საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით, ახალ პანდემიას გამოიწვევს - კიდევ რა საფრთხეებზე საუბრობენ მკვლევრები?
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით,  ახალ პანდემიას გამოიწვევს -  კიდევ რა საფრთხეებზე საუბრობენ მკვლევრები?

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, გრი­პი არის პა­თო­გე­ნი, რო­მე­ლიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახალ პან­დე­მი­ას გა­მო­იწ­ვევს. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, და­ა­ვა­დე­ბა­თა ექ­სპერ­ტე­ბის 57% ფიქ­რობს, რომ სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის შემ­დე­გი გლო­ბა­ლუ­რი გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ გრი­პის ვირუ­სის შტა­მი იქ­ნე­ბა.

"გრი­პი ყო­ველ ზამ­თარს ჩნდე­ბა - ამას შეგ­ვიძ­ლია პა­ტა­რა პან­დე­მია ვუ­წო­დოთ. მათი კონ­ტრო­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ ეს სა­მუ­და­მოდ არ გაგ­რძელ­დე­ბა", - ამ­ბობს კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯონ სალ­მან­ტონ-გარ­სია.

კვლე­ვის დე­ტა­ლე­ბი , რო­მე­ლიც 187 უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რის მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ცავს, გა­მოვ­ლინ­დე­ბა ევ­რო­პის კლი­ნი­კუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ESCMID) კონ­გრეს­ზე, ბარ­სე­ლო­ნა­ში, მო­მა­ვალ კვი­რას. ამავდრო­უ­ლად, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ექ­სპერ­ტე­ბის 21%-ის აზ­რით, პან­დე­მი­ის შემ­დე­გი ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი ვირუ­სი, სა­ხე­ლად და­ა­ვა­დე­ბა X, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ამო­უც­ნო­ბი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­იწ­ვევს.

ზო­გი­ერთ მეც­ნი­ერს ჯერ კი­დევ სჯე­რა, რომ Sars-CoV-2 ( Covid-19- ის გა­მომ­წვე­ვი) დიდ საფრ­თხედ რჩე­ბა. სხვა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი - რო­გო­რი­ცაა Lassa, Nipah, Ebola და Zika ვირუ­სე­ბი - სე­რი­ო­ზულ გლო­ბა­ლურ საფრ­თხედ შე­ფას­და გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 2%- ის მიერ.

გა­სულ კვი­რას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია H5N1 შტა­მის სა­გან­გა­შო გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის მი­ლი­ო­ნო­ბით შემ­თხვე­ვას იწ­ვევს. სულ ახ­ლა­ხან, ვირუ­სი გავ­რცელ­და ძუ­ძუმ­წო­ვარ­თა სა­ხე­ო­ბებ­ზე, მათ შო­რის ში­ნა­ურ პი­რუ­ტყვზე - უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რაც უფრო მეტ ძუ­ძუმ­წოვ­რის სა­ხე­ო­ბას აინ­ფი­ცი­რებს ვირუ­სი, მით უფრო სა­ში­შია იგი ადა­მი­ა­ნის­თვის.

"H5N1 ვირუ­სის გა­მო­ჩე­ნა პი­რუ­ტყვში მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო", - დას­ძი­ნა გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვირუ­სო­ლოგ­მა ედ ჰა­ჩინ­სონ­მა. - "ღო­რე­ბი ფრინ­ვე­ლის გრი­პით ავად­დე­ბი­ან, მაგ­რამ მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვი - ჯერ­ჯე­რო­ბით არა. ეს ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სის ფერ­მის ცხო­ვე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბის რის­კი არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, საფრ­თხე ექ­მნე­ბა ადა­მი­ან­საც".

გრი­პის პან­დე­მი­ის პერ­სპექ­ტი­ვა სა­გან­გა­შოა, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მრა­ვა­ლი შტა­მის, მათ შო­რის H5N1-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
0

ვიცით ეგ ამბავი, როგორც კი უკრაინის ომი დაიწყო, იმავე დღეს პანდემია დამთავრდა

ვავა
0

H5N1-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია - და მას დეიდა ურსულა გამოაგზავნის ალბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით, ახალ პანდემიას გამოიწვევს - კიდევ რა საფრთხეებზე საუბრობენ მკვლევრები?

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით,  ახალ პანდემიას გამოიწვევს -  კიდევ რა საფრთხეებზე საუბრობენ მკვლევრები?

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, გრიპი არის პათოგენი, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ახალ პანდემიას გამოიწვევს. საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად, დაავადებათა ექსპერტების 57% ფიქრობს, რომ სასიკვდილო ინფექციური დაავადების შემდეგი გლობალური გავრცელების მიზეზი სწორედ გრიპის ვირუსის შტამი იქნება.

"გრიპი ყოველ ზამთარს ჩნდება - ამას შეგვიძლია პატარა პანდემია ვუწოდოთ. მათი კონტროლი მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება", - ამბობს კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ სალმანტონ-გარსია.

კვლევის დეტალები , რომელიც 187 უფროსი მეცნიერის მონაცემებს მოიცავს, გამოვლინდება ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) კონგრესზე, ბარსელონაში, მომავალ კვირას. ამავდროულად, კვლევაში მონაწილე ექსპერტების 21%-ის აზრით, პანდემიის შემდეგი ყველაზე სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს მეცნიერებისთვის უცნობი ვირუსი, სახელად დაავადება X, რომელსაც ჯერ კიდევ ამოუცნობი მიკროორგანიზმი გამოიწვევს.

ზოგიერთ მეცნიერს ჯერ კიდევ სჯერა, რომ Sars-CoV-2 ( Covid-19- ის გამომწვევი) დიდ საფრთხედ რჩება. სხვა მომაკვდინებელი მიკროორგანიზმები - როგორიცაა Lassa, Nipah, Ebola და Zika ვირუსები - სერიოზულ გლობალურ საფრთხედ შეფასდა გამოკითხულთა მხოლოდ 2%- ის მიერ.

გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია H5N1 შტამის საგანგაშო გავრცელების შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოში ფრინველის გრიპის მილიონობით შემთხვევას იწვევს. სულ ახლახან, ვირუსი გავრცელდა ძუძუმწოვართა სახეობებზე, მათ შორის შინაურ პირუტყვზე - უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტ ძუძუმწოვრის სახეობას აინფიცირებს ვირუსი, მით უფრო საშიშია იგი ადამიანისთვის.

"H5N1 ვირუსის გამოჩენა პირუტყვში მოულოდნელი იყო", - დასძინა გლაზგოს უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა ედ ჰაჩინსონმა. - "ღორები ფრინველის გრიპით ავადდებიან, მაგრამ მსხვილფეხა პირუტყვი - ჯერჯერობით არა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ფერმის ცხოველებში გავრცელების რისკი არსებობს, შესაბამისად, საფრთხე ექმნება ადამიანსაც".

გრიპის პანდემიის პერსპექტივა საგანგაშოა, თუმცა მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ მრავალი შტამის, მათ შორის H5N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შემუშავებულია. წყარო