომელიმე ვერსიის სისწორე და აღმოჩენილი საფლავების თამარის ძვალთშესალაგად მიჩნევის მართებულობა.

წყარო