სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა იცოდეთ ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება" - არჩილ თალაკვაძე
"მინდა იცოდეთ ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება" -  არჩილ თალაკვაძე

10 წელი ელოდ­ნენ ამ თა­ო­ბას, რო­მელ­საც არ უნა­ხავს და ბუ­ნებ­რი­ვია, მძაფ­რად ვერ ემახ­სოვ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი კოშ­მა­რი - მინ­და იცო­დეთ ძვირ­ფა­სო ახალ­გაზ­რდე­ბო, რომ სა­ნამ თქვენ ქუ­ჩა­ში, აქ­ცი­ებ­ზე დგა­ხართ, პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბით შე­პყრო­ბი­ლი რა­დი­კა­ლუ­რი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ოპო­ზი­ცია მოვ­ლე­ნე­ბის სა­სურ­ვე­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბას ელო­დე­ბა - ეს მათი ბოლო შან­სია თქვენს ხარ­ჯზე! - ამის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე წერს.

რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძე აცხა­დებს, “ახლა, როცა ისი­ნი სრულ­წლო­ვა­ნე­ბი და მო­მავ­ლის ენერ­გი­ით სავ­სე­ნი არი­ან, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­კენ, პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბის­კენ, პარ­ლა­მენტზე ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტე­ვის­კენ, გზე­ბის გა­და­კეტვი­სა და სა­ცობ­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­კენ, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პა­რა­ლი­ზე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ“.

“დე­მოკ­რა­ტი­ის წე­სებს, არ­გუ­მენ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დის­კუ­სი­ის და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას კი არ უხ­სნი­ან, არა­მედ პირ­და­პირ, უხე­ში და­პი­რის­პი­რე­ბის წინა ხაზ­ზე აყე­ნე­ბენ, თვი­თონ კი უკა­ნა რი­გებ­ში, ოფი­სებ­ში არი­ან ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ფუ­ლით, ინ­ვენ­ტა­რით და შე­ძა­ხი­ლე­ბით ამა­რა­გე­ბენ ახალ­გაზ­რდებს, ბავ­შვებს. მო­უთ­მენ­ლად ელი­ან, მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა, რომ რო­გორ­მე სა­სურ­ვე­ლი სუ­რა­თი მი­ი­ღონ, რი­თაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ემო­ცი­ებ­ზე ად­ვი­ლად მო­ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას.

სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა უხე­ში ჩა­რე­ვა დე­მოკ­რა­ტი­ა­ში და სა­ინ­ფორ­მა­ციო შე­ტე­ვა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე - როცა თეთრზე შავს გიმ­ტკი­ცე­ბენ და ქვეყ­ნის ევ­რო­პულ ტრა­ექ­ტო­რი­ას - რუ­სულს არ­ქმე­ვენ.

სა­ქარ­თვე­ლოს თუ რამე აყე­ნებს სა­ხი­ფა­თო გზა­ზე, ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გვერ­დის ავ­ლით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის იძუ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნა­რის მხარ­და­ჭე­რა.

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა, უვი­ზო მი­მოს­ვლა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა ევ­რო­პას­თან, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი; თა­ნა­მედ­რო­ვე, ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მყო­ფი ჯარი; რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მო­გე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში და ჰა­ა­გა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა და რუ­სე­თი გამ­ტყუნ­და - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე იმ რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სი­სა და მე ვი­ტყო­დი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც სწო­რედ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სწო­რედ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­ი­ტა­ნა 78-ე მუხ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, რომ­ლი­თაც კი­დევ უფრო გან­მტკიც­და ჩვე­ნი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი.

სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ფილ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ წარ­მო­ად­გენს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის დიდ ნა­წილს, დღემ­დე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გა­რე­შე, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან. ძა­ლა­უფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი რო­გორ იქ­ცე­ვი­ან, სა­ქარ­თვე­ლომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არას­დროს გან­მე­ორ­დე­ბა!

ამ ფონ­ზე, მინ­და იცო­დეთ ძვირ­ფა­სო ახალ­გაზ­რდე­ბო, რომ სა­ნამ თქვენ ქუ­ჩა­ში, აქ­ცი­ებ­ზე დგა­ხართ - პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბით შე­პყრო­ბი­ლი რა­დი­კა­ლუ­რი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ოპო­ზი­ცია ელო­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის სა­სურ­ვე­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბას. ეს მათი ბოლო შან­სია თქვენს ხარ­ჯზე!“, - აცხა­დებს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მინდა იცოდეთ ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება" - არჩილ თალაკვაძე

"მინდა იცოდეთ ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება" -  არჩილ თალაკვაძე

10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური კოშმარი - მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება - ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე! - ამის შესახებ “ფეისბუქის“ გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე წერს.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, “ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან, ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ“.

“დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან, არამედ პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.

სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე - როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას - რუსულს არქმევენ.

საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე, ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა - ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება!

ამ ფონზე, მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.