სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამიწამ 140 მილიონი მილის მანძილიდან ლაზერული შეტყობინება მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს NASA?
დედამიწამ 140 მილიონი მილის მანძილიდან ლაზერული შეტყობინება მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს NASA?

NASA-ს ცნო­ბით, მარსზე მო­მა­ვა­ლი მი­სი­ე­ბი შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო გა­მარ­ტივ­დეს. დე­და­მი­წამ 140 მი­ლი­ო­ნი მი­ლის მან­ძი­ლი­დან მი­ი­ღო ლა­ზე­რუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, აცხა­დებს NASA. თუმ­ცა მა­ნამ, სა­ნამ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­ზე თე­ო­რი­ებს გან­ვი­ხი­ლავთ, ას­ტრო­ნო­მე­ბი უფრო მარ­ტივ ახ­სნას გვთა­ვა­ზო­ბენ.

დე­და­მი­წა­ზე ლა­ზე­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია NASA-ს კოს­მო­სურ­მა ხო­მალდმა Psyche-მ გად­მოს­ცა, რო­მე­ლიც ახლა ჩვე­ნი პლა­ნე­ტის­გან 140 მი­ლი­ო­ნი მი­ლის და­შო­რე­ბი­თაა.

"ეს გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კოს­მო­სურ­მა ხო­მალდმა ოპ­ტი­კუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ი­ყე­ნოს. მას შე­ეძ­ლე­ბა კომ­პლექ­სუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ხა­რის­ხით, სიჩ­ქა­რით და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გარ­ჩე­ვა­დო­ბით გად­მოგ­ვცეს. ეს კი მარსზე ადა­მი­ა­ნე­ბის გაგ­ზავ­ნის მი­სი­ებს კი­დევ უფრო გა­ა­მარ­ტი­ვებს",- აცხა­დებს აშშ-ს კოს­მო­სუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია.

NASA-ს გა­დამ­ცე­მი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამ­ჟა­მად კოს­მო­სურ ხო­მალდ Psyche-შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­სა და გა­და­ცე­მას 8.6 დი­უ­მი­ა­ნი ტე­ლეს­კო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებს.

ექ­სპე­რი­მენ­ტი ნა­სამ 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა Psyche დე­და­მი­წი­დან სულ რა­ღაც 19 მი­ლი­ო­ნი მი­ლის მო­შო­რე­ბით იყო. პირ­ვე­ლი გა­მოც­დის დროს, სა­ტეს­ტო მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მის სიჩ­ქა­რე წამ­ში 267 მე­გა­ბი­ტი იყო, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტის ჩა­მოტვირ­თვის სიჩ­ქა­რეს­თა­ნაა შე­და­რე­ბუ­ლი. ახლა, როცა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი შვიდ­ჯერ უფრო მეტი მან­ძი­ლი­თაა მო­შო­რე­ბუ­ლი დე­და­მი­წის­გან, მო­ნა­ცემ­თა გაგ­ზავ­ნი­სა და მი­ღე­ბის სიჩ­ქა­რეც შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ბოლო გა­მოც­დის დროს ხო­მალდმა მო­ნა­ცე­მე­ბი დე­და­მი­წას წამ­ში 25 მე­გა­ბი­ტის სიჩ­ქა­რით გად­მოს­ცა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ციფ­რი შე­საძ­ლოა არ გა­ო­ცებ­დეთ, NASA-ს თქმით, მან პრო­ექ­ტის მი­ზანს ბევ­რად გა­და­ა­ჭარ­ბა.

NASA წარ­სულ­ში მხო­ლოდ რა­დი­ო­ტალ­ღებს იყე­ნებ­და დე­და­მი­წის მიღ­მა მოძ­რავ ხო­მალ­დებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. ოპ­ტი­კუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­და­ცე­მა კი კოს­მო­სის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მათ­თვის უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

დედამიწამ 140 მილიონი მილის მანძილიდან ლაზერული შეტყობინება მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს NASA?

დედამიწამ 140 მილიონი მილის მანძილიდან ლაზერული შეტყობინება მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს NASA?

NASA-ს ცნობით, მარსზე მომავალი მისიები შესაძლოა კიდევ უფრო გამარტივდეს. დედამიწამ 140 მილიონი მილის მანძილიდან მიიღო ლაზერული შეტყობინება, აცხადებს NASA. თუმცა მანამ, სანამ უცხოპლანეტელებზე თეორიებს განვიხილავთ, ასტრონომები უფრო მარტივ ახსნას გვთავაზობენ.

დედამიწაზე ლაზერის შესახებ ინფორმაცია NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Psyche-მ გადმოსცა, რომელიც ახლა ჩვენი პლანეტისგან 140 მილიონი მილის დაშორებითაა.

"ეს გვიჩვენებს, როგორ შეიძლება კოსმოსურმა ხომალდმა ოპტიკური კომუნიკაციები მომავალშიც გამოიყენოს. მას შეეძლება კომპლექსური სამეცნიერო ინფორმაცია გაუმჯობესებული ხარისხით, სიჩქარით და გამოსახულების გარჩევადობით გადმოგვცეს. ეს კი მარსზე ადამიანების გაგზავნის მისიებს კიდევ უფრო გაამარტივებს",- აცხადებს აშშ-ს კოსმოსური ადმინისტრაცია.

NASA-ს გადამცემი მოწყობილობა ამჟამად კოსმოსურ ხომალდ Psyche-შია მოთავსებული. ის ინფორმაციის მიღებასა და გადაცემას 8.6 დიუმიანი ტელესკოპის საშუალებით ახერხებს.

ექსპერიმენტი ნასამ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა Psyche დედამიწიდან სულ რაღაც 19 მილიონი მილის მოშორებით იყო. პირველი გამოცდის დროს, სატესტო მონაცემების გადაცემის სიჩქარე წამში 267 მეგაბიტი იყო, რომელიც ინტერნეტის ჩამოტვირთვის სიჩქარესთანაა შედარებული. ახლა, როცა კოსმოსური ხომალდი შვიდჯერ უფრო მეტი მანძილითაა მოშორებული დედამიწისგან, მონაცემთა გაგზავნისა და მიღების სიჩქარეც შემცირებულია.

ბოლო გამოცდის დროს ხომალდმა მონაცემები დედამიწას წამში 25 მეგაბიტის სიჩქარით გადმოსცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი შესაძლოა არ გაოცებდეთ, NASA-ს თქმით, მან პროექტის მიზანს ბევრად გადააჭარბა.

NASA წარსულში მხოლოდ რადიოტალღებს იყენებდა დედამიწის მიღმა მოძრავ ხომალდებთან კომუნიკაციისთვის. ოპტიკური შეტყობინების გადაცემა კი კოსმოსის შესწავლის შესაძლებლობებს მათთვის უფრო მრავალფეროვანს ხდის.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა