სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ქართულ კალათბურთის ლეგენდა ნიკოლოზ დერიუგინი დღეს? - "თბილისში რომ გადმოვედი, ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, "აქანე და იქანე", რაც ამხიარულებდა თანაგუნდელებს"
როგორ ცხოვრობს ქართულ კალათბურთის ლეგენდა ნიკოლოზ დერიუგინი დღეს? - "თბილისში რომ გადმოვედი, ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, "აქანე და იქანე", რაც ამხიარულებდა თანაგუნდელებს"

1982 წლის კო­ლუმ­ბი­ის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი კა­ლათ­ბურთში იმ­დე­ნად ჩახ­ლარ­თუ­ლი და დრა­მა­ტუ­ლი გა­მო­ვი­და, რომ ჩემი ძვე­ლისძვე­ლი ბლოკ­ნო­ტი თუ არ მო­ვიშ­ვე­ლიე, ისე დე­ტა­ლებს ვერ გა­ვიხ­სე­ნებ. მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მხო­ლოდ ის შე­მომ­რჩა, რომ ტუ­რის­ტულ ჯგუფ­თან ერ­თად კო­ლუმ­ბი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ვე­ტე­რა­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ლე­ვან ჩხიკ­ვა­ძე; ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებს სჯი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის არ­ბიტ­რი გი­ორ­გი (გოგი) ავა­ლიშ­ვი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გინ­მა. 30 აპ­რილს მას 65 წელი შე­უს­რულ­და.

კო­ლია ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ვე­ლად 1975 წელს, სე­სი­ე­ბის დროს და­ვი­ნა­ხე. სკო­ლა ის-ის იყო და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ უკვე თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და და სა­ყო­ველ­თაო სიმ­პა­თი­ი­თაც სარ­გებ­ლობ­და. ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ქალ­ბა­ტო­ნი ზა­ი­რა ნა­თა­ძე კა­თედ­რი­დან კა­თედ­რა­ზე დაჰ­ყვე­ბო­და, რო­მე­ლი­მე ლექ­ტორს გა­მოც­და­ზე რომ არ და­ე­ჩაგ­რა... ტან­მა­ღა­ლი ბი­ჭე­ბი ქარ­თულ კა­ლათ­ბურთს ყო­ველ­თვის უჭირ­და. თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჩვენს გუნდში ოთარ ქორ­ქია იყო (190 სმ). მერე ან­ზორ ლეჟა­ვა გა­მოჩ­ნდა (210 სმ), 1970-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან კი კო­ლია დე­რი­უ­გი­ნის (206 სმ) ეპო­ქა დად­გა. იმ დრო­ის­თვის საბ­ჭო­თა ნაკ­რებს უკვე ჰყავ­და კო­ლი­ა­ზე უფრო მა­ღა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი, მაგ­რამ დე­რი­უ­გი­ნი ტოლს არა­ვის უდებ­და. პი­რი­ქით, ბევ­რს აშ­კა­რად ჩაგ­რავ­და კი­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბით - 220-სან­ტი­მეტ­რი­ან გი­განტს, ვლა­დი­მირ ტკა­ჩენ­კოს.

იმ­ხა­ნად დე­რი­უ­გი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 100 კგ-ს იწო­ნი­და, ტკა­ჩენ­კო კი თა­ვი­სი 140 კგ-ით ნამ­დვი­ლი გო­ლი­ა­თი იყო და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრა­დაც ით­ვლე­ბო­და. ის რომ სა­ჯა­რი­მო­ში დად­გე­ბო­და, სხვე­ბის­თვის ად­გი­ლი აღარ რჩე­ბო­და... თუმ­ცა კო­ლია ქუ­თა­ი­სუ­რი ხრი­კე­ბით მა­ინც ახერ­ხებ­და მის გამ­წა­რე­ბას. საკ­მა­რი­სი იყო ვლა­დი­მი­რი ოდ­ნავ შეს­ჯა­ხე­ბო­და დე­რი­უ­გინს, ეს უკა­ნას­კნე­ლი ისე გა­ა­ფორ­მებ­და ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო კონ­ტაქტს, რომ მსა­ჯი იმ­წამ­სვე ჩასტვენ­და...

ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. კა­ლათ­ბურ­თსაც იქ ეზი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დამ­სა­ხუ­რე­ბულ მწვრთნელ სუ­ლი­კო თორ­თლა­ძეს­თან. სწო­რედ მის ხელ­ში და­ოს­ტატ­დნენ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი - ზუ­რაბ სა­კან­დე­ლი­ძე და მი­ხე­ილ ქორ­ქია. რო­გორც ბა­ტო­ნი სუ­ლი­კო იხ­სე­ნებ­და, ბავ­შვო­ბა­ში დე­რი­უ­გი­ნი არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან. მერე თან­და­თან აი­ყა­რა ტანი, ამას­თან, სა­ოც­რად მოქ­ნი­ლი იყო.

ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი იხ­სე­ნებს:

"თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვე­დი, "დი­ნა­მო­ში" სა­კან­დე­ლი­ძე და ქორ­ქია დამ­ხვდნენ. ჯერ კი­დევ ქუ­თა­ი­სუ­რად ვუქ­ცევ­დი, "აქა­ნე და იქა­ნე", რაც ძა­ლი­ან ამ­ხი­ა­რუ­ლებ­და თა­ნა­გუნ­დე­ლებს. თბი­ლად მი­მი­ღეს, გან­სა­კუთ­რე­ბით - მიშა ქორ­ქი­ამ. მერე ნაკ­რებ­შიც ერ­თად ვი­თა­მა­შეთ და 1977 წელს სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო თა­სიც ერ­თად მო­ვი­გეთ. მიშა მო­ე­დან­ზე ჩემი სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი იყო. 1975 წლის სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მოს­კოვ­ში ად­გი­ლობ­რივ არ­მი­ე­ლებს ვხვდე­ბო­დით. ეს გუნ­დი პრაქ­ტი­კუ­ლად საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბი იყო, ამი­ტომ ვი­ცო­დით, რომ წა­ვა­გე­ბით, და წა­ვა­გეთ კი­დე­ვაც - 100:110, მაგ­რამ ამ მატჩში ბი­ჭებ­მა ჩემი გა­მოც­და გა­და­წყვი­ტეს და ერ­თთა­ვად მე მა­მა­რა­გებ­დნენ ბურ­თე­ბით. მეც თა­მა­ში გა­მო­მი­ვი­და და არ­მი­ე­ლებს 57 ქულა ჩა­ვუგ­დე. თან არ და­გა­ვი­წყდეთ, მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო 3-ქუ­ლი­ა­ნი ტყორ­ცნე­ბი... სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა, ალექ­სან­დრე გო­მელსკიმ პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ მო­მაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. მოს­კოვ­შიც მიწ­ვევ­და თა­ვის კლუბ­ში, ცსკა-ში, კარგ პი­რო­ბებ­საც მთა­ვა­ზობ­და, მაგ­რამ მე ქუ­თა­ი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა და უარი ვუ­თხა­რი. შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც აჭი­ა­ნუ­რებ­და ნაკ­რებ­ში ჩემს მიწ­ვე­ვას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად აღი­ა­რა ეს. ასე რომ, 1980 წლის მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვან ტურ­ნი­რებ­ში არც მი­თა­მა­შია. მოს­კოვ­ში კი, გახ­სოვთ, რაც დაგ­ვე­მარ­თა. ამე­რი­კე­ლე­ბის დე­ლე­გა­ცია ბო­ი­კო­ტის გამო არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში. იუ­გოს­ლა­ვი­ე­ლებს ევ­რო­პის ბოლო ჩემ­პი­ო­ნატ­ში ლა­მის 20-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით მო­ვუ­გეთ, სხვა გუნ­დე­ბი კი სე­რი­ო­ზულ მე­ტო­ქე­ე­ბად არ მიგ­ვაჩ­ნდა და ვფიქ­რობ­დით, რომ ოქ­როს მედ­ლე­ბი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვქონ­და. ალ­ბათ სწო­რედ მე­ტო­ქე­ე­ბის შე­უ­ფა­სებ­ლო­ბა იყო ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბის მი­ზე­ზი. ჯერ კი­დევ ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის მატ­ჩე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გო­მელსკიმ რომ გვი­თხრა: ამ თა­მაშს რომ მო­ი­გებთ, ჩე­კებს მოგ­ცემთ და ყვე­ლას ახალ­თა­ხალ "ვოლ­გებს" და­გი­რი­გებ­თო. ყვე­ლა­ფერ­მა ამან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმოქ­მე­და ჩვენ­ზე და იუ­გოს­ლა­ვი­ე­ლე­ბის გარ­და წა­ვა­გეთ იტა­ლი­ე­ლებ­თა­ნაც და სა­ბო­ლო­ოდ მე­სა­მე ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდით, ჩემ­პი­ო­ნე­ბი კი იუ­გოს­ლა­ვი­ე­ლე­ბი გახ­დნენ".

ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნის­თვის ოლიმ­პი­უ­რი ბრინ­ჯაო ალ­ბათ კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო. მით უმე­ტეს, რომ თა­ვად ური­გოდ არ თა­მა­შია. პრინ­ცი­პულ მე­ტო­ქე­ებ­თან - იუ­გოს­ლა­ვი­ე­ლებ­თან და ბრა­ზი­ლი­ე­ლებ­თან მატ­ჩებ­ში, 13 და 14 ქუ­ლით სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის იყო, ხოლო სას­ტარ­ტო შეხ­ვედ­რა­ში ინ­დო­ე­თის გუნდთან ალექ­სან­დრე სალ­ნი­კოვ­თან ერ­თად 17 ქუ­ლით ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

მოს­კოვ­ში მი­ღე­ბუ­ლი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, გუნ­დმაც და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და მომ­დევ­ნო ტურ­ნი­რებ­ში ისევ და­იბ­რუ­ნეს პირ­ვე­ლო­ბა. 1981 წლის პრა­ღის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­მა იტა­ლი­ე­ლებს 30-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით მო­უ­გო, ბალ­კა­ნე­ლე­ბი კი 20-ქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ა­მარ­ცხა და კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა.

რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე, ერ­თობ ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­ნა 1982 წლის კო­ლუმ­ბი­ის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. შე­სარ­ჩევ ქვეჯ­გუფ­ში აშშ-ის გუნ­დი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მარ­ცხდა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან 99:109. ბრა­ზი­ლი­ე­ლებ­მა წა­ა­გეს ავ­სტრა­ლი­ე­ლებ­თა­ნაც და საბ­ჭო­თა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­თა­ნაც. ისი­ნი პირ­ვე­ლად ვერ მოხ­ვდნენ ფი­ნა­ლურ შვი­დე­ულ­ში. ჩემ­პი­ო­ნა­ტის კი­დევ ერ­თმა ფა­ვო­რიტ­მა, იუ­გოს­ლა­ვი­ის გუნ­დმა, 81:88 დათ­მო შეხ­ვედ­რა აშშ-ის ნაკ­რებ­თა­ნაც და საბ­ჭო­თა გუნდთა­ნაც 94:99. თა­ვის მხრივ, საბ­ჭო­ე­ლებს ამე­რი­კე­ლებ­მა სძლი­ეს, მაგ­რამ სუ­პერ­ფი­ნალ­ში ისევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და აშშ-ის გუნ­დე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი:

- გა­დამ­წყვე­ტი შეხ­ვედ­რა აშშ-ის ნაკ­რებ­თან დრა­მა­ტუ­ლი გა­მო­ვი­და. თა­ვი­დან 31:20 დავ­წი­ნა­ურ­დით, მაგ­რამ ტა­ი­მის მი­წუ­რულს 49:47 მე­ტო­ქე­ე­ბი გა­ვიდ­ნენ წინ. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ თა­მა­ში ქულა ქუ­ლა­ში გაგ­რძელ­და, თუმ­ცა ინი­ცი­ა­ტი­ვას მა­ინც ამე­რი­კე­ლე­ბი ფლობ­დნენ. სწო­რედ ამ დროს მი­თხრა გო­მელსკიმ: მო­ემ­ზა­დე, მო­ე­დან­ზე უნდა შე­გიყ­ვა­ნოო. ასეთ დროს გა­მოც­დილ კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­საც არ უნ­დათ ხოლ­მე თა­მაშ­ში ჩარ­თვა. არც მე მინ­დო­და და მო­თელ­ვას ვა­ჭი­ა­ნუ­რებ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც მო­მი­წია მო­ე­დან­ზე გას­ვლამ. მახ­სოვს, ტრი­ბუ­ნი­დან ლე­ვან ჩხიკ­ვა­ძე მამ­ხნე­ვებ­და: "მიდი კო­ლია, მიდი!" ამან რა­ღაც­ნა­ი­რად იმოქ­მე­და ჩემ­ზე და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში 7 ქულა მო­ვაგ­რო­ვე. წინ გა­ვე­დით და, რაც მთა­ვა­რია, თა­მა­ში უკვე ჩვენ მიგ­ვყავ­და. 95:94 გა­ვი­მარ­ჯვეთ და ზუ­რაბ სა­კან­დე­ლი­ძის შემ­დეგ მე­ო­რე ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი გავ­ხდი, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

- ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლიო, ახ­სე­ნე, და სწო­რედ ქარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და გკი­თხო. ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, სერ­გეი კო­ვა­ლენ­კო ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის აღ­ზრდი­ლია, თუმ­ცა პორტ-არ­ტურ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ლე­გენ­და­რუ­ლი მძლე­ოს­ნის, სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის წი­ნაპ­რე­ბი სტავ­რო­პო­ლის მხა­რი­დან იყ­ვნენ. ოლეგ ბლო­ხი­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, მსოფ­ლი­ოს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ში, ირი­ნა დე­რი­უ­გი­ნა უკ­რა­ი­ნე­ლია. შენი წი­ნაპ­რე­ბი სა­ი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ამის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი. ვიცი მხო­ლოდ, რომ მა­მა­ჩე­მი ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტყი­ბუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბის ქა­ლა­ქია. ქვა­ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბა იქ XIX სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყეს. სა­ჭი­რო იყო საქ­მის მცოდ­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვა და ასე მოხ­ვდა დე­რი­უ­გი­ნე­ბის გვა­რის ჩვე­ნი შტო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მერე უკვე მშობ­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში გა­და­სახ­ლდნენ.

- ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ნო­დარ დუმ­ბა­ძის მშობ­ლი­უ­რი გუ­რუ­ლე­ბის ენა­ზე რომ მეს­მის სა­უ­ბა­რი. დიდ პა­ტივს ვცემ მეგ­რე­ლებს და სვა­ნებს, თა­ვი­ან­თი ენა რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. ქუ­თა­ი­სი ქარ­თუ­ლად კი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი კო­ლო­რი­ტი აქვს. შენ თუ შე­ი­ნარ­ჩუ­ნე შენი კუ­თხის "აქა­ნა და იქი­ნე"?

- კარ­გად მახ­სოვს, თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, "დი­ნა­მოს" კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის დიღ­მის ბა­ზა­ზე ვცხოვ­რობ­დი და პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩემ­თან სწო­რედ შენ ჩა­წე­რე. მა­შინ სუფ­თა ქუ­თა­ი­სუ­რად ვუქ­ცევ­დი. თან რუ­სულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ხე­ი­რი­ა­ნად ვერც ვლა­პა­რა­კობ­დი. მას შემ­დეგ აგერ უკვე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და და დღეს "ის­თეს" და "მას­თეს" აღარ ვამ­ბობ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სუ­რი ქარ­თუ­ლით ვსა­უბ­რობ.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­გიყ­ვა­ნეს?

- მე­ცხრე და მე­ა­თე კლა­სი აქ და­ვამ­თავ­რე. ვერ ვი­ტყვი, რომ ხუ­თო­სა­ნი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, ვიდ­რე "დი­ნა­მო­ში" გად­მო­მიყ­ვან­დნენ, ნორ­მა­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი, მერე კი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, შეკ­რე­ბე­ბი და­მე­წყო და სწავ­ლის­თვის უკვე ნაკ­ლე­ბი დრო მრჩე­ბო­და. თან ქუ­თა­ის­ში დე­და­ჩე­მი მა­კონ­ტრო­ლებ­და. იქ უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და "ზა­ვოდ­ში" სის­ტე­მა­ტუ­რად დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში.

- ქუ­თა­ის­ში შენი მწვრთნე­ლი ბა­ტო­ნი სუ­ლი­კო თორ­თლა­ძე იყო. ის თუ გა­კონ­ტრო­ლებ­და ხოლ­მე, თუ გჭირ­დე­ბო­და უფ­რო­სის მკაც­რი ხელი? მიშა ქორ­ქი­ამ ერთხელ თურ­მე ისე გა­აბ­რა­ზა ბა­ტო­ნი სუ­ლი­კო, რომ მან სილა გა­აწ­ნა მე­ცხრე თუ მე­ა­თეკ­ლა­სელ მი­შას. შენ რო­გორ გექ­ცე­ო­და თორ­თლა­ძე?

- რაც მი­თხა­რი, პირ­ვე­ლად მეს­მის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­შას­თან ვმე­გობ­რობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი სუ­ლი­კოს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ყო­ველ­თვის მა­მაშ­ვი­ლუ­რად მექ­ცე­ო­და. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. სულ მე­ფე­რე­ბო­და. თორ­თლა­ძე ინ­ტე­ლი­გენ­ტი კაცი იყო. მთელ ქუ­თა­ისს უყ­ვარ­და. თუ გა­ვაბ­რა­ზებ­დით, "შე შო­ბელ­ძაღ­ლო" - გვე­ტყო­და და სულ ეს იყო.

- კო­ლია, კარ­გა ხა­ნია ვსა­უბ­რობთ და არა­ფე­რი გით­ქვამს შენი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი - რას საქ­მი­ა­ნო­ბენ? შენ თა­ვად რო­გორ ხარ?

- ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ექი­მია, მა­დო­ნა ცა­ა­ვა.

- ე.ი. მეგ­რე­ლი მე­უღ­ლე გყო­ლია. მეგ­რუ­ლი თუ გას­წავ­ლა?

- ჭიჭე-ჭიჭე (ცოტ-ცოტა)... მყავს უფ­რო­სი ბიჭი, ნი­კუ­შა, პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან. ისიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და და კა­ლათ­ბურ­თსაც თა­მა­შობ­და. თუმ­ცა ახლა უკვე ლა­მის 40 წლი­საა. ჯერ არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვალ, მერე მო­ვიყ­ვან ცოლ­სო, - მე­უბ­ნე­ბა. მა­დო­ნას­თან შე­მე­ძი­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი ანა, 22 წლი­საა. მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტია. მე თა­ვად, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ ახლა არა მი­შავს. ვცდი­ლობ, სა­კუ­თარ თავს მივ­ხე­დო. სა­ცუ­რაო აუზ­ზე დავ­დი­ვარ. მან­ქა­ნით აღარ ვმგზავ­რობ, ფე­ხით სი­ა­რულს ვამ­ჯო­ბი­ნებ. 55-ე სკო­ლა­ში სპორ­ტულ დარ­ბაზს ვქი­რა­ობ და იქ ვა­ვარ­ჯი­შებ ბავ­შვებს. ყვე­ლამ იცის, მე რომ დარ­ბა­ზის იჯა­რის­თვის ფუ­ლის გა­დახ­და მიხ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არც არა­ვის არ აღელ­ვებს. დე­რი­უ­გი­ნი ახლა აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ ცხოვრობს ქართულ კალათბურთის ლეგენდა ნიკოლოზ დერიუგინი დღეს? - "თბილისში რომ გადმოვედი, ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, "აქანე და იქანე", რაც ამხიარულებდა თანაგუნდელებს"

როგორ ცხოვრობს ქართულ კალათბურთის ლეგენდა ნიკოლოზ დერიუგინი დღეს? - "თბილისში რომ გადმოვედი, ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, "აქანე და იქანე", რაც ამხიარულებდა თანაგუნდელებს"

1982 წლის კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში იმდენად ჩახლართული და დრამატული გამოვიდა, რომ ჩემი ძველისძველი ბლოკნოტი თუ არ მოვიშველიე, ისე დეტალებს ვერ გავიხსენებ. მეხსიერებაში მხოლოდ ის შემომრჩა, რომ ტურისტულ ჯგუფთან ერთად კოლუმბიაში იმყოფებოდა თბილისის "დინამოს" ვეტერანი კალათბურთელი ლევან ჩხიკვაძე; ჩემპიონატის მატჩებს სჯიდა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გიორგი (გოგი) ავალიშვილი და, რაც მთავარია, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნიკოლოზ დერიუგინმა. 30 აპრილს მას 65 წელი შეუსრულდა.

კოლია ფიზკულტურის ინსტიტუტში პირველად 1975 წელს, სესიების დროს დავინახე. სკოლა ის-ის იყო დაამთავრა, მაგრამ უკვე თბილისის "დინამოში" თამაშობდა და საყოველთაო სიმპათიითაც სარგებლობდა. ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი ზაირა ნათაძე კათედრიდან კათედრაზე დაჰყვებოდა, რომელიმე ლექტორს გამოცდაზე რომ არ დაეჩაგრა... ტანმაღალი ბიჭები ქართულ კალათბურთს ყოველთვის უჭირდა. თავის დროზე ყველაზე მაღალი ჩვენს გუნდში ოთარ ქორქია იყო (190 სმ). მერე ანზორ ლეჟავა გამოჩნდა (210 სმ), 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან კი კოლია დერიუგინის (206 სმ) ეპოქა დადგა. იმ დროისთვის საბჭოთა ნაკრებს უკვე ჰყავდა კოლიაზე უფრო მაღალი ცენტრალური თავდამსხმელები, მაგრამ დერიუგინი ტოლს არავის უდებდა. პირიქით, ბევრს აშკარად ჩაგრავდა კიდეც, განსაკუთრებით - 220-სანტიმეტრიან გიგანტს, ვლადიმირ ტკაჩენკოს.

იმხანად დერიუგინი დაახლოებით 100 კგ-ს იწონიდა, ტკაჩენკო კი თავისი 140 კგ-ით ნამდვილი გოლიათი იყო და საბჭოთა კავშირისა და ევროპის საუკეთესო ცენტრადაც ითვლებოდა. ის რომ საჯარიმოში დადგებოდა, სხვებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა... თუმცა კოლია ქუთაისური ხრიკებით მაინც ახერხებდა მის გამწარებას. საკმარისი იყო ვლადიმირი ოდნავ შესჯახებოდა დერიუგინს, ეს უკანასკნელი ისე გააფორმებდა ამ უმნიშვნელო კონტაქტს, რომ მსაჯი იმწამსვე ჩასტვენდა...

ნიკოლოზ დერიუგინი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. კალათბურთსაც იქ ეზიარა საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელ სულიკო თორთლაძესთან. სწორედ მის ხელში დაოსტატდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია. როგორც ბატონი სულიკო იხსენებდა, ბავშვობაში დერიუგინი არაფრით გამოირჩეოდა თანაგუნდელებისგან. მერე თანდათან აიყარა ტანი, ამასთან, საოცრად მოქნილი იყო.

ნიკოლოზ დერიუგინი იხსენებს:

"თბილისში რომ გადმოვედი, "დინამოში" საკანდელიძე და ქორქია დამხვდნენ. ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, "აქანე და იქანე", რაც ძალიან ამხიარულებდა თანაგუნდელებს. თბილად მიმიღეს, განსაკუთრებით - მიშა ქორქიამ. მერე ნაკრებშიც ერთად ვითამაშეთ და 1977 წელს საკონტინენტთაშორისო თასიც ერთად მოვიგეთ. მიშა მოედანზე ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო. 1975 წლის საკავშირო ჩემპიონატში მოსკოვში ადგილობრივ არმიელებს ვხვდებოდით. ეს გუნდი პრაქტიკულად საბჭოთა ნაკრები იყო, ამიტომ ვიცოდით, რომ წავაგებით, და წავაგეთ კიდევაც - 100:110, მაგრამ ამ მატჩში ბიჭებმა ჩემი გამოცდა გადაწყვიტეს და ერთთავად მე მამარაგებდნენ ბურთებით. მეც თამაში გამომივიდა და არმიელებს 57 ქულა ჩავუგდე. თან არ დაგავიწყდეთ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო 3-ქულიანი ტყორცნები... საკავშირო ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდრე გომელსკიმ პირველად სწორედ მაშინ მომაქცია ყურადღება. მოსკოვშიც მიწვევდა თავის კლუბში, ცსკა-ში, კარგ პირობებსაც მთავაზობდა, მაგრამ მე ქუთაისისა და საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა და უარი ვუთხარი. შეიძლება ამიტომაც აჭიანურებდა ნაკრებში ჩემს მიწვევას. მოგვიანებით თავად აღიარა ეს. ასე რომ, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადამდე მნიშვნელოვან ტურნირებში არც მითამაშია. მოსკოვში კი, გახსოვთ, რაც დაგვემართა. ამერიკელების დელეგაცია ბოიკოტის გამო არ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში. იუგოსლავიელებს ევროპის ბოლო ჩემპიონატში ლამის 20-ქულიანი სხვაობით მოვუგეთ, სხვა გუნდები კი სერიოზულ მეტოქეებად არ მიგვაჩნდა და ვფიქრობდით, რომ ოქროს მედლები გარანტირებული გვქონდა. ალბათ სწორედ მეტოქეების შეუფასებლობა იყო ჩვენი დამარცხების მიზეზი. ჯერ კიდევ ფინალური ეტაპის მატჩები მიმდინარეობდა, გომელსკიმ რომ გვითხრა: ამ თამაშს რომ მოიგებთ, ჩეკებს მოგცემთ და ყველას ახალთახალ "ვოლგებს" დაგირიგებთო. ყველაფერმა ამან ფსიქოლოგიურად იმოქმედა ჩვენზე და იუგოსლავიელების გარდა წავაგეთ იტალიელებთანაც და საბოლოოდ მესამე ადგილზე აღმოვჩნდით, ჩემპიონები კი იუგოსლავიელები გახდნენ".

ნიკოლოზ დერიუგინისთვის ოლიმპიური ბრინჯაო ალბათ კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. მით უმეტეს, რომ თავად ურიგოდ არ თამაშია. პრინციპულ მეტოქეებთან - იუგოსლავიელებთან და ბრაზილიელებთან მატჩებში, 13 და 14 ქულით საუკეთესოთა შორის იყო, ხოლო სასტარტო შეხვედრაში ინდოეთის გუნდთან ალექსანდრე სალნიკოვთან ერთად 17 ქულით ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.

მოსკოვში მიღებული მწარე გამოცდილება, როგორც ჩანს, გუნდმაც და მთავარმა მწვრთნელმაც გაითვალისწინეს და მომდევნო ტურნირებში ისევ დაიბრუნეს პირველობა. 1981 წლის პრაღის ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა ნაკრებმა იტალიელებს 30-ქულიანი სხვაობით მოუგო, ბალკანელები კი 20-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ერთობ ჩახლართული სიტუაცია შეიქნა 1982 წლის კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატზე. შესარჩევ ქვეჯგუფში აშშ-ის გუნდი მოულოდნელად დამარცხდა ესპანეთის ნაკრებთან 99:109. ბრაზილიელებმა წააგეს ავსტრალიელებთანაც და საბჭოთა კალათბურთელებთანაც. ისინი პირველად ვერ მოხვდნენ ფინალურ შვიდეულში. ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა, იუგოსლავიის გუნდმა, 81:88 დათმო შეხვედრა აშშ-ის ნაკრებთანაც და საბჭოთა გუნდთანაც 94:99. თავის მხრივ, საბჭოელებს ამერიკელებმა სძლიეს, მაგრამ სუპერფინალში ისევ საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ნიკოლოზ დერიუგინი:

- გადამწყვეტი შეხვედრა აშშ-ის ნაკრებთან დრამატული გამოვიდა. თავიდან 31:20 დავწინაურდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს 49:47 მეტოქეები გავიდნენ წინ. შესვენების შემდეგ თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა, თუმცა ინიციატივას მაინც ამერიკელები ფლობდნენ. სწორედ ამ დროს მითხრა გომელსკიმ: მოემზადე, მოედანზე უნდა შეგიყვანოო. ასეთ დროს გამოცდილ კალათბურთელებსაც არ უნდათ ხოლმე თამაშში ჩართვა. არც მე მინდოდა და მოთელვას ვაჭიანურებდი, მაგრამ ბოლოს მაინც მომიწია მოედანზე გასვლამ. მახსოვს, ტრიბუნიდან ლევან ჩხიკვაძე მამხნევებდა: "მიდი კოლია, მიდი!" ამან რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე და რამდენიმე წუთში 7 ქულა მოვაგროვე. წინ გავედით და, რაც მთავარია, თამაში უკვე ჩვენ მიგვყავდა. 95:94 გავიმარჯვეთ და ზურაბ საკანდელიძის შემდეგ მეორე ქართველი კალათბურთელი გავხდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

- ქართველი კალათბურთელიო, ახსენე, და სწორედ ქართველობასთან დაკავშირებით მინდა გკითხო. ოლიმპიური ჩემპიონი, სერგეი კოვალენკო ქართული კალათბურთის აღზრდილია, თუმცა პორტ-არტურში იყო დაბადებული. ჩვენი ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის წინაპრები სტავროპოლის მხარიდან იყვნენ. ოლეგ ბლოხინის ყოფილი მეუღლე, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში, ირინა დერიუგინა უკრაინელია. შენი წინაპრები საიდან ჩამოვიდნენ საქართველოში?

- სიმართლე გითხრა, ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ მამაჩემი ტყიბულში დაიბადა. მოგეხსენებათ, ტყიბული მაღაროელების ქალაქია. ქვანახშირის მოპოვება იქ XIX საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყეს. საჭირო იყო საქმის მცოდნე სპეციალისტების მოწვევა და ასე მოხვდა დერიუგინების გვარის ჩვენი შტო საქართველოში. მერე უკვე მშობლები ქუთაისში გადასახლდნენ.

- ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნოდარ დუმბაძის მშობლიური გურულების ენაზე რომ მესმის საუბარი. დიდ პატივს ვცემ მეგრელებს და სვანებს, თავიანთი ენა რომ შეინარჩუნეს. ქუთაისი ქართულად კი ლაპარაკობს, მაგრამ მაინც თავისი საოცარი კოლორიტი აქვს. შენ თუ შეინარჩუნე შენი კუთხის "აქანა და იქინე"?

- კარგად მახსოვს, თბილისში რომ ჩამოვედი, "დინამოს" კალათბურთელების დიღმის ბაზაზე ვცხოვრობდი და პირველი ინტერვიუ ჩემთან სწორედ შენ ჩაწერე. მაშინ სუფთა ქუთაისურად ვუქცევდი. თან რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და გამართული ქართულით ხეირიანად ვერც ვლაპარაკობდი. მას შემდეგ აგერ უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა და დღეს "ისთეს" და "მასთეს" აღარ ვამბობ. ჩვეულებრივი თბილისური ქართულით ვსაუბრობ.

- რამდენი წლის იყავი, თბილისში რომ ჩამოგიყვანეს?

- მეცხრე და მეათე კლასი აქ დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, თუმცა, ვიდრე "დინამოში" გადმომიყვანდნენ, ნორმალურად ვსწავლობდი, მერე კი შეჯიბრებები, შეკრებები დამეწყო და სწავლისთვის უკვე ნაკლები დრო მრჩებოდა. თან ქუთაისში დედაჩემი მაკონტროლებდა. იქ უფრო მოწესრიგებული მოსწავლე ვიყავი და "ზავოდში" სისტემატურად დავდიოდი სკოლაში.

- ქუთაისში შენი მწვრთნელი ბატონი სულიკო თორთლაძე იყო. ის თუ გაკონტროლებდა ხოლმე, თუ გჭირდებოდა უფროსის მკაცრი ხელი? მიშა ქორქიამ ერთხელ თურმე ისე გააბრაზა ბატონი სულიკო, რომ მან სილა გააწნა მეცხრე თუ მეათეკლასელ მიშას. შენ როგორ გექცეოდა თორთლაძე?

- რაც მითხარი, პირველად მესმის, მიუხედავად იმისა, რომ მიშასთან ვმეგობრობდი. რაც შეეხება ბატონი სულიკოს ჩემთან ურთიერთობას, ყოველთვის მამაშვილურად მექცეოდა. ძალიან ვუყვარდი. სულ მეფერებოდა. თორთლაძე ინტელიგენტი კაცი იყო. მთელ ქუთაისს უყვარდა. თუ გავაბრაზებდით, "შე შობელძაღლო" - გვეტყოდა და სულ ეს იყო.

- კოლია, კარგა ხანია ვსაუბრობთ და არაფერი გითქვამს შენი ოჯახის შესახებ. მეუღლე, შვილები - რას საქმიანობენ? შენ თავად როგორ ხარ?

- ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია, მადონა ცაავა.

- ე.ი. მეგრელი მეუღლე გყოლია. მეგრული თუ გასწავლა?

- ჭიჭე-ჭიჭე (ცოტ-ცოტა)... მყავს უფროსი ბიჭი, ნიკუშა, პირველი მეუღლისგან. ისიც საკმაოდ მაღალია. ამერიკაში სწავლობდა და კალათბურთსაც თამაშობდა. თუმცა ახლა უკვე ლამის 40 წლისაა. ჯერ არ დაოჯახებულა. საქართველოში რომ ჩამოვალ, მერე მოვიყვან ცოლსო, - მეუბნება. მადონასთან შემეძინა ქალიშვილი ანა, 22 წლისაა. მეოთხე კურსის სტუდენტია. მე თავად, ჯანმრთელობის მხრივ ახლა არა მიშავს. ვცდილობ, საკუთარ თავს მივხედო. საცურაო აუზზე დავდივარ. მანქანით აღარ ვმგზავრობ, ფეხით სიარულს ვამჯობინებ. 55-ე სკოლაში სპორტულ დარბაზს ვქირაობ და იქ ვავარჯიშებ ბავშვებს. ყველამ იცის, მე რომ დარბაზის იჯარისთვის ფულის გადახდა მიხდება, მაგრამ ეს არც არავის არ აღელვებს. დერიუგინი ახლა აღარავის სჭირდება... გააგრძელეთ კითხვა