საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ" - მეუფე იაკობი
"ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ" - მეუფე იაკობი

რე­ა­ლუ­რად, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია? ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთს გა­დაგ­ვცეს და კი­დევ ერთხელ გაგ­ვყი­დეს, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქვე­ყა­ნა­ში უკვე მე­სა­მე რე­ვო­ლუ­ცი­ის მცდე­ლო­ბაა, მაგ­რამ მა­გას ვე­რა­ვინ მო­ეს­წრე­ბა.“

"მინ­და ევ­რო­პარ­ლა­მენტზეც ვთქვა - ქვე­ყა­ნა­ში უკვე მე­სა­მე რე­ვო­ლუ­ცი­ის მცდე­ლო­ბაა, მაგ­რამ მა­გას ვე­რა­ვინ მო­ეს­წრე­ბა. ჩვენ, ქარ­თვე­ლებ­მა უკვე ჭკუა ვის­წავ­ლეთ და ასეთ რა­მეს არა­ვის არ გა­ვა­კე­თე­ბი­ნეთ. გა­მო­დი­ან და იძა­ხი­ან - "არა რუ­სულ კა­ნონს“, ვის უნდა "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“? არც ფრან­გუ­ლი კა­ნო­ნი მინ­და და არც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კა­ნო­ნე­ბი მინ­და. მე მინ­და,რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე ვი­ცხოვ­როთ, რო­გორც ქარ­თვე­ლებს გვინ­და. რე­ა­ლუ­რად, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია? ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთს გა­დაგ­ვცეს და კი­დევ ერთხელ გაგ­ვყი­დეს. ისე­ვე რო­გორც 22-ში და მა­ნამ­დე. არ შემ­რცხვე­ბა ამ სი­ტყვის, კარ­გად და­ხე­დონ, თვი­თონ აკე­თე­ბენ ამას, ვი­თომ ევ­რო­კავ­ში­რის დაც­ვით. დე­პუ­ტა­ტებს გა­და­ხე­დეთ, სა­ი­დან არი­ან, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი როცა და­ი­შა­ლა, "კა­გე­ბეს“ აგენ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი მთავ­რო­ბე­ბი მო­ვიდ­ნენ. დღეს ჩვენ გვა­გი­ნე­ბენ.

ახალ­გაზ­რდებს მინ­და, ვუ­თხრა, რომ გა­დი­ხართ და დგა­ხართ, შე­ხე­დეთ მი­ტინ­გებ­ზე რა ხდე­ბა, გგო­ნი­ათ, მა­გას დავ­თმობთ? ერთი იყო წინა სა­უ­კუ­ნე­ში, სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ებ­მა, მე­თერ­თმე­ტე არ­მი­ამ და ეგე­თებ­მა გა­აგ­ზავ­ნეს კრემლში დე­პე­შა თა­ვი­ანთ უფ­რო­სებ­თან, თბი­ლი­სის თავ­ზე წი­თე­ლი დრო­შა ფრი­ა­ლებ­სო. ახლა იმ­დე­ნი პარ­ტი­აა და ისე­თი ჭრე­ლე­ბი არი­ან, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში რა უნდა გაგ­ზავ­ნო? თბი­ლი­სის თავ­ზე რა უნ­დათ, ჭრე­ლი დრო­შე­ბის აფ­რი­ა­ლე­ბა? ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ ეღირ­სე­ბა მა­გას, ეს სა­ქარ­თვე­ლოა და რაც არ უნდა ძლი­ე­რი ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ, ყვე­ლამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილო
69

გაგიმარჯოს მეუფე

!
31

საქართველოს მტრებს არ ასვენებთ ეშმაკი, რასაც ეძებენ იპოვიან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ" - მეუფე იაკობი

"ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ" - მეუფე იაკობი

რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება.“

"მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ გავაკეთებინეთ. გამოდიან და იძახიან - "არა რუსულ კანონს“, ვის უნდა "რუსული კანონი“? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვადასხვა ქვეყნის კანონები მინდა. მე მინდა,რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს. ისევე როგორც 22-ში და მანამდე. არ შემრცხვება ამ სიტყვის, კარგად დახედონ, თვითონ აკეთებენ ამას, ვითომ ევროკავშირის დაცვით. დეპუტატებს გადახედეთ, საიდან არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, "კაგებეს“ აგენტებისგან შემდგარი მთავრობები მოვიდნენ. დღეს ჩვენ გვაგინებენ.

ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ, მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა, მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში დეპეშა თავიანთ უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო? თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.