სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს შარლ მიშელი ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ
რას ამბობს შარლ მიშელი ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში გან­ვი­ხი­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნე ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის, რო­მე­ლიც პირ­ველ ად­გილ­ზე აყე­ნებს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში წერს.

რო­გორც შარლ მი­შე­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­წო­დე­ბა ღია, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყუ­რად უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

"ცო­ცხა­ლი დე­ბა­ტე­ბი ქვა­კუ­თხე­დია და გულ­წრფე­ლი დი­ა­ლო­გი ახლა სა­ჭი­როა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია. ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი“, - წერს შარლ მი­შე­ლი.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში წერს:

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბა­საც, რომ უცხო­ე­თი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი 2020-2023 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის ორ მცდე­ლო­ბა­ში იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი.

გა­მოვ­თქვი სი­ნა­ნუ­ლი იმის გამო, რომ არა­ერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პარტნი­ო­რე­ბი თავს არი­დე­ბენ საგ­ნობ­რივ დის­კუ­სი­ას გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, აღ­ვნიშ­ნე, რომ დღემ­დე ვერ მო­ვის­მი­ნეთ ვერ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლე იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზეც, რომ უცხო­ე­თი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი 2020-2023 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის ორ მცდე­ლო­ბა­ში იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი.ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ვნიშ­ნე, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის­თვის - ე.წ. დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის",- აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რას ამბობს შარლ მიშელი ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

რას ამბობს შარლ მიშელი ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისთვის, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის ყურად უნდა იქნას მიღებული.

"ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგი ახლა საჭიროა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი“, - წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრის დეტალებზე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს:

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.

გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის",- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

წაიკითხეთ ასევე: