საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლების წინანდელი სკანდალის გამო ამხედრებული მაყურებელი და ცოლი, რომელსაც მედიისგან მალავს - როგორია ცნობილი სერიალის გმირის ცხოვრება ეკრანს მიღმა
წლების წინანდელი სკანდალის გამო ამხედრებული მაყურებელი და ცოლი, რომელსაც მედიისგან მალავს - როგორია ცნობილი სერიალის გმირის ცხოვრება ეკრანს მიღმა

ბა­რიშ კი­ლი­ჩი პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქულ იმე­ლოდ­რა­მე­ბით გახ­და. მსა­ხი­ობს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, რო­გორც სამ­შობ­ლო­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ და­იმ­სა­ხუ­რა, რაც ეკ­რა­ნებ­ზე სე­რი­ა­ლი "შერ­ბე­თი" გა­მო­ვი­და...

ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა

ბა­რიშ კი­ლი­ჩი 1978 წლის 21 თე­ბერ­ვალს მა­ლა­თი­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ არ­გუ­ვან­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბიჭი ხუთი წლის იყო, რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში გა­და­ვიდ­ნენ. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­მა ვარ­სკვლავ­მა თურ­ქე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კი­ლი­ჩი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წელი იცხოვ­რა. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი სტამ­ბო­ლის იე­დი­თე­ფეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად და­ინ­ტე­რეს­და კი­ნო­თი. მალე მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს. იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, რომ გა­და­წყვი­ტა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

კინო კა­რი­ე­რა

ბა­რი­ში კი­ნო­ში პირ­ვე­ლად 26 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს. ეს იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო დრა­მა "ჩემი შვი­ლე­ბი", სა­დაც ეპი­ზო­დუ­რი როლი ითა­მა­შა. მალე მის ფილ­მოგ­რა­ფია რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ლით შე­ივ­სო, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა ჯერ კი­დევ წინ იყო, ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში მსა­ხი­ო­ბი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ვერ შე­ამ­ჩნი­ეს.

კი­ლი­ჩის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2011 წელს დად­გა, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "მე მას ფე­რი­ჰა ვუ­წო­დე" გა­და­ი­ღეს. მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­თინ ჩეკ­მე­ზი, ჩა­ღა­თაი ულუსოი, დე­ნიზ უღუ­რი, ვა­ჰი­დე პერ­ჩი­ნი. მსა­ხი­ო­ბი 58 ეპი­ზოდ­ში გა­მოჩ­ნდა და აქე­დან და­ი­წყო მისი წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში. მი­სით ცნო­ბი­ლი თურ­ქი რე­ჟი­სო­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და მალე ბა­რიშ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ცხად­და.

კი­ლი­ჩი გა­და­ი­ღეს სე­რი­ა­ლებ­ში "ტი­ტე­ბის დრო" და "ვარ­დე­ბის ომი", სა­დაც ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან სე­ლენ სო­ი­დერ­თან და აიზე აკინ­თან ერ­თად ითა­მა­შა. მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მა­შინ მო­ვი­და, რო­დე­საც "აკ­რძა­ლულ ხილ­ში" ითა­მა­შა. არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა წი­ლად სე­რი­ალს "ყვე­ლა­ფე­რი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ", სა­დაც მისი პარტნი­ო­რე­ბი გო­კჩე ბა­ჰა­დი­რი და სუმ­რუ იავ­რუ­ჩუკ­თა­ნი იყ­ვნენ.

2022 წელს, ეკ­რა­ნებ­ზე „შერ­ბე­თი“ გა­მო­ვი­და, სა­დაც ბა­რი­ში ომერ უნა­ლის როლს თა­მა­შობს. სე­რი­ალ­მა ბა­რიშს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მშვი­დია. ბა­რიშ 2007 წელს იქორ­წი­ნა აი­შე­გულ აკ­მე­დირ­ზე. ქალს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო კი­ნოს­თან, ბა­რიშ­ზე ქორ­წი­ნე­ბის დროს ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი ორ ვაჟს, ბა­ტუ­სა და ემირს ზრდის. ბა­რი­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც სა­ნი­მუ­შო ქმა­რი და მამა. ის არა­სო­დეს გახ­ვე­უ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­და­ლებ­ში.

კი­ლი­ჩი გულ­მოდ­გი­ნედ იცავს მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს პრე­სი­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის­გან.

"რო­გორც ადა­მი­ა­ნი, სუ­ლი­ე­რად ბედ­ნი­ე­რი ვარ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ და­ვიც­ვა ჩემი ცოლ-შვი­ლი ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბის­გან. მე თვი­თონ ვიცი, რამ­დე­ნად დამ­ღლე­ლია ეს“, - აღი­ა­რებს თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი.

Საინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

ბავ­შვო­ბა­ში კი­ლიჩს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და ოც­ნე­ბობ­და რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­სი ბე­დის სპორ­ტს და­უ­კავ­ში­რებ­და.

ბა­რიშს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ძაღ­ლე­ბი.

ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში

მას შემ­დეგ, რაც "შერ­ბე­თის“ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე, თურ­ქი მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და. ამის მი­ზე­ზი სე­რი­ალ­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შემ­ცვე­ლი სცე­ნე­ბის სიმ­რავ­ლე იყო. მი­ზე­ზი ასე­ვე გახ­და მას­ში ბა­რიშ კი­ლი­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­მა 2000 წელს მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე გა­იხ­სე­ნა და მსა­ხი­ო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა.

სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ობ გამ­ზე ოზჩე­ლი­კის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის საქ­მე­ზე, სა­დაც მთა­ვარ ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სწო­რედ თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო იდო. მა­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კი­ლი­ჩი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში არც მოწ­მის და არც ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. არც შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ამ და­ნა­შა­ულ­თან. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ საქ­მე­ში მხო­ლოდ მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი იდო.

თუმ­ცა 18 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში დაბ­რუნ­და, ანო­ნი­მუ­რო პრო­ფი­ლე­ბი წერ­დნენ, რომ თით­ქოს კი­ლი­ჩი რა­ი­მე სა­ხით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 2000 წელს მომ­ხდარ ფაქტთან და ამ მი­ზე­ზით უნდა შე­ე­წყვი­ტათ "შერ­ბე­თის" ყუ­რე­ბა.

თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: "მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ. და­ჟი­ნე­ბით ვი­მე­ო­რებ, რომ არც ერთი ეს გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ეს ყალ­ბი ამ­ბე­ბია. სირ­ცხვი­ლია...“ - წერ­და კი­ლი­ჩი და ანო­ნი­მურ მომ­ხმა­რებ­ლებს და­ე­მუქ­რა, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიმა
7

აქ რო გვეპრანჭრბა. აბა მაგ შორტებით გაიაროს ერზრუმში ან გაზიანთებში?!))))) ორივე დიდი, ისტორიული ქალაქებია, თურქული ცივილიზაციის ისტორიით. 

ზურა
9

აუცილებელია ასეთი "მეგა"ვარსკვლავების ასეთი დაწვრილებითი ბიოგრაფია რომ ვიცოდეთ...... ნეტაი თქვენ

ავტორი:

წლების წინანდელი სკანდალის გამო ამხედრებული მაყურებელი და ცოლი, რომელსაც მედიისგან მალავს - როგორია ცნობილი სერიალის გმირის ცხოვრება ეკრანს მიღმა

წლების წინანდელი სკანდალის გამო ამხედრებული მაყურებელი და ცოლი, რომელსაც მედიისგან მალავს - როგორია ცნობილი სერიალის გმირის ცხოვრება ეკრანს მიღმა

ბარიშ კილიჩი პოპულარული თურქულ იმელოდრამებით გახდა. მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც სამშობლოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში კი განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ეკრანებზე სერიალი "შერბეთი" გამოვიდა...

ბავშვობა და ახალგაზრდობა

ბარიშ კილიჩი 1978 წლის 21 თებერვალს მალათიის პროვინციის ქალაქ არგუვანში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. ბიჭი ხუთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდნენ. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მომავალმა ვარსკვლავმა თურქეთის უნივერსიტეტში ეკონომიკური განათლება მიიღო.

განათლების მიღების შემდეგ, კილიჩი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრა. სამშობლოში დაბრუნებულმა კი სტამბოლის იედითეფეს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა სწავლა, პარალელურად დაინტერესდა კინოთი. მალე მომავალი მსახიობი რეკლამაში გადაიღეს. იმდენად მოეწონა კამერასთან მუშაობა, რომ გადაწყვიტა სამსახიობო კარიერა დაეწყო.

კინო კარიერა

ბარიში კინოში პირველად 26 წლის ასაკში გადაიღეს. ეს იყო სატელევიზიო დრამა "ჩემი შვილები", სადაც ეპიზოდური როლი ითამაშა. მალე მის ფილმოგრაფია რამდენიმე სერიალით შეივსო, თუმცა წარმატება ჯერ კიდევ წინ იყო, ეპიზოდურ როლებში მსახიობი თაყვანისმცემლებმა ვერ შეამჩნიეს.

კილიჩის კარიერაში გარდამტეხი მომენტი 2011 წელს დადგა, როდესაც სერიალში "მე მას ფერიჰა ვუწოდე" გადაიღეს. მასთან ერთად მონაწილეობდნენ მეთინ ჩეკმეზი, ჩაღათაი ულუსოი, დენიზ უღური, ვაჰიდე პერჩინი. მსახიობი 58 ეპიზოდში გამოჩნდა და აქედან დაიწყო მისი წარმატება სერიალების სამყაროში. მისით ცნობილი თურქი რეჟისორები დაინტერესდნენ და მალე ბარიშზე ნადირობა გამოცხადდა.

კილიჩი გადაიღეს სერიალებში "ტიტების დრო" და "ვარდების ომი", სადაც ცნობილ მსახიობებთან სელენ სოიდერთან და აიზე აკინთან ერთად ითამაშა. მაგრამ წარმოუდგენელი პოპულარობა მაშინ მოვიდა, როდესაც "აკრძალულ ხილში" ითამაშა. არანაკლები პოპულარობა ხვდა წილად სერიალს "ყველაფერი ქორწინების შესახებ", სადაც მისი პარტნიორები გოკჩე ბაჰადირი და სუმრუ იავრუჩუკთანი იყვნენ.

2022 წელს, ეკრანებზე „შერბეთი“ გამოვიდა, სადაც ბარიში ომერ უნალის როლს თამაშობს. სერიალმა ბარიშს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოუტანა პოპულარობა.

პირადი ცხოვრება

თურქი მსახიობის პირადი ცხოვრება ძალიან მშვიდია. ბარიშ 2007 წელს იქორწინა აიშეგულ აკმედირზე. ქალს არაფერი აქვს საერთო კინოსთან, ბარიშზე ქორწინების დროს ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა. წყვილი ორ ვაჟს, ბატუსა და ემირს ზრდის. ბარიში ცნობილია როგორც სანიმუშო ქმარი და მამა. ის არასოდეს გახვეულა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სკანდალებში.

კილიჩი გულმოდგინედ იცავს მეუღლესა და შვილებს პრესისა და თაყვანისმცემლების ზედმეტი ყურადღებისგან.

"როგორც ადამიანი, სულიერად ბედნიერი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვა ჩემი ცოლ-შვილი ჩემი პოპულარობისგან. მე თვითონ ვიცი, რამდენად დამღლელია ეს“, - აღიარებს თურქი მსახიობი.

Საინტერესო ფაქტები

ბავშვობაში კილიჩს ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში და ოცნებობდა რომ მომავალში თავისი ბედის სპორტს დაუკავშირებდა.

ბარიშს გამორჩეულად უყვარს ძაღლები.

ყველაზე დიდი სკანდალი მსახიობის ცხოვრებაში

მას შემდეგ, რაც "შერბეთის“ პირველი სეზონი გამოვიდა ეკრანებზე, თურქი მაყურებლის ნაწილმა პოპულარულ სერიალს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის მიზეზი სერიალში ქალთა მიმართ ძალადობის შემცველი სცენების სიმრავლე იყო. მიზეზი ასევე გახდა მასში ბარიშ კილიჩის მონაწილეობა. მაყურებელმა 2000 წელს მომხდარი გახმაურებული საქმე გაიხსენა და მსახიობის დადანაშაულება გადაწყვიტა.

საუბარია მსახიობ გამზე ოზჩელიკის გაუპატიურების საქმეზე, სადაც მთავარ ნივთმტკიცებულებად სწორედ თურქი მსახიობის მიერ გადაღებული ვიდეო იდო. მაშინ ცნობილი გახდა, რომ კილიჩი აღნიშნულ საქმეში არც მოწმის და არც ბრალდებულის სახით არ მონაწილეობდა. არც შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან. როგორც აღვნიშნეთ საქმეში მხოლოდ მის მიერ გადაღებული კადრები იდო.

თუმცა 18 წლის შემდეგ, როდესაც ეს ამბავი სოციალურ მედიაში დაბრუნდა, ანონიმურო პროფილები წერდნენ, რომ თითქოს კილიჩი რაიმე სახით დაკავშირებული იყო 2000 წელს მომხდარ ფაქტთან და ამ მიზეზით უნდა შეეწყვიტათ "შერბეთის" ყურება.

თურქმა მსახიობმა მაშინ სოციალურ ქსელში დაწერა: "მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებ. დაჟინებით ვიმეორებ, რომ არც ერთი ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ყალბი ამბებია. სირცხვილია...“ - წერდა კილიჩი და ანონიმურ მომხმარებლებს დაემუქრა, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებდა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"