სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინური ზონდი მთვარეზე "საიდუმლო" ტვირთს ჩაიტანს - რა ხდება ცნობილი?
ჩინური ზონდი მთვარეზე "საიდუმლო" ტვირთს ჩაიტანს - რა ხდება ცნობილი?

რო­გორც გა­ირ­კვა, ჩი­ნუ­რი, ავ­ტო­მა­ტუ­რი პლა­ნე­ტა­თა­შო­რი­სი სად­გუ­რის Chang'e-6-ის ბორტზე, რო­მელ­მაც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მთვა­რის შო­რე­უ­ლი მხრი­დან აღე­ბულ გრუნ­ტის ნი­მუ­შე­ბი დე­და­მი­წა­ზე უნდა ჩა­მო­ი­ტა­ნოს, არის და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თიც, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც აქამ­დე არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ SpaceNews წერს.

ჩი­ნე­თის კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აკა­დე­მი­ის (CAST) მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ზონ­დის ფო­ტო­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ მას­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი რო­ვე­რი. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, პა­ტა­რა მთვა­რე­მა­ვალ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლია ინფრა­წი­თე­ლი სპექტრო­მეტ­რი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მთვა­რის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი კლდე­ე­ბი­სა და რე­გო­ლი­თე­ბის (და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ქვი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნის ქერ­ქი, ფენა, რო­მე­ლიც მთვა­რის თით­ქმის მთელ ზე­და­პირს ფა­რავს - რედ.) შე­მად­გენ­ლო­ბის დად­გე­ნას.

პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, მთე­ლი რიგი მა­ნევ­რე­ბის შემ­დეგ, Chang'e-6 და­ეშ­ვე­ბა დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავ­რის შო­რე­ულ სამ­ხრე­თით, ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კრა­ტერ­ში. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ზონ­დი შე­აგ­რო­ვებს რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რამ რე­გო­ლითს - მთვა­რის ქა­ნე­ბის ფრაგ­მენ­ტებ­სა და მი­ნე­რა­ლებს.

  • მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

ავტორი:

ჩინური ზონდი მთვარეზე "საიდუმლო" ტვირთს ჩაიტანს - რა ხდება ცნობილი?

ჩინური ზონდი მთვარეზე "საიდუმლო" ტვირთს ჩაიტანს - რა ხდება ცნობილი?

როგორც გაირკვა, ჩინური, ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის Chang'e-6-ის ბორტზე, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მთვარის შორეული მხრიდან აღებულ გრუნტის ნიმუშები დედამიწაზე უნდა ჩამოიტანოს, არის დამატებითი ტვირთიც, რომლის თაობაზეც აქამდე არაფერი იყო ცნობილი. ამის შესახებ SpaceNews წერს.

ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის (CAST) მიერ გამოქვეყნებული ზონდის ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ მასზე მიმაგრებული როვერი. ექსპერტების აზრით, პატარა მთვარემავალზე დამაგრებულია ინფრაწითელი სპექტრომეტრი, რომელიც დაეხმარება მთვარის ზედაპირზე არსებული კლდეებისა და რეგოლითების (დანაწილებული ქვიანი წარმონაქმნის ქერქი, ფენა, რომელიც მთვარის თითქმის მთელ ზედაპირს ფარავს - რედ.) შემადგენლობის დადგენას.

პროგრამის მიხედვით, მთელი რიგი მანევრების შემდეგ, Chang'e-6 დაეშვება დედამიწის თანამგზავრის შორეულ სამხრეთით, ყველაზე ცნობილ კრატერში. მოსალოდნელია, რომ ზონდი შეაგროვებს რამდენიმე კილოგრამ რეგოლითს - მთვარის ქანების ფრაგმენტებსა და მინერალებს.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა