პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს" - რას წერს Reuters-ი?
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს" - რას წერს Reuters-ი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ისა და ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ტი­კას უარ­ყოფს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ა­გენ­ტო Reuters-ი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ველ­თან, დე­რეკ შო­ლეს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

"პა­რას­კევს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ისა და ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ტი­კა უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ოპო­ნენ­ტებს ში­ნა­არ­სობ­რივ დე­ბა­ტებ­ში ჩარ­თვა არ სურთ. პა­რას­კევს, რამ­დე­ნი­მე ათა­სი დე­მონ­სტრან­ტი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით ქუ­ჩებ­ში კვლავ გა­მო­ვი­და და მსვლე­ლო­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შტაბ-ბი­ნის­კენ და­იძ­რა, ხოლო შემ­დეგ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი აღ­დგო­მის წინ, წმინ­და პა­რას­კე­ვის წირ­ვას და­ეს­წრო", - წერს Reuters-ი.

სა­ა­გენ­ტო წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ვი­სი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან, შარლ მი­შელ­თან სა­უ­ბარ­შიც გა­მო­ხა­ტა.

"ევ­რო­კავ­შირ­მა და აშშ-მა თბი­ლისს მო­უ­წო­დეს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე უარი თქვას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შან­სებ­სა და უფრო ფარ­თო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა. და­პი­რის­პი­რე­ბა უფრო ფარ­თო ბრძო­ლის ნა­წი­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ზღვროს, სა­ქარ­თვე­ლო, 3,7 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ომი და რე­ვო­ლუ­ცია გა­მოს­ცა­და, და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ევ­რო­პას თუ მოს­კო­ვის გავ­ლე­ნას და­უბ­რუნ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია Reuters-ის სტა­ტი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს" - რას წერს Reuters-ი?

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს" - რას წერს Reuters-ი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს, - ასე ეხმაურება სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"პარასკევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს შინაარსობრივ დებატებში ჩართვა არ სურთ. პარასკევს, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი წინააღმდეგობის გამოხატვის მიზნით ქუჩებში კვლავ გამოვიდა და მსვლელობით მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ შტაბ-ბინისკენ დაიძრა, ხოლო შემდეგ მართლმადიდებლური აღდგომის წინ, წმინდა პარასკევის წირვას დაესწრო", - წერს Reuters-ი.

სააგენტო წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი იმედგაცრუება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბარშიც გამოხატა.

"ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისს მოუწოდეს, რომ კანონპროექტზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსებსა და უფრო ფართო ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხე დაემუქრება. დაპირისპირება უფრო ფართო ბრძოლის ნაწილად განიხილება, რომელმაც შეიძლება გასაზღვროს, საქართველო, 3,7 მილიონიანი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ომი და რევოლუცია გამოსცადა, დაუახლოვდება ევროპას თუ მოსკოვის გავლენას დაუბრუნდება“, - ნათქვამია Reuters-ის სტატიაში.

წაიკითხეთ ასევე: