სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
რუსთველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე 29 აპ­რილს და­გეგ­მი­ლი სა­ხალ­ხო შეკ­რე­ბის გამო, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ცნო­ბით, შე­ზღუდ­ვა დღეს, 11:00 სა­ა­თი­დან მხო­ლოდ სა­ავ­ტო­ბუსო ზოლ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, ხოლო 20:00 სა­ა­თი­დან 29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა.

"სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ლე­ო­ნი­ძის, ინ­გო­როყ­ვას, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის, გრი­ბო­ე­დო­ვის, ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის მეშ­ვე­ო­ბით; მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან მთაწ­მინ­დის და­ნარ­ჩე­ნი ქუ­ჩე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა ჯა­ნა­ში­ას, თარ­ხნიშ­ვი­ლის, ტა­ტიშ­ვი­ლის, ჭო­ვე­ლი­ძის, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით და შემ­დეგ ბარ­ნო­ვის, გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და კა­კა­ბა­ძე­ე­ბის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­სა და მეტ­რო­სად­გურ "რუს­თა­ვე­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გრი­ბო­ე­დო­ვის, მა­ყაშ­ვი­ლის, ბარ­ნო­ვი­სა და შა­ნი­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე კი, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მეტ­რო­სად­გურ "რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ზე­თის­ხი­ლის ხეს­თან მობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­სა და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს სა­შუ­ა­ლე­ბით იმოძ­რა­ვე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს და შემ­დეგ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­ივ­ლის იმა­ვე მარ­შრუტს - ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან და­უ­კავ­შირ­დე­ბა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს, შემ­დეგ კი იმოძ­რა­ვებს ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რუსთველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რუსთველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

"სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ "რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ "რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.