კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წარმოადგენს  სალმონელოზი - საშიში დაავადება, რომელიც ქათმის ფილეში აღმოაჩინეს: როგორია ინფექციის გადაცემის გზები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
რას წარმოადგენს  სალმონელოზი - საშიში დაავადება, რომელიც ქათმის ფილეში აღმოაჩინეს: როგორია ინფექციის გადაცემის გზები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის რის­კიც. ამას ექი­მე­ბი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, საკ­ვე­ბის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით ხსნი­ან.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქათ­მის ფი­ლე­ში სალ­მო­ნე­ლო­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქათ­მის ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბელს შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლავს“ სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩე­რა და 1000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ეს მიმ­დი­ნა­რე თვე­ში კვე­ბის ობი­ექ­ტში სალ­მო­ნე­ლო­ზის გა­მოვ­ლე­ნის უკვე მა­ო­რე შემ­თხვე­ვაა. თვის და­სა­წყის­ში, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­შა­ურ­მე­ში ასე­ვე სალ­მო­ნე­ლო­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რის გა­მოც, შპს "მადლს“ შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და და­ჯა­რიმ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

  • რა არის სალ­მო­ნე­ლო­ზი

სალ­მო­ნე­ლო­ზი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც Salmonella-ს გვა­რის ბაქ­ტე­რია იწ­ვევს (ცნო­ბი­ლია მისი 2200-ზე მეტი სე­რო­ტი­პი). კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის მი­ხედ­ვით მისი მრა­ვა­ლი ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს - და­წყე­ბუ­ლი უსიმპტო­მო მა­ტა­რებ­ლო­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი რთუ­ლი სეპ­ტი­კუ­რი ფორ­მით.

ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს წარ­მო­ად­გე­ნენ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, ზოგ­ჯერ - ადა­მი­ა­ნე­ბიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსხვილ­ფე­ხა ცხო­ვე­ლებ­ში, ასე­ვე - კა­ტებ­ში, ძაღ­ლებ­ში, მღრღნე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ში გვხვდე­ბა სალ­მო­ნე­ლო­ზის უსიმპტო­მო ფორ­მა. ამ დროს ცხო­ვე­ლე­ბი სავ­სე­ბით ჯან­მრთე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, მაგ­რამ რძეს­თან, ნერ­წყვთან, შარ­დსა და გა­ნა­ვალ­თან ერ­თად გა­რე­მო­ში უხ­ვად გა­მო­ყო­ფენ ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვევს. ამ კუ­თხით ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო­ნი არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი (რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვი, ღორი, ცხვა­რი, კატა, ძაღ­ლი). ხში­რად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლე­ბის კვერ­ცხიც.

ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ინ­ფექ­ცი­ის წყა­როდ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცნენ მედ­პერ­სო­ნა­ლი და ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, ასე­ვე - საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი და სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

სალ­მო­ნე­ლო­ზით ინ­ფი­ცი­რე­ბის ძი­რი­თა­დი გზა ალი­მენ­ტუ­რია (კვე­ბი­თი). და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა­ზე ხში­რად რძი­სა და მისი ნა­წარ­მის, ხორ­ცის სუფ­ლეს, სა­ლა­თის, კვერ­ცხის, კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბის ანუ იმგვა­რი საკ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხვდე­ბა, რომ­ლის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა არ ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ ჭა­მის წინ. ინ­ფექ­ცია ვრცელ­დე­ბა წყლი­თაც (ტბე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი და, სა­ზო­გა­დოდ, ღია წყალ­სა­ტე­ვე­ბი, ასე­ვე - წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მის ავა­რი­ე­ბის დროს).

  • რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა და რამ­დე­ნად სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის

და­ა­ვა­დე­ბა იწყე­ბა მწვა­ვედ, შემ­ცივ­ნე­ბით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით (მძი­მე ფორ­მე­ბის დროს – 39C და მე­ტად), ავად­მყო­ფი უჩი­ვის სა­ერ­თო სი­სუს­ტეს, თა­ვის ტკი­ვილს, შემ­ცივ­ნე­ბას, გუ­ლის­რე­ვას, გან­მე­ო­რე­ბად ღე­ბი­ნე­ბას, ეპი­გას­ტრი­უ­მი­სა და ჭი­პის არე­ში ტკი­ვილს, რა­საც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თან ერ­თვის დე­ფე­კა­ცი­ის გახ­ში­რე­ბა 3-10-ჯერ და მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში მეტ­ჯე­რაც. გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბი უხ­ვია, ლორ­წო­ვა­ნი მი­ნა­რე­ვე­ბით. და­ა­ვა­დე­ბა უპი­რა­ტე­სად მსუ­ბუ­ქი ან სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­უ­ლებ­რივ, ავად­მყო­ფი 4-7 დღე­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებ­ში, პა­ცი­ენ­ტებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, იშ­ვი­ა­თად და­ა­ვა­დე­ბა ლე­ტა­ლუ­რა­დაც მთავ­რდე­ბა. მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ძი­რი­თა­დად ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ას­თან (გა­უ­წყლო­ე­ბას­თან) არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი. სალ­მო­ნე­ლო­ზის დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბა გა­ნავ­ლის (სეპ­ტი­ცე­მი­ის დროს სის­ხლის) ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით ხდე­ბა.

  • გა­და­ცე­მის გზე­ბი

ინ­ფექ­ცია ფე­კა­ლურ-ორა­ლუ­რი გზით გა­და­ე­ცე­მა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ რო­გორც ყვე­ლა სხვა ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია, სალ­მო­ნე­ლო­ზიც ვრცელ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვებ­შიც, რო­დე­საც არ სრულ­დე­ბა ან უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი.

  • ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი - ტი­პურ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 12-72 სა­ათ­ში იწყე­ბა.
  • გა­და­დე­ბის პე­რი­ო­დი - ადა­მი­ა­ნი გა­დამ­დე­ბია ინ­ფექ­ცი­ის მწვა­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში (და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ბი დიდი ოდე­ნო­ბით გა­მო­ი­ყო­ფა ფე­კა­ლუ­რი მა­სე­ბით), პე­რი­ო­დი ვა­რი­ა­ბე­ლუ­რია, გრძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რამ­დე.

  • რო­გო­რია მის­გან გან­კურ­ნე­ბის გზე­ბი

სალ­მო­ნე­ლო­ზის დროს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ნაჩ­ვე­ნე­ბია მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ხუ­ცე­ბის­თვის, კვე­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე­თათ­ვის, ანდა მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. სალ­მო­ნე­ლო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს კუ­ჭი­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის გა­მო­რე­ცხვას, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლუ­რი სი­თხი­სა და რე­ჰიდ­რო­ნის მი­ღე­ბას. უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ჭი­როა ვე­ნა­ში მა­რი­ლო­ვა­ნი ხსნა­რე­ბის შეყ­ვა­ნა (გა­უ­წყლო­ე­ბას­თან ბრძო­ლა), სპაზ­მო­ლი­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა დი­ე­ტას: და­ა­ვა­დე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში ინიშ­ნე­ბა მე­ქა­ნი­კუ­რად და ქი­მი­უ­რად დამ­ზოგ­ვე­ლი დი­ე­ტა (რძე გა­მო­რი­ცხუ­ლია); სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე და მომ­დევ­ნო 1 თვე იკ­რძა­ლე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის­თვის მავ­ნე ქმე­დე­ბა (გა­ძღო­მა, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­სა და უხე­ში უჯრე­დი­სით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბის, კონ­სერ­ვე­ბის, შაშ­ხის, ცხა­რე და ნოყი­ე­რი კერ­ძე­ბის მი­ღე­ბა).

  • რო­გორ და­ვიც­ვათ თავი სალ­მო­ნე­ლო­ზის­გან

სალ­მო­ნე­ლო­ზის პრე­ვენ­ცია გუ­ლის­ხმობს საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის და მომ­ზა­დე­ბის მთე­ლი პრო­ცე­სის კონ­ტროლს, რო­გორც კო­მერ­ცი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე ოჯა­ხის პი­რო­ბებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა.

ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი სალ­მო­ნე­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შემ­დე­გია:

• ყო­ველ­თვის მი­ი­ღეთ თერ­მუ­ლად კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცი, რძე და კვერ­ცხი

• მზა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას, დარ­წმუნ­დით, რომ არ შე­ი­ცავს ის ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის უმ პრო­დუტს

• კარ­გად გა­რე­ცხეთ ხილი და ბოსტნე­უ­ლი

• და­ი­ბა­ნეთ ხელი უმ ხორცთან შე­ხე­ბის შემ­დეგ

• კარ­გად გა­რე­ცხეთ საჭ­რე­ლი და­ფე­ბი და სხვა ინ­ვენ­ტა­რი უმ ხორცთან შე­ხე­ბის შემ­დეგ

• დარ­წმუ­დით წყლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში

• და­ი­ცა­ვით საკ­ვე­ბის შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი

• გან­ცალ­კე­ვე­ბი­უ­ლად შე­ი­ნა­ხეთ მზა საკ­ვე­ბი და უმი პრო­დუქ­ტე­ბი

• დი­ა­რე­ის მქო­ნე პი­რე­ბი მო­ა­რი­დეთ საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს

• და­ი­ბა­ნეთ ხელი ცხო­ვე­ლებ­თან შე­ხე­ბის შემ­დეგ

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

რას წარმოადგენს  სალმონელოზი - საშიში დაავადება, რომელიც ქათმის ფილეში აღმოაჩინეს: როგორია ინფექციის გადაცემის გზები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

რას წარმოადგენს  სალმონელოზი - საშიში დაავადება, რომელიც ქათმის ფილეში აღმოაჩინეს: როგორია ინფექციის გადაცემის გზები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იზრდება საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაციის რისკიც. ამას ექიმები მაღალი ტემპერატურის გამო, საკვების შენახვის პირობების გაუარესებით ხსნიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქათმის ფილეში სალმონელოზი აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქათმის ხორცის მწარმოებელს შპს "სიფუდ გრუპ თელავს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.

ეს მიმდინარე თვეში კვების ობიექტში სალმონელოზის გამოვლენის უკვე მაორე შემთხვევაა. თვის დასაწყისში, თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეში ასევე სალმონელოზი აღმოაჩინეს. რის გამოც, შპს "მადლს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

  • რა არის სალმონელოზი

სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Salmonella-ს გვარის ბაქტერია იწვევს (ცნობილია მისი 2200-ზე მეტი სეროტიპი). კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს - დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული სეპტიკური ფორმით.

ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ცხოველები, ზოგჯერ - ადამიანებიც. აღსანიშნავია, რომ მსხვილფეხა ცხოველებში, ასევე - კატებში, ძაღლებში, მღრღნელებსა და ფრინველებში გვხვდება სალმონელოზის უსიმპტომო ფორმა. ამ დროს ცხოველები სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებიან, მაგრამ რძესთან, ნერწყვთან, შარდსა და განავალთან ერთად გარემოში უხვად გამოყოფენ ინფექციის გამომწვევს. ამ კუთხით ყველაზე სახიფათონი არიან ინფიცირებული შინაური ცხოველები (რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი, კატა, ძაღლი). ხშირად ინფიცირებულია შინაური ფრინველების კვერცხიც.

ადამიანებიდან ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცნენ მედპერსონალი და ჰოსპიტალიზებული პაციენტები, ასევე - საკვები პროდუქტების დამამზადებელი და სავაჭრო ქსელების თანამშრომლები.

სალმონელოზით ინფიცირების ძირითადი გზა ალიმენტურია (კვებითი). დაავადების გამომწვევი ორგანიზმში ყველაზე ხშირად რძისა და მისი ნაწარმის, ხორცის სუფლეს, სალათის, კვერცხის, კრემიანი ნამცხვრების ანუ იმგვარი საკვების მეშვეობით ხვდება, რომლის კულინარიული დამუშავება არ ხდება უშუალოდ ჭამის წინ. ინფექცია ვრცელდება წყლითაც (ტბები, მდინარეები და, საზოგადოდ, ღია წყალსატევები, ასევე - წყალგაყვანილობის სისტემის ავარიების დროს).

  • რა სიმპტომებით ვლინდება და რამდენად საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის

დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მატებით (მძიმე ფორმების დროს – 39C და მეტად), ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შემცივნებას, გულისრევას, განმეორებად ღებინებას, ეპიგასტრიუმისა და ჭიპის არეში ტკივილს, რასაც დღის განმავლობაში თან ერთვის დეფეკაციის გახშირება 3-10-ჯერ და მძიმე შემთხვევებში მეტჯერაც. განავლოვანი მასები უხვია, ლორწოვანი მინარევებით. დაავადება უპირატესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, ავადმყოფი 4-7 დღეში სპეციფიკური მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდება, მცირე ასაკის ბავშვებსა და მოხუცებში, პაციენტებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, იშვიათად დაავადება ლეტალურადაც მთავრდება. მძიმე მიმდინარეობა ძირითადად ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციასთან (გაუწყლოებასთან) არის ასოცირებული. სალმონელოზის დიაგნოზის დადასტურება განავლის (სეპტიცემიის დროს სისხლის) ბაქტერიოლოგიური კვლევით ხდება.

  • გადაცემის გზები

ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. გასათვალისწინებელია, რომ როგორც ყველა სხვა ნაწლავური ინფექცია, სალმონელოზიც ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც არ სრულდება ან უგულებელყოფილია ჰიგიენური ნორმები.

  • ინკუბაციური პერიოდი - ტიპურ შემთხვევაში დაავადება ინფიცირებიდან 12-72 საათში იწყება.
  • გადადების პერიოდი - ადამიანი გადამდებია ინფექციის მწვავე მიმდინარეობის განმავლობაში (დაავადების გამომწვები დიდი ოდენობით გამოიყოფა ფეკალური მასებით), პერიოდი ვარიაბელურია, გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.

  • როგორია მისგან განკურნების გზები

სალმონელოზის დროს ჰოსპიტალიზაცია ნაჩვენებია მხოლოდ ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, კვებით და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეთათვის, ანდა მძიმე მიმდინარეობისას. სალმონელოზის მკურნალობა ითვალისწინებს კუჭისა და ნაწლავების გამორეცხვას, დიდი რაოდენობით მინერალური სითხისა და რეჰიდრონის მიღებას. უფრო მძიმე მიმდინარეობისას საჭიროა ვენაში მარილოვანი ხსნარების შეყვანა (გაუწყლოებასთან ბრძოლა), სპაზმოლიზური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების მიღება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტას: დაავადების პირველ დღეებში ინიშნება მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი დიეტა (რძე გამორიცხულია); სრულ გამოჯანმრთელებამდე და მომდევნო 1 თვე იკრძალება კუჭ-ნაწლავისთვის მავნე ქმედება (გაძღომა, ალკოჰოლური სასმელებისა და უხეში უჯრედისით მდიდარი პროდუქტების, კონსერვების, შაშხის, ცხარე და ნოყიერი კერძების მიღება).

  • როგორ დავიცვათ თავი სალმონელოზისგან

სალმონელოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების მთელი პროცესის კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახის პირობებში. მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

ძირითადი პრინციპები სალმონელოზით დაავადების თავიდან ასაცილებლად შემდეგია:

• ყოველთვის მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, რძე და კვერცხი

• მზა საკვების მიღებისას, დარწმუნდით, რომ არ შეიცავს ის ცხოველური წარმოშობის უმ პროდუტს

• კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული

• დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ

• კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ

• დარწმუდით წყლის უსაფრთხოებაში

• დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი

• განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები

• დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს

• დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ

ასევე იხილეთ: