პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე ღამის ქრონიკა: ნაგვის ურნებით გადაკეტილი პარლამენტის შესასვლელი, დაძაბულობა იუსტიციის სახლთან და დაშავებული მოქალაქეები - რა ხდებოდა თბილისში?
მძიმე ღამის ქრონიკა: ნაგვის ურნებით გადაკეტილი პარლამენტის შესასვლელი, დაძაბულობა იუსტიციის სახლთან და დაშავებული მოქალაქეები - რა ხდებოდა თბილისში?

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა. ამ დრო­ის­თვის გამ­ზირ­ზე და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ კვლავ რჩე­ბა. მა­ნამ­დე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ვაჟა სი­რა­ძემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პრო­ტეს­ტის მშვიდ გა­რე­მო­ში, პარ­ლა­მენ­ტის წინ გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

რა ხდე­ბო­და მთე­ლი ღამე დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე?

პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლე­ბის და­საშ­ლე­ლად სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ე.წ. წი­წა­კის სპრე­ის, ცრემლსა­დენ გაზ­სა და ასე­ვე, წყლის ჭავლს პე­რი­ო­დუ­ლად უშ­ვე­ბენ, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან რჩე­ბოდ­ნენ. ე.წ წი­წა­კის სპრე­ი­სა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა ათო­ბით მო­ქა­ლა­ქეს დას­ჭირ­და.

ძი­რი­თა­დად, მო­ქა­ლა­ქე­ებს სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლე­ბის და­საშ­ლე­ლად სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ე.წ. წი­წა­კის სპრე­ის, ცრემლსა­დენ გაზსსა და ასე­ვე, წყლის ჭავლს პე­რი­ო­დუ­ლად უშ­ვე­ბენ, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მა­ინც რჩე­ბოდ­ნენ.

ეტა­პობ­რი­ვად სი­ტუ­ა­ცია იძა­ბე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის გვერ­დი­თა შე­სას­ვლელ­თან, ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 03:00 სა­ა­თის­თვის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს გვერ­დი­თა შე­სას­ვლელ­თან ნაგ­ვის ურ­ნე­ბი მი­ი­ტა­ნეს, მათი მი­სა­მარ­თით პარ­ლა­მენ­ტის ეზო­დან წყლის ჭავ­ლი კი­დევ ერთხელ გა­უშ­ვეს.

ამას გარ­და, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ნაგ­ვის ურნა მი­ი­ტა­ნეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან.

მა­ნამ­დე კი ნაგ­ვის ურ­ნე­ბი გა­ნა­ლა­გეს სდსს-ს შე­სავ­ლელ­თან, ასე­ვე, და­ან­თეს ცე­ცხლი, რო­მე­ლიც წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნით ჩა­აქ­რეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან ის­მო­და სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ძა­ხი­ლე­ბი.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთი კერა - სა­ნა­პი­რო

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან, სა­დაც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ნა­წილს გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ჰქონ­დათ გა­და­კე­ტი­ლი, ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა.

ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა გა­მო­იწ­ვია რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის სი­ტყვი­ერ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლებს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ გან­ლა­გე­ბუ­ლი ბა­რი­კა­დე­ბის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. შეკ­რე­ბი­ლე­ბი მხო­ლოდ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს ატა­რებ­დნენ.

  • გამ­თე­ნი­ი­სას სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე

ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე მყო­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც მათ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან ნაგ­ვის ურ­ნე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბით მო­წყო­ბი­ლი ბა­რი­კა­დე­ბი­დან ერთი პირი პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში გა­და­ვარ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ის უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, რა­მაც მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათ აღ­ნიშ­ნულ მხა­რეს არ­სე­ბულ შე­სას­ვლელ­თა­ნაც მი­ი­ტა­ნეს ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩა­ამ­სხვრი­ეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ფან­ჯა­რაც.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მყოფ­მა გდდ-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი

პარ­ლა­მენ­ტთან „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე 2 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­ვის­ტებს მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და პარ­ლა­მენ­ტის წინ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. აქ­ტი­ვის­ტე­ბის ნა­წი­ლი ამ მო­წო­დე­ბას და­ე­მორ­ჩი­ლა, ხოლო ნა­წი­ლი - არა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ვაჟა სი­რა­ძემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მო­უ­წო­და, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტე­რი­ტო­რი­ი­დან უბ­რა­ლოდ გა­ე­რი­დე­ბი­ნათ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, 2 პირი მა­ინც და­ა­კა­ვეს.

ვაჟა სი­რა­ძის გა­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

„პი­როვ­ნე­ბა მო­სუ­ლი იყო პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან და არა­ერ­თხელ მო­ვუ­წო­დეთ, რომ გა­სუ­ლი­ყო გვერ­დზე და გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა პრო­ტეს­ტი. ძა­ლი­ან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და არა­ერ­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მძიმე ღამის ქრონიკა: ნაგვის ურნებით გადაკეტილი პარლამენტის შესასვლელი, დაძაბულობა იუსტიციის სახლთან და დაშავებული მოქალაქეები - რა ხდებოდა თბილისში?

მძიმე ღამის ქრონიკა: ნაგვის ურნებით გადაკეტილი პარლამენტის შესასვლელი, დაძაბულობა იუსტიციის სახლთან და დაშავებული მოქალაქეები - რა ხდებოდა თბილისში?

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის გამზირზე დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა.

ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩება. მანამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდ გარემოში, პარლამენტის წინ გაგრძელებისკენ მოუწოდა.

რა ხდებოდა მთელი ღამე დედაქალაქის მთავარ გამზირზე?

პარლამენტთან შეკრებილების დასაშლელად საპოლიციო ძალები ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და ასევე, წყლის ჭავლს პერიოდულად უშვებენ, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რჩებოდნენ. ე.წ წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ათობით მოქალაქეს დასჭირდა.

ძირითადად, მოქალაქეებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

პარლამენტთან შეკრებილების დასაშლელად საპოლიციო ძალები ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსსა და ასევე, წყლის ჭავლს პერიოდულად უშვებენ, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან მაინც რჩებოდნენ.

ეტაპობრივად სიტუაცია იძაბებოდა პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე. დაახლოებით 03:00 საათისთვის აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელთან ნაგვის ურნები მიიტანეს, მათი მისამართით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს.

ამას გარდა, მომიტინგეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან.

მანამდე კი ნაგვის ურნები განალაგეს სდსს-ს შესავლელთან, ასევე, დაანთეს ცეცხლი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანით ჩააქრეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა სხვადასხვა სახის შეძახილები.

აქციის კიდევ ერთი კერა - სანაპირო

იუსტიციის სახლთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ვითარების დაძაბვა გამოიწვია რამდენიმე ავტომობილის მძღოლსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ.

პროტესტის მონაწილეები ავტომობილის მძღოლებს იუსტიციის სახლის მიმდებარედ განლაგებული ბარიკადების გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. შეკრებილები მხოლოდ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ატარებდნენ.

  • გამთენიისას სიტუაცია დაიძაბა ჭიჭინაძის ქუჩაზე

ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე გადავიდნენ. ჭიჭინაძის ქუჩაზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მომიტინგეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შესასვლელთან ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით მოწყობილი ბარიკადებიდან ერთი პირი პარლამენტის ეზოში გადავარდა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ის უკან არ დაბრუნებულა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. მათ აღნიშნულ მხარეს არსებულ შესასვლელთანაც მიიტანეს ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთები. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის ფანჯარაც.

პარლამენტის შენობაში მყოფმა გდდ-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს წყლის ჭავლი.

დაკავებულია 2 პირი

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები აქტივისტებს მოუწოდებდნენ, რომ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და პარლამენტის წინ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. აქტივისტების ნაწილი ამ მოწოდებას დაემორჩილა, ხოლო ნაწილი - არა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ სამართალდამცველებს მოუწოდა, მოქალაქეები ტერიტორიიდან უბრალოდ გაერიდებინათ, თუმცა საბოლოოდ, 2 პირი მაინც დააკავეს.

ვაჟა სირაძის გაცხადებით, დაკავებული ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

„პიროვნება მოსული იყო პოლიციელებთან და არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ გასულიყო გვერდზე და გაეგრძელებინა პროტესტი. ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია და არაერთი შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ პოლიციელს, რაც დაფიქსირებულია კამერების საშუალებით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

წაიკითხეთ ასევე: