საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალში უფრო ბინძური ხერხებიც იქნება, მორალსა და ჰუმანურ ხერხებზე ლაპარაკიც არ არის, ხელისუფლება უკვე გასულია ზონიდან" - რა საფრთხეებს წარმოშობს წახალისებული ძალადობა?
"მომავალში უფრო ბინძური ხერხებიც იქნება, მორალსა და ჰუმანურ ხერხებზე ლაპარაკიც არ არის, ხელისუფლება უკვე გასულია ზონიდან" - რა საფრთხეებს წარმოშობს წახალისებული ძალადობა?
  • ფოტო: დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვან­ზე თავ­დას­ხმის კად­რი

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა. ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად თუ მივ­ყვე­ბით, ჯერ იყო და, ორი დღის წინ, 7 მა­ი­სი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რო­გორც უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის, ისე ქარ­თუ­ლი ნომ­რე­ბი­დან მათ­თან შე­დის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. "რუ­სულ კა­ნონს" უკავ­შირ­დე­ბა. პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, ზა­რის ავ­ტო­რე­ბი იყე­ნებ­დნენ სი­ძულ­ვი­ლის და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ენას ზა­რის ად­რე­სა­ტის მი­სა­მარ­თით და მათ ცე­მით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ამ სა­ყო­ველ­თაო კა­კო­ფო­ნი­ის მე­ო­რე დღეს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მო­რი­გი სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის - "შავი სი­ე­ბის“ შექ­მნის იდეა გაგ­ვაც­ნო:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვი­წყებთ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მნას, სა­დაც თავს მო­იყ­რის ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ პი­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ში, სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში, მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ში არის ჩარ­თუ­ლი, ან ამ­გვარ ქმე­დე­ბებს სა­ჯა­როდ იწო­ნებს. ეს მო­ნა­ცემ­თა ბაზა გან­თავ­სდე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე და იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და გამჭვირ­ვა­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ამ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ზომა, რათა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა არ დარ­ჩეს სა­ხელ­მწი­ფოს თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე. და­სას­რულ, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა და სიმ­შვი­დის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ე.წ. დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნაა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი რა­უნ­დი იყო წუ­ხელ, რა­მაც მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა - 8 მა­ი­სის ღა­მეს სა­კუ­თარ სახ­ლებ­თან ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ სამ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც ღიად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ე.წ. რუ­სულ კა­ნონს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გია ჯა­ფა­რი­ძეა, მე­ო­რე - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი, ხოლო მე­სა­მე - რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი მარ­შის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ბა­ი­კე­რი ლაშა ღვი­ნი­ა­ნი­ძე. სა­მი­ვე ნა­ცე­მი კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მათ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ. "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი“ ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - ორი დღეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, "ტე­ლეგ­რამ­ში" გა­მოჩ­ნდა არხი "ამ­ხი­ლე“, სა­დაც, რო­გორც შემ­ქმნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, "თა­ნა­მედ­რო­ვე ფა­შის­ტებს ამ­ხე­ლენ“. ჯგუფ­ში ვრცელ­დე­ბა ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პი­რე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი და სხვა.

შსს მი­ნის­ტრის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად და­ი­წყო, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დი­დად არ ჩქა­რობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მსგავ­სი ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ალაგმვას და თავ­დამ­სხმე­ლე­ბის დას­ჯას.

პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ambebi.ge-სთან გან­მარ­ტავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით ცდი­ლობს წა­ვი­დეს პრო­ვო­ცი­რე­ბა­ზე, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­იწ­ვი­ოს ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­აგ­დოს ისეთ დღე­ში, რომ იქით და­აბ­რა­ლოს პრო­ვო­კა­ცია, ხელ-ფეხი გა­ეხ­სნას და შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნოს რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბი.

"რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ აქვს საყ­რდე­ნი, მის­თვის საყ­რდენს წარ­მო­ად­გენს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რე­სურ­სი. დღეს ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­სურ­სი მთლი­ა­ნო­ბა­ში, სხვა რე­სურ­სი მას არ აქვს. ძალ­ზე რთუ­ლი და მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, ამი­ტომ წა­ვიდ­ნენ ასე ვთქვათ, სხვა გზით. აქ არა­ფე­რი ახა­ლი არ არის - რუს­თა­ველ­ზე მომ­ხრე­თა შეკ­რე­ბას შე­ვარ­დნა­ძეც აკე­თებ­და, გამ­სა­ხურ­დი­აც და სა­ა­კაშ­ვი­ლიც. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სუს­ტია, ის ცდი­ლობს, თავი ძლი­ე­რად მო­აჩ­ვე­ნოს, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ა­კე­თოს და ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­მო­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ ეს ხალ­ხი მისი მხარ­დამ­ჭე­რი ან არის, ან - არა, ეს ცალ­კე სა­კი­თხია. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით ცდი­ლობს წა­ვი­დეს პრო­ვო­ცი­რე­ბა­ზე, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­იწ­ვი­ოს ოპო­ზი­ცია, ჩა­აგ­დოს ისეთ დღე­ში, რომ იქით და­აბ­რა­ლოს პრო­ვო­კა­ცია და შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნოს ის რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბი, რაც მას აქვს. ანუ მან უნდა შექ­მნას ილუ­ზია, რომ ვი­ღაც აპი­რებს პარ­ლა­მენ­ტში შე­ვარ­დნას ან სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რა­ში ან აპი­რებს რე­ვო­ლუ­ცი­ას და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ისე­თი გა­რე­მო შექ­მნას, რომ ამის შემ­დეგ ხელ-ფეხი ჰქონ­დეს გახ­სნი­ლი. მან ამა­ში პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ა­ჯე­როს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და შემ­დეგ სა­გა­რეო პარტნი­ო­რე­ბი, თუ ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი მე­გობ­რე­ბი. ისი­ნი ბინ­ძურ ხერ­ხებს იყე­ნე­ბენ და მინ­და გი­თხრათ, მო­მა­ვალ­ში უფრო ბინ­ძუ­რი ხერ­ხე­ბიც იქ­ნე­ბა, აქ მო­რალ­ზე და ჰუ­მა­ნურ ხერ­ხებ­ზე ლა­პა­რა­კიც არაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე გა­სუ­ლია ზო­ნი­დან, მათ აქამ­დე ვერ შეძ­ლეს რა­ღა­ცე­ბის­თვის მი­ეღ­წი­ათ, არ უნ­დათ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ პო­ლი­ცი­ის პირ­და­პი­რი ძალა, ამი­ტომ და­ი­წყეს ზონ­დერე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. დღი­თი-დღე კი­დევ უფრო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­ნე­ბა.

რუ­სუ­ლი მე­ხუ­თე კო­ლო­ნა რომ არ­სე­ბობ­და და არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს სა­ეჭ­ვო ნამ­დვი­ლად არაა. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნად სჭირ­დე­ბა რუ­სეთს შექ­მნას აქ არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნას­თან აქვს ომი. თუმ­ცა მე­ო­რეს მხრივ, თუ აქ არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო შე­იქ­ნე­ბა, თუ იქ­ნე­ბა შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ქა­ოსს გა­მო­იწ­ვევს, ეს ოკუ­პან­ტის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც ცუდი არ იქ­ნე­ბა. აქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლე­ბით გა­ა­კონ­ტრო­ლო ის, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არაა იმის რე­სურ­სი, დიქ­ტა­ტუ­რა და­ამ­ყა­როს ვინ­მემ და ა.შ. თუ ვინ­მე ამას ფიქ­რობს, მას სჭირ­დე­ბა გარე ძალა, ეს გარე ძალა კი სხვა არა­ვი­ნაა, თუ არა რუ­სე­თი. ანუ შე­იძ­ლე­ბა აქ წა­ვი­დეს ის პრო­ცე­სი, რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ყა­ზა­ხეთ­ში გან­ვი­თარ­და, რო­დე­საც პირ­და­პირ მოს­თხო­ვეს რუ­სეთს. აქ შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­ღაც მო­ი­გო­ნონ - რომ არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოა, რომ საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა და­ვუშ­ვათ, "და­მო­უ­კი­დე­ბელ "სამ­ხრეთ ოსეთ­სა" და აფხა­ზეთს"... მოკ­ლედ, ისე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, რუ­სე­ბი ყუ­რით მოთ­რე­ულ გა­მარ­თლე­ბას ყო­ველ­თვის მო­ძებ­ნი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოპო­ზი­ცი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის როლი - ორი­ვე უნდა იყოს ერ­თი­ა­ნი და ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი, რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას რომ არ წა­მო­ე­გონ. დღეს ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი - პრო­ცე­სი უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ეს პრო­ცე­სი მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­ახ­ლეა. ჩვენ უნდა შევ­ძლოთ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბით მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ პო­ლი­ცია სო­ლი­და­რუ­ლი გახ­დეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ და არა - პი­რი­ქით, ესეც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია (გვაქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს, რო­დე­საც ჩვენ და პო­ლი­ცია ერ­თად ვი­ყა­ვით და კულ­მი­ნა­ცია 9 აპ­რილს იყო, როცა ის ცდი­ლობ­და ხალ­ხი სა­ხი­ფა­თო ზო­ნი­დან გა­ეყ­ვა­ნა), აქამ­დე მის­ვლაა სა­ჭი­რო. ზო­გა­დად, რო­დე­საც ლა­პა­რა­კია დიდ აქ­ცი­ებ­ზე, ოპო­ზი­ცი­აც და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სექ­ტო­რიც უნდა იყოს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, იყოს მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ასეთ დროს პრო­ტეს­ტან­ტე­ბის მხრი­დან რა­ი­მე გა­მოხ­ტო­მე­ბი უნდა შე­ფას­დეს რო­გორც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცია. ამის­თვის არ­სე­ბობს მე­დი­ა­სა­შუ­ლე­ბე­ბი, მი­ტინ­გის წამ­ყვა­ნებ­მაც უნდა იქვე თქვან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბას ცდი­ლობს და ამას არ უნდა წა­მო­ვე­გოთ. გა­სა­გე­ბია, რომ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის მო­ძებ­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა, რომ ამ პრო­ვო­კა­ცი­ებ­მა შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს.

რაც ამ დღე­ებ­ში ხდე­ბა, ამის ანა­ლო­გი­ურს აკე­თებ­და თა­ვის დრო­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი, შე­ვარ­დნა­ძეც და კი, ბა­ტო­ნო, შეგ­ვიძ­ლია პუ­ტი­ნის რუ­სეთ­თან ნე­ბის­მი­ე­რი პა­რა­ლე­ლი გა­ვა­კე­თოთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­შიც უნდა გა­ერ­კვეს, რომ დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ერთ სიბ­რტყე­ზეა, მათ შო­რის ზღვა­რი აღარ არის - რა­საც აკე­თებ­და ენმ, იმას აკე­თებს "ოც­ნე­ბა“, ამი­ტომ ეს მკა­ფი­ოდ უნდა ით­ქვას. ვინ ვის ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებს ამ ქვე­ყა­ნა­ში, საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­სარ­კვე­ვია, ფაქ­ტი ისაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა მარ­თლა ქვე­ყა­ნას და­ემ­სგავ­სოს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მომავალში უფრო ბინძური ხერხებიც იქნება, მორალსა და ჰუმანურ ხერხებზე ლაპარაკიც არ არის, ხელისუფლება უკვე გასულია ზონიდან" - რა საფრთხეებს წარმოშობს წახალისებული ძალადობა?

"მომავალში უფრო ბინძური ხერხებიც იქნება, მორალსა და ჰუმანურ ხერხებზე ლაპარაკიც არ არის, ხელისუფლება უკვე გასულია ზონიდან" - რა საფრთხეებს წარმოშობს წახალისებული ძალადობა?
  • ფოტო: დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმის კადრი

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მძიმე მოვლენები ვითარდება. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ჯერ იყო და, ორი დღის წინ, 7 მაისიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან მათთან შედის სატელეფონო ზარები, რომლებიც ე.წ. "რუსულ კანონს" უკავშირდება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორები იყენებდნენ სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით და მათ ცემით ემუქრებოდნენ. ამ საყოველთაო კაკოფონიის მეორე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მორიგი სადამსჯელო ღონისძიების - "შავი სიების“ შექმნის იდეა გაგვაცნო:

"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე. დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და, შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შემდეგი რაუნდი იყო წუხელ, რამაც მოლოდინს გადააჭარბა - 8 მაისის ღამეს საკუთარ სახლებთან ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ სამ ადამიანს, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ე.წ. რუსულ კანონს. ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძეა, მეორე - "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ჩიქოვანი, ხოლო მესამე - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე. სამივე ნაცემი კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ. "საშინელებათა ფილმი“ ამით არ დასრულებულა - ორი დღეა, რაც სოციალურ ქსელში, "ტელეგრამში" გამოჩნდა არხი "ამხილე“, სადაც, როგორც შემქმნელები აცხადებენ, "თანამედროვე ფაშისტებს ამხელენ“. ჯგუფში ვრცელდება ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და ზოგადად, ხელისუფლების მოწინააღმდეგე პირების პირადი მონაცემები, ტელეფონის ნომრები და სხვა.

შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება დიდად არ ჩქარობს საზოგადოებაში მსგავსი ბინძური მეთოდებით ანგარიშსწორების ალაგმვას და თავდამსხმელების დასჯას.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ambebi.ge-სთან განმარტავს, რომ ხელისუფლება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით ცდილობს წავიდეს პროვოცირებაზე, რაღაცნაირად გამოიწვიოს ოპოზიცია და საზოგადოება ჩააგდოს ისეთ დღეში, რომ იქით დააბრალოს პროვოკაცია, ხელ-ფეხი გაეხსნას და შემდეგ გამოიყენოს რეპრესიული ზომები.

"როდესაც ხელისუფლებას მოსახლეობაში არ აქვს საყრდენი, მისთვის საყრდენს წარმოადგენს ძალოვანი სტრუქტურები და სახელისუფლებო რესურსი. დღეს ეს არის "ქართული ოცნების“ რესურსი მთლიანობაში, სხვა რესურსი მას არ აქვს. ძალზე რთული და მძიმე ვითარებაა, ამიტომ წავიდნენ ასე ვთქვათ, სხვა გზით. აქ არაფერი ახალი არ არის - რუსთაველზე მომხრეთა შეკრებას შევარდნაძეც აკეთებდა, გამსახურდიაც და სააკაშვილიც. როცა ხელისუფლება სუსტია, ის ცდილობს, თავი ძლიერად მოაჩვენოს, სახელისუფლებო გუნდს ყოველთვის შეუძლია მაქსიმალური მობილიზება გააკეთოს და ხალხის რაოდენობა ჩამოიყვანოს, მაგრამ ეს ხალხი მისი მხარდამჭერი ან არის, ან - არა, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ ხელისუფლება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით ცდილობს წავიდეს პროვოცირებაზე, რაღაცნაირად გამოიწვიოს ოპოზიცია, ჩააგდოს ისეთ დღეში, რომ იქით დააბრალოს პროვოკაცია და შემდეგ გამოიყენოს ის რეპრესიული ზომები, რაც მას აქვს. ანუ მან უნდა შექმნას ილუზია, რომ ვიღაც აპირებს პარლამენტში შევარდნას ან სამთავრობო სტრუქტურაში ან აპირებს რევოლუციას და ა.შ. ხელისუფლება ცდილობს ისეთი გარემო შექმნას, რომ ამის შემდეგ ხელ-ფეხი ჰქონდეს გახსნილი. მან ამაში პირველ რიგში უნდა დააჯეროს საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება და შემდეგ საგარეო პარტნიორები, თუ ჩვენი პოტენციური მეგობრები. ისინი ბინძურ ხერხებს იყენებენ და მინდა გითხრათ, მომავალში უფრო ბინძური ხერხებიც იქნება, აქ მორალზე და ჰუმანურ ხერხებზე ლაპარაკიც არაა, ხელისუფლება უკვე გასულია ზონიდან, მათ აქამდე ვერ შეძლეს რაღაცებისთვის მიეღწიათ, არ უნდათ, რომ გამოიყენონ პოლიციის პირდაპირი ძალა, ამიტომ დაიწყეს ზონდერების მობილიზება. დღითი-დღე კიდევ უფრო რთული ვითარება შეიქნება.

რუსული მეხუთე კოლონა რომ არსებობდა და არსებობს საქართველოში, ეს საეჭვო ნამდვილად არაა. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად სჭირდება რუსეთს შექმნას აქ არასტაბილური ვითარება, ვინაიდან უკრაინასთან აქვს ომი. თუმცა მეორეს მხრივ, თუ აქ არასტაბილური გარემო შეიქნება, თუ იქნება შიდა დაპირისპირება, რომელიც გარკვეულ ქაოსს გამოიწვევს, ეს ოკუპანტისთვის მაინცდამაინც ცუდი არ იქნება. აქ ხელისუფლებას აქვს საკმაოდ რთული ვითარება, რადგან ადგილობრივი ძალებით გააკონტროლო ის, რაც ქვეყანაში ხდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, საქართველოში ნამდვილად არაა იმის რესურსი, დიქტატურა დაამყაროს ვინმემ და ა.შ. თუ ვინმე ამას ფიქრობს, მას სჭირდება გარე ძალა, ეს გარე ძალა კი სხვა არავინაა, თუ არა რუსეთი. ანუ შეიძლება აქ წავიდეს ის პროცესი, რაც რამდენიმე წლის წინ ყაზახეთში განვითარდა, როდესაც პირდაპირ მოსთხოვეს რუსეთს. აქ შეიძლება სხვა რაღაც მოიგონონ - რომ არასტაბილური გარემოა, რომ საფრთხე შეექმნება დავუშვათ, "დამოუკიდებელ "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთს"... მოკლედ, ისეთი ვითარება გვაქვს, რუსები ყურით მოთრეულ გამართლებას ყოველთვის მოძებნიან. ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის და საზოგადოების როლი - ორივე უნდა იყოს ერთიანი და ძალიან მშვიდობიანი, რაიმე პროვოკაციას რომ არ წამოეგონ. დღეს ეს არის ერთადერთი გამოსავალი - პროცესი უნდა მივიყვანოთ არჩევნებამდე, ეს პროცესი მთლიანად საზოგადოებისთვის სიახლეა. ჩვენ უნდა შევძლოთ პერმანენტული აქციებით მივაღწიოთ იმას, რომ პოლიცია სოლიდარული გახდეს აქციის მონაწილეების მიმართ და არა - პირიქით, ესეც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია (გვაქვს ამის გამოცდილება ეროვნული მოძრაობის დროს, როდესაც ჩვენ და პოლიცია ერთად ვიყავით და კულმინაცია 9 აპრილს იყო, როცა ის ცდილობდა ხალხი სახიფათო ზონიდან გაეყვანა), აქამდე მისვლაა საჭირო. ზოგადად, როდესაც ლაპარაკია დიდ აქციებზე, ოპოზიციაც და საზოგადოებრივი სექტორიც უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იყოს მუდმივად ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთ დროს პროტესტანტების მხრიდან რაიმე გამოხტომები უნდა შეფასდეს როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია. ამისთვის არსებობს მედიასაშულებები, მიტინგის წამყვანებმაც უნდა იქვე თქვან, რომ ხელისუფლება პროვოცირებას ცდილობს და ამას არ უნდა წამოვეგოთ. გასაგებია, რომ პროვოკატორების მოძებნა ხელისუფლებისთვის რთული არ იქნება, მაგრამ ძალიან გაჭირდება, რომ ამ პროვოკაციებმა შემდეგ სასურველი შედეგი გამოიღოს.

რაც ამ დღეებში ხდება, ამის ანალოგიურს აკეთებდა თავის დროზე სააკაშვილი, შევარდნაძეც და კი, ბატონო, შეგვიძლია პუტინის რუსეთთან ნებისმიერი პარალელი გავაკეთოთ. საზოგადოება იმაშიც უნდა გაერკვეს, რომ დღეს "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სიბრტყეზეა, მათ შორის ზღვარი აღარ არის - რასაც აკეთებდა ენმ, იმას აკეთებს "ოცნება“, ამიტომ ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ვინ ვის ბრძანებას ასრულებს ამ ქვეყანაში, საკმაოდ რთული გასარკვევია, ფაქტი ისაა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა მართლა ქვეყანას დაემსგავსოს“.

იხილეთ ასევე: