საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელებმა ბელგოროდი დაბომბეს, დაშავებულია 8 ადამიანი" - გუბერნატორი
"უკრაინელებმა ბელგოროდი დაბომბეს, დაშავებულია 8 ადამიანი" - გუბერნატორი

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ბელ­გო­როდ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლებს და­არ­ტყა, და­შა­ვე­ბუ­ლია 8 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი ბავ­შვი, - ამის შე­სა­ხებ ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვი „ტე­ლეგ­რამ­ზე“ წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ბომბვის შე­დე­გად, ბელ­გო­როდ­ში და­ზი­ან­და 19 კორ­პუ­სის 34 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, ერთი კერ­ძო სახ­ლი და 37 მან­ქა­ნა. ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის და მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

მა­ნამ­დე, ქა­ლაქ ბელ­გო­როდსა და ბელ­გო­რო­დის რა­ი­ონ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის საფრ­თხე გა­მო­ცხად­და. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა ღა­მით ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა Vampire-ს 15 ჭურ­ვი და ერთი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"უკრაინელებმა ბელგოროდი დაბომბეს, დაშავებულია 8 ადამიანი" - გუბერნატორი

"უკრაინელებმა ბელგოროდი დაბომბეს, დაშავებულია 8 ადამიანი" - გუბერნატორი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში საცხოვრებელ კორპუსებსა და ავტომობილებს დაარტყა, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, - ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ბელგოროდში დაზიანდა 19 კორპუსის 34 საცხოვრებელი ბინა, ერთი კერძო სახლი და 37 მანქანა. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები, სამშენებლო ორგანიზაციების, ადმინისტრაციების და მმართველი კომპანიების სპეციალისტები.

მანამდე, ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის რაიონში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Vampire-ს 15 ჭურვი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.