პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გეგმავს საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?
რას გეგმავს საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 მა­ისს, 12:00 სა­ათ­ზე, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მრევ­ლი ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში შე­იკ­რი­ბე­ბა, სა­დაც 13:00 სა­ათ­ზე სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, შიო (მუ­ჯი­რი), სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, აღას­რუ­ლებს მცი­რე პა­რაკ­ლისს, პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ე­წყო­ბა სა­ზე­ი­მო ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბა სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის­კენ.

"ბოლო ათი წე­ლია, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

ოჯა­ხი და ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია, რო­მელ­თა დაც­ვა­სა და სიწ­მინ­დე­ზე დგას ღირ­სე­უ­ლი ქვეყ­ნი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სიმ­ტკი­ცე. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დაც­ვა რო­გორც ქრის­ტი­ა­ნე­ბის, ისე სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის მიმ­დე­ვარ­თათ­ვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სწო­რედ ჯან­სა­ღი ოჯა­ხი არის ძლი­ე­რი და ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სახე და სა­ფუძ­ვე­ლი.

წელ­საც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მრევ­ლი აწყო­ბენ ლოც­ვით მსვლე­ლო­ბას ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

2024 წლის 17 მა­ისს, 12:00 სა­ათ­ზე სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მრევ­ლი ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში შე­იკ­რი­ბე­ბა, სა­დაც 13:00 სა­ათ­ზე სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, აღას­რუ­ლებს მცი­რე პა­რაკ­ლისს, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ე­წყო­ბა სა­ზე­ი­მო ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის­კენ, სა­დაც მსვლე­ლო­ბის ბო­ლოს შეს­რულ­დე­ბა სა­მად­ლო­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი.

გა­ვერ­თი­ან­დეთ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბით ვი­ლო­ცოთ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის სიმ­ტკი­ცის, სიწ­მინ­დის, ქვეყ­ნის ძლი­ე­რე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­სათ­ვის!“ - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რას გეგმავს საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?

რას გეგმავს საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?

საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, პარაკლისის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სამების სახელობის ტაძრისკენ.

"ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი.

წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი აწყობენ ლოცვით მსვლელობას ამ დღესთან დაკავშირებით.

2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

გავერთიანდეთ და სადღესასწაულო სულისკვეთებით ვილოცოთ ჩვენი ოჯახების სიმტკიცის, სიწმინდის, ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობისათვის!“ - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.