სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
"ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი­ლია II-ის

სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევრთ, მკვიდრთ ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ:

"თქვა ... იე­სომ: მე ვარ აღ­დგო­მა და სი­ცო­ცხლე, ვინც მე მი­წა­მებს, თუნ­დაც რომ მოკ­ვდეს, იცო­ცხლებს“ (ინ.11.25).

აღ­სრულ­და უფ­ლის გან­კა­ცე­ბის დი­ა­დი სა­ი­დუმ­ლოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, - ქრის­ტე აღ­დგა!

ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი და მი­უწ­ვდო­მე­ლი ეს სას­წა­უ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლამ­დე აღ­წევს და სა­ყო­ველ­თაო სი­ხა­რუ­ლით აღვსილ­ნი ვხმობთ:

ქრის­ტე აღ­დგა!

ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა!

საღვთო და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის მქო­ნე ძე ღვთი­სა და ძე კა­ცი­სა, მა­ცხო­ვა­რი სოფ­ლი­სა და გან­მა­ახ­ლე­ბე­ლი სამ­ყა­რო­სი, იშვა რჩე­უ­ლი ერის, ის­რა­ე­ლის, წი­აღ­ში.

ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბით იგი მო­ი­ცავ­და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ არ ჰქონ­და ცოდ­ვა ისე­ვე, რო­გორც ადამს ცოდ­ვით და­ცე­მამ­დე.

მას მე­ო­რე ადა­მა­დაც სა­ხელ­დე­ბენ, რად­გან არც ადამს ჰყავ­და ხორ­ცი­ე­ლი მამა და არც იე­სოს; პირ­ვე­ლი ადა­მი მი­წის­გან შე­იქ­მნა და შე­მოქ­მე­დის­გან სული შთა­ე­ბე­რა, მე­ო­რე, - წმინ­და ქალ­წულ მა­რი­ა­მის­გან სუ­ლიწ­მინ­დით მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. პირ­ვე­ლი ადა­მის შე­ცო­დე­ბით სა­მო­თხე და­ვა­კარ­გეთ და სიკ­ვდილ­სა და ხრწნი­ლე­ბას და­ე­დო სა­თა­ვე, ხოლო მე­ო­რე ადამ­მა - ქრის­ტემ, ცოდ­ვი­სა და სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლი­სა­გან გვიხ­სნა, მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლე მოგ­ვა­ნი­ჭა და სა­მო­თხის კარი კვლავ გან­გვი­ღო.

გან­კა­ცე­ბულ­მა უფალ­მა გა­ნა­ახ­ლა ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა და აღგ­ვიდ­გი­ნა ცოდ­ვით შე­ბღა­ლუ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი ხა­ტე­ბა ღვთი­სა. ამას­თან, მან გვიჩ­ვე­ნა მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან და ღმერ­თთან, რათა და­სა­ბა­მი­სე­უ­ლი გან­გე­ბუ­ლე­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა სა­მე­ბი­სა ჩვენ­ში გა­ცო­ცხლდეს და აღორ­ძინ­დეს.

* * *

სულ რა­ღაც სამ­წელ­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი ქა­და­გე­ბე­ბით მრა­ვა­ლი მიმ­დე­ვა­რი შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა მისი მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი სწავ­ლე­ბა ყვე­ლამ სი­ხა­რუ­ლით როდი მი­ი­ღო. ზოგი ეჭ­ვით უყუ­რებ­და, ზო­გიც გმობ­და. თა­ვად უფა­ლი კი, გან­გე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ ჟა­მამ­დე გა­ნე­რი­დე­ბო­და ხოლ­მე მათ და გან­კურ­ნე­ბუ­ლებს, მკვდრე­თით აღ­დგი­ნე­ბუ­ლებს, აგ­რეთ­ვე, ფე­რის­ცვა­ლე­ბის სას­წა­უ­ლის მხილ­ველ მო­წა­ფე­ებს და თვით ბო­როტ სუ­ლებ­საც უკ­რძა­ლავ­და, გარ­კვე­ულ დრომ­დე, მე­სი­ად სა­ჯა­როდ ეღი­ა­რე­ბი­ნათ; სი­ტყვა­ნი და საქ­მე­ნი მის­ნი კი მა­ინც თა­ვის­თა­ვად მოწ­მობ­და, ვინ იყო იგი.

უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნობ­დნენ, რომ არა­მი­წი­ერ­თან და, ამა­ვე დროს, მშობ­ლი­ურ­თან, ჰქონ­დათ შე­ხე­ბა და მუ­დამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბოდ­ნენ, - მი­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, ეზ­რუ­ნათ სუ­ლი­ერ გან­წმენ­და­ზე, რო­გორც ამას მა­ცხო­ვა­რი ქა­და­გებ­და, თუ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ცოდ­ვა­ში და ძვე­ლე­ბუ­რი ყოფა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ. იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლამ­დე უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბილ­ნიც კი, მარ­თა­ლია, ზოგ­ჯერ დრტვინ­ვით, მაგ­რამ უფრო ხში­რად ინ­ტე­რე­სით, უს­მენ­დნენ მა­ცხო­ვარს; თუმ­ცა ოთხი დღის მკვდა­რი ლა­ზა­რეს აღ­დგი­ნე­ბის შემ­დეგ, როცა მთელ­მა ერმა პა­ტი­ვი მი­ა­გო მას, რო­გორც მე­სი­ა­სა და მა­ცხო­ვარს და ჩვი­ლებ­მაც კი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად იგა­ლო­ბეს მხსნე­ლის სა­დი­დე­ბე­ლი: "ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს უფ­ლის სა­ხე­ლით მო­მა­ვა­ლი მეფე ის­რა­ე­ლი­სა“ (ინ. 12.13) - , ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა;

უფა­ლი უკვე ყვე­ლას შე­ე­ხო და რო­გორც სა­ე­რო­ნი, ისე, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო დასი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა, - ან უნდა მი­ე­ღოთ იგი მე­სი­ად, ან უა­რე­ყოთ.და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა ძა­ლამ მისი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­ნიზ­რა­ხა.მოვ­ლე­ნე­ბი უს­წრა­ფე­სად გან­ვი­თარ­და.ქრის­ტე შე­ი­პყრეს ხუთ­შა­ბათს, ღა­მით, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ს­ე­ქის ზე­ი­მის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. პა­რას­კევს, გამ­თე­ნი­ი­სას, გა­ა­სა­მარ­თლეს, გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს და იმა­ვე დღეს ჯვარს აც­ვეს.პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, პი­ლა­ტეს სა­სა­მარ­თლომ­დე ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მღვდელმთავ­რე­ბი­სა და უხუ­ცე­სე­ბის მიერ წა­ქე­ზე­ბულ­მა ხალ­ხმაც იესო ქრის­ტეს ბა­რა­ბა ამ­ჯო­ბი­ნა... * * *იმ დრო­ი­სათ­ვის იუ­დეა რო­მის იმ­პე­რი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, რის გა­მოც მა­ცხოვ­რის მთა­ვარ ბრალ­მდებ­ლებს, სი­ნედ­რი­ო­ნის წევ­რებს, იგი რო­მა­ელ პრო­კუ­რა­ტორ­თან, პი­ლა­ტეს­თან, უნდა მი­ეყ­ვა­ნათ, რად­გან, რო­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­დათ სიკ­ვდი­ლის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის უფ­ლე­ბა; ამას­თან, უფ­ლის უკი­დუ­რე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფის მიზ­ნით, მისი სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა ჯვარ­ცმით, - დას­ჯის ყვე­ლა­ზე და­საძ­რა­ხი რო­მა­უ­ლი წე­სით, ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი.გარ­და პი­ლა­ტე­სი, იგი მე­ო­თხედმთა­ვარ­საც, იუ­დე­ის მეფე ჰე­რო­დე­საც მიჰ­გვა­რეს. ასე რომ, უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­და იესო ქრის­ტეს წარ­დგე­ნა სამ მმარ­თველ ძა­ლას­თან:იუ­დე­ველ­მა მღვდელმთა­ვარ­მა კა­ი­ა­ფამ ბრა­ლად დას­დო მო­სეს რჯუ­ლის დარ­ღვე­ვა და ღვთის თა­ნას­წო­რად თა­ვის მიჩ­ნე­ვა.წარ­მო­შო­ბით იდუ­მი­ელ­მა მეფე ჰე­რო­დემ, რო­მე­ლიც არ იყო და­ვი­თის შთა­მო­მა­ვა­ლი და ტახ­ტის და­კარ­გვის შიში მუ­დამ ჰქონ­და, იუ­დე­ველ­თათ­ვის აღ­თქმულ ცრუ მე­ფედ მი­იჩ­ნია იგი და, დამ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, თა­ვის მო­სას­ხამ­მოც­მუ­ლი სა­ბო­ლოო მსჯავ­რის­თვის პი­ლა­ტეს გა­უგ­ზავ­ნა.პრო­კუ­რა­ტორ პი­ლა­ტეს არ სურ­და ქრის­ტეს დას­ჯა, მაგ­რამ მა­ინც ან­გა­რი­ში გა­უ­წია სი­ნედ­რი­ო­ნის, ჰე­რო­დე­სა და მას­თან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხალ­ხის პო­ზი­ცი­ას და იმის ში­შით, რომ არ და­ე­წა­მე­ბი­ნათ უძ­ლე­ვე­ლი რო­მის კე­ის­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შემ­ცი­ლებ­ლის დაც­ვა (ეუბ­ნე­ბო­დენ, იესო თავს ამ­ქვეყ­ნი­ურ მე­ფედ აცხა­დებ­სო), აღარ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა მო­თხოვ­ნას - ჯვარს ეც­ვათ იგი.სამ­წუ­ხა­როდ, ვერ­ცერ­თმა ხე­ლი­სუ­ფალ­მა ვერ შე­იც­ნო მას­ში ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფე, სიბ­რძნე და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ნა­თე­ლი და სი­ცო­ცხლე, სიყ­ვა­რუ­ლი და უმწვერ­ვა­ლე­სი თავ­მდაბ­ლო­ბა, რად­გან მი­წი­ერ გუ­ლის­თქმებს შედ­გო­მილ­ნი არ ეს­წრა­ფოდ­ნენ ღვთის სა­მარ­თლს და სა­კუ­თარ სი­მარ­თლეს მინ­დო­ბილ­ნი, უფ­ლის სი­მარ­თლეს არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ (შდრ. რომ. 10.3).

  • "ამა­ო­ნი იქ­მნენ თა­ვი­ან­თი ზრახ­ვით, და დაბ­ნელ­და მათი უგო­ნო გული; ბრძენ­კა­ცე­ბად მოჰ­ქონ­დათ თავი, და შლე­გე­ბად იქ­ცნენ“ (რომ. 1.21-22), უსა­მარ­თლო ბრა­ლი დას­დეს მა­ცხო­ვარს და სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს თა­ვად სი­მარ­თლეს, სი­ცო­ცხლე­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას.ერთი შე­ხედ­ვით, მი­წი­ერ­მა სა­მარ­თალ­მა გა­ი­მარ­ჯვა და, ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კით, ჯვარ­ცმის შემ­დეგ იე­სო­სად­მი რწმე­ნა უნდა გა­ნე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე სა­პი­რის­პი­რო აღ­მოჩ­ნდა.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა სი­მარ­თლე­სა და უსა­მარ­თლო­ბას, ზე­ცი­ურ და მი­წი­ერ აზ­როვ­ნე­ბას შო­რის დღემ­დე გრძელ­დე­ბა და ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნიც მა­ცხოვ­რი­სა და ბა­რა­ბას მი­მართ კვლავ სას­წორ­ზე დევს, სი­მარ­თლით შე­ნიღ­ბუ­ლი სიც­რუე და ბო­რო­ტე­ბა ვერ ფა­რავს ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და იგი, ღვთის მად­ლი­თა და ძა­ლით, მთელს მსოფ­ლი­ო­ში კვლა­ვაც ვრცელ­დე­ბა და იქა­და­გე­ბა.* * *მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზე­მოთ­ქმუ­ლის სუ­ლი­ე­რი მხა­რე:რო­გორც ვი­ცით, შე­მოქ­მე­დი სას­ჯე­ლით გვსჯი­და, როცა ხე­დავ­და რო­გორ ვეფ­ლო­ბო­დით ცოდ­ვა­ში და ვი­ღუ­პე­ბო­დით.

ეს იყო მი­ზე­ზი იმი­სა, რომ წარ­ღვნით აღხო­ცა კაც­თა შო­რის გამ­რავ­ლე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, ცე­ცხლით დაწ­ვა სო­დო­მი და გო­მო­რი, ბა­ბი­ლო­ნის გოდ­ლის მშე­ნებ­ლო­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­სათ­ვის ბო­რო­ტად შეთ­ქმუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ენა­თა შე­რე­ვით გა­ნა­ცალ­კე­ვა...ამი­ტო­მაც არის აზრი იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ და­ცე­მულ ან­გე­ლო­ზებს ეგო­ნათ, თუ უფა­ლი კაც­თა­გან სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­წი­რე­ბო­და, ღმერ­თი ადა­მის მოდ­გმას სა­მუ­და­მოდ მო­აკ­ლებ­და წყა­ლო­ბას, მისი რის­ხვა იქ­ნე­ბო­და შე­უქ­ცე­ვა­დი და კა­ცობ­რი­ო­ბა მთლი­ა­ნად და სა­ბო­ლო­ოდ ჯო­ჯო­ხე­თის წილ­ხვედ­რი გახ­დე­ბო­და.თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და, არა თუ მათ, თვით ღვთის ან­გე­ლო­ზებ­მაც არ იცოდ­ნენ.ქმნილ სამ­ყა­როს არ შე­ეძ­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ღმერ­თი თა­ვის ჯვარ­ცმას ჩვე­ნი გა­მოხ­სნის ყვე­ლა­ზე დიდ მსხვერ­პლშე­წირ­ვად და ჩვენ­და­მი თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ი­მად აქ­ცევ­და; ჩვენს უგუ­ლის­ხმო­ბას სა­ო­ცა­რი მიმ­ტე­ვებ­ლო­ბით უპა­სუ­ხებ­და და დას­ჯით სწო­რედ დე­მონ­თა სამ­ყა­როს დას­ჯი­და; მათ ძლი­ე­რე­ბას და­ამ­ხობ­და, ჯო­ჯო­ხე­თის ბჭეთ შე­მუს­რავ­და და სიკ­ვდილს გა­ნა­ქარ­ვებ­და."და­ინ­თქა სიკ­ვდი­ლი ძლე­ვით! სადა არს ჯო­ჯო­ხე­თო ძლე­ვაი შენი, სადა არს სიკ­ვდი­ლო სა­წერ­ტე­ლი შენი?!“ (I კორ. 15.55).ამი­ე­რი­დან, მარ­თლმორ­წმუ­ნე­თათ­ვის იმ­ქვეყ­ნად სა­ტან­ჯვე­ლი აღარ არ­სე­ბობს, რად­გან ქრის­ტე­ში და ქრის­ტე­თი ცოდ­ვათ­გან გან­წმენ­დი­ლი მათი სუ­ლე­ბი ღვთის სა­ვა­ნეთ იმ­კვიდ­რე­ბენ და მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მით, უხრწნე­ლი სხე­უ­ლის შე­მოს­ვი­თა და ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში დამ­კვიდ­რე­ბით იხა­რე­ბენ.მთე­ლი ახა­ლი აღ­თქმა ცათა სა­სუ­ფევ­ლის­კენ მო­წო­დე­ბაა, რად­გან მისი მო­პო­ვე­ბაა ჩვე­ნი მყო­ფო­ბის არსი და აზრი. აღ­დგო­მი­ლი მა­ცხო­ვა­რიც სწო­რედ ცათა სა­სუ­ფევ­ლის ცოდ­ნას უზი­ა­რებ­და თა­ვის მო­წა­ფე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით 40 დღის მან­ძილ­ზე, როცა ზე­ცად ამაღ­ლე­ბამ­დე ეცხა­დე­ბო­და მათ და სა­მო­ცი­ქუ­ლო ღვაწ­ლის­თვის ამ­ზა­დებ­და და გა­ნამ­ტკი­ცებ­და.ამის შე­დე­გი იყო ის, რომ მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც დაბ­რკო­ლე­ბი­სა და ში­შის გამო ჯვარ­ცმი­სას მი­ა­ტო­ვეს იესო და სი­ნედ­რი­ო­ნის მიერ წა­ქე­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი­სა და ხე­ლი­სუ­ფალ­თა­გან შეძრწუ­ნე­ბულ­ნი გა­რეთ გას­ვლა­საც ვერ ბე­დავ­დნენ, უხრწნელ სხე­ულ­ში მკვდრე­თით აღ­მდგა­რი მა­ცხოვ­რის არა­ერ­თგზი­სი ხილ­ვი­თა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დარ­წმუნ­დნენ, რომ ასე­თი­ვე იქ­ნე­ბო­და სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მი­სას ჩვე­ნი სხე­უ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაც, რომ სიკ­ვდილ­მა ძალა და­კარ­გა და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა­კენ გაგ­ვეხ­სნა გზა. ამი­ტო­მაც, სრუ­ლი­ად გა­უქ­რათ მი­წი­ერ სხე­ულ­თან გაყ­რის შიში და მათ­ში სიკ­ვდილ­ზე სი­ცო­ცხლის გა­მარ­ჯვე­ბამ იზე­ი­მა.ისი­ნი იმ­დე­ნად გან­მტკიც­დნენ და იმ­დე­ნად გა­ნიბ­რძნენ უფ­ლის სწავ­ლე­ბით, რომ წმინ­და მი­წა­ზეც და მთელ მსოფ­ლი­ო­შიც უშიშ­რად და­ი­წყეს სა­ხა­რე­ბის ქა­და­გე­ბა და მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლიც სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღეს.* * *

უფალ­მა, ადა­მის ცოდ­ვის გა­მოს­ყიდ­ვით, თა­ვის მორ­წმუ­ნე­თათ­ვის სი­ნა­ნუ­ლი გა­ხა­და იმ­დე­ნად ცხო­ველსმყო­ფე­ლი, რომ ავა­ზაკს სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბის აღმსა­რებ­ლო­ბი­თა და გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლით მთე­ლი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცოდ­ვე­ბი მი­უ­ტე­ვა და სა­მო­თხის კარი გა­უხ­სნა, რი­თაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მოგ­ვცა იმე­დი სი­ნა­ნუ­ლის გზით ცხო­ნე­ბი­სა.ეკ­ლე­სი­ის დიდი მო­ძღვრე­ბი გვას­წავ­ლი­ან იმა­საც, რომ ჩვენს პირ­ველმშობ­ლებს ცოდ­ვა სა­მო­თხე­ში­ვე რომ მო­ე­ნა­ნი­ე­ბი­ნათ, და­ნა­შა­უ­ლი რომ ერ­თმა­ნე­თი­სა და მაც­დუ­რი­სათ­ვის არ გა­და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ, არა­მედ თა­ვი­ან­თი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და ურ­ჩო­ბა უფ­ლის წი­ნა­შე გულ­წრფე­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნათ, აღარ და­ის­ჯე­ბოდ­ნენ.ღვთის წი­ნა­შე შენ­დო­ბა რომ ეთხო­ვა და ღა­ლა­ტის გამო შე­სა­ტყვი­სი სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ევ­ლი­ნა, თვით იუ­დაც, პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის მსგავ­სად, შე­წყა­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, მაგ­რამ იგი, სი­ნა­ნუ­ლის ნაც­ვლად, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ მო­იც­ვა, რაც მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა.გახ­სოვ­დეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვე­ნი ცოდ­ვე­ბი, იმე­დი არ და­კარ­გოთ და სი­ნა­ნუ­ლის მად­ლით და­უბ­რუნ­დით ქრის­ტეს! ზე­ცი­ურ მკურ­ნალს არა ჰყავს უკურ­ნე­ბე­ლი სნე­ულ­ნი, რად­გან მისი მო­წყა­ლე­ბა და შე­წევ­ნის ძალა უნა­პი­როა;

ოღონდ უფალს გულ­მოდ­გი­ნე­ბა და ნა­ყო­ფი სი­ნა­ნუ­ლი­სა უნდა ვუჩ­ვე­ნოთ. ადა­მი­ანს ღუ­პავს არა ჩა­დე­ნილ ცოდ­ვა­თა სიმ­რავ­ლე, არა­მედ მათი მო­უ­ნა­ნი­ებ­ლო­ბა, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი და გა­სას­ტი­კე­ბუ­ლი გული.* * *წი­ნა­სა­აღ­დგო­მო მარ­ხვას ეკ­ლე­სია რო­გორც შე­მოქ­მე­დის, ასე­ვე მოყ­ვა­სის მი­მართ სი­ნა­ნუ­ლი­სა და შენ­დო­ბის მო­წო­დე­ბით იმი­ტომ იწყებს, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა წე­სად გვექ­ცეს, სუ­ლი­ე­რი წყლუ­ლე­ბი მო­ვი­შუ­შოთ და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­ნი აღ­მოვ­ფხრათ, რათა ჩვენ­ში და ჩვენს გარ­შე­მო არ­სე­ბულ გა­რე­მო­ში მოხ­დეს საღვთო წი­ა­ღის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა, - ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­შიც და, სამ­წუ­ხა­როდ, წელ­საც პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა ხალ­ხში ისე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნა, რომ, რო­გორც მძი­მე მარ­ხვის გან­ცდა, ისე სა­აღ­დგო­მო სი­ხა­რუ­ლის გან­წყო­ბა, ბევრში გა­ნელ­და.

  • მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, ჩვენ უნდა გვა­ერ­თი­ა­ნებ­დეს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შეგ­ვეძ­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, დღეს, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, ავ­მაღ­ლდეთ სუ­ლი­ე­რად, მი­ვე­ცეთ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის სი­ხა­რულს და სა­გა­ლობ­ლე­ბით შე­ვე­გე­ბოთ მა­ცხო­ვარს; გა­ვერ­თი­ან­დეთ ქრის­ტე­ში და ერ­თად შევ­თხო­ვოთ მას კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე უკ­რა­ი­ნის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის.

უფა­ლი თა­ვის­კენ უხ­მობს მწუ­ხა­რეთ, სი­მარ­თლის მწყურ­ვალთ, მო­წყა­ლეთ, მშვი­დო­ბის­მყო­ფელთ, გუ­ლით წმინ­დანთ და რწმე­ნა­ში მტკი­ცეთ; მათ, რო­მელ­ნიც არ ბრკოლ­დე­ბი­ან ცი­ლის­წა­მე­ბით, უსა­მარ­თლო დევ­ნი­თა და დამ­ცი­რე­ბით და სჯე­რათ, რომ, რო­გორც გან­ვლო სი­ნა­ნუ­ლი­სა და მარ­ხვის დღე­ებ­მა, ასე გა­ივ­ლის წუ­თი­სოფ­ლის გან­საც­დე­ლე­ბიც და სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებ­ლად იზე­ი­მებს, ვი­თარ­ცა იზე­ი­მა ქრის­ტეს აღ­დგო­მამ.

ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცია თა­ვის ჟამ­თა სვლას და მოვ­ლე­ნებს ორ ძი­რი­თად ნა­წი­ლად ყოფს, - ქრის­ტემ­დე და ქრის­ტეს შემ­დეგ წელ­თაღ­რი­ცხვით, რად­გან 2000 წლის მან­ძილ­ზე სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა უდი­დე­სი სუ­ლი­ერ-კულ­ტუ­რუ­ლი და სა­კა­ცობ­რიო ცვლი­ლე­ბე­ბი და ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­აც ხა­რობს წმინ­და მა­მა­თა და დე­და­თა და თა­ვის სხვა ღირ­სე­ულ შვილ­თა სიმ­რავ­ლით.

დღეს ჩვენ­თან ერ­თად უფ­ლის აღ­დგო­მას ზე­ი­მო­ბენ ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბი და წი­ნაპ­რე­ბიც, ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნით აღ­სრუ­ლე­ბულ­ნი; დღეს ერ­თი­ან­დე­ბა ცა და მიწა, დრო და მა­რა­დი­უ­ლო­ბა, რაც მთე­ლი არ­სე­ბით შეგ­ვაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ ქრის­ტეა გან­მსა­ზღვრე­ლი მთე­ლი სამ­ყა­როს აწ­მყო­სი, წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლი­სა; რომ იე­სოა სი­ცო­ცხლე და ერ­თა­დერ­თი წყა­რო სი­ცო­ცხლი­სა მათ­თვის, რო­მელ­ნიც შე­უდ­გე­ბი­ან - გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ასა­კი­სა.მაშ, ყვე­ლამ გუ­ლით აღ­მოვ­თქვათ: ქრის­ტე აღ­დგა! ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა! აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა და­ლო­ცოს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ!

სიყ­ვა­რუ­ლით მუ­დამ თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი, ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი,თბი­ლი­სი, 2024 წელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

"ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

"თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი, იშვა რჩეული ერის, ისრაელის, წიაღში.

ადამიანური ბუნებით იგი მოიცავდა მთელ კაცობრიობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ ჰქონდა ცოდვა ისევე, როგორც ადამს ცოდვით დაცემამდე.

მას მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს; პირველი ადამი მიწისგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა, მეორე, - წმინდა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამის შეცოდებით სამოთხე დავაკარგეთ და სიკვდილსა და ხრწნილებას დაედო სათავე, ხოლო მეორე ადამმა - ქრისტემ, ცოდვისა და სულიერი სიკვდილისაგან გვიხსნა, მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა და სამოთხის კარი კვლავ განგვიღო.

განკაცებულმა უფალმა განაახლა ჩვენი დაცემული ბუნება და აღგვიდგინა ცოდვით შებღალული თავდაპირველი ხატება ღვთისა. ამასთან, მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან და ღმერთთან, რათა დასაბამისეული განგებულება ყოვლადწმინდისა სამებისა ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს.

* * *

სულ რაღაც სამწელნახევრის მანძილზე იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით მრავალი მიმდევარი შეიძინა, თუმცა მისი მაცხოვნებელი სწავლება ყველამ სიხარულით როდი მიიღო. ზოგი ეჭვით უყურებდა, ზოგიც გმობდა. თავად უფალი კი, განგებულების შესაბამისად, გარკვეულ ჟამამდე განერიდებოდა ხოლმე მათ და განკურნებულებს, მკვდრეთით აღდგინებულებს, აგრეთვე, ფერისცვალების სასწაულის მხილველ მოწაფეებს და თვით ბოროტ სულებსაც უკრძალავდა, გარკვეულ დრომდე, მესიად საჯაროდ ეღიარებინათ; სიტყვანი და საქმენი მისნი კი მაინც თავისთავად მოწმობდა, ვინ იყო იგი.

უფალთან ურთიერთობისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ არამიწიერთან და, ამავე დროს, მშობლიურთან, ჰქონდათ შეხება და მუდამ არჩევანის წინაშე დგებოდნენ, - მიეტოვებინათ ძველი ცხოვრების წესი, ეზრუნათ სულიერ განწმენდაზე, როგორც ამას მაცხოვარი ქადაგებდა, თუ დარჩენილიყვნენ ცოდვაში და ძველებური ყოფა გაეგრძელებინათ. იერუსალიმში დიდებით შესვლამდე უარყოფითად განწყობილნიც კი, მართალია, ზოგჯერ დრტვინვით, მაგრამ უფრო ხშირად ინტერესით, უსმენდნენ მაცხოვარს; თუმცა ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების შემდეგ, როცა მთელმა ერმა პატივი მიაგო მას, როგორც მესიასა და მაცხოვარს და ჩვილებმაც კი სასწაულებრივად იგალობეს მხსნელის სადიდებელი: "ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა“ (ინ. 12.13) - , ვითარება რადიკალურად შეიცვალა;

უფალი უკვე ყველას შეეხო და როგორც საერონი, ისე, განსაკუთრებით, სასულიერო დასი არჩევანის წინაშე დადგა, - ან უნდა მიეღოთ იგი მესიად, ან უარეყოთ.დაპირისპირებულმა ძალამ მისი სიკვდილით დასჯა განიზრახა.მოვლენები უსწრაფესად განვითარდა.ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათს, ღამით, როდესაც მოსახლეობა პასექის ზეიმისთვის ემზადებოდა. პარასკევს, გამთენიისას, გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს ჯვარს აცვეს.პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალდებულის შეწყალება იყო შესაძლებელი.

მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა... * * *იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებლებს, სინედრიონის წევრებს, იგი რომაელ პროკურატორთან, პილატესთან, უნდა მიეყვანათ, რადგან, რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება; ამასთან, უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით, მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით, - დასჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით, ჰქონდათ განზრახული.გარდა პილატესი, იგი მეოთხედმთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიჰგვარეს. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან:იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა.წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და, დამცირების მიზნით, თავის მოსასხამმოცმული საბოლოო მსჯავრისთვის პილატეს გაუგზავნა.პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას - ჯვარს ეცვათ იგი.სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3).

  • "ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.* * *მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბოროტება, ცეცხლით დაწვა სოდომი და გომორი, ბაბილონის გოდლის მშენებლობით გამოვლენილი ამპარტავნებისათვის ბოროტად შეთქმული ადამიანები ენათა შერევით განაცალკევა...ამიტომაც არის აზრი იმის შესახებაც, რომ დაცემულ ანგელოზებს ეგონათ, თუ უფალი კაცთაგან სასიკვდილოდ გაიწირებოდა, ღმერთი ადამის მოდგმას სამუდამოდ მოაკლებდა წყალობას, მისი რისხვა იქნებოდა შეუქცევადი და კაცობრიობა მთლიანად და საბოლოოდ ჯოჯოხეთის წილხვედრი გახდებოდა.თუმცა მოვლენები რეალურად როგორ განვითარდებოდა, არა თუ მათ, თვით ღვთის ანგელოზებმაც არ იცოდნენ.ქმნილ სამყაროს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვად და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა; ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთა სამყაროს დასჯიდა; მათ ძლიერებას დაამხობდა, ჯოჯოხეთის ბჭეთ შემუსრავდა და სიკვდილს განაქარვებდა."დაინთქა სიკვდილი ძლევით! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!“ (I კორ. 15.55).ამიერიდან, მართლმორწმუნეთათვის იმქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათგან განწმენდილი მათი სულები ღვთის სავანეთ იმკვიდრებენ და მეორედ მოსვლის შემდეგ, საყოველთაო აღდგომით, უხრწნელი სხეულის შემოსვითა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებით იხარებენ.მთელი ახალი აღთქმა ცათა სასუფევლისკენ მოწოდებაა, რადგან მისი მოპოვებაა ჩვენი მყოფობის არსი და აზრი. აღდგომილი მაცხოვარიც სწორედ ცათა სასუფევლის ცოდნას უზიარებდა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით 40 დღის მანძილზე, როცა ზეცად ამაღლებამდე ეცხადებოდა მათ და სამოციქულო ღვაწლისთვის ამზადებდა და განამტკიცებდა.ამის შედეგი იყო ის, რომ მოციქულები, რომელთაც დაბრკოლებისა და შიშის გამო ჯვარცმისას მიატოვეს იესო და სინედრიონის მიერ წაქეზებული ხალხისა და ხელისუფალთაგან შეძრწუნებულნი გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდნენ, უხრწნელ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის არაერთგზისი ხილვითა და მასთან ურთიერთობით დარწმუნდნენ, რომ ასეთივე იქნებოდა საყოველთაო აღდგომისას ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობაც, რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაგვეხსნა გზა. ამიტომაც, სრულიად გაუქრათ მიწიერ სხეულთან გაყრის შიში და მათში სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებამ იზეიმა.ისინი იმდენად განმტკიცდნენ და იმდენად განიბრძნენ უფლის სწავლებით, რომ წმინდა მიწაზეც და მთელ მსოფლიოშიც უშიშრად დაიწყეს სახარების ქადაგება და მოწამეობრივი სიკვდილიც სიხარულით მიიღეს.* * *

უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა.ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა;

ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.* * *წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, - ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.

ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.

  • მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, - ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.

დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან - განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!

სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი, ილია II

სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქიაღდგომა ქრისტესი,თბილისი, 2024 წელი