კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი" - პაპუაშვილი
"შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი" - პაპუაშვილი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­იქ­მნე­ბა მო­ნა­ცემ­თა ბაზა, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნებ­ზე, „რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბა­ში, სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში, მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი, ან ამ­გვარ ქმე­დე­ბებს სა­ჯა­როდ იწო­ნე­ბენ“.

ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვი­წყებთ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მნას, სა­დაც თავს მო­იყ­რის ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ პი­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ში, სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში, მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ში არის ჩარ­თუ­ლი, ან ამ­გვარ ქმე­დე­ბებს სა­ჯა­როდ იწო­ნებს. ეს მო­ნა­ცემ­თა ბაზა გან­თავ­სდე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე და იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და გამჭვირ­ვა­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ამ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ზომა, რათა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა არ დარ­ჩეს სა­ხელ­მწი­ფოს თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­წო­დე­ბას ძა­ლა­დო­ბის­კენ, ზი­ზღის ენას, შან­ტაჟს და მუ­ქა­რას, ადა­მი­ა­ნებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვთ ანო­ნი­მუ­რო­ბის ხან­და­ხან ყალ­ბი შეგ­რძნე­ბა,თით­ქოს რა­ღაც კერ­ძო სა­უ­ბარს აქვს ად­გი­ლი. არა­და, პა­პუ­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ეს გა­მოს­ვლე­ბი და მო­წო­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში იქ­ნე­ბა თუ სხვა ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, იგი­ვე არის, რაც სა­ჯა­როდ გან­ცხა­დე­ბა.

"ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­საც სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში ერი­დე­ბი­ან, იმას არ ერი­დე­ბი­ან ხოლ­მე კერ­ძო სა­უბ­რებ­ში და ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბიც აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, თით­ქოს, სო­ცი­ა­ლურ სელ­ში მათ მიერ ზი­ზღის ენა, მათ შო­რის ფა­შის­ტუ­რი მო­წო­დე­ბე­ბიც კი გა­რიყ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ა.შ. აღმა აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ ეს არის კერ­ძო სა­უ­ბა­რი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ფიქ­რდნენ, რომ ეს არ არის ოთახ­ში ნათ­ქვა­მი მათი სი­ტყვე­ბი, არა­მედ ეს არის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ აღ­ვი­ვებს ზი­ზღს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბას, ახ­დენს მო­რა­ლურ ტე­რორს სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ამი­ტომ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამა­ზე რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა, ამ სა­კი­თხე­ბის მო­რა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა, თა­ვის­თა­ვად უკვე ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც მო­ე­რი­დე­ბი­ან ასე­თი სა­ხის ქმე­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­რა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა იმ კამ­პა­ნი­ი­სა, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ აქვს წა­მო­წყე­ბუ­ლი, ზი­ზღის მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის, ზე­წო­ლის კამ­პა­ნია, რო­გორც ცალ­კე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ისე მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. ჩვენ, მა­გა­ლი­თად, გვახ­სოვს, რომ ახ­ლა­ხან, სპორ­ტსმე­ნებ­ზე, ხე­ლო­ვა­ნებ­ზე და მათ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მი­დი­ო­და ზე­წო­ლა. სა­ჯა­რო გახ­და, ზე­წო­ლა მი­დი­ო­და იმის­თვის, რომ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნდე­ბო­და იმის­თვის, რომ მათ­ზე ზე­წო­ლა მომ­ხდა­რი­ყო და ა.შ. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს გამჭვირ­ვა­ლე, ვინ დგას ამის უკან, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ზი­ზღის კამ­პა­ნი­ას იწყე­ბენ, აღ­ვი­ვე­ბენ, მხარს უჭე­რენ, ახა­ლი­სე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბებს თა­ვის აზრს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

"შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი" - პაპუაშვილი

"შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი" - პაპუაშვილი

"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • პაპუაშვილის თქმით, სოციალურ ქსელში საზოგადოება ხედავს განსაკუთრებულ მოწოდებას ძალადობისკენ, ზიზღის ენას, შანტაჟს და მუქარას, ადამიანებს ჩამოყალიბებული აქვთ ანონიმურობის ხანდახან ყალბი შეგრძნება,თითქოს რაღაც კერძო საუბარს აქვს ადგილი. არადა, პაპუაშვილის შეფასებით, ეს გამოსვლები და მოწოდებები სოციალური ქსელში იქნება თუ სხვა ასეთ ღონისძიებებზე, იგივე არის, რაც საჯაროდ განცხადება.

"ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ სელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. აღმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის ოთახში ნათქვამი მათი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ამიტომ, როდესაც საზოგადოება ამაზე რეაქცია ექნება, ამ საკითხების მორალური შეფასება, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს.

მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ ახლახან, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და მათ ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა. საჯარო გახდა, ზეწოლა მიდიოდა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, სხვადასხვა ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას ამის უკან, კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად, შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.