მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალაქები მტვრის ღრუბელმა მოიცვა და გარემო ნარინჯისფერი გახდა - უჩვეულო კადრები საბერძნეთიდან: ხელისუფლება და ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ
ქალაქები მტვრის ღრუბელმა მოიცვა და გარემო ნარინჯისფერი გახდა - უჩვეულო კადრები საბერძნეთიდან: ხელისუფლება და ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ

სა­ჰა­რის უდაბ­ნო­დან ქა­რის მო­ტა­ნილ­მა მტვრის ნა­წი­ლა­კებ­მა მთე­ლი ათე­ნი და სხვა ბერ­ძნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი მო­იც­ვა.

ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ასე­თი სა­ში­ნე­ლი შემ­თხვე­ვა 2018 წლის შემ­დეგ არ უნა­ხავთ.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძლი­ე­რი ქა­რის შემ­დეგ, მოყ­ვი­თა­ლო-მო­ნა­რინ­ჯის­ფრო მტვრის ნისლმა არა­ერ­თი რე­გი­ო­ნი მო­იც­ვა, რა­მაც ხილ­ვა­დო­ბა გა­ა­უ­ა­რე­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რის­კე­ბის შე­სა­ხე­ბაც გას­ცა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

"ეს მტვრი­სა და ქვი­შის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფორ­მაა, რო­მე­ლიც 2018 წლის შემ­დეგ გვი­ნა­ხავს",- თქვა ათე­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ამინ­დის კვლე­ვის დი­რექ­ტორ­მა კოს­ტას ლა­გუ­ვარ­დოს­მა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია მზის შუქს "და­ბუ­რავ­და" და ხილ­ვა­დო­ბას გა­არ­თუ­ლებ­და. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კი კი­დევ უფრო მეტ საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და.

სა­ბერ­ძნე­თის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­ე­რი უკვე დღე­ი­დან უნდა გა­იწ­მინ­დოს.

გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ­მა ქარ­მა ტყის ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნა­საც შე­უ­წყო ხელი. სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის თქმით, 23 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 25 ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსხვერ­პლი არც ერთ მათ­განს არ მოჰ­ყო­ლია და ხან­ძრე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბა მა­ლე­ვე მოხ­და.

წყა­რო: theguardian

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
26

სოდომს და გომორას უფალმა ცოდვები არ აპატია....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ქალაქები მტვრის ღრუბელმა მოიცვა და გარემო ნარინჯისფერი გახდა - უჩვეულო კადრები საბერძნეთიდან: ხელისუფლება და ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ

ქალაქები მტვრის ღრუბელმა მოიცვა და გარემო ნარინჯისფერი გახდა - უჩვეულო კადრები საბერძნეთიდან: ხელისუფლება და ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ

საჰარის უდაბნოდან ქარის მოტანილმა მტვრის ნაწილაკებმა მთელი ათენი და სხვა ბერძნული ქალაქები მოიცვა.

ქვეყნის ხელისუფლების თქმით, ჰაერის დაბინძურების ასეთი საშინელი შემთხვევა 2018 წლის შემდეგ არ უნახავთ.

რამდენიმედღიანი ძლიერი ქარის შემდეგ, მოყვითალო-მონარინჯისფრო მტვრის ნისლმა არაერთი რეგიონი მოიცვა, რამაც ხილვადობა გააუარესა და ხელისუფლებამ რისკების შესახებაც გასცა გამაფრთხილებელი რეკომენდაციები.

"ეს მტვრისა და ქვიშის კონცენტრაციის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა, რომელიც 2018 წლის შემდეგ გვინახავს",- თქვა ათენის ობსერვატორიის ამინდის კვლევის დირექტორმა კოსტას ლაგუვარდოსმა.

ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მტვრის კონცენტრაცია მზის შუქს "დაბურავდა" და ხილვადობას გაართულებდა. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს კი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიდა.

საბერძნეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ჰაერი უკვე დღეიდან უნდა გაიწმინდოს.

განსაკუთრებით ძლიერმა ქარმა ტყის ხანძრების გაჩენასაც შეუწყო ხელი. სახანძრო სამსახურის თქმით, 23 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 25 ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არც ერთ მათგანს არ მოჰყოლია და ხანძრების ლოკალიზება მალევე მოხდა.

წყარო: theguardian

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"